Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"რომ ვამბობ 58 წლის ვარ-მეთქი, ძალიან უკვირთ... ერთ დღეს ფოტოგრაფს ხუმრობით მივწერე და აქედან დაიწყო კონკიას ისტორიაც" - ქართველი ქალის გზა სამოდელო ინდუსტრიაში: როგორ მოხვდა ელენე "ვოგში"?
"რომ ვამბობ 58 წლის ვარ-მეთქი, ძალიან უკვირთ... ერთ დღეს ფოტოგრაფს ხუმრობით მივწერე და აქედან დაიწყო კონკიას ისტორიაც" - ქართველი ქალის გზა სამოდელო ინდუსტრიაში: როგორ მოხვდა ელენე "ვოგში"?

58 წლის დამ­წყე­ბი მო­დე­ლი ელე­ნე ჭა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჭა­ღა­რა თმას უწევს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ამ მიზ­ნით "ინ­სტაგ­რამ" გვერ­დიც შექ­მნა, "ვოგ­ში“ აღ­მოჩ­ნდა... დღეს მის მი­მართ მრა­ვა­ლი უცხო­ე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის ყუ­რა­დღე­ბაა მი­მარ­თუ­ლი და ფო­ტო­სე­სი­ე­ბიც ხში­რად აქვს... თუ რო­გორ და­ი­წყო კონ­კი­ას ის­ტო­რია, ამის შე­სა­ხებ თა­ვად ელე­ნე ჭა­ნიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა...

- ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, რომ გა­იხ­სე­ნოთ, რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მო­დის სფე­რო­ში?

- გახ­სე­ნე­ბა არც ჭირ­დე­ბა, რად­გან ის მო­მენ­ტი სულ მახ­სოვს... მო­დის სფე­რო­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი: გან­ცხა­დე­ბა იყო ინ­სტაგ­რამ­ზე, სა­დაც ფო­ტოგ­რა­ფი ოლგა კა­ლა­ბი­ნა მო­დელს ეძებ­და, ასა­კი კი 40-45 წლამ­დე იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. ოლ­გას ხუმ­რო­ბით მივ­წე­რე, ყვე­ლა რომ ახალ­გაზ­რდებს ეძებთ-მეთ­ქი...

- თქვენ ჭა­ღა­რა თმის ერ­თგვა­რი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ით მი­ი­პყა­რით ყუ­რა­დღე­ბა...

- სულ მქონ­და პრო­ტეს­ტი ჭა­ღა­რის დის­კრი­მი­ნა­ცი­ის გამო. ეს პრო­ტეს­ტი მომ­ყვე­ბო­და, რად­გან არა­ერ­თი უსი­ა­მოვ­ნე­ბა შემ­ხვედ­რია. ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე სათ­ქმე­ლი მი­მე­ტა­ნა და "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დიც მაგ მიზ­ნით შევ­ქმე­ნი. შე­ღე­ბილ და ჭა­ღა­რა თმას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არის თუ არა, რო­გორ უნდა ჭა­ღა­რა თმას მოვ­ლა და ასე შემ­დეგ... ჭა­ღა­რა თმა სირ­ცხვი­ლად არ უნდა ით­ვლე­ბო­დეს, სტიგ­მა არ უნდა იყოს... ფო­ტოგ­რა­ფის გან­ცხა­დე­ბა რომ ვნა­ხე, გულ­ში გამ­კრა, რომ კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, ჭა­ღა­რა თმის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. თეთ­რი თმა რომ არ აბე­რებს და მთლი­ა­ნი ან­ტუ­რა­ჟია გა­დამ­წყვე­ტი.

- რო­გორც ახ­სე­ნეთ ფო­ტოგ­რაფს პირ­ველ­მა თქვენ მი­წე­რეთ...

