Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"აფრიკაში გავიზარდე, ირგვლივ საოცარი სილამაზეა... ბუნება მიყვარს, მაგრამ უმეტეს დროს ოთახში, ხატვაში ვატარებ" - ქართველი გოგონა დიდი ნიჭით და ნამუშევრები, რომელიც ხალხს აღაფრთოვანებს
"აფრიკაში გავიზარდე, ირგვლივ საოცარი სილამაზეა... ბუნება მიყვარს, მაგრამ უმეტეს დროს ოთახში, ხატვაში ვატარებ" - ქართველი გოგონა დიდი ნიჭით და ნამუშევრები, რომელიც ხალხს აღაფრთოვანებს

"ნი­ჭის აფეთ­ქე­ბა" - ასე აფა­სე­ბენ სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ბავ­შვის მა­რი­ამ ჯა­ნე­ლი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას და თვლი­ან, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი არის ამ ასა­კის თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ასეთ ნა­მუ­შევ­რებს ქმნი­დეს...“

ახალ­გაზ­რდა მხატ­ვარს უამ­რა­ვი გა­სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი აქვს შექ­მნი­ლი. სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ის სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან გვე­სა­უბ­რა...

- პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში არ მის­წავ­ლია. ხატ­ვა ინ­ტერ­ნე­ტის დახ­მა­რე­ბით თა­ვად ვის­წავ­ლე. ახ­ლაც ვაგ­რძე­ლებ ინ­ტერ­ნე­ტი­დან სწავ­ლას, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის ანა­ლი­ზით ვსწავ­ლობ. რო­დე­საც ერთ ნა­მუ­შე­ვარს და­ვას­რუ­ლებ, ვცდი­ლობ და­ვუკ­ვირ­დე მო­მა­ვალ­ში რა შე­მიძ­ლია გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სო. ზოგ­ჯერ არის, რაც მინ­და რომ არ გა­მომ­დის. როცა გა­მირ­თულ­დე­ბა ხოლ­მე, ვცდი­ლობ მე­თო­დის შეც­ვლას, მა­ნამ სა­ნამ არ გა­მო­მი­ვა. ზოგ­ჯერ კი ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ვსწავ­ლობ არ­სე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ და ვცდი­ლობ მათ მორ­გე­ბას. ერთი-ორ­ჯერ ისე გა­მირ­თულ­და ნა­ხა­ტის ერთი ფრაგ­მენ­ტის და­მუ­შა­ვე­ბა, ამ ფრაგ­მენ­ტის ამოშ­ლა და მის ნაც­ვლად სხვი­სი ჩა­ნაც­ვლე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მა­ინც შევ­ძე­ლი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა. ამ სა­ხის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­კუ­თარ ნა­ხა­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას სწავ­ლის მთა­ვა­რი წყროა.

- მშობ­ლე­ბიც ხა­ტა­ვენ, გვი­ამ­ბეთ მათ­ზე...…

- დე­დას უყ­ვარს ზეთ­ში ხატ­ვა. ის ძი­რი­თა­დად პორ­ტრე­ტებს და ყვა­ვი­ლებს ხა­ტავს. მისი სტი­ლი რე­ა­ლიზ­მთა­ნაა ახ­ლოს. მა­მა­ჩე­მიც ბოლო დროს ზეთ­ში ხა­ტავს. მას სპე­ცი­ფი­უ­რი სტი­ლი აქვს პორ­ტრე­ტე­ბის და ბუ­ნე­ბის ხატ­ვის. ნედლ ფერს იყე­ნებს და ხა­ზის მუ­შა­ო­ბას. მამა მა­თე­მა­ტი­კო­სია, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან ხა­ტავს. მისი ად­რინ­დე­ლი ნა­ხა­ტე­ბი უმე­ტე­სად ილუსტრა­ცი­ის სტილ­შია.

- რა­ტომ არ მო­ნა­წი­ლე­ობთ გა­მო­ფე­ნებ­ში, კონ­კურ­სებ­ში?

- ალ­ბათ იმი­ტომ რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯერ ბევ­რი არ მი­ფიქ­რია. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი ვან­თავ­სებ ჩემ ნა­ხა­ტებს. თქვენ­თან ჩემს წინა ინ­ტერ­ვი­უს 33000 გა­ზი­ა­რე­ბა და­უგ­როვ­და, რაც იმას ნიშ­ნავს რომ ამ ინ­ტერ­ვი­უს წყა­ლო­ბით უკვე ალ­ბათ 100000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნახა ჩემი ნა­ხა­ტე­ბი. ეს ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, ამის­თვის დი­დად მად­ლო­ბე­ლი ვარ. მო­მა­ვალ­ში ნამ­დვი­ლად ვა­პი­რებ კონ­კურ­სებ­ში და გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რა მი­მარ­თუ­ლე­ბის ნა­მუ­შევ­რებს ქმნით, ისევ პორ­ტრე­ტე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, ბუ­ნე­ბა?

