საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ნიკოლოზ რაჭველი "ვერ პატიობს" სიცოცხლეს.... ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში, მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის მაესტრო!" - გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილი
"დღეს ნიკოლოზ რაჭველი "ვერ პატიობს" სიცოცხლეს.... ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში, მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის მაესტრო!" - გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილი

გუ­და­უ­რის ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პუ­ლი მფრი­ნა­ვის, ზაზა ლო­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი ანა ლო­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­მუ­შა­ვე მაშ­ვე­ლებს მი­მარ­თავს:

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. 2 თვის წინ ღა­მის 9 სა­ათ­ზე ვა­შინგტონ­ში ჩა­მო­წო­ლი­ლი ღვარ­ცო­ფის შე­დე­გად 11 ადა­მი­ა­ნი და ერთი ძაღ­ლი ჩარ­ჩა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ქა­რის ფაქ­ტო­რის გამო, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვერ მო­ხერ­ხდა ღა­მის ფრე­ნებ­ზე ვერ­ტმფრე­ნის გაგ­ზავ­ნა. 12 სა­ა­თის შემ­დეგ, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და მათი ევა­კუ­ა­ცია. ნეტა თუ ჩა­ქო­ლეს და "მაშ­ვე­ლებს ეძი­ნათ?" ეძა­ხეს?ნეტა თუ მი­წას­თან გა­ას­წო­რეს, რა­ტომ ერთ სა­ათ­ში არ მოფ­რინ­დნე­ნო?

ნეტა მა­მა­ჩემს რომ შარ­შან გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვერ გაფ­რინ­დე­ბა ვერ­ტმფრე­ნი და წა­მო­სუ­ლი­ყო ჩემ­თან, რას უზამ­დნენ? ნეტა თუ ცო­ცხლად და­მარ­ხავ­დნენ იმ 7 ადა­მი­ან­თან ერ­თად! ნეტა თუ კარ­გია, რომ შე­აკ­ლა თავი?!

ბორ­ჯო­მის ხან­ძრე­ბის დროს თურ­ქე­თის ავი­ა­ცია და­ი­ქი­რა­ვეს და­სახ­მა­რებ­ლად! 4 სა­ა­თი იფ­რი­ნეს და გა­ა­ჩე­რეს ვერ­ტმფრე­ნე­ბი. ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის გამო პი­ლო­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მეტს ვერ ვიფ­რენ­თო. მა­მა­ჩე­მი და მისი ეკი­პა­ჟი გა­თე­ნე­ბი­დან მზის ბოლო სხი­ვამ­დე ენა­გად­მოგ­დე­ბუ­ლე­ბი რომ დაფ­რი­ნავ­დნენ, დღის ბო­ლოს ფეხ­ზე რომ ვე­ღარ იდ­გნენ, ის­მენ­დნენ, რა­ტომ შე­ა­ჩე­რეს ღა­მის ფრე­ნე­ბიო!გაბ­რა­ზე­ბულ­მა რომ ავ­დე­ქი და ვუ­თხა­რი, ხოდა რა თავს იკ­ლავთ, და­გეს­ვე­ნათ და გეთ­ქვათ თქვენც, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვე­ღარ გავფრინ­დე­ბი­თო: "ჩემი ქვეყ­ნის ტყე იწ­ვის, მა­გათ რა ადარ­დებთ" მი­ვი­ღე პა­სუ­ხად! მა­მა­ჩე­მის პა­ნაშ­ვი­დებ­ზე მო­სულ ბი­ჭებს სულ გუ­ლის ფი­ცარ­ში რომ ვურ­ტყი მუჯ­ლუ­გუ­ნე­ბი, არ გა­ბე­დოთ მის­ხა­ლი რის­კის ფა­სად არ­სად გაფ­რე­ნა-თქო, ორ­სი­ტყვი­ა­ნი პა­სუ­ხი გამ­ცეს: "აბა რო­გორ?"მთე­ლი ბავ­შვო­ბა ყო­ველ დი­ლით რომ შუბ­ლზე კოც­ნით გვემ­შვი­დო­ბე­ბო­და მა­მა­ჩე­მი ოჯა­ხის თი­თო­ე­ულ წევ­რს, წას­ვლის წინ კარ­ზე გაკ­რულ "სახ­ლი­დან გას­ვლის წინ ლოც­ვას" რომ კი­თხუ­ლობ­და, ოჯა­ხის ტრა­დი­ცია მე­გო­ნა.