- დიახ, ხუმ­რო­ბით რომ ყვე­ლა ახალ­გაზ­რდებს ეძებთ-მეთ­ქი... მი­პა­სუ­ხა, მშვე­ნი­ე­რი ასა­კია 40 წელი, მაგ­რამ აღარც ისე­თი ახალ­გაზ­რდაო... ამა­ზე მი­ვუ­გე, ჩემი 58 წლის გად­მო­სა­ხე­დი­დან რა თქმა უნდა, ახალ­გაზ­რდაა-მეთ­ქი... ეტყო­ბა 58 წელი სა­ინ­ტე­რე­სოდ ჟღერ­და, იფიქ­რა, ვინ არის ეს „თავ­ხე­დიო“ და ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­და... და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ მომ­წე­რა, ჭა­ღა­რათ­მი­ანს მრა­ვა­ლი წლე­ბი ვე­ძებ­დიო და მთხო­ვა, რომ ჩემ­თვის ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღო... ფო­ტო­სე­სი­ას დავ­თან­ხმდი, მაგ­რამ იმის იქით რა იქ­ნე­ბო­და, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი. შემ­დეგ კი კონ­კი­ას ის­ტო­რია და­ი­წყო... ფო­ტოგ­რა­ფი სახ­ლში მეწ­ვია, ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე, თბი­ლი­სურ ეზო­ში ვცხოვ­რობ. ამ­ბო­ბენ, რომ ეს სახ­ლი 180 წლი­საა და ეს გა­რე­მო ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო, კონ­ტრას­ტი შექ­მნა, მე ძა­ლი­ან პა­ტივს ვცემ შა­ნე­ლის სტილს და ოლ­გა­საც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. მი­ნი­მა­ლუ­რი მა­კი­ა­ჟი მქონ­და...

ოლ­გას "ინ­სტაგ­რამ­ზე" თა­ვი­სი გვერ­დი აქვს, ფო­ტო­ე­ბი უდევს, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მომ­წე­რი ჰყავს. ოლ­გამ ჩემი ფო­ტო­ე­ბი თა­ვის გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა და ჩემი ის­ტო­რი­აც მოჰ­ყვა. აქე­დან და­ი­წყო ის, რომ სხვა ფო­ტოგ­რა­ფებ­მაც მი­პო­ვეს.

- ცოტა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ხომ არ ჟღერს თქვენ­ზე ასა­კო­ვა­ნი?

- ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბი­თია. მე რომ 20 წლის ვი­ყა­ვი, ვფიქ­რობ­დი 2000 წელს უკვე 35 წლის ვიქ­ნე­ბი და ვა­ი­მე, რა დიდი ასა­კია-მეთ­ქი და აჰა 58 წლის ვარ... ახლა კი სი­ტყვას - ვბერ­დე­ბი, ძა­ლი­ან მშვი­დად ვი­ღებ და ვუ­ყუ­რებ! ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია. ამას ხომ ვერ­ცერ­თი ვერ გა­ვექ­ცე­ვით... ასა­კის და­მალ­ვას ხომ ჯო­ბია ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვაკ­ვირ­ვო, კარ­გი გან­წყო­ბით ვი­ცხოვ­რო და ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხი შე­ვიქ­მნა?! რომ ვამ­ბობ 58 წლის ვარ-მეთ­ქი და ამ დროს ვე­ლო­სი­პედ­ზე წა­მოს­კუ­პე­ბუ­ლი ვარ, ეს ძა­ლი­ან უკ­ვირთ.

- ისევ ფო­ტო­სე­სი­ას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით იტა­ლი­ურ "ვოგ­ში"...

- ოლ­გას შე­სა­ხებ ორი­ო­დე სი­ტყვით რომ მო­გახ­სე­ნოთ, იგი ქარ­თვე­ლე­ბის რძა­ლია, მე­ხუ­თე წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს და მა­ღა­ლი დო­ნის ფო­ტოგ­რა­ფია. გარ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბაა...მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კა­მე­რას გა­ვურ­ბო­დი, მაგ­რამ ოლ­გას­თან ფო­ტო­სე­სი­ის შემ­დეგ დავ­რწმუნ­დი, რომ არა­ფო­ტო­გე­ნუ­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ.

ნე­ბის­მი­ე­რი მო­დე­ლის­თვის, ფო­ტოგ­რა­ფის­თვის „ვოგ­ში" მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. ოლ­გაც ამ­ბობ­და, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უმ­თავ­რეს ჟურ­ნალ­ში ჩემი ფო­ტო­ე­ბის მოხ­ვედ­რის მი­ზა­ნი მქონ­დაო და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე და ოლ­გას ერ­თად გაგ­ვი­მარ­თლა. ამ ფო­ტო­სე­სი­ით და­ი­წყო ჩემი ის­ტო­რია რო­გორც მო­დე­ლის და 58 წლის პო­დი­უმ­ზეც აღ­მოვ­ჩნდი... სი­ლა­მა­ზის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი აღ­ქმა­ზეა და ზო­გა­დად, სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრია დღეს ძა­ლი­ან მკვეთ­რად ცდი­ლობს გავ­ლე­ნას და გვარ­წმუ­ნე­ბენ, გინ­და თუ არა თმა შე­ი­ღე­ბო და ასე შემ­დეგ...

