მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა
პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ნიკა გვა­რა­მია შე­ი­წყა­ლა. ამის შე­სა­ხებ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"დღეს მო­ვა­წე­რე ხელი ნი­კო­ლოზ გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბის აქტს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე იმის შემ­დეგ, რაც 19 ივ­ნისს ამო­ი­წუ­რა ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფე­ხუ­რი, როცა უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ არ მი­ი­ღო გან­სა­ხილ­ვე­ლად სარ­ჩე­ლი. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე არ ვა­პი­რებ, რომ რამე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ, რა­მე­თუ ეს არის ჩემი დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებ დღეს.

მინ­და მხო­ლოდ ის გა­გახ­სე­ნოთ, რაც ასე­ვე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ვთქვი, ბრი­უ­სელ­ში, რომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა, არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ვინ­მეს ზე­წო­ლას, რჩე­ვას, რე­კო­მენ­და­ცი­ას, თუ სხვა ტი­პის მუ­ქა­რას, რომ ამას "თუ არ იზამთ, ის მოხ­დე­ბა" და "იმას თუ არ იზამთ, ეს მოხ­დე­ბა". ეს არის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, 16 მა­ისს, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ ნიკა გვა­რა­მია ნა­წი­ლობ­რივ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლე­ბის ნა­წი­ლი 220-ე მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მას სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა.

შე­გახ­სე­ნებთ, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2020 წლის 6 სექ­ტემ­ბერს, „რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მე­ზე ბრა­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას წა­უ­ყე­ნა. ნიკა გვა­რა­მი­ას ბრა­ლად ედე­ბო­და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით „რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის გაფ­ლან­გვა, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. ნიკა გვა­რა­მი­ას ასე­ვე ბრა­ლი ედე­ბა სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. გვა­რა­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ამას­თან, მას ქვეყ­ნი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა ჰქონ­და შე­ზღუ­დუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

ისევ მარგველაშვილი ჯობდა, შეცდა ივანიშვილი. ახლა ნეტა ვის დანიშნავს?

ცნობისმოყვარე
1

ოცნებას უნდა სცოდნოდა, რომ "თავისუფალს" ასანთს უმალავენ!

საინტერესოა, დეგნანმა და კალიურანდმა ხვალ თემურ უბირიას(ყავარჯნიანის), მეგის ქარდავას, ლაზარეს და სააკაშვილის შეწყალება რომ მოსთხოვონ, რამდენ ხანში შეიწყალებს?

ავტორი:

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.

მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას "თუ არ იზამთ, ის მოხდება" და "იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება". ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისათვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 16 მაისს, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.