პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული "რესურსის" გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას" - ვოლსკი
"ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული "რესურსის" გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას" - ვოლსკი

"პრა­ი­დის კვი­რე­უ­ლი“, სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა, კონ­ტრაქ­ცია, მას­შტა­ბუ­რი და ნაკ­ლე­ბად მას­შტა­ბუ­რი, ეს არ არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რე­ა­ლო­ბა, მაგ­რამ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლია სხვა რე­ა­ლო­ბა, რო­დე­საც ძა­ლა­დო­ბამ შე­იძ­ლე­ბა ეს ქვე­ყა­ნა გა­ცი­ლე­ბით უფრო და­ა­ზი­ა­ნოს, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გე­თი, სა­დაც ამ ნი­ა­დაგ­ზე ასე­ვე ხდე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, იგი­ვე პო­ლო­ნე­თი, ან ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი „პრა­ი­დის კვი­რე­უ­ლის“ ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ ფეს­ტი­ვალს და პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას.

რო­გორც ვოლ­სკი აღ­ნიშ­ნავს, იდე­ის დამ­კვიდ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ძა­ლა­დო­ბით, ვი­ნა­ი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა წარ­მოქ­მნის ორი­ვე მხა­რის გარ­კვე­უ­ლი აგ­რე­სი­ის მო­ცუ­ლო­ბის ზრდას, რაც ქვეყ­ნის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

"ფაქ­ტია, რომ მო­წყვლა­დია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქვე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი და მუშ­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი „რე­სურ­სის“ გა­მო­ყე­ნე­ბა სა­პი­რის­პი­რო აზ­რე­ბის და­სამ­კვიდ­რებ­ლად არის ის თემა, რაც სე­რი­ო­ზუ­ლად დიდ ზა­რალს მი­ა­ყე­ნებს ჩვენს ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც ისე­დაც უამ­რა­ვი სა­ში­ნაო და სა­გა­რეო გა­მოწ­ვე­ვა აქვს.

თვითმყო­ფა­დო­ბა­ზე, ეროვ­ნულ კულ­ტუ­რა­ზე, იმ რე­სურ­სზე, რო­მელ­საც აქამ­დე ქვე­ყა­ნა მო­უყ­ვა­ნია და აცო­ცხლებს - ესაა რწმე­ნა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ გა­ნათ­ლე­ბის გზით. იდე­ის დამ­კვიდ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ძა­ლა­დო­ბით, ამას პერ­სპექ­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, უა­რე­სის მო­ტა­ნა კი ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია, ვი­ნა­ი­დან არის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­დე­საც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა წარ­მოქ­მნის ორი­ვე მხა­რის გარ­კვე­უ­ლი აგ­რე­სი­ის მო­ცუ­ლო­ბის ზრდას, რაც ქვეყ­ნის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა“, - აცხა­დებს ვოლ­სკი, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
8

პირველად გავიგე ვოლსკისგან თანამედროვე ადამიანის საუბარი!

თურმე შესძლებია!!!

ასე შეიძლება პოლარიზაცია დამთავრდეს ყველამ ერთად გავიმარჯვოთ და არა მარტო მოვითბინოთ!!!

Baduri
2

ვოლსკი შენი სიტყვები მალე შენს საპირისპიროდ გამოიყენება მაშინ იგრძნობ ალბათ რას ნიშნავს უსამართლო ძალადობა.

ავტორი:

"ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული "რესურსის" გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას" - ვოლსკი

"ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული "რესურსის" გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას" - ვოლსკი

"პრაიდის კვირეული“, სხვადასხვა ღონისძიება, კონტრაქცია, მასშტაბური და ნაკლებად მასშტაბური, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რეალობა, მაგრამ დღეს საქართველოში შექმნილია სხვა რეალობა, როდესაც ძალადობამ შეიძლება ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე, მაგალითად, საფრანგეთი, სადაც ამ ნიადაგზე ასევე ხდება დაპირისპირებები, იგივე პოლონეთი, ან ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალს და პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციას.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, იდეის დამკვიდრება არ შეიძლება მოხდეს ძალადობით, ვინაიდან წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება.

"ფაქტია, რომ მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა და, რასაკვირველია, ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული „რესურსის“ გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად არის ის თემა, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს.

თვითმყოფადობაზე, ეროვნულ კულტურაზე, იმ რესურსზე, რომელსაც აქამდე ქვეყანა მოუყვანია და აცოცხლებს - ესაა რწმენა, დამოკიდებულება. რასაკვირველია უნდა ვილაპარაკოთ განათლების გზით. იდეის დამკვიდრება არ შეიძლება მოხდეს ძალადობით, ამას პერსპექტივა არ გააჩნია, უარესის მოტანა კი ნამდვილად შეუძლია, ვინაიდან არის მოცემულობა, როდესაც წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება“, - აცხადებს ვოლსკი, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.