- ძი­რი­თა­დად პორ­ტრე­ტებს... ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ში ასა­ხუ­ლი ემო­ცია ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ხატ­ვის თე­მაა. პორ­ტრეტ­ში ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი აურა იგ­რძნო­ბა. ასე­ვე სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლის გად­მო­ცე­მა და პორ­ტრეტ­ში დე­ტა­ლე­ბის დიდი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. ორი ტი­პის პორ­ტრე­ტე­ბი მაქვს: შავ-თეთ­რი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, რა­საც დიდი დრო არ ჭირ­დე­ბა, და დე­ტა­ლუ­რი ფე­რა­დი ნა­ხა­ტე­ბი, რო­მელ­თა­გა­ნაც თი­თო­ე­ულ­ზე რა­მო­დე­ნი­მე თვე შე­იძ­ლე­ბა ვი­მუ­შაო. ძი­რი­თა­დად იმის გამო რომ სკო­ლა დიდი დროს მარ­თმევს.

- თქვენ­ზე სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი მხატ­ვრის ია­კობ ჰენ­დრიკ პი­ერ­ნი­ფის შე­მოქ­მე­დე­ბამ დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, ქარ­თვე­ლე­ბი­დან ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი მოგ­წონთ... კი­დევ ვინ­მე მი­ე­მა­ტა?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ არა, თუ არ ჩავ­თვლით თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრებს რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რებს ინ­სტაგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით ვეც­ნო­ბი. მა­გა­ლი­თად ასე­თია 18 წლის ამე­რი­კე­ლი მექ­სი­კე­ლი მხატ­ვა­რი, კა­მი­ლა სა­ლი­ნა­სი. მისი ნა­ხა­ტე­ბი სუ­რე­ა­ლიზ­მის და რე­ა­ლიზ­მის სა­ინ­ტე­რე­სო კომ­ბი­ნა­ცი­აა.

- გვი­ამ­ბეთ სამ­ხრეთ აფ­რი­კის იმ გა­რე­მო­ზე, სა­დავ გა­ი­ზარ­დეთ და დღე­საც ცხოვ­რობთ...

- გა­ვი­ზარ­დე კეიპ ტა­უნ­ში. ახლა კაიპ ტა­უნ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში, სტე­ლენ­ბოშ­ში ვცხოვ­რობ. ამ ქა­ლა­ქის ირ­გვლივ ბევ­რი ლა­მა­ზი ვე­ნა­ხია და ასე­ვე ბევ­რი სა­ლაშ­ქრო ბი­ლი­კი, რო­მელ­საც ბუ­ნე­ბის სიღ­რმე­ში მი­ყავ­ხარ. ქა­ლა­ქის ერთ მხა­რეს მთე­ბია, ამ მთე­ბი­დან კი ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი. ქა­ლა­ქის ცენ­ტრიც ლა­მა­ზა­დაა მო­წყო­ბი­ლი. სავ­სეა მყუდ­რო კა­ფე­ე­ბით და მა­ღა­ზი­ე­ბით. ასე­ვე არა­ერ­თი მუ­ზე­უ­მი და გა­ლე­რე­აა ქა­ლაქ­ში. სტე­ლენ­ბოშ­ში არა­ერ­თხელ შეგ­ხვდე­ბა აქა­უ­რი სკულპ­ტო­რის მიერ შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი. აქ­ვეა სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლე­ბის პარ­კე­ბი: მა­ი­მუ­ნე­ბის პარ­კი, ლო­მე­ბის პარ­კი, ჟი­რა­ფე­ბის პარ­კი, და სხვა... ოკე­ა­ნეც არაა შორს და არა­ერ­თი ლა­მა­ზი სა­ნა­პი­როა. მარ­თა­ლია მიყ­ვარს ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლა, მაგ­რამ უმე­ტეს დროს ჩემს ოთახ­ში, ხატ­ვა­ში და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში ვა­ტა­რებ...

- თქვენს ავ­ტო­პორ­ტრეტ­ზე, სხვა ნა­ხა­ტებ­ზეც რომ გვი­თხრათ..

