რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების განცხადებებს რუსეთისგან ბირთვული საფრთხის შესახებ ცნობიერების ბობოქარი ნაკადია.
მან ზელენსკის სიტყვებს "ცნობიერების კიდევ უფრო ბობოქარი ნაკადი" უწოდა და დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ქმედებების გასაანალიზებლად სამედიცინო განათლებაა საჭირო.
"არ მაქვს სამედიცინო განათლება. ურსულა ფონ დერ ლაიენს აქვს სამედიცინო განათლება. ვერ გაგცემთ პასუხს იმ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლებიც არაერთხელ, ყოველდღიურად ამტკიცებენ თავიანთ არაადეკვატურობას", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, პუტინი მზადაა ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის, რადგან მას საკუთარი ეშინია საკუთარი სიცოცხლის გამო, რომელიც ძალიან უყვარს. „მაგრამ ვერანაირად ვერ ვისაუბრებ დანამდვილებით, განსაკუთრებით იმ ადამიანზე, რომელსაც არ აქვს კავშირი რეალობასთან, რომელმაც 21-ე საუკუნეში წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი მეზობლის წინააღმდეგ“, - დასძინა ზელენსკიმ.
სასტიკი, ვერაგი და დაუნდობელი...ამას და პუტინს ჰააგის სასამართლო ან ტრიბუნალი ვერ ასცდებათ!
ბაიდენი ომის დაწყებამდე სულ იძახდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებაო, მაგრამ არავის ეჯერა. ახლაც ამბობს, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებსო. ღმერთმა ნუ ქნას გამართლდეს, თუმცა ბაიდენს ეს ამბავი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია...