სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ ვიყავი შეყვარებული და იცოდა საზოგადოებამ, რომ ეს ამბავი დასრულდა... ვცდილობ, პრობლემები არ შემეტყოს და ყველას ჰგონია, უდარდელი ცხოვრება მაქვს" - ბაბი კირკიტაძე
"ერთხელ ვიყავი შეყვარებული და იცოდა საზოგადოებამ, რომ ეს ამბავი დასრულდა... ვცდილობ, პრობლემები არ შემეტყოს და ყველას ჰგონია, უდარდელი ცხოვრება მაქვს" - ბაბი კირკიტაძე

ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ბაბი კირ­კი­ტა­ძე მუ­სი­კა­ლურ ჯგუფ „ღამ­სი შოუს ბენდთან“ ერ­თად სკან­დალ­ში არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა. მე­დი­ა­ში ხში­რად წე­რენ, რომ ბენ­დი სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რის გამო მრა­ვა­ლ­ა­თა­სად ღი­რე­ბულს კონ­ცერ­ტებს მარ­თავს. მხო­ლოდ 2022 წლის ზა­ფხულ­ში რე­გი­ო­ნებ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის­თვის ქა­ლა­ქე­ბის მთავ­რო­ბე­ბის მიერ გა­დახ­დი­ლი ჰო­ნო­რა­რე­ბის 50%-ზე მეტი სწო­რედ ამ ბენდმა მი­ი­ღო. ბაბი ჯგუ­ფის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ლის­ტია. მას­ზე ხში­რად ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ჭო­რე­ბი, აწყვი­ლე­ბენ ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან, თუმ­ცა, რო­გორც ჟურ­ნალ „გზას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, ძა­ლი­ან მშვი­დი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვს

ბაბი კირ­კი­ტა­ძე:

- იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ხში­რად ჩა­ნან ეკ­რან­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ტრი­ა­ლე­ბენ, არა­ვინ მე­გუ­ლე­ბა ისე­თი, რომ არ აინ­ტე­რე­სებ­დეს, რას ფიქ­რობს ხალ­ხი მას­ზე. რა თქმა უნდა ეს მეც მა­ინ­ტე­რე­სებს. როცა ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მი­წევს, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო უნდა გახ­დეს, სა­ნამ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამ, ვფიქ­რობ, რას იტყვის ხალ­ხი. ხალ­ხის აზრი ყვე­ლა­ფერ­ში მა­ინ­ტე­რე­სებს.

- რას ფიქ­რობს ხალ­ხი შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ ამ­ბებ­ზე, ესეც გა­ინ­ტე­რე­სებს?

- ძა­ლი­ან მშვი­დი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მაქვს, ერ­თა­დერ­თხელ ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და იცო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ ეს ამ­ბა­ვი დას­რულ­და. რო­დე­საც საქ­მე პი­რადს ეხე­ბა, ფრთხი­ლი უნდა იყო. ხომ არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა სიყ­ვა­რულ­ზე მალ­ვა უნ­დაო. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა პი­რა­დი უნდა იყოს. ამ თე­მა­ზე მე­გო­ბარ­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბა არ ილა­პა­რა­კო, არა­თუ სა­ჯა­როდ. ძა­ლი­ან ინ­ტი­მუ­რი თე­მაა ეს უკვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა გა­ნი­სა­ზღვროს.

- ოდეს­მე შენს ცხოვ­რე­ბა­ში უხე­შად ჩა­რე­უ­ლან?

- არა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უხე­შად არა­ვინ შე­მოჭ­რი­ლა. ფრთი­ა­ნი ან­გე­ლო­ზი არა­ვინ ვართ, ყვე­ლას გვით­ქვამს სხვა ადა­მი­ან­ზე რა­ღაც, ყვე­ლას გვი­ჭო­რა­ვია, ესეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ ჩა­რე­ვა არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლია. სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში ჭირს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სხვის ცხოვ­რე­ბა­ში რა არის სწო­რი და რა არას­წო­რი, ეს გა­ი­გო.

- იმის გამო, რას იტყვის ხალ­ხი, რა­ი­მე პრობ­ლე­მა და­გი­მა­ლავს?

