პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმართლე დააპატიმრეს და დაადეს ბორკილები - უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია" - ლევან ხაბეიშვილი
"სიმართლე დააპატიმრეს და დაადეს ბორკილები -  უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია" - ლევან ხაბეიშვილი

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სერ­გო შუ­ბი­თი­ძე პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია.

ხა­ბე­იშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა მოწ­მის მიერ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლის სერ­გო შუ­ბი­თი­ძის და­კა­ვე­ბას.

“ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მის გამო მოკ­ლეს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი. გა­ა­უ­ბე­დუ­რეს ოჯა­ხი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შოკ­ში ჩა­ვარ­და, ან­გე­ლო­ზი გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბით. შემ­დეგ, გა­ა­ყალ­ბეს საქ­მე, ხელი და­ა­ფა­რეს მკვლელს (მკვლე­ლებს), დამ­კვე­თებს - ყვე­ლა­ფე­რი ამას ადას­ტუ­რებს.

საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ამ­ხი­ლა სის­ტე­მა, მოჰ­ყვა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საქ­მის შე­სა­ხებ და ივა­რა­უ­და, რომ ეს იყო შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა, რო­მელ­საც ხელს აფა­რებ­და რუ­სუ­ლი პარ­ტია ... ამა­სო­ბა­ში, და­ა­კა­ვეს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ამ­ხი­ლა სის­ტე­მა და მოჰ­ყვა სი­მარ­თლე. სი­მარ­თლე და­ა­პა­ტიმ­რეს და და­ა­დეს ბორ­კი­ლე­ბი. უპი­რო­ბოდ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია, სი­მარ­თლის პა­ტი­მა­რი”, - წერს ხა­ბე­იშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოწ­მის მიერ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სერ­გო შუ­ბი­თი­ძე და­ა­კა­ვეს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მაშ გვაროც პოლიტპატიმარი იყო, შუქურა კაცი და ესაცა ? მაშ მიშას ადარებ, მზესადარსა კაბადონზე ? არაა ეგ პოლიტპატიმარი, კრიმინალია და თუ პოლიტპატიმარია, მაშინ მიშა და გვაროცა კრიმინალებია !

ქალი
1

სირცხვილის გრძნობა არ გაქვს?? გაჩუმდი რა, მართლა გგონია რომ ვინმე აგირჩევს? კიდევ, მოგვასვენე ცოტახანს/??? ვერა???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სიმართლე დააპატიმრეს და დაადეს ბორკილები - უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია" - ლევან ხაბეიშვილი

"სიმართლე დააპატიმრეს და დაადეს ბორკილები -  უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია" - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი სერგო შუბითიძე პოლიტიკური პატიმარია.

ხაბეიშვილი ეხმაურება მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ყოფილი გამომძიებელის სერგო შუბითიძის დაკავებას.

“ქოლცენტრების საქმის გამო მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი. გააუბედურეს ოჯახი, სრულიად საქართველო შოკში ჩავარდა, ანგელოზი გოგონას მკვლელობით. შემდეგ, გააყალბეს საქმე, ხელი დააფარეს მკვლელს (მკვლელებს), დამკვეთებს - ყველაფერი ამას ადასტურებს.

საქმის გამომძიებელმა, რამდენიმე კვირის წინ ამხილა სისტემა, მოჰყვა ფალსიფიცირებული საქმის შესახებ და ივარაუდა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელსაც ხელს აფარებდა რუსული პარტია ... ამასობაში, დააკავეს გამომძიებელი, რომელმაც ამხილა სისტემა და მოჰყვა სიმართლე. სიმართლე დააპატიმრეს და დაადეს ბორკილები. უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია, სიმართლის პატიმარი”, - წერს ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს.

ასევე იხილეთ: