საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას აგრძელებს - ამჯერად საქმე ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალს უკავშირდება"- ხაბეიშვილი
"ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას აგრძელებს - ამჯერად საქმე ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალს უკავშირდება"- ხაბეიშვილი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კლა­ნის უშუ­ა­ლო ლო­ბი­რე­ბი­თა და სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნალ­ში, რო­მელ­საც ყა­ზა­ხუ­რი კომ­პა­ნია KazTransOil-ი მარ­თავს, რუ­სუ­ლი ნავ­თობ­გი­გან­ტის Роснефть-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი, ვინ­მე ას­კარ სა­პარ­ბე­კო­ვი ინიშ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სუ­ლი კლა­ნი სა­პარ­ბე­კოვს ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნალ­ში კო­მერ­ცი­ი­სა და ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ლო­ბი­რებს, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლის და პორ­ტის სრუ­ლად კონ­ტრო­ლია.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი მი­მარ­თავს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას და ყა­ზა­ხე­თის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში და სთხოვს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ინ­ტე­რეს­დნენ და შე­სა­ბა­მი­სი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რონ.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოლი­გარ­ქი­უ­ლი კლა­ნი პუ­ტი­ნის ტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ჟი­მის მხარ­და­ჭე­რას აგ­რძე­ლებს. ამ­ჯე­რად საქ­მე ბა­თუ­მის პორ­ტსა და ნავ­თო­ბტერ­მი­ნალს უკავ­შირ­დე­ბა. ყვე­ლას გახ­სოვთ 2022 წლის 27 ივ­ნისს ბა­თუ­მის პორ­ტში რუ­სუ­ლი სან­ქცი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თურ­ქუ­ლი დრო­შით მცუ­რა­ვი ტან­კე­რი ESEN KA-შე­მო­ვი­და. ტვირ­თი რუ­სულ სან­ქცი­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია Роснефть-ს ეკუთ­ვნო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი შე­მომ­ტა­ნი კი Petrocas energy group-ის შვი­ლო­ბი­ლო კომ­პა­ნია SPG Treidingi-ი იყო, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ რუ­სუ­ლი ნავ­თობ­გი­გან­ტის Роснефть-ის აქ­ტი­ვებს წარ­მო­ად­გენს.

რუ­სუ­ლი სან­ქცი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნის მი­ზა­ნი სან­ქცი­ე­ბის­გან გვერ­დის ავლა იყო, ტან­კე­რი, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან ბა­თუ­მის პორ­ტში შე­მო­ვი­და შე­იც­ვლი­და დო­კუ­მენ­ტებს, თით­ქოს­და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­იტ­ვირ­თა და რუ­სუ­ლი სან­ქცი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ნაც­ვლად, დატ­ვირ­თუ­ლია თურ­ქმე­ნუ­ლი დი­ზე­ლით, რის შემ­დე­გაც ტვირ­თი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე მოხ­ვდე­ბო­და მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ევ­რო­პა­ში.

ერთი წლის წინ, როცა ეს ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და, სა­კითხს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გით გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­ა­დას­ტუ­რა, რომ გემ­ზე ნამ­დვი­ლად სან­ქცი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი იყო და ტან­კერ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ბა­თუ­მის პორ­ტი და­ტო­ვა.

მას შემ­დგე ერთი წელი გა­ვი­და, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია აღარ გა­უვრცე­ლე­ბია. ბუნ­დო­ვა­ნია, და­ინ­ტე­რეს­დნენ თუ არა სა­კი­თხით შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და მო­იკ­ვლი­ეს თუ არა ვინ იდგა აღ­ნიშ­ნუ­ლი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის უკან.

დღეს ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კლა­ნის უშუ­ა­ლო ლო­ბი­რე­ბით და სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნალ­ში რო­მელ­საც მარ­თავს ყა­ზა­ხუ­რი კომ­პა­ნია KazTransOil-ი, ინიშ­ნე­ბა რუ­სუ­ლი ნავ­თობ­გი­გან­ტის Роснефть-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი, ვინ­მე ას­კარ სა­პარ­ბე­კო­ვი. რუ­სუ­ლი კლა­ნი მას ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნალ­ში კო­მერ­ცი­ი­სა და ლო­გის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ლო­ბი­რებს, მათ მთა­ვარ ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენს ჰქონ­დეთ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და შემ­დგომ­ში სრუ­ლად აკონ­ტრო­ლონ ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი და მთლი­ა­ნად პორ­ტი.

რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ლო­ბი­რე­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩარ­თუ­ლია კომ­პა­ნია KazTransOil-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერიკ სა­გი­ე­ვი, მათი ამო­ცა­ნაა ბა­თუ­მის პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით რუ­სულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა გვერ­დი აუ­ა­რონ და­სავ­ლურ სან­ქცი­ებს, რაც მიზ­ნად ისა­ხავს პუ­ტი­ნის ტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ჟი­მის ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას.

მივ­მარ­თავ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას, ყა­ზა­ხე­თის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ინ­ტე­რეს­დნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და გა­ა­ტა­რონ შე­სა­ბა­მი­სი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო არ გახ­დე­ბა პუ­ტი­ნის ტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ჟი­მის მხარ­დამ­ჭე­რი და ყვე­ლა ის პირი ვინც ჩარ­თუ­ლია ამ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ საქ­მე­ში უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა.

დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას! დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს! დი­დე­ბა გმი­რებს!” - წერს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
0

ნაციონალებმა მიჰყიდეთ ეგ პორტი და ტერმინალი რუსის დამქაშებს, ყაზახებს ... ამათმა ესტაფეტა გადაიბარეს ... რაღას კაკანანებ შეჩემა ...

ავთო
2

გუშინ კიდევ ერთხელ ვუყურე "ვალსი პეჩორაზე", იქ არის მომენტი, როