Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ბანანის" ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა... ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა" - პროკურატურის განცხადება ბათუმში მომხდარ დანაშაულზე, რომელსაც 16 წლის ლუკა აბულაძე ემსხვერპლა
"ბანანის" ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა... ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა" - პროკურატურის განცხადება ბათუმში მომხდარ დანაშაულზე, რომელსაც 16 წლის ლუკა აბულაძე ემსხვერპლა

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 16 წლის მო­ზარ­დი გარ­და­იც­ვა­ლა, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე, სამ პირს ბრალ­დე­ბა უკვე წა­რედ­გი­ნათ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 4 ივ­ლისს, ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, სა­სე­ირ­ნო-გა­სარ­თობ სწრაფ­მა­ვალ კა­ტარ­ღა­ზე მიბ­მულ სა­ბუქ­სი­რე - წყლის ატ­რაქ­ცი­ონ - ე.წ. „ბა­ნან­ზე“, გარ­თო­ბის მიზ­ნით 4 მო­ზარ­დი აიყ­ვა­ნეს.

ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მე­ლიც სწრაფ­მა­ვა­ლი კა­ტარ­ღის სა­ჭეს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და, არას­რულ­წლოვ­ნებს სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტე­ბი არ ეც­ვათ, ასე­ვე მის­თვის უც­ნო­ბი იყო, შე­ეძ­ლოთ თუ არა მათ ცურ­ვა, ყო­ველ­გვა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი­სა და გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­რე­შე დაძ­რა კა­ტარ­ღა, სწრა­ფი სვლით გა­იყ­ვა­ნა მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნის - ტივ­ტი­ვა­სა­გან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მეტ­რის მო­შო­რე­ბით ზღვის სიღ­რმე­ში, შემ­დეგ კი წყლის ატ­რაქ­ცი­ონ ე.წ „ბა­ნა­ნი­დან“ ბავ­შვე­ბის გად­მოგ­დე­ბის მიზ­ნით, მათი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, წყლის ატ­რაქ­ცი­ო­ნის ამოტ­რი­ა­ლე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და, ბოლო მცდე­ლო­ბი­სას კი უჟი­ლე­ტო ბავ­შვე­ბი ზღვა­ში ჩა­ვარ­დნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და რა არას­რუ­წლოვ­ნე­ბის და­ღუპ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შეგ­ნე­ბუ­ლად უშ­ვებ­და და გულ­გრი­ლად ეკი­დე­ბო­და სა­სიკ­ვდი­ლო შე­დე­გის დად­გო­მას. ასე­ვე მან ერთ-ერთ არას­რულ­წლო­ვანს სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტი წა­არ­თვა, რო­მე­ლიც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ზღვა­ში ჩა­ვარ­დნის შემ­დგომ ჩა­იც­ვა.

ბრალ­დე­ბულ­მა ბავ­შვე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მას­თან ერ­თად კა­ტარ­ღა­ზე მყოფ ორ პირ­საც არ მის­ცა და მათ­თან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და­ტო­ვა. სამ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა სა­ნა­პი­რო­ზე უსაფრ­თხოდ გას­ვლა მო­ა­ხერ­ხეს და სიკ­ვდილს გა­და­ურჩნენ, ხოლო ერთი მო­ზარ­დი ზღვა­ში და­იხ­რჩო და მისი გვა­მი 7 ივ­ლისს იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და ორი პირი, თუმ­ცა მათ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 6 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. ერთ პირს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19,109 -ე მუხ­ლის „ე“ და „ლ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში, ჩა­დე­ნი­ლი დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის და ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ხოლო ორ პირს ბრალ­დე­ბა 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!
1

მოტივია საყურადღებო, რა დაუშავა მსხვერპლმა...

ჯერ არ გაცხადებულა მოტივი.

ვაიმეეე
1

კი მაგრამ რა დაუშავეს ამ ბავშვებმა ასეთ? რაღსც ექნებოდა მოწეული ან დალეული და მოეჩვენა ალბათ რაღაცეები. 

ავტორი:

"ბანანის" ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა... ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა" - პროკურატურის განცხადება ბათუმში მომხდარ დანაშაულზე, რომელსაც 16 წლის ლუკა აბულაძე ემსხვერპლა

"ბანანის" ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა... ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა" - პროკურატურის განცხადება ბათუმში მომხდარ დანაშაულზე, რომელსაც 16 წლის ლუკა აბულაძე ემსხვერპლა

პროკურატურა ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება უკვე წარედგინათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულებმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე - წყლის ატრაქციონ - ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით 4 მოზარდი აიყვანეს.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც სწრაფმავალი კატარღის საჭესთან იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, არასრულწლოვნებს სამაშველო ჟილეტები არ ეცვათ, ასევე მისთვის უცნობი იყო, შეეძლოთ თუ არა მათ ცურვა, ყოველგვარი უსაფრთხოების წესებისა და განმარტებების გარეშე დაძრა კატარღა, სწრაფი სვლით გაიყვანა მაფრთხილებელი ნიშნის - ტივტივასაგან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით ზღვის სიღრმეში, შემდეგ კი წყლის ატრაქციონ ე.წ „ბანანიდან“ ბავშვების გადმოგდების მიზნით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, წყლის ატრაქციონის ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა, ბოლო მცდელობისას კი უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩავარდნენ.

ბრალდებული ითვალისწინებდა რა არასრუწლოვნების დაღუპვის შესაძლებლობას, შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა სასიკვდილო შედეგის დადგომას. ასევე მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა.

ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა. სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო და მისი გვამი 7 ივლისს იქნა აღმოჩენილი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველი გახდა ორი პირი, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 -ე მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ორ პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.