- რა პრო­ფე­სი­ის ბრძან­დე­ბით?

- სა­ფე­იქ­რო მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, შემ­დეგ თბი­ლის­ში პრო­დი­უ­სე­რის ფა­კულ­ტე­ტი... ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლე კო­ლო­რის­ტი­კის კურ­სი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს სამ­ყა­რო. თუმ­ცა ჩემი გარ­დე­რო­ბი ფე­რა­დი არ არის.

- თქვენს გარ­დე­რობ­ში რო­მე­ლი ფე­რე­ბია?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფე­რებს კარ­გად ვიც­ნობ და ვერ­კვე­ვი, ჩემი გარ­დე­რო­ბი შავი, თეთ­რი, ჩა­ლის­ფე­რი და ნაც­რის­ფე­რი სა­მო­სის­გან შედ­გე­ბა. ასე­თია ჩემი ფი­ლო­სო­ფია, რად­გან ეს ფე­რე­ბი ვი­ზუ­ა­ლურ ხმა­ურს არ მიქ­მნის. სხვა­ზე ფე­რა­დე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს. ჩაც­მუ­ლო­ბა­ში რა­ღაც კონ­ტრას­ტუ­ლი ნოტა ყო­ველ­თვის შე­მაქვს. ვთქვათ, წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხი, რაც ჭა­ღა­რებს ძა­ლი­ან გვიხ­დე­ბა.

- სრუ­ლი­ად ნა­ტუ­რა­ლუ­რი ხართ, ბო­ტოქ­სიც კი არ გაქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი?

- დიახ, სრუ­ლი­ად ნა­ტუ­რა­ლუ­რი. ბო­ტოქ­სი და ინექ­ცი­ე­ბი ჯერ არ გა­მი­კე­თე­ბია. თუმ­ცა ვფიქ­რობ ბლე­ფა­როპ­ლას­ტი­კის გა­კე­თე­ბას, რად­გან გე­ნე­ტი­კუ­რად დაშ­ვე­ბუ­ლი ქუ­თუ­თო­ე­ბი გვაქვს. რო­დე­საც თავს ვხრი, დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის, ეს მა­წუ­ხებს, თო­რემ ეს­თე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით არ ვფიქ­რობ ჩა­ვი­ტა­რო...

- თქვე­ნი ჭა­ღა­რა თმით უკვე ძა­ლი­ან დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვეთ...

- დიახ, ბუ­ნებ­რი­ო­ბას ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ. რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, მო­და­შია, ტრენ­დი­აო, ამას ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. მე არ ვთვლი, რომ ჭა­ღა­რა თმა მო­დაა... ჭა­ღა­რა ჩემ­თვის მხო­ლოდ თმის ფე­რია!

- თმა არა­სო­დეს შე­გი­ღე­ბავთ?

- ადრე ვი­ღე­ბავ­დი, რად­გან სამ­სა­ხურ­ში ითხოვ­დნენ... 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კვე­ულ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ­დი.

- დღე­საც მუ­შა­ობთ?

- არა, რად­გან ჩემ­მა შვილ­მა მთხო­ვა, დედა და­ის­ვე­ნე, აღარ იმუ­შა­ოო... ბოლო პე­რი­ოდ­ში ცოტა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა და ამი­ტომ უნ­დო­და სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ჩემი ვაჟი 35 წლი­საა, თა­ვის საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლია, მი­სით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ! ვთვლი, რომ ღმერ­თის, ბუ­ნე­ბის სა­ჩუ­ქა­რია...

- დღეს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა მშვი­დი და ვარ­სკვლა­ვუ­რია?

