სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზოვის" მეთაურები სამშობლოში არიან და აცხადებენ, რომ მიზანი ფრონტზე დაბრუნებაა - გაწბილებული კრემლი შეთანხმების დარღვევაში თურქეთსაც ადანაშაულებს
"აზოვის" მეთაურები სამშობლოში არიან და აცხადებენ, რომ მიზანი ფრონტზე დაბრუნებაა - გაწბილებული კრემლი შეთანხმების დარღვევაში თურქეთსაც ადანაშაულებს

თურ­ქე­თი­დან უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­დნენ "აზო­ვის" პოლ­კის ის მე­თა­უ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­რი­უ­პოლ­ში "აზოვსტა­ლის“ დაც­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ. თურ­ქეთ­ში ისი­ნი რუ­სე­თის ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ.

"აზო­ვის” მე­თა­უ­რის, დე­ნის პრო­კო­პენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქე­თი­დან უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ "აზოვსტა­ლის“ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ხუ­თი­ვე მე­თა­უ­რი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს ომის და­სას­რუ­ლებ­ლად.

კი­თხვა­ზე, გეგ­მა­ვენ თუ არა ფრონტზე დაბ­რუ­ნე­ბას, პრო­კო­პენ­კომ უპა­სუ­ხა: "რა თქმა უნდა, ამი­სათ­ვის დავ­ბრუნ­დით უკ­რა­ი­ნა­ში, ეს არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. "

"ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ არ­მია გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბაა და დღე­ი­დან თქვენ­თან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას, აუ­ცი­ლებ­ლად ისევ ვი­ტყვით ჩვენს სი­ტყვას ბრძო­ლა­ში. დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის მთა­ვა­რია რომ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ ფრონ­ტის ხაზ­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ჩა­იგ­დო ხელ­ში, ყო­ველ­დღე წინ მივ­დი­ვართ, ვა­ნად­გუ­რებთ მტერს, ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ეს პრო­ცე­სი დაჩ­ქარ­დეს და ომი ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­ვი­დეს“, - გა­ნა­ცხა­და “აზო­ვის” მე­თა­ურ­მა.

  • უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­დნენ დე­ნის პრო­კო­პენ­კო, სერ­გეი ვო­ლი­ნა, სვი­ტოს­ლავ პა­ლა­მა­რი, ოლეგ ხო­მენ­კო, დე­ნის შლე­გი.
"სახ­ლის­კენ" - ამ წარ­წე­რით აქ­ვეყ­ნებს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი აღ­ნიშ­ნულ ფო­ტოს

მომ­ხდარს უკვე მოჰ­ყვა პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი კრემლში. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, "აზო­ვის" მე­თა­უ­რე­ბის თურ­ქე­თი­დან უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვაა.

"აზო­ვის" მე­თა­უ­რე­ბის თურ­ქე­თი­დან უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა სხვა არა­ფე­რია, თუ არა არ­სე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის პი­რო­ბე­ბის პირ­და­პი­რი დარ­ღვე­ვა. უფრო მე­ტიც, ამ შემ­თხვე­ვა­ში პი­რო­ბე­ბი და­ირ­ღვა რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი, ასე­ვე, თურ­ქუ­ლი მხა­რის მიერ", - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

მისი მტკი­ცე­ბით, შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, ეს პი­რე­ბი კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე თურ­ქეთ­ში უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

"ამავდრო­უ­ლად, რუ­სე­თის­თვის არა­ვის უც­ნო­ბე­ბია ბო­ე­ვი­კე­ბის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა. მისი თქმით, თურ­ქე­თი, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ფრონტზე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ფონ­ზე, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა.

"შე­თან­ხმე­ბე­ბის დარ­ღვე­ვით „აზო­ვის“ მე­თა­უ­რე­ბის ზე­ლენ­სკის­თვის გა­და­ცე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა თქმა უნდა, პირ­და­პირ კავ­შირ­შია კონ­ტრშე­ტე­ვის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას­თან. ეს არის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა, რო­მელ­საც კი­ე­ვის რე­ჟი­მის ჯა­რე­ბი ახლა ყო­ველ­დღი­უ­რად აწყდე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

მისი თქმით, მალე გა­ი­მარ­თე­ბა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის სა­მი­ტი, რომ­ლის მზა­დე­ბის კონ­ტექ­სტში ან­კა­რა დიდი ზე­წო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

"თა­ვად თურ­ქე­თი კი, რა თქმა უნდა, ამ გზით, რო­გორც ნატო-ს წევ­რი, აჩ­ვე­ნებს თა­ვის სო­ლი­და­რო­ბას ალი­ან­სის მი­მართ. ჩვენ ყვე­ლას ეს კარ­გად გვეს­მის", - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

შინდისის ბიჭები გმირები არიან. და ესენიც????

