ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით, შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაციის სოციალური მეწარმეობის გაძლიერების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2 წლიანი ვადით გაფორმდა და მემორანდუმის ფარგლებში, ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, არაერთი მხარდამჭერი პროექტი განხორციელდება:
„ბაზისბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძლობს სოციალური პროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვარ, რომ ჩვენსა და CSRDG-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში არაერთ საინტერესო და სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციისა და ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიმართულებებით.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
(R)
გაფორმდა თუ არა? მე ჩემთვის შინაგანი რწმენით ყოველთვის მჯეროდა ამის,. არადა,ირგვლივ არავის სჯეროდა და რომ ვიძახდი,გაფორმდებაო- დაუნდობლად მკორტნიდნენ ოპონენტები. (რასაა,რომ ლაპარაკობო). )))