მოზ­რდილ­მა რომ ვკი­თხე, რა­ტომ აკეთბ­და ამას? "მე ისე­თი პრო­ფე­სია მაქვს, კარს რომ მო­ვი­ხუ­რავ უკან დავ­ბრუნ­დე­ბი თუ არა არ ვიცი", - მი­ვი­ღე პა­სუ­ხად. ნეტა რო­მე­ლი­მეს პი­რით ერთი გა­დაკ­რუ­ლი წუ­წუ­ნი მა­ინც თუ მო­გის­მე­ნი­ათ წლე­ბია, ნეტა რო­მე­ლი­მეს გულ­ში თუ ჩა­გი­ხე­დავთ, "პი­ლო­ტებს ეძი­ნათ" კო­მენ­ტა­რებს რომ კი­თხუ­ლო­ბენ. ნეტა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ფა­სე­ბას თუ ვის­წავ­ლით რო­დეს­მე? დღეს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი "ვერ პა­ტი­ობს" სი­ცო­ცხლეს. დღეს ტა­ლახ­ში ჩამ­ხრჩვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა იპო­ვეს მფრი­ნა­ვებ­ში. მი­მი­ფურ­თხე­ბია თქვე­ნი სა­მარ­თა­ლის­თვის ბა­ტო­ნო მა­ესტრო!ჩემი გუ­ლის ფეთ­ქვა ხართ, ბი­ჭე­ბო, მა­მა­ჩე­მი ხართ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი, ბი­ჭე­ბო!არ გაბ­რაზ­დეთ, არ გე­წყი­ნოთ!

მე რა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ყველ­გან ხმის ჩახ­ლე­ჩამ­დე ვიყ­ვი­რებ და თქვენს ინ­ტე­რე­სებს და­ვი­ცავ! ერთი ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბამ­დეც თუ მი­ვი­ტან თქვენს ფიქ­რებს ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი!გას­კდა გული, გან­მი­ახ­ლდა ჩემი მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი, სუ­ლის ყვე­ლა ნა­წილ­ში მტკი­ვა ტა­ლახ­ში ჩამ­ხრჩვა­ლი ხალ­ხი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გუ­ლებ­ში ვერ­ჩამ­ქრა­ლი იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი. თავს შე­ვაკ­ლავ და არ ვა­პა­ტი­ებ არა­ვის ერთ გა­დაკ­რულ სი­ტყვას! მშვი­დო­ბა მოგ­ცეთ ღმერ­თმა, გაკ­მა­როთ თქვენც და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს!" - წერს ლო­რია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 206 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვიტალი
1

რაც თავი მახსოვს, კომუნიზმიდან მოყოლებული, ვინმე რამეს რომ მიაღწევდა მისი შვილები ყოველ ჯერზე მოსულ ხელისუფლებას ყავდა ფარად აფარებული, რაღა შორს მივდივართ, ბერიკაშვილის „დოი“ არ იყო ამის ნათელი წერტილი? აბა ნეიტრალურ ადამიანს ბუნებრივი განცდა რაც უნდ ქონდეს ასეთ დროს ცოცხლად ჩამარხული თანამემამულეების თანაგრძნობა და სამართლიანობა უნდა იყოს, ამ გოგოს შანსი გაუჩნდა თუ არა მთავრობას დაუდგა დარაჯად და ერთი თანაგრძნობა არ გაჩენია დაღუპულთა ოჯახის, მისი სტატუსით კარგად ჩანს მისი ფავორიტი და პრიორიტეტები.

ფეოლა
11

ჰავაიზეც მოხდა დიდი უბედურება– ნეტა რას წერენ მთავრობაზე? ლანძღავენ ? ყველაფერი როგორ არის ამათი დემაგოგობის საბაბი? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დღეს ნიკოლოზ რაჭველი "ვერ პატიობს" სიცოცხლეს.... ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში, მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის მაესტრო!" - გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილი

"დღეს ნიკოლოზ რაჭველი "ვერ პატიობს" სიცოცხლეს.... ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში, მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის მაესტრო!" - გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილი

გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის, ზაზა ლორიას ქალიშვილი ანა ლორია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შოვში, სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველებს მიმართავს:

"ამერიკის შეერთებული შტატები. 2 თვის წინ ღამის 9 საათზე ვაშინგტონში ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად 11 ადამიანი და ერთი ძაღლი ჩარჩა ტერიტორიაზე. ქარის ფაქტორის გამო, უსაფრთხოების მიზნით ვერ მოხერხდა ღამის ფრენებზე ვერტმფრენის გაგზავნა. 12 საათის შემდეგ, გამთენიისას მოხდა მათი ევაკუაცია. ნეტა თუ ჩაქოლეს და "მაშველებს ეძინათ?" ეძახეს?ნეტა თუ მიწასთან გაასწორეს, რატომ ერთ საათში არ მოფრინდნენო?