???
5

აბა კაცო, რუსეთმა მისთვის მნიშვნელოვანი ტყვეები თურქეთში გადაიყვანა და პირობა ჩამოართვა არ გაუშვათ უკრაინაშიო. რუსეთი - ტერორისტული სახელმწიფო, ბავშვების მკვლელი, საავადმყოფოების დამბომბველი და . . . აზოვსტალის დამცველი 5 მეთაური ატმის ჩამოვარდნის გარეშე ზელენსკისთან პოზირებს. რა ეტყობაატ ამათ ჯოჯოხეთური ომის გამოვლის? და თრმე უკრაინაში იმიტომ დაბრუნდნენ რომ ომი უნდა დაასრულონ - ფრონტზე მიდიან. ტყვედ ყოფნა საამაყო როდის მერე გახდა? ზოგადად კი ტყვეობაში ნამყოფებს აღარ აომებენ, რადგან საეჭვოა მტრის მიერ მათი უვნებლად გამოშვება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"აზოვის" მეთაურები სამშობლოში არიან და აცხადებენ, რომ მიზანი ფრონტზე დაბრუნებაა - გაწბილებული კრემლი შეთანხმების დარღვევაში თურქეთსაც ადანაშაულებს

"აზოვის" მეთაურები სამშობლოში არიან და აცხადებენ, რომ მიზანი ფრონტზე დაბრუნებაა - გაწბილებული კრემლი შეთანხმების დარღვევაში თურქეთსაც ადანაშაულებს

თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდნენ "აზოვის" პოლკის ის მეთაურები, რომლებიც მარიუპოლში "აზოვსტალის“ დაცვას ხელმძღვანელობდნენ. თურქეთში ისინი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ და შეთანხმების მიხედვით, უკრაინაში დაბრუნების უფლება არ ჰქონდათ.

"აზოვის” მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ "აზოვსტალის“ გათავისუფლებული ხუთივე მეთაური ყველაფერს გააკეთებს ომის დასასრულებლად.

კითხვაზე, გეგმავენ თუ არა ფრონტზე დაბრუნებას, პროკოპენკომ უპასუხა: "რა თქმა უნდა, ამისათვის დავბრუნდით უკრაინაში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. "

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არმია გუნდური მუშაობაა და დღეიდან თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, აუცილებლად ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლაში. დღევანდელი დღისთვის მთავარია რომ უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზზე სტრატეგიული ინიციატივა ჩაიგდო ხელში, ყოველდღე წინ მივდივართ, ვანადგურებთ მტერს, ვათავისუფლებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ომი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს“, - განაცხადა “აზოვის” მეთაურმა.

  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინაში დაბრუნდნენ დენის პროკოპენკო, სერგეი ვოლინა, სვიტოსლავ პალამარი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეგი.
"სახლისკენ" - ამ წარწერით აქვეყნებს ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნულ ფოტოს

მომხდარს უკვე მოჰყვა პირველი განცხადებები კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "აზოვის" მეთაურების თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნება არსებული ხელშეკრულებების პირობების დარღვევაა.

"აზოვის" მეთაურების თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნება სხვა არაფერია, თუ არა არსებული ხელშეკრულებების პირობების პირდაპირი დარღვევა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში პირობები დაირღვა როგორც უკრაინული, ასევე, თურქული მხარის მიერ", - განაცხადა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, შეთანხმების თანახმად, ეს პირები კონფლიქტის დასრულებამდე თურქეთში უნდა ყოფილიყვნენ.

"ამავდროულად, რუსეთისთვის არავის უცნობებია ბოევიკების გადაცემის შესახებ“, - აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, თურქეთი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე, იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა.

"შეთანხმებების დარღვევით „აზოვის“ მეთაურების ზელენსკისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია კონტრშეტევის წარუმატებლობასთან. ეს არის წარუმატებლობა, რომელსაც კიევის რეჟიმის ჯარები ახლა ყოველდღიურად აწყდებიან", - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მალე გაიმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომლის მზადების კონტექსტში ანკარა დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

"თავად თურქეთი კი, რა თქმა უნდა, ამ გზით, როგორც ნატო-ს წევრი, აჩვენებს თავის სოლიდარობას ალიანსის მიმართ. ჩვენ ყველას ეს კარგად გვესმის", - განაცხადა პესკოვმა.