- ამის გამო არა მაგ­რამ სხვა მი­ზე­ზით და­მი­მა­ლავს. არ მიყ­ვარს პრობ­ლე­მე­ბის სა­ჯა­როდ გა­მო­ტა­ნა. მირ­ჩევ­ნია მე ვიყო ამ ყვე­ლაფ­რის მა­ტა­რე­ბე­ლო და სახ­ლის ზღურ­ბლს იქით არ წა­ვი­ღო. ძა­ლი­ან ვცდი­ლობ პრობ­ლე­მე­ბი არა­სო­დეს შე­მე­ტყოს. ამი­ტომ ყვე­ლას გო­ნია უდარ­დე­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
4

არ ვიცოდი და არც ვიცი ვინ ხარ

რე
19

რა,წინა მთავრობას სოფო ყავდა ამათ ბაბი რა სხვაობაა ერთი შეწვი მეორე მოხარშე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ერთხელ ვიყავი შეყვარებული და იცოდა საზოგადოებამ, რომ ეს ამბავი დასრულდა... ვცდილობ, პრობლემები არ შემეტყოს და ყველას ჰგონია, უდარდელი ცხოვრება მაქვს" - ბაბი კირკიტაძე

"ერთხელ ვიყავი შეყვარებული და იცოდა საზოგადოებამ, რომ ეს ამბავი დასრულდა... ვცდილობ, პრობლემები არ შემეტყოს და ყველას ჰგონია, უდარდელი ცხოვრება მაქვს" - ბაბი კირკიტაძე

ბოლო თვეების მანძილზე ბაბი კირკიტაძე მუსიკალურ ჯგუფ „ღამსი შოუს ბენდთან“ ერთად სკანდალში არაერთხელ გაეხვა. მედიაში ხშირად წერენ, რომ ბენდი სახელმწიფოს მხარდაჭერის გამო მრავალათასად ღირებულს კონცერტებს მართავს. მხოლოდ 2022 წლის ზაფხულში რეგიონებში გამართული კონცერტებისთვის ქალაქების მთავრობების მიერ გადახდილი ჰონორარების 50%-ზე მეტი სწორედ ამ ბენდმა მიიღო. ბაბი ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოლისტია. მასზე ხშირად ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის ჭორები, აწყვილებენ ცნობილ სახეებთან, თუმცა, როგორც ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ამბობს, ძალიან მშვიდი პირადი ცხოვრება აქვს

ბაბი კირკიტაძე:

- იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ხშირად ჩანან ეკრანზე, რომლებიც საჯარო სივრცეში ტრიალებენ, არავინ მეგულება ისეთი, რომ არ აინტერესებდეს, რას ფიქრობს ხალხი მასზე. რა თქმა უნდა ეს მეც მაინტერესებს. როცა ისეთი გადაწყვეტილების მიღება მიწევს, რომელიც საჯარო უნდა გახდეს, სანამ ნაბიჯს გადავდგამ, ვფიქრობ, რას იტყვის ხალხი. ხალხის აზრი ყველაფერში მაინტერესებს.

- რას ფიქრობს ხალხი შენს პირად ცხოვრებაში მომხდარ ამბებზე, ესეც გაინტერესებს?

- ძალიან მშვიდი პირადი ცხოვრება მაქვს, ერთადერთხელ ვიყავი შეყვარებული და იცოდა საზოგადოებამ, რომ ეს ამბავი დასრულდა. როდესაც საქმე პირადს ეხება, ფრთხილი უნდა იყო. ხომ არსებობს გამოთქმა სიყვარულზე მალვა უნდაო. პირადი ცხოვრება პირადი უნდა იყოს. ამ თემაზე მეგობართანაც შეიძლება არ ილაპარაკო, არათუ საჯაროდ. ძალიან ინტიმური თემაა ეს უკვე ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.

- ოდესმე შენს ცხოვრებაში უხეშად ჩარეულან?

- არა, ჩემს ცხოვრებაში უხეშად არავინ შემოჭრილა. ფრთიანი ანგელოზი არავინ ვართ, ყველას გვითქვამს სხვა ადამიანზე რაღაც, ყველას გვიჭორავია, ესეც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩარევა არასწორი საქციელია. საკუთარ ცხოვრებაში ჭირს გადაწყვეტილებების მიღება და როგორ შეიძლება, სხვის ცხოვრებაში რა არის სწორი და რა არასწორი, ეს გაიგო.

- იმის გამო, რას იტყვის ხალხი, რაიმე პრობლემა დაგიმალავს?

- ამის გამო არა მაგრამ სხვა მიზეზით დამიმალავს. არ მიყვარს პრობლემების საჯაროდ გამოტანა. მირჩევნია მე ვიყო ამ ყველაფრის მატარებელო და სახლის ზღურბლს იქით არ წავიღო. ძალიან ვცდილობ პრობლემები არასოდეს შემეტყოს. ამიტომ ყველას გონია უდარდელი ცხოვრება მაქვს.