თბილისში 11 წლის გოგონას ეძებენ. ამის შესახებ დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას.
"სასწრაფოდ გთხოოოვთ, სახლიდან გაიპარა ლიზიკო, გეხვეწებით, გააზიარეთ, ვეძებთ. 11 წლის არის, აუტისტია. აცვია ლურჯი მაისური და შორტები. საბურთალო, ლვოვის ქუჩიდან გაიპარა.
მობილურის ნომერი: 551308090" - წერს ანი ღონღაძე "ფეისბუქში".