ნეტა მამაჩემს რომ შარშან გამოეცხადებინა, უსაფრთხოების მიზნით ვერ გაფრინდება ვერტმფრენი და წამოსულიყო ჩემთან, რას უზამდნენ? ნეტა თუ ცოცხლად დამარხავდნენ იმ 7 ადამიანთან ერთად! ნეტა თუ კარგია, რომ შეაკლა თავი?!

ბორჯომის ხანძრების დროს თურქეთის ავიაცია დაიქირავეს დასახმარებლად! 4 საათი იფრინეს და გააჩერეს ვერტმფრენები. ძლიერი დაკვამლიანების გამო პილოტების უსაფრთხოების მიზნით მეტს ვერ ვიფრენთო. მამაჩემი და მისი ეკიპაჟი გათენებიდან მზის ბოლო სხივამდე ენაგადმოგდებულები რომ დაფრინავდნენ, დღის ბოლოს ფეხზე რომ ვეღარ იდგნენ, ისმენდნენ, რატომ შეაჩერეს ღამის ფრენებიო!გაბრაზებულმა რომ ავდექი და ვუთხარი, ხოდა რა თავს იკლავთ, დაგესვენათ და გეთქვათ თქვენც, უსაფრთხოების მიზნით ვეღარ გავფრინდებითო: "ჩემი ქვეყნის ტყე იწვის, მაგათ რა ადარდებთ" მივიღე პასუხად! მამაჩემის პანაშვიდებზე მოსულ ბიჭებს სულ გულის ფიცარში რომ ვურტყი მუჯლუგუნები, არ გაბედოთ მისხალი რისკის ფასად არსად გაფრენა-თქო, ორსიტყვიანი პასუხი გამცეს: "აბა როგორ?"მთელი ბავშვობა ყოველ დილით რომ შუბლზე კოცნით გვემშვიდობებოდა მამაჩემი ოჯახის თითოეულ წევრს, წასვლის წინ კარზე გაკრულ "სახლიდან გასვლის წინ ლოცვას" რომ კითხულობდა, ოჯახის ტრადიცია მეგონა.

მოზრდილმა რომ ვკითხე, რატომ აკეთბდა ამას? "მე ისეთი პროფესია მაქვს, კარს რომ მოვიხურავ უკან დავბრუნდები თუ არა არ ვიცი", - მივიღე პასუხად. ნეტა რომელიმეს პირით ერთი გადაკრული წუწუნი მაინც თუ მოგისმენიათ წლებია, ნეტა რომელიმეს გულში თუ ჩაგიხედავთ, "პილოტებს ეძინათ" კომენტარებს რომ კითხულობენ. ნეტა ადამიანების დაფასებას თუ ვისწავლით როდესმე? დღეს ნიკოლოზ რაჭველი "ვერ პატიობს" სიცოცხლეს. დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში. მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის ბატონო მაესტრო!ჩემი გულის ფეთქვა ხართ, ბიჭებო, მამაჩემი ხართ თითოეული თქვენგანი, ბიჭებო!არ გაბრაზდეთ, არ გეწყინოთ!

მე რა შემიძლია, მაგრამ ყველგან ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირებ და თქვენს ინტერესებს დავიცავ! ერთი ადამიანის გონებამდეც თუ მივიტან თქვენს ფიქრებს ბედნიერი ვიქნები!გასკდა გული, განმიახლდა ჩემი მოუშუშებელი ტკივილები, სულის ყველა ნაწილში მტკივა ტალახში ჩამხრჩვალი ხალხი და მათი ოჯახის წევრების გულებში ვერჩამქრალი იმედის ნაპერწკალი. თავს შევაკლავ და არ ვაპატიებ არავის ერთ გადაკრულ სიტყვას! მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, გაკმაროთ თქვენც და სრულიად საქართველოს!" - წერს ლორია.

წაიკითხეთ ასევე: