პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მონტენეგროში კრიმინალური ავტორიტეტი "ჟორა ტბილისკი" დააკავეს
მონტენეგროში კრიმინალური ავტორიტეტი "ჟორა ტბილისკი" დააკავეს

მონ­ტე­ნეგ­როს პო­ლი­ცი­ამ კრას­ნო­და­რე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, 59 წლის გი­ორ­გი მა­ნუ­კი­ა­ნი და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია მეტ­სა­ხე­ლე­ბით: "ჟორა ტბი­ლის­კი" და "ჭინ­კა".

მა­ნუ­კი­ა­ნის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ჩერ­ნო­გო­რი­ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო და რა­დიო კომ­პა­ნია RTCG იუ­წყე­ბა. RTCG და­კა­ვე­ბუ­ლის მხო­ლოდ ინი­ცი­ა­ლებს ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, სა­უ­ბა­რი სწო­რედ მა­ნუ­კი­ანს შე­ე­ხე­ბა.

მა­ნუ­კი­ა­ნი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­პო­ლის მოს­კო­ვის ბი­უ­როს მო­თხოვ­ნით სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ტი­ვა­ტის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. მონ­ტე­ნეგ­რო­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ 58 წლის თბი­ლი­სე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე პოდ­გო­რი­ცას სა­სა­მარ­თლო­შია გა­დაგ­ზავ­ნი­ლი.

"გ.მ.-ს 1993 წლი­დან უწყვე­ტად ეკა­ვა უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბა კრას­ნო­და­რის ტე­რი­ტო­რი­ის კრი­მი­ნა­ლურ იერ­არ­ქი­ა­ში და იყე­ნებ­და თა­ვის ავ­ტო­რი­ტეტ­სა და გავ­ლე­ნას კრი­მი­ნა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვი­სა და წარ­მარ­თვის­თვის", - ნათ­ქვა­მია პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­ნუ­კი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა, კრას­ნო­დარ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში დას­რულ­და. მას ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­უ­ყე­ნეს.

მა­ნუ­კი­ა­ნი არა­ერ­თხელ იხ­დი­და სას­ჯელს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის. ცი­ხე­ში ის ბო­ლოს 2017 წელს, გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით იჯდა.

ის 1964 წელს, თბი­ლის­ში, და­ი­ბა­და. მისი ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად კურ­თხე­ვა მოხ­და 1993 წელს, კრას­ნო­დარ­ში, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, უსო­ი­ა­ნის, იგი­ვე დედ ჰა­სა­ნის მიერ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთო
7

არადა, პარიოსანი კაცის შეხედულება აქვს. ისეთი დაღვრემილი ზის, გეგონება შეაცდინეს და ძალით ჩაადენინეს რამე 

კესო
4

დახვეწილი და მრავალფეროვანი გინება ეცოდინება. 😊 მაგათ ფარულ ჩანაწერებში ბილწსიტყვაობის გარდა, ვერაფერს გაიგონებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

მონტენეგროში კრიმინალური ავტორიტეტი "ჟორა ტბილისკი" დააკავეს

მონტენეგროში კრიმინალური ავტორიტეტი "ჟორა ტბილისკი" დააკავეს

მონტენეგროს პოლიციამ კრასნოდარელი კრიმინალური ავტორიტეტი, 59 წლის გიორგი მანუკიანი დააკავა, რომელიც ცნობილია მეტსახელებით: "ჟორა ტბილისკი" და "ჭინკა".

მანუკიანის დაკავების შესახებ ჩერნოგორიის სატელევიზიო და რადიო კომპანია RTCG იუწყება. RTCG დაკავებულის მხოლოდ ინიციალებს ასახელებს, თუმცა, გამოქვეყნებული დეტალებით თუ ვიმსჯელებთ, საუბარი სწორედ მანუკიანს შეეხება.

მანუკიანი, რომელიც ინტერპოლის მოსკოვის ბიუროს მოთხოვნით საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, ტივატის აეროპორტში დააკავეს. მონტენეგროელი სამართალდამცველები განმარტავენ, რომ 58 წლის თბილისელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პოდგორიცას სასამართლოშია გადაგზავნილი.

"გ.მ.-ს 1993 წლიდან უწყვეტად ეკავა უმაღლესი თანამდებობა კრასნოდარის ტერიტორიის კრიმინალურ იერარქიაში და იყენებდა თავის ავტორიტეტსა და გავლენას კრიმინალური ქმედებების ორგანიზებისთვისა და წარმართვისთვის", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მანუკიანის წინააღმდეგ გამოძიება, კრასნოდარში, მიმდინარე წლის იანვარში დასრულდა. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

მანუკიანი არაერთხელ იხდიდა სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის. ციხეში ის ბოლოს 2017 წელს, გამოძალვის ბრალდებით იჯდა.

ის 1964 წელს, თბილისში, დაიბადა. მისი ე.წ. კანონიერ ქურდად კურთხევა მოხდა 1993 წელს, კრასნოდარში, კრიმინალური ავტორიტეტის, უსოიანის, იგივე დედ ჰასანის მიერ.