პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"აღმოჩნდა, რომ დეზინფორმაციის მწარმოებელ ლობისტებთან კომუნიკაციას არ თაკილობენ პოლიტიკოსები და დიპლომატები" - შალვა პაპუაშვილი
"აღმოჩნდა, რომ დეზინფორმაციის მწარმოებელ ლობისტებთან კომუნიკაციას არ თაკილობენ პოლიტიკოსები და დიპლომატები" - შალვა პაპუაშვილი

ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თუ ინ­დი­ვი­დის მხა­რე­საა, რო­მე­ლიც, რო­გორც აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რე­ესტრი­დან ირ­კვე­ვა, მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მე­ბის მი­ცე­მით, რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ში ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ტა­ნით თუ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, დის­ტან­ცი­რე­ბის ნაც­ვლად, თა­ნამ­შრომ­ლობ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის მწარ­მო­ე­ბელ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას­თან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნია, რომ ყვე­ლა, ვი­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მე­გობ­რო­ბა სურს, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე რუ­სუ­ლი სტი­ლის პრო­პა­გან­დის­გან დის­ტან­ცირ­დე­ბა.

„სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ე­რი გა­ნა­ჩე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ არ წყდე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ფიქ­რა, თუ რამ­დე­ნად უსა­მარ­თლო და სი­ყალ­ბე­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და მე­დი­აჯ­გუ­ფე­ბის თავ­დას­ხმე­ბი. აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ან­გა­რიშ­მა კი და­ა­დას­ტუ­რა, რომ ამ­გვა­რი აქ­ტი­უ­რო­ბა, ძი­რი­თა­დად, არა ბუ­ნებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, არა­მედ - წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი.

ნათ­ლად და­ვი­ნა­ხეთ, რომ ამ რუ­სუ­ლი სტი­ლის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შან­ტა­ჟის გზით სა­მარ­თლი­ან პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხი­დან დახ­სნაა.

დე­ზინ­ფორ­მა­ცია და ჰიბ­რი­დუ­ლი ომის სხვა ტაქ­ტი­კე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოკ­რა­ტი­ე­ბი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. ამი­ტომ, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნია, რომ ყვე­ლა, ვი­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მე­გობ­რო­ბა სურს, დის­ტან­ცირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე რუ­სუ­ლი სტი­ლის პრო­პა­გან­დის­გან.

ამ პი­რო­ბებ­ში, თა­ვის­თა­ვად, გან­ცვიფ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, რო­დე­საც აღ­მოჩ­ნდა, რომ რუ­სუ­ლი სტი­ლის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის მწარ­მო­ე­ბელ ლო­ბის­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას არ თა­კი­ლო­ბენ მოქ­მე­დი თუ ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და დიპ­ლო­მა­ტე­ბი.

ამი­ტომ, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ახლა ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თუ ინ­დი­ვი­დის მხა­რე­საა, რომ­ლე­ბიც, რო­გორც აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რე­ესტრი­დან ირ­კვე­ვა, მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მე­ბის მი­ცე­მით, რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ში ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ტა­ნით თუ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, დის­ტან­ცი­რე­ბის ნაც­ვლად, თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის მწარ­მო­ე­ბელ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას­თან.

ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა გვკარ­ნა­ხობს, რომ, ასეთ დროს, ყვე­ლა­ზე სწო­რი გზა ლე­გი­ტი­მურ წუ­ხი­ლებ­ზე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა და სა­მო­მავ­ლოდ მეტი ღი­ა­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. მე­გობ­რო­ბას გულ­წრფე­ლო­ბა აძ­ლევს სიმ­ყა­რეს“,- აცხა­დებს პა­პუ­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
20

ნამუს გარეცხილი გარეწარი ხარ

1234
6

აგერაა ჩინეთი მერე

ავტორი:

"აღმოჩნდა, რომ დეზინფორმაციის მწარმოებელ ლობისტებთან კომუნიკაციას არ თაკილობენ პოლიტიკოსები და დიპლომატები" - შალვა პაპუაშვილი

"აღმოჩნდა, რომ დეზინფორმაციის მწარმოებელ ლობისტებთან კომუნიკაციას არ თაკილობენ პოლიტიკოსები და დიპლომატები" - შალვა პაპუაშვილი

ახსნა-განმარტების ვალდებულება ყველა იმ ორგანიზაციის თუ ინდივიდის მხარესაა, რომელიც, როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეესტრიდან ირკვევა, მედიაპლატფორმების მიცემით, რეზოლუციებში ჩანაწერების გატანით თუ სატელეფონო კომუნიკაციით, დისტანცირების ნაცვლად, თანამშრომლობდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ კერძო კომპანიასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ხელისუფლების მოლოდინია, რომ ყველა, ვისაც ქართველი ხალხის მეგობრობა სურს, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სტილის პროპაგანდისგან დისტანცირდება.

„სასამართლოს კანონიერი განაჩენების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ არ წყდება დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რამდენად უსამართლო და სიყალბეზე დაფუძნებული იყო გავლენიანი პოლიტიკური და მედიაჯგუფების თავდასხმები. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა კი დაადასტურა, რომ ამგვარი აქტიურობა, ძირითადად, არა ბუნებრივი ინტერესით იყო გამოწვეული, არამედ - წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული.

ნათლად დავინახეთ, რომ ამ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის ერთადერთი მიზანი ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციის და ხელისუფლების შანტაჟის გზით სამართლიან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნაა.

დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის სხვა ტაქტიკები თანამედროვე დემოკრატიებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, ვისაც ქართველი ხალხის მეგობრობა სურს, დისტანცირდება საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სტილის პროპაგანდისგან.

ამ პირობებში, თავისთავად, განცვიფრება გამოიწვია, როდესაც აღმოჩნდა, რომ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ ლობისტებთან კომუნიკაციას არ თაკილობენ მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

ამიტომ, ახსნა-განმარტების ვალდებულება ახლა ყველა იმ ორგანიზაციის თუ ინდივიდის მხარესაა, რომლებიც, როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეესტრიდან ირკვევა, მედიაპლატფორმების მიცემით, რეზოლუციებში ჩანაწერების გატანით თუ სატელეფონო კომუნიკაციით, დისტანცირების ნაცვლად, თანამშრომლობდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ კერძო კომპანიასთან.

ღირებულებებისადმი ერთგულება გვკარნახობს, რომ, ასეთ დროს, ყველაზე სწორი გზა ლეგიტიმურ წუხილებზე ამომწურავი პასუხების გაცემა და სამომავლოდ მეტი ღიაობის უზრუნველყოფაა. მეგობრობას გულწრფელობა აძლევს სიმყარეს“,- აცხადებს პაპუაშვილი.