- დიახ, ძა­ლი­ან მშვი­დია, მაგ­რამ ვარ­სკვლა­ვუ­რი არა! მე ასე არ ვუ­ყუ­რებ. მი­უ­ხე­და­ვად ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბი­სა, ვე­რა­ნა­ირ ვარ­სკვლა­ვო­ბას ვერ ვხე­დავ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მშვი­დი პე­რი­ო­დია, ეგოს­თან ძა­ლი­ან ჰარ­მო­ნი­უ­ლად ვარ.

- მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მინ­და წა­ვი­დე. ალ­ბათ მალე ავის­რუ­ლებ. ფო­ტო­სე­სი­ებ­ზე უცხო­ეთ­ში მაქვს მიწ­ვე­ვე­ბი, მაგ­რამ ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში თა­ვად არ ვი­სურ­ვე და სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს­კენ დავ­გეგ­მეთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფო­ტო­სე­სი­ებ­ზე ყველ­გან კომ­ფორ­ტულ და კარგ გა­რე­მოს მიქ­მნი­ან.

მა­სა­ლა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ფო­ტო­მა­სა­ლა პი­რა­დი და კო­მერ­ცი­უ­ლი არ­ქი­ვე­ბი­დან. "ინ­სტაგ­რამ" გვერ­დე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი: მო­დე­ლი: elene_tchanishvili; olgakalabina_photo ; vidali.vidali ; nini_ninuca_photography ; darisa.store ; makeup_rusudan

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
1

წარმატებას გისურვებთ. ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით

კატია
0

წარმატებები და მრავალი ახალი საინტერესო და შინაარსიანი გამოწვევები. მართლა მომხიბვლელი (ბუნებრივად) ქალბატონია. 

ავტორი:

"რომ ვამბობ 58 წლის ვარ-მეთქი, ძალიან უკვირთ... ერთ დღეს ფოტოგრაფს ხუმრობით მივწერე და აქედან დაიწყო კონკიას ისტორიაც" - ქართველი ქალის გზა სამოდელო ინდუსტრიაში: როგორ მოხვდა ელენე "ვოგში"?

"რომ ვამბობ 58 წლის ვარ-მეთქი, ძალიან უკვირთ... ერთ დღეს ფოტოგრაფს ხუმრობით მივწერე და აქედან დაიწყო კონკიას ისტორიაც" - ქართველი ქალის გზა სამოდელო ინდუსტრიაში: როგორ მოხვდა ელენე "ვოგში"?

58 წლის დამწყები მოდელი ელენე ჭანიშვილი, რომელიც ჭაღარა თმას უწევს პოპულარიზაციას და ამ მიზნით "ინსტაგრამ" გვერდიც შექმნა, "ვოგში“ აღმოჩნდა... დღეს მის მიმართ მრავალი უცხოელი ფოტოგრაფის ყურადღებაა მიმართული და ფოტოსესიებიც ხშირად აქვს... თუ როგორ დაიწყო კონკიას ისტორია, ამის შესახებ თავად ელენე ჭანიშვილი გვესაუბრება...

- ქალბატონო ელენე, რომ გაიხსენოთ, როგორ დაიწყო თქვენი პირველი ნაბიჯები მოდის სფეროში?

- გახსენება არც ჭირდება, რადგან ის მომენტი სულ მახსოვს... მოდის სფეროში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი: განცხადება იყო ინსტაგრამზე, სადაც ფოტოგრაფი ოლგა კალაბინა მოდელს ეძებდა, ასაკი კი 40-45 წლამდე იყო მითითებული. ოლგას ხუმრობით მივწერე, ყველა რომ ახალგაზრდებს ეძებთ-მეთქი...

- თქვენ ჭაღარა თმის ერთგვარი პოპულარიზაციით მიიპყარით ყურადღება...

- სულ მქონდა პროტესტი ჭაღარის დისკრიმინაციის გამო. ეს პროტესტი მომყვებოდა, რადგან არაერთი უსიამოვნება შემხვედრია. ამიტომაც ვცდილობდი, ადამიანებამდე სათქმელი მიმეტანა და "ინსტაგრამის" გვერდიც მაგ მიზნით შევქმენი. შეღებილ და ჭაღარა თმას შორის განსხვავება არის თუ არა, როგორ უნდა ჭაღარა თმას მოვლა და ასე შემდეგ... ჭაღარა თმა სირცხვილად არ უნდა ითვლებოდეს, სტიგმა არ უნდა იყოს... ფოტოგრაფის განცხადება რომ ვნახე, გულში გამკრა, რომ კარგი საშუალება იქნებოდა, ჭაღარა თმის შესახებ განაცხადი გამეკეთებინა. თეთრი თმა რომ არ აბერებს და მთლიანი ანტურაჟია გადამწყვეტი.

