პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგობრობა, როგორც სიყვარული, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა" - კახა კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე
"მეგობრობა, როგორც სიყვარული, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა" - კახა კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

მე­გობ­რო­ბა, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ორ­მხრი­ვი არ­სე­ბობს, ცალ­მხრი­ვი არა­ფე­რი ვარ­გა, - ასე შე­ა­ფა­სა თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

რო­გორც კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ქარ­თველ და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ­სე­ბობ­დეს.

"გულ­და­სა­წყვე­ტია აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით, თუმ­ცა, ერთი რამ მინ­და ვთქვა, თუ გა­დავ­ხე­დავთ ის­ტო­რი­ას, ის­ტო­რი­უ­ლად, ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი ყო­ველ­თვის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით იყ­ვნენ და ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ვერც ერთი პო­ლი­ტი­კო­სი ვერ შეც­ვლის. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ­სე­ბობ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რა იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პა­სუ­ხი, კახა კა­ლა­ძემ გან­მარ­ტა, რომ "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ემო­ცი­ე­ბით არ იღე­ბენ“.

"ჩვენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ემო­ცი­ე­ბით არ ვი­ღებთ. ეს ჩანს მთე­ლი იმ პო­ლი­ტი­კის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ 2012 წლის შემ­დეგ აწარ­მო­ებს. დღეს პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­გა­კე­თებთ, რომ ქარ­თველ და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ­სე­ბობ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, მან სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე ცრუ კამ­პა­ნია აა­გო­რეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დონ.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სას­ჯელს იხ­დის კლი­ნი­კა­ში. ის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. იცით, რა კამ­პა­ნია იყო წა­მო­წყე­ბუ­ლი, თით­ქოს მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. თუ რე­ა­ლუ­რად მარ­თლა რამე აქვს, იმ­კურ­ნა­ლოს. არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა არის ის, რომ ეს ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ამ ხნის და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თვით­და­ზი­ა­ნე­ბის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ერთი მი­ზა­ნი იყო, რო­გორ­მე მომ­ხდა­რი­ყო მისი სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ზუს­ტად იმ მო­ტი­ვით, რომ ფი­ზი­კუ­რად არის სუს­ტად, არის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, აქვს და­ა­ვა­დე­ბე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა. გა­მო­დი­ოდ­ნენ და იმა­საც გვაბ­რა­ლებ­დნენ, თით­ქოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მო­წამ­ლუ­ლი იყო. ექი­მე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ, უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან, თუკი რა­ი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო, ყვე­ლა შე­ა­წუ­ხეს და ყვე­ლა ალა­პა­რა­კეს. გა­მო­ვიდ­ნენ ახლა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, კე­თი­ლი ინე­ბონ და ბო­დი­ში მო­უ­ხა­დონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმ ცრუ კამ­პა­ნი­ის­თვის, რაც მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის და­ვა­ლე­ბით, უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო უწყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ე­ვის და­ტო­ვე­ბას და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბას სთა­ვა­ზობს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
0

ბატონი კახა ქართულ ოცნებაში მართლაც გამოირჩევა ღრმა ანალიზის უნარით, განსწავლულობით და განათლებით

დავით
4

ორმხრივი მეგობრობისთვის ზახაროვა გამოგადგება.

უკრაინა არა, იბრძვის.

საქართველო სტრატეგიულად ითბენს.

აქ მეგობრობა არ გამოვა

ზახაროვასთან კი , მშვიდობიანად და "უსაფრთხოდ"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მეგობრობა, როგორც სიყვარული, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა" - კახა კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

"მეგობრობა, როგორც სიყვარული, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა" - კახა კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს.

"გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ გადავხედავთ ისტორიას, ისტორიულად, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ. ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პასუხი, კახა კალაძემ განმარტა, რომ "გადაწყვეტილებებს ემოციებით არ იღებენ“.

"ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ. ეს ჩანს მთელი იმ პოლიტიკის განმავლობაში, რასაც "ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს გაგაკეთებთ, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ცრუ კამპანია ააგორეს, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

"მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის კლინიკაში. ის პენიტენციურ დაწესებულებაში არ იმყოფება. იცით, რა კამპანია იყო წამოწყებული, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუ რეალურად მართლა რამე აქვს, იმკურნალოს. არანაირი პრობლემა არ არის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანი მთელი ამ ხნის და თვეების განმავლობაში თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა. ერთი მიზანი იყო, როგორმე მომხდარიყო მისი სასჯელისგან გათავისუფლება ზუსტად იმ მოტივით, რომ ფიზიკურად არის სუსტად, არის მძიმე მდგომარეობაში, აქვს დაავადებები. საბოლოოდ, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. გამოდიოდნენ და იმასაც გვაბრალებდნენ, თითქოს ხელისუფლების მიერ მოწამლული იყო. ექიმები, პოლიტიკოსები გამოდიოდნენ, უცხო ქვეყნებიდან, თუკი რაიმე ორგანიზაცია იყო, ყველა შეაწუხეს და ყველა ალაპარაკეს. გამოვიდნენ ახლა ეს ადამიანები, კეთილი ინებონ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმ ცრუ კამპანიისთვის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.