- ადრე კი­ნო­ე­ბის და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლე­ბის პერ­სო­ნა­ჟებს ვხა­ტავ­დი. ახლა თან­და­თან გა­დავ­დი­ვარ ჩემი სა­კუ­თა­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი ნა­ხა­ტე­ბის შექ­მნა­ზე. ჩემი ავ­ტო­პორ­ტრე­ტი საკ­მა­ოდ დიდი პრო­ექ­ტი იყო. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხა­ტავ­დი. იმის გამო რომ ნა­ხა­ტი უფრო დიდი ფორ­მა­ტის ქა­ღალ­დზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ბევ­რი დე­ტა­ლი იყო და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი. დე­ტა­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა. მა­გა­ლი­თად, თმის რე­ა­ლის­ტურ გა­მოყ­ვა­ნას სა­ჭი­რო­ებს და­ნით წვრი­ლი ზო­ლე­ბის ამო­კაწ­ვრა. ფან­ქრით მუ­შა­ო­ბი­სას ფე­რე­ბის არე­ვა ნა­მუ­შე­ვარ­ზე ხდე­ბა (გან­სხვა­ვე­ბით სა­ღე­ბა­ვე­ბით ხატ­ვი­სას, სა­დაც ფე­რე­ბის არე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­ლიტ­რა­ზე). მა­გა­ლი­თად, სა­ხის ტო­ნის მი­სა­ღე­ბად ფე­რე­ბის არე­ვაა სა­ჭი­რო. ეს სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, სა­დაც ჯერ მკა­ფიო ქვე­ტო­ნე­ბი დგინ­დე­ბა და შემ­დეგ ამ ქვე­ტონ­ზე სხვა, უფრო ნე­იტ­რა­ლუ­რი ტო­ნე­ბი იდე­ბა, რაც სა­კა­მოდ ფა­ქი­ზი პრო­ცე­სია. სა­სურ­ვე­ლია შეც­დო­მე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა, რად­გან საშ­ლე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ფე­რა­დი ფან­ქრე­ბით ხატ­ვი­სას მარ­ტი­ვი არაა. ბო­ლომ­დე ფე­რის ამოშ­ლა ვერ ხერ­ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ნა­ხა­ტებს, ცოტა ხნის წინ ჩემი მე­გობ­რის­გან შეკ­ვე­თა მი­ვი­ღე. მისი ბე­ბი­ის პორ­ტრე­ტი დავ­ხა­ტე, და­ბა­დე­ბის დღის­თვის. უკვე ხუთი თვეა ჩემ თავს ვხა­ტავ, ამ­ჯე­რად სა­ღე­ბა­ვე­ბით. სკო­ლის გამო პროგ­რე­სი ნე­ლია.

- სა­ქარ­თვე­ლო რო­გო­რია თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე ჩა­მოვ­დი­ვარ და მინ­და გა­მო­ფე­ნა მო­ვა­წყო. სა­ქარ­თვე­ლო ჩემ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ლა­მა­ზი ხე­დე­ბი­თაა სავ­სე. მახ­სოვს თბი­ლი­სი, წაღ­ვე­რი, ბა­თუ­მი. წაღ­ვერ­ში მარ­წყვის კრე­ფა მიყ­ვარ­და. მახ­სოვს ასე­ვე თბი­ლი­სის ანძა, რო­მე­ლიც ფან­ჯრი­დან კარ­გად ჩან­და. ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ოთხი წლის წინ ვი­ყა­ვი. ჩემი ბე­ბია-ბა­ბუა დე­დის მხრი­დან, ჩემი დე­ი­და და დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი, აჩი და ტასო, და მა­მა­ჩე­მის დე­ი­და ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რენ და მი­ხა­რია რომ მათ მალე ვნა­ხავ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
4

საქართველოში დაბრუნდი გთხოვ ჩვენს ქვეყანას დასაკარგი შვილები არ ყავს

მამია
3

წარმატებები გოგონას, უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა. მხოლოდ, რატომ უყვარს ხალხს მშობლების ღვაწლის დამალვა თუ დედ-მამა ხატავს, მათგან გისწავლია, პატარავ. გისურვებ, შენი უნიკალური სტილი გეპოვნოს! 

