კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მისი სამხედრო ქვედანაყოფის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც წუხელ რიგი პროცესები მოჰყვა რუსეთში. პრიგოჟინმა შურისძიება დააანონსა, რის შემდეგაც მოსკოვში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტები, სახელმწიფო დაწესებულებები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გაძლიერებულ დაცვის კონტროლზე გადავიდა. ქუჩებში გამოვიდნენ "ომონისა" და "სობრის" სპეცდანიშნულების რაზმები. ასევე "ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, ჯავშანტექნიკა გამოჩნდა როსტოვის ქუჩებში და ადგილზე გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა.
ასევე ვრცელდება პრიგოჟინის მიმართვა, რომელიც როსტოვის სამხედრო ოლქის შტაბის ეზოს ტერიტორიაზეა გადაღებული. მიმართვაში ამბობს, რომ ჯარი, როსგვარდიის ნაწილი და პოლიციის მნიშვნელოვანი ძალები მის მხარეს არიან გადმოსული. ასევე მისი თქმით, "ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა როსტოვის აეროდრომი.
"ჩვენი კონტროლის ქვეშაა როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი. საბრძოლო სამუშაოებისთვის საჭირო თვითმფრინავები ნორმალურად გადაადგილდებიან, ასევე ხელს არ ვუშლით სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობას”- განმარტა პრიგოჟინმა ვიდეომიმართვაში.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ სახლები და უარი თქვან დედაქალაქის ცენტრში გამგზავრებაზე.
დაათვალიერეთ ფოტოები - რა ხდება დონის როსტოვში 23 ივნისის დილას
09:03 / 24-06-2023 თვალები გაახილეთ ეს ძველი ჩანაწერია და ქოცებს როგორ უხარიათ ჩაიარა ამ მატარებელმ და პრიგოჟინიც გევიდა მარილზე...გაუმარჯოს უკრაინას და გაუმარჯოს საქართველოს!!!! რუსეთუმეებო რა გიხარიათ. ძველი ამბებით სულდგმულობთ?. რაო ახალი ინფორმაცია აღარ გაქვთ...
ახლა აღმოჩნდება რომ ჩვენ რაკეტები ტყვია წამალი და სხვა რამ არ გვაქვს სასწრაფოდ მოტხოვეტ იარარი დ ა ს ა ვ ლ ე თ ს