- როგორც ახსენეთ ფოტოგრაფს პირველმა თქვენ მიწერეთ...

- დიახ, ხუმრობით რომ ყველა ახალგაზრდებს ეძებთ-მეთქი... მიპასუხა, მშვენიერი ასაკია 40 წელი, მაგრამ აღარც ისეთი ახალგაზრდაო... ამაზე მივუგე, ჩემი 58 წლის გადმოსახედიდან რა თქმა უნდა, ახალგაზრდაა-მეთქი... ეტყობა 58 წელი საინტერესოდ ჟღერდა, იფიქრა, ვინ არის ეს „თავხედიო“ და ჩემით დაინტერესდა... დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მომწერა, ჭაღარათმიანს მრავალი წლები ვეძებდიო და მთხოვა, რომ ჩემთვის ფოტოები გადაეღო... ფოტოსესიას დავთანხმდი, მაგრამ იმის იქით რა იქნებოდა, ნამდვილად არ ვიცოდი. შემდეგ კი კონკიას ისტორია დაიწყო... ფოტოგრაფი სახლში მეწვია, ჯავახიშვილზე, თბილისურ ეზოში ვცხოვრობ. ამბობენ, რომ ეს სახლი 180 წლისაა და ეს გარემო ძალიან მოეწონა. ფოტოები გადაიღო, კონტრასტი შექმნა, მე ძალიან პატივს ვცემ შანელის სტილს და ოლგასაც ძალიან მოეწონა. მინიმალური მაკიაჟი მქონდა...

ოლგას "ინსტაგრამზე" თავისი გვერდი აქვს, ფოტოები უდევს, ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს. ოლგამ ჩემი ფოტოები თავის გვერდზე განათავსა და ჩემი ისტორიაც მოჰყვა. აქედან დაიწყო ის, რომ სხვა ფოტოგრაფებმაც მიპოვეს.

- ცოტა გადაჭარბებული ხომ არ ჟღერს თქვენზე ასაკოვანი?

- ყველაფერი შედარებითია. მე რომ 20 წლის ვიყავი, ვფიქრობდი 2000 წელს უკვე 35 წლის ვიქნები და ვაიმე, რა დიდი ასაკია-მეთქი და აჰა 58 წლის ვარ... ახლა კი სიტყვას - ვბერდები, ძალიან მშვიდად ვიღებ და ვუყურებ! ჩემთვის ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია. ამას ხომ ვერცერთი ვერ გავექცევით... ასაკის დამალვას ხომ ჯობია ადამიანები გავაკვირვო, კარგი განწყობით ვიცხოვრო და ცხოვრების საუკეთესო ხარისხი შევიქმნა?! რომ ვამბობ 58 წლის ვარ-მეთქი და ამ დროს ველოსიპედზე წამოსკუპებული ვარ, ეს ძალიან უკვირთ.

- ისევ ფოტოსესიას რომ დავუბრუნდეთ, როგორ აღმოჩნდით იტალიურ "ვოგში"...

- ოლგას შესახებ ორიოდე სიტყვით რომ მოგახსენოთ, იგი ქართველების რძალია, მეხუთე წელია საქართველოში ცხოვრობს და მაღალი დონის ფოტოგრაფია. გარდა პროფესიონალიზმისა, არაჩვეულებრივი პიროვნებაა...მთელი ცხოვრება კამერას გავურბოდი, მაგრამ ოლგასთან ფოტოსესიის შემდეგ დავრწმუნდი, რომ არაფოტოგენური ქალბატონები არ არსებობენ.

ნებისმიერი მოდელისთვის, ფოტოგრაფისთვის „ვოგში" მოხვედრა ძალიან ბევრს ნიშნავს. ოლგაც ამბობდა, მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს ჟურნალში ჩემი ფოტოების მოხვედრის მიზანი მქონდაო და შეიძლება ითქვას, რომ მე და ოლგას ერთად გაგვიმართლა. ამ ფოტოსესიით დაიწყო ჩემი ისტორია როგორც მოდელის და 58 წლის პოდიუმზეც აღმოვჩნდი... სილამაზის შესახებ ყველაფერი აღქმაზეა და ზოგადად, სილამაზის ინდუსტრია დღეს ძალიან მკვეთრად ცდილობს გავლენას და გვარწმუნებენ, გინდა თუ არა თმა შეიღებო და ასე შემდეგ...