ავტორი:

"აფრიკაში გავიზარდე, ირგვლივ საოცარი სილამაზეა... ბუნება მიყვარს, მაგრამ უმეტეს დროს ოთახში, ხატვაში ვატარებ" - ქართველი გოგონა დიდი ნიჭით და ნამუშევრები, რომელიც ხალხს აღაფრთოვანებს

"აფრიკაში გავიზარდე, ირგვლივ საოცარი სილამაზეა... ბუნება მიყვარს, მაგრამ უმეტეს დროს ოთახში, ხატვაში ვატარებ" - ქართველი გოგონა დიდი ნიჭით და ნამუშევრები, რომელიც ხალხს აღაფრთოვანებს

"ნიჭის აფეთქება" - ასე აფასებენ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვის მარიამ ჯანელიძის შემოქმედებას და თვლიან, რომ შეუძლებელიც კი არის ამ ასაკის თვითნასწავლი მხატვარი ასეთ ნამუშევრებს ქმნიდეს...“

ახალგაზრდა მხატვარს უამრავი გასაოცარი ნამუშევარი აქვს შექმნილი. საკუთარ შემოქმედებაზე ის სამხრეთ აფრიკიდან გვესაუბრა...

- პროფესიულ სასწავლებლებში არ მისწავლია. ხატვა ინტერნეტის დახმარებით თავად ვისწავლე. ახლაც ვაგრძელებ ინტერნეტიდან სწავლას, თუმცა ძირითადად საკუთარი ნამუშევრების ანალიზით ვსწავლობ. როდესაც ერთ ნამუშევარს დავასრულებ, ვცდილობ დავუკვირდე მომავალში რა შემიძლია გავაუმჯობესო. ზოგჯერ არის, რაც მინდა რომ არ გამომდის. როცა გამირთულდება ხოლმე, ვცდილობ მეთოდის შეცვლას, მანამ სანამ არ გამომივა. ზოგჯერ კი ინტერნეტის საშუალებით ვსწავლობ არსებული მეთოდების შესახებ და ვცდილობ მათ მორგებას. ერთი-ორჯერ ისე გამირთულდა ნახატის ერთი ფრაგმენტის დამუშავება, ამ ფრაგმენტის ამოშლა და მის ნაცვლად სხვისი ჩანაცვლება გადავწყვიტე. გარკვეული დროის შემდეგ, მაინც შევძელი სირთულის გადალახვა. ამ სახის გამოცდილება საკუთარ ნახატებზე მუშაობისას სწავლის მთავარი წყროა.

- მშობლებიც ხატავენ, გვიამბეთ მათზე...…

- დედას უყვარს ზეთში ხატვა. ის ძირითადად პორტრეტებს და ყვავილებს ხატავს. მისი სტილი რეალიზმთანაა ახლოს. მამაჩემიც ბოლო დროს ზეთში ხატავს. მას სპეციფიური სტილი აქვს პორტრეტების და ბუნების ხატვის. ნედლ ფერს იყენებს და ხაზის მუშაობას. მამა მათემატიკოსია, მაგრამ ბავშვობიდან ხატავს. მისი ადრინდელი ნახატები უმეტესად ილუსტრაციის სტილშია.

- რატომ არ მონაწილეობთ გამოფენებში, კონკურსებში?

- ალბათ იმიტომ რომ ამ მიმართულებით ჯერ ბევრი არ მიფიქრია. სოციალურ ქსელში კი ვანთავსებ ჩემ ნახატებს. თქვენთან ჩემს წინა ინტერვიუს 33000 გაზიარება დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ინტერვიუს წყალობით უკვე ალბათ 100000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა ჩემი ნახატები. ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამისთვის დიდად მადლობელი ვარ. მომავალში ნამდვილად ვაპირებ კონკურსებში და გამოფენებში მონაწილეობას.

- ყველაზე ხშირად რა მიმართულების ნამუშევრებს ქმნით, ისევ პორტრეტები, ცხოველები, ბუნება?

- ძირითადად პორტრეტებს... ადამიანის სახეში ასახული ემოცია ჩემთვის საინტერესო ხატვის თემაა. პორტრეტში ადამიანის სულიერი აურა იგრძნობა. ასევე სხვადასხვა დეტალის გადმოცემა და პორტრეტში დეტალების დიდი მრავალფეროვნებაა, საინტერესო პროცესია. ორი ტიპის პორტრეტები მაქვს: შავ-თეთრი ჩანახატები, რასაც დიდი დრო არ ჭირდება, და დეტალური ფერადი ნახატები, რომელთაგანაც თითოეულზე რამოდენიმე თვე შეიძლება ვიმუშაო. ძირითადად იმის გამო რომ სკოლა დიდი დროს მართმევს.

- თქვენზე სამხრეთ აფრიკელი მხატვრის იაკობ ჰენდრიკ პიერნიფის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ქართველებიდან ელენე ახვლედიანი მოგწონთ... კიდევ ვინმე მიემატა?

