Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კადრები, რასაც უყურებთ ჩემი გადაღებულია... ბავშვი და მისი ბიძა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ლაფი ითრევდა დაბლა" - მოქალაქე
"ეს კადრები, რასაც უყურებთ ჩემი გადაღებულია... ბავშვი და მისი ბიძა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ლაფი ითრევდა დაბლა" - მოქალაქე

3 აგ­ვის­ტოს შოვ­ში შოვ­ში ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რის დროს და­კარ­გუ­ლებს აქამ­დე ეძე­ბენ. ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 11 პი­რის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი.

ჯენი სულ­თა­ნიშ­ვი­ლი ერთ-ერთი იყო, რო­მე­ლიც იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლი ჩა­ერ­თო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მო­უყ­ვა. ქალ­ბა­ტონს ეკუთ­ვნის კად­რე­ბი, სა­დაც ჩან­და, რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნეს პა­ტა­რა ბავ­შვი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში. ეს იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვი­დეო, რო­მემ­ლაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ­დე ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ შოვ­ში უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. ჯენი სულ­თა­ნიშ­ვი­ლი დე­ტა­ლუ­რად წერს თუ რა მოხ­და იმ სა­ბე­დის­წე­რო წუ­თებ­ში და რის ფა­სად მო­უხ­დათ პა­ტა­რა გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა...

ჯენი სულ­თა­ნიშ­ვი­ლი:

- ეს კად­რე­ბი რა­საც უყუ­რებთ ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლია, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ მათი დახ­მა­რე­ბა, ბავ­შვი და მისი ბიძა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ასე­ვე ფი­ზი­კუ­რა­დაც, გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ჩემი ძმა შალ­ვა( ბი­ძაშ­ვი­ლი), ზურა ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც შე­ვი­და მათ და­სახ­მა­რებ­ლად ისი­ნიც კი­ნა­ღამ დავ­კარ­გეთ, ბავ­შვი ზურ­გზე მო­ი­კი­და და ბავ­შვი­ა­ნად ლაფ­ში ცდი­ლობ­და გა­მოს­ვლას და ლაფი ით­რევ­და დაბ­ლა და უფ­ლის დახ­მა­რე­ბით მისი დიდი ძა­ლის­ხმე­ვით გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ.

ხალ­ხო ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ას გა­უფრ­თხილ­დით, ნუ გა­ა­კე­თებთ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ვი­საც არა­ფე­რი გი­ნა­ხავთ, შო­რი­დან ყუ­რე­ბა და სა­უ­ბა­რი ად­ვი­ლია, თქვენ არ გი­ნა­ხავთ მაშ­ვე­ლე­ბი რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გად­მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან, რა ლაფ­ში გად­მო­ვიდ­ნენ - და­ვამ­ტვრი­ეთ სკა­მე­ბი, ფიც­რე­ბად გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად რომ ფეხი და­ედ­გათ და ამ ლაფ­ში გა­და­ევ­ლოთ, წა­ი­ღეს, ფეხ ქვეშ იდებ­დნენ და ასე გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, იქ­ნებ ვინ­მე ეპოვ­ნათ, და­ღა­მე­ბამ­დე ვე­ლო­დით იქ­ნებ ვინ­მე ეპოვ­ნათ და დახ­მა­რე­ბა კი­დევ ვინ­მეს­თვის გაგ­ვე­წია.

ყვე­ლა­ზე ბო­ლოს გად­მოვფრინ­დით, როცა თით­ქმის აღა­რა­ფე­რი ჩან­და. შო­რი­დან "ბრძე­ნო­ბა" ად­ვი­ლია არ იცით ყვე­ლა რა ძა­ლის­ხმე­ვას სწევ­და და როცა უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გად­მო­ვე­დი, უამ­რა­ვი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, ავ­ტო­ბუ­სე­ბი, ხალ­ხი (არა ად­გი­ლობ­რი­ვი), ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად ერ­თსუ­ლოვ­ნად იბ­რძოდ­ნენ ყვე­ლას დახ­მა­რე­ბას. მო­დი­ო­და და­მა­ტე­ბი­თი მაშ­ვე­ლე­ბი, სას­წრა­ფო­ე­ბი რო­მე­ლიც ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის არ იყო.., ყვე­ლა ახ­ლოს მყო­ფი რა­ი­ო­ნე­ბი­დან და თბი­ლი­სი­დან უწყვეტ ნა­კა­დად მო­დი­ოდ­ნენ. მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, მად­ლო­ბას ვუხ­დი სი­ტყვი­ე­რი თუ ფი­ზი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის.

