საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოქმედებდნენ უკრაინის დავალებით, 1.5 მილიონი რუბლის სანაცვლოდ" - ФСБ აცხადებს, რომ სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა ჩაშალეს: როგორ პასუხობს ბრალდებას უკრაინა
"მოქმედებდნენ უკრაინის დავალებით, 1.5 მილიონი რუბლის სანაცვლოდ" - ФСБ აცხადებს, რომ სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა ჩაშალეს: როგორ პასუხობს ბრალდებას უკრაინა

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის (ФСБ ) გან­ცხა­დე­ბით, ჩა­შა­ლეს უკ­რა­ი­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის შეთ­ქმუ­ლე­ბა რუ­სუ­ლი RT-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი­სა და ჟურ­ნა­ლისტ ქსე­ნია სობ­ჩა­კის წი­ნა­აღ­მდეგ. "ეფ-ეს-ბე"-ს ცნო­ბით, და­გეგ­მი­ლი იყო სი­მო­ნი­ა­ნი­სა და სობ­ჩა­კის მკვლე­ლო­ბა.

"უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­თან და რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად აღ­კვე­თა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი­სა და ქსე­ნია სობ­ჩა­კის მკვლე­ლო­ბა. და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მოს­კოვ­სა და რი­ა­ზა­ნის რე­გი­ონ­ში, რომ­ლე­ბიც თვალ-ყურს ადევ­ნებ­დნენ თა­ვი­ანთ სა­მიზ­ნე­ებს სამ­სა­ხურ­სა და სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებ­ში. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს მათ და­ა­დას­ტუ­რეს მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვა უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სა­სა­ხუ­რის და­ვა­ლე­ბით, 1.5 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის სა­ნაც­ვლოდ", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სუ­ლი ФСБ -ს ბრალ­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ვე­ლი, მი­ა­ხი­ლო პო­დო­ლი­ა­კი და თქვა, რომ უკ­რა­ი­ნას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს იმას­თან, რა­ზეც რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში სა­უბ­რო­ბენ.

"ჩვენ სი­მო­ნი­ა­ნი და სობ­ჩა­კი ნამ­დვი­ლად არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა. მათ არა­ფერ­ზე არ აქვთ გავ­ლე­ნა, ისი­ნი არ თა­მა­შო­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს იმ პრო­ცე­სებ­ში, რაც დღეს ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZAZA
0

ვის რაში სჭირდება მით უფრო უკრაინას ორი გამოჩერჩეტებული აგიტატორ ჟურნალისტის მოკვლა. ან ეს სობჩაკი მილიონებს ატრიალებს და გონია მაგარი ნიჭიერია ბიზნესში . მამა სობჩაკმა მოათრია და მწვანე შუქი მისცა პუტინს!! ქალიშვილიც რაღაცას მიედ მოედება. მოკლედ რუსები ყველაფერზე წამსვლელები არიან და თავად შეიძლება დახოცონ .. მერე რომელიმე ქვეყანას დააბრალებენ. რომელშაც აირჩევენ დღეს უკრაინაა ხვალ შეიძლება საქართველო იყოს ოღონდ კანდელაკით ჩაანაცვლებენ ეს ეხერხებათ.

თამაზი
0

მოკვლას უპირებდნენო? მე მგონი, 2 ასო შეეშალათ და სხვა რამეს უპირებდნენ აშკარად :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მოქმედებდნენ უკრაინის დავალებით, 1.5 მილიონი რუბლის სანაცვლოდ" - ФСБ აცხადებს, რომ სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა ჩაშალეს: როგორ პასუხობს ბრალდებას უკრაინა

"მოქმედებდნენ უკრაინის დავალებით, 1.5 მილიონი რუბლის სანაცვლოდ" - ФСБ აცხადებს, რომ სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა ჩაშალეს: როგორ პასუხობს ბრალდებას უკრაინა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ ) განცხადებით, ჩაშალეს უკრაინული დაზვერვის შეთქმულება რუსული RT-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის წინააღმდეგ. "ეფ-ეს-ბე"-ს ცნობით, დაგეგმილი იყო სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა.

"უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო კომიტეტთან და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აღკვეთა მარგარიტა სიმონიანისა და ქსენია სობჩაკის მკვლელობა. დაკავებულნი არიან ნეონაცისტური ჯგუფის წევრები მოსკოვსა და რიაზანის რეგიონში, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებდნენ თავიანთ სამიზნეებს სამსახურსა და საცხოვრებელ ადგილებში. საგამოძიებო ღონისძიებების დროს მათ დაადასტურეს მკვლელობის დაგეგმვა უკრაინის უშიშროების სასახურის დავალებით, 1.5 მილიონი რუბლის სანაცვლოდ", - ნათქვამია რუსეთის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

რუსული ФСБ -ს ბრალდებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიახილო პოდოლიაკი და თქვა, რომ უკრაინას საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაზეც რუსეთის უშიშროების სამსახურში საუბრობენ.

"ჩვენ სიმონიანი და სობჩაკი ნამდვილად არაფერში გვჭირდება. მათ არაფერზე არ აქვთ გავლენა, ისინი არ თამაშობენ მნიშვნელოვან როლს იმ პროცესებში, რაც დღეს ხდება“, - განაცხადა პოდოლიაკმა