- შეიძლება ითქვას რომ არა, თუ არ ჩავთვლით თანამედროვე მხატვრებს რომელთა ნამუშევრებს ინსტაგრამის მეშვეობით ვეცნობი. მაგალითად ასეთია 18 წლის ამერიკელი მექსიკელი მხატვარი, კამილა სალინასი. მისი ნახატები სურეალიზმის და რეალიზმის საინტერესო კომბინაციაა.

- გვიამბეთ სამხრეთ აფრიკის იმ გარემოზე, სადავ გაიზარდეთ და დღესაც ცხოვრობთ...

- გავიზარდე კეიპ ტაუნში. ახლა კაიპ ტაუნთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში, სტელენბოშში ვცხოვრობ. ამ ქალაქის ირგვლივ ბევრი ლამაზი ვენახია და ასევე ბევრი სალაშქრო ბილიკი, რომელსაც ბუნების სიღრმეში მიყავხარ. ქალაქის ერთ მხარეს მთებია, ამ მთებიდან კი ულამაზესი ხედები. ქალაქის ცენტრიც ლამაზადაა მოწყობილი. სავსეა მყუდრო კაფეებით და მაღაზიებით. ასევე არაერთი მუზეუმი და გალერეაა ქალაქში. სტელენბოშში არაერთხელ შეგხვდება აქაური სკულპტორის მიერ შექმნილი ნამუშევრები. აქვეა სხვადასხვა ცხოველების პარკები: მაიმუნების პარკი, ლომების პარკი, ჟირაფების პარკი, და სხვა... ოკეანეც არაა შორს და არაერთი ლამაზი სანაპიროა. მართალია მიყვარს ბუნებაში გასვლა, მაგრამ უმეტეს დროს ჩემს ოთახში, ხატვაში და მეცადინეობაში ვატარებ...

- თქვენს ავტოპორტრეტზე, სხვა ნახატებზეც რომ გვითხრათ..

- ადრე კინოების და სატელევიზიო სერიალების პერსონაჟებს ვხატავდი. ახლა თანდათან გადავდივარ ჩემი საკუთარი ორიგინალური ნახატების შექმნაზე. ჩემი ავტოპორტრეტი საკმაოდ დიდი პროექტი იყო. სამი თვის განმავლობაში ვხატავდი. იმის გამო რომ ნახატი უფრო დიდი ფორმატის ქაღალდზეა შესრულებული, ბევრი დეტალი იყო დასამუშავებელი. დეტალებზე მუშაობა საინტერესოა. მაგალითად, თმის რეალისტურ გამოყვანას საჭიროებს დანით წვრილი ზოლების ამოკაწვრა. ფანქრით მუშაობისას ფერების არევა ნამუშევარზე ხდება (განსხვავებით საღებავებით ხატვისას, სადაც ფერების არევა შესაძლებელია პალიტრაზე). მაგალითად, სახის ტონის მისაღებად ფერების არევაა საჭირო. ეს საინტერესო პროცესია, სადაც ჯერ მკაფიო ქვეტონები დგინდება და შემდეგ ამ ქვეტონზე სხვა, უფრო ნეიტრალური ტონები იდება, რაც საკამოდ ფაქიზი პროცესია. სასურველია შეცდომების თავიდან არიდება, რადგან საშლელის გამოყენება ფერადი ფანქრებით ხატვისას მარტივი არაა. ბოლომდე ფერის ამოშლა ვერ ხერხდება. რაც შეეხება სხვა ნახატებს, ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობრისგან შეკვეთა მივიღე. მისი ბებიის პორტრეტი დავხატე, დაბადების დღისთვის. უკვე ხუთი თვეა ჩემ თავს ვხატავ, ამჯერად საღებავებით. სკოლის გამო პროგრესი ნელია.

- საქართველო როგორია თქვენს მეხსიერებაში?

- საქართველოში მალე ჩამოვდივარ და მინდა გამოფენა მოვაწყო. საქართველო ჩემ მეხსიერებაში ლამაზი ხედებითაა სავსე. მახსოვს თბილისი, წაღვერი, ბათუმი. წაღვერში მარწყვის კრეფა მიყვარდა. მახსოვს ასევე თბილისის ანძა, რომელიც ფანჯრიდან კარგად ჩანდა. ბოლოს საქართველოში ოთხი წლის წინ ვიყავი. ჩემი ბებია-ბაბუა დედის მხრიდან, ჩემი დეიდა და დეიდაშვილები, აჩი და ტასო, და მამაჩემის დეიდა ძალიან მომენატრენ და მიხარია რომ მათ მალე ვნახავ.