ავტორი:

ლუკაშენკოს მუქარა: ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, რომ "აგრესიის შემთხვევაში, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს"

ლუკაშენკოს მუქარა: ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, რომ "აგრესიის შემთხვევაში, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს"

ბელორუსი მზად იქნება გამოიყენოს ბირთვული იარაღი საგარეო "აგრესიის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ ხუთშაბათს განაცხადა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტასთან“ ინტერვიუში ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსი "არასდროს ჩაერთვება ამ ომში“, თუ უკრაინელები მის საზღვარს არ გადაკვეთენ და დაამატა, რომ რუსეთის დახმარებას მაინც გააგრძელებს:

"ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის დახმარებას, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან" - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პროვოცირების შემთხვევაში - განსაკუთრებით ნატოს მეზობელი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა პოლონეთი, ლიტვა და ლატვია - ბელორუსი აგრესიის საპასუხოდ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

"ბირთვული იარაღი ვიღაცის დასაშინებლად არ გვაქვს. დიახ, იგი ძლიერ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს, მაგრამ ეს არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი და არა სტრატეგიული. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემთხვევაში, მას დაუყოვნებლივ გამოვიყენებთ" - ამბობს ლუკაშენკო.