- რა პროფესიის ბრძანდებით?

- საფეიქრო მაქვს დამთავრებული, შემდეგ თბილისში პროდიუსერის ფაკულტეტი... ძირფესვიანად შევისწავლე კოლორისტიკის კურსი. ძალიან მიყვარს ეს სამყარო. თუმცა ჩემი გარდერობი ფერადი არ არის.

- თქვენს გარდერობში რომელი ფერებია?

- მიუხედავად იმისა, რომ ფერებს კარგად ვიცნობ და ვერკვევი, ჩემი გარდერობი შავი, თეთრი, ჩალისფერი და ნაცრისფერი სამოსისგან შედგება. ასეთია ჩემი ფილოსოფია, რადგან ეს ფერები ვიზუალურ ხმაურს არ მიქმნის. სხვაზე ფერადები ძალიან მომწონს. ჩაცმულობაში რაღაც კონტრასტული ნოტა ყოველთვის შემაქვს. ვთქვათ, წითელი ტუჩსაცხი, რაც ჭაღარებს ძალიან გვიხდება.

- სრულიად ნატურალური ხართ, ბოტოქსიც კი არ გაქვთ გაკეთებული?

- დიახ, სრულიად ნატურალური. ბოტოქსი და ინექციები ჯერ არ გამიკეთებია. თუმცა ვფიქრობ ბლეფაროპლასტიკის გაკეთებას, რადგან გენეტიკურად დაშვებული ქუთუთოები გვაქვს. როდესაც თავს ვხრი, დისკომფორტს მიქმნის, ეს მაწუხებს, თორემ ესთეტიკური თვალსაზრისით არ ვფიქრობ ჩავიტარო...

- თქვენი ჭაღარა თმით უკვე ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვეთ...

- დიახ, ბუნებრიობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. როდესაც ამბობენ, მოდაშია, ტრენდიაო, ამას ვეწინააღმდეგები. მე არ ვთვლი, რომ ჭაღარა თმა მოდაა... ჭაღარა ჩემთვის მხოლოდ თმის ფერია!

- თმა არასოდეს შეგიღებავთ?

- ადრე ვიღებავდი, რადგან სამსახურში ითხოვდნენ... 30 წლის განმავლობაში გარკვეულ სფეროში ვმუშაობდი.

- დღესაც მუშაობთ?

- არა, რადგან ჩემმა შვილმა მთხოვა, დედა დაისვენე, აღარ იმუშაოო... ბოლო პერიოდში ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და ამიტომ უნდოდა სამსახურიდან წამოვსულიყავი. ჩემი ვაჟი 35 წლისაა, თავის საქმეში წარმატებულია, მისით ძალიან ვამაყობ! ვთვლი, რომ ღმერთის, ბუნების საჩუქარია...

- დღეს თქვენი ცხოვრება მშვიდი და ვარსკვლავურია?

- დიახ, ძალიან მშვიდია, მაგრამ ვარსკვლავური არა! მე ასე არ ვუყურებ. მიუხედავად ამხელა ყურადღებისა, ვერანაირ ვარსკვლავობას ვერ ვხედავ. ჩემთვის ძალიან მშვიდი პერიოდია, ეგოსთან ძალიან ჰარმონიულად ვარ.

- მოგზაურობებზე არ გიფიქრიათ?

- არის ადგილები, სადაც მინდა წავიდე. ალბათ მალე ავისრულებ. ფოტოსესიებზე უცხოეთში მაქვს მიწვევები, მაგრამ ზაფხულის პერიოდში თავად არ ვისურვე და სექტემბრის ბოლოსკენ დავგეგმეთ. საბედნიეროდ, ფოტოსესიებზე ყველგან კომფორტულ და კარგ გარემოს მიქმნიან.

მასალაში გამოყენებულია ფოტომასალა პირადი და კომერციული არქივებიდან. "ინსტაგრამ" გვერდების მისამართები: მოდელი: elene_tchanishvili; olgakalabina_photo ; vidali.vidali ; nini_ninuca_photography ; darisa.store ; makeup_rusudan