"გლობალური დათბობის ეპოქა დასრულდა, გლობალური დუღილის ეპოქა იწყება“ - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ხუთშაბათს, გაეროს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებზე და აღნიშნა, რომ ივლისი წლის ყველაზე ცხელი თვეა.
”ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ევროპის დიდი ნაწილისთვის სასტიკი ზაფხულია” - თქვა გუტიერეშმა და დასძინა, რომ "ეს კატასტროფაა მთელი პლანეტისთვის.“
"რეკორდული სიცხე, რომელიც გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოზე, კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი დიდი ხანია იწინასწარმეტყველეს, ცვლილებების ტემპი დამანგრეველია“, - ამბობს გუტიერეში.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანა ვალდებულია "დაიცვას თავისი ხალხი სიცხისგან, ფატალური წყალდიდობისგან, ქარიშხლებისგან, გვალვისგან და მძვინვარე ხანძრებისგან.“
გაეროს გენერალურმა მდივანმა განვითარებულ ქვეყნებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ ყოველწლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარი გამოყონ განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.
წაიკითხეთ ასევე:
რამდენიც არ უნდა იკამათოთ ფაქტია რომ ლამაზი ცისფერი საყვარელი დედამიწა ცუდ დღეშია მანქანის კომფორტი ყველას უნდა გამონაბოლქვი არ ადარდებთ ბომბებს უბრახუნებენ არ ადარდებთ ბირთვული გამოცდები არ ადარდებთ ტყეების გაჩეხვა, პლასტიკური ნარჩენები და ა,შ მარტო საუბრობენ საფრთხეზე ფულიც გამოვყოთო მაგრამ რეალურად რომელი მავნე გავლენა შემცირდა ? უფრო მოიმატა , ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა მხოლოდ აზრები გამოვთქვათ ან ვიკამათოთ, დაფაცურდნენ მთელ მსოფლიოში ვისაც ძალაუფლება მიუწვდება ვისაც უყვარს და ეცოდება დედამიწა, თორემ რომ შეიფერთხავს დედამიწა ზურგს მშვიდობით ადამიანებოო იტყვის, ვისთვის ქონდა დედამიწას კარგი კლიმატი და სასიცოცხლო პირობები ? ადამიანებისთვის, ვინ აფუჭებს? ადამიანები, ვიკამათოთ ახლა... დედავ მიწა... შევიბრალებთ შეგვიბრალებს
რა გველის? ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს მე მგონი.აბა რა გინდათ ?უზნეობის ზენიტშია მთელი სამყარო, უღმერთოებამ დაისადგურა მთელს პლანეტაზე ერი და ბერი გაიხრწნა და გადაგვარდა და ეს უკვალოდ ჩაივლის? ახლოვდება დიდი დასასრულის დასაწყისი, ისე შეიძლება ვართ კიდევაც დასასრულში ....