გთხოვთ გა­უფრ­თხილ­დით სხვის ემო­ცი­ებს და ნუ გა­ავ­რცე­ლებთ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას რაც არ გი­ნა­ხავთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინორე
11

გაიხარე ჯენი მაგ სიმართლისთვის.ნაცტელევიზიები უკუღმა გადმოსცემენ თითქოს მტავრობა არაფერს აკეთებს.ლეშიჭამიები ზეიმობენ.

ქართველი
4

გმირები თავისი სიკეთით. სიტყვები ზედმეტია

ავტორი:

"ეს კადრები, რასაც უყურებთ ჩემი გადაღებულია... ბავშვი და მისი ბიძა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ლაფი ითრევდა დაბლა" - მოქალაქე

"ეს კადრები, რასაც უყურებთ ჩემი გადაღებულია... ბავშვი და მისი ბიძა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ლაფი ითრევდა დაბლა" - მოქალაქე

3 აგვისტოს შოვში შოვში ჩამოწოლილი მეწყერის დროს დაკარგულებს აქამდე ეძებენ. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 11 პირის ცხედარია ნაპოვნი.

ჯენი სულთანიშვილი ერთ-ერთი იყო, რომელიც იმ საბედისწერო დღეს სოციალურ ქსელში პირველი ჩაერთო და საზოგადოებას მომხდარის შესახებ მოუყვა. ქალბატონს ეკუთვნის კადრები, სადაც ჩანდა, როგორ გადაარჩინეს პატარა ბავშვი სტიქიის ზონაში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ვიდეო, რომემლაც საზოგადოება შეძრა და ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე ყველა მიხვდა, რომ შოვში უმძიმესი მდგომარეობა იყო. ჯენი სულთანიშვილი დეტალურად წერს თუ რა მოხდა იმ საბედისწერო წუთებში და რის ფასად მოუხდათ პატარა გოგონას გადარჩენა...

ჯენი სულთანიშვილი:

- ეს კადრები რასაც უყურებთ ჩემი გადაღებულია, ჩვენი ბიჭების დახმარებით მოვახერხეთ მათი დახმარება, ბავშვი და მისი ბიძა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურადაც, გამოვიყვანეთ ურთულესი მდგომარეობიდან, ჩემი ძმა შალვა( ბიძაშვილი), ზურა ჩემი თანამშრომელი, რომელიც შევიდა მათ დასახმარებლად ისინიც კინაღამ დავკარგეთ, ბავშვი ზურგზე მოიკიდა და ბავშვიანად ლაფში ცდილობდა გამოსვლას და ლაფი ითრევდა დაბლა და უფლის დახმარებით მისი დიდი ძალისხმევით გამოვიყვანეთ.

ხალხო ყველა ადამიანის ფსიქოლოგიას გაუფრთხილდით, ნუ გააკეთებთ არასწორ ინფორმაციას, ვისაც არაფერი გინახავთ, შორიდან ყურება და საუბარი ადვილია, თქვენ არ გინახავთ მაშველები რა მდგომარეობაში გადმოვიდნენ ჩვენთან, რა ლაფში გადმოვიდნენ - დავამტვრიეთ სკამები, ფიცრებად გამოსაყენებლად რომ ფეხი დაედგათ და ამ ლაფში გადაევლოთ, წაიღეს, ფეხ ქვეშ იდებდნენ და ასე გადაადგილდებოდნენ, იქნებ ვინმე ეპოვნათ, დაღამებამდე ველოდით იქნებ ვინმე ეპოვნათ და დახმარება კიდევ ვინმესთვის გაგვეწია.

ყველაზე ბოლოს გადმოვფრინდით, როცა თითქმის აღარაფერი ჩანდა. შორიდან ,,ბრძენობა" ადვილია არ იცით ყველა რა ძალისხმევას სწევდა და როცა უსაფრთხო ადგილზე გადმოვედი, უამრავი სასწრაფო დახმარება, ავტობუსები, ხალხი (არა ადგილობრივი), ადგილობრივებთან ერთად ერთსულოვნად იბრძოდნენ ყველას დახმარებას. მოდიოდა დამატებითი მაშველები, სასწრაფოები რომელიც ჩვენი რაიონის არ იყო.., ყველა ახლოს მყოფი რაიონებიდან და თბილისიდან უწყვეტ ნაკადად მოდიოდნენ. მთელ საქართველოს, მადლობას ვუხდი სიტყვიერი თუ ფიზიკური დახმარებისთვის.

გთხოვთ გაუფრთხილდით სხვის ემოციებს და ნუ გაავრცელებთ არასწორ ინფორმაციას რაც არ გინახავთ.