Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ... დღეს რუსეთში ნებისმიერ რანგში ქართველი მომღერლის გამოსვლა მიუღებელია" - ზაზა შენგელია
"ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ... დღეს რუსეთში ნებისმიერ რანგში ქართველი მომღერლის გამოსვლა მიუღებელია" - ზაზა შენგელია

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მოს­კოვ­ში ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იმ­ღე­რეს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად, "სამ­შობ­ლო" შე­ას­რუ­ლა ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ, დათო ხუ­ჯა­ძემ, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძემ და მიშო სუ­ლუ­ხი­ამ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის მოს­კო­ვურ წვე­უ­ლე­ბა­ზე სიმ­ღე­რამ კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი კი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე იყო, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ, ამე­რი­კულ აი­დოლ­ში გა­მო­დი­ო­და და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კრი­ტი­კას ნუ­ცამ პოს­ტით უპა­სუ­ხა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. ნუ­ცას თქმით, ის მოს­კოვ­ში უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო.

ამ თე­მა­ზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს "ბრა­ვო რე­კორდსის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ზაზა შენ­გე­ლია.

"ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ მუ­სი­კოს­თან მაქვს ერთი გულ­წრფე­ლი რჩე­ვა: აე­რი­დეთ რუ­სეთს და მის მუ­სი­კა­ლურ ბა­ზარს. და არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, ჩვე­ნი მტე­რია, რო­მე­ლიც ჩაგ­რავს და კლავს თა­ვის მე­ზობ­ლებს და იპყრობს მათ ტე­რი­ტო­რი­ებს, არა­მედ კი­დევ იმი­ტო­მაც, რომ ის არას­წორ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზეა დაყ­რდნო­ბი­ლი - რუ­სულ შან­სონსზე, “ბლატ­ნოი” სიმ­ღე­რებ­ზე და პაპ­სა­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სუ­ლი პოპ-კულ­ტუ­რა არის ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე სუ­რო­გა­ტუ­ლი, ტოქ­სი­კუ­რი, მდა­რე და უგე­მოვ­ნო შე­მოქ­მე­დე­ბა, რა­მაც თა­ვის მხრივ, დიდი როლი ითა­მა­შა რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის “გაპ­რი­მა­ტე­ბა­სა” და “ბიდ­ლო­ი­ზა­ცი­ა­ში”, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ დღეს სა­ხე­ზეა და რო­მე­ლიც არ­ცერთ მუ­სი­კოსს არ მის­ცემს გან­ვი­თა­რე­ბის და ზრდის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ამის გამო, ბევ­რმა ჭეშ­მა­რი­ტად და მეტ-ნაკ­ლე­ბად ნი­ჭი­ერ­მა და ღი­რე­ბულ­მა რუს­მა მუ­სი­კოს­მა ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ და­ტო­ვა რუ­სე­თი. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, როცა თბი­ლის­ში ყო­ველ კვი­რა ირი­ნა ალეგ­რო­ვას, ლო­ნია აგუ­ტი­ნის, მი­ხა­ილ შუ­ფუ­ტინ­სკის, ალი­ო­ნა აპი­ნას და სხვა­თა კონ­ცერ­ტე­ბი სრუ­ლი ანშლა­გე­ბით ტარ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დით და ვიბ­რძო­დით იმი­სათ­ვის, რომ მა­შინ­დე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გე­მოვ­ნე­ბა შეგ­ვეც­ვა­ლა და მათ ჰქო­ნო­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა რუ­სე­ბის ნაც­ვლად, თბი­ლის­ში ენა­ხათ ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი თუ ევ­რო­პე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტე­ბი.

მერ­წმუ­ნეთ, ეს არ იყო ად­ვი­ლი და ამ გზა­ზე უამ­რა­ვი ბრძო­ლის, ტან­ჯვის და წვა­ლე­ბის გა­მოვ­ლა მოგ­ვი­წია. არ მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფუჭი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს. ნი­ჭი­ე­რე­ბის გარ­და, მან ნამ­დვი­ლად ბევ­რი იშ­რო­მა და მის მიერ American Idol-ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტოა თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბით და ის ნამ­დვი­ლად არის პირ­ვე­ლი არა­ა­მე­რი­კე­ლი, რო­მელ­მაც ამ პრეს­ტი­ჟუ­ლი მე­გა­შო­უს ის­ტო­რი­ა­ში ფი­ნა­ლამ­დე შეძ­ლო გას­ვლა.

მე ნამ­დვი­ლად არ ვარ არც მისი მე­ნე­ჯე­რი და არც პრო­დი­უ­სე­რი, თუმ­ცა ამე­რი­კი­დან მისი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გვქონ­და სა­უ­ბა­რი ცალ­კე­ულ ერ­თობ­ლივ სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტებ­ზე, სწო­რედ ამ სა­უბ­რის დროს შე­ვი­ტყვე მის­გან, რომ ტე­ლე­შო­უს დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მან ხელი მო­ა­წე­რა კონ­ტრაქტს 2 ალ­ბო­მის ჩა­წე­რა­ზე ჰო­ლი­ვუდ­ში, რაც ნე­ბის­მი­ე­რი მუ­სი­კო­სი­სათ­ვი­საა სა­ოც­ნე­ბო.

ასე­ვე მან მი­თხრა, რომ ჰქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი რუ­სე­თი­დან, მაგ­რამ ის არ აპი­რებ­და რუ­სებ­თან მუ­შა­ო­ბას...მოს­კოვ­ში შემ­დგარ წვე­უ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მან გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და, თუმ­ცა რაც არ უნდა ახლო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე ყო­ფი­ლი­ყო, მე პი­რა­დად მის ად­გი­ლას არც ამ წვე­უ­ლე­ბა­ზე არ წა­ვი­დო­დი, და რომ მცოდ­ნო­და რომ მი­დი­ო­და, აუ­ცი­ლებ­ლად ვურ­ჩევ­დი, რომ არ წა­სუ­ლი­ყო.

ნუ­ცას ამ ნა­ბიჯს, ვე­რაფ­რით ვერ ვა­მარ­თლებ. დღეს რუ­სეთ­ში ნე­ბის­მი­ერ რან­გში ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ან მუ­სი­კო­სის გა­მოს­ვლა არის არას­წო­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი. მან ამ ნა­ბი­ჯით გული ატ­კი­ნა თა­ვი­სი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დიდ ნა­წილს, ვინც მას გუ­ლით უჭერ­და მხარს", - წერს ზაზა შენ­გე­ლია.

ავტორი:

"ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ... დღეს რუსეთში ნებისმიერ რანგში ქართველი მომღერლის გამოსვლა მიუღებელია" - ზაზა შენგელია

"ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ... დღეს რუსეთში ნებისმიერ რანგში ქართველი მომღერლის გამოსვლა მიუღებელია" - ზაზა შენგელია

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები. სოსო პავლიაშვილთან ერთად, "სამშობლო" შეასრულა ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ და მიშო სულუხიამ.

საზოგადოებაში ქართველების მოსკოვურ წვეულებაზე სიმღერამ კრიტიკა დაიმსახურა. განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი კი ნუცა ბუზალაძე იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ, ამერიკულ აიდოლში გამოდიოდა და მთელი საქართველო გულშემატკივროდა.

მოგვიანებით, კრიტიკას ნუცამ პოსტით უპასუხა და ბოდიში მოიხადა. ნუცას თქმით, ის მოსკოვში უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე იყო.

ამ თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი, ზაზა შენგელია.

"ყველა ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან მაქვს ერთი გულწრფელი რჩევა: აერიდეთ რუსეთს და მის მუსიკალურ ბაზარს. და არა მარტო იმიტომ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი მტერია, რომელიც ჩაგრავს და კლავს თავის მეზობლებს და იპყრობს მათ ტერიტორიებს, არამედ კიდევ იმიტომაც, რომ ის არასწორ ღირებულებებზეა დაყრდნობილი - რუსულ შანსონსზე, “ბლატნოი” სიმღერებზე და პაპსაზე აღმოცენებული თანამედროვე რუსული პოპ-კულტურა არის ერთერთი ყველაზე სუროგატული, ტოქსიკური, მდარე და უგემოვნო შემოქმედება, რამაც თავის მხრივ, დიდი როლი ითამაშა რუსეთის მოსახლეობის “გაპრიმატებასა” და “ბიდლოიზაციაში”, რომელიც სამწუხაროდ დღეს სახეზეა და რომელიც არცერთ მუსიკოსს არ მისცემს განვითარების და ზრდის საშუალებას.

ამის გამო, ბევრმა ჭეშმარიტად და მეტ-ნაკლებად ნიჭიერმა და ღირებულმა რუსმა მუსიკოსმა ჯერ კიდევ წლების წინ დატოვა რუსეთი. მე და ჩემი მეგობრები, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა თბილისში ყოველ კვირა ირინა ალეგროვას, ლონია აგუტინის, მიხაილ შუფუტინსკის, ალიონა აპინას და სხვათა კონცერტები სრული ანშლაგებით ტარდებოდა, ყველანაირად ვცდილობდით და ვიბრძოდით იმისათვის, რომ მაშინდელი ახალგაზრდების გემოვნება შეგვეცვალა და მათ ჰქონოდათ საშუალება რუსების ნაცვლად, თბილისში ენახათ ცნობილი ამერიკელი თუ ევროპელი ვარსკვლავების კონცერტები.

მერწმუნეთ, ეს არ იყო ადვილი და ამ გზაზე უამრავი ბრძოლის, ტანჯვის და წვალების გამოვლა მოგვიწია. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი ფუჭი იყო. რაც შეეხება ნუცა ბუზალაძეს. ნიჭიერების გარდა, მან ნამდვილად ბევრი იშრომა და მის მიერ American Idol-ში მიღწეული წარმატება მართლაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და ის ნამდვილად არის პირველი არაამერიკელი, რომელმაც ამ პრესტიჟული მეგაშოუს ისტორიაში ფინალამდე შეძლო გასვლა.

მე ნამდვილად არ ვარ არც მისი მენეჯერი და არც პროდიუსერი, თუმცა ამერიკიდან მისი დაბრუნების შემდეგ გვქონდა საუბარი ცალკეულ ერთობლივ სამომავლო პროექტებზე, სწორედ ამ საუბრის დროს შევიტყვე მისგან, რომ ტელეშოუს დამთავრების შემდეგ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს 2 ალბომის ჩაწერაზე ჰოლივუდში, რაც ნებისმიერი მუსიკოსისათვისაა საოცნებო.

ასევე მან მითხრა, რომ ჰქონდა შემოთავაზებები რუსეთიდან, მაგრამ ის არ აპირებდა რუსებთან მუშაობას...მოსკოვში შემდგარ წვეულებასთან დაკავშირებით მან განცხადება გააკეთა და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა რაც არ უნდა ახლო მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო, მე პირადად მის ადგილას არც ამ წვეულებაზე არ წავიდოდი, და რომ მცოდნოდა რომ მიდიოდა, აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო.

ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ. დღეს რუსეთში ნებისმიერ რანგში ქართველი მომღერლის ან მუსიკოსის გამოსვლა არის არასწორი და მიუღებელი. მან ამ ნაბიჯით გული ატკინა თავისი გულშემატკივრების დიდ ნაწილს, ვინც მას გულით უჭერდა მხარს", - წერს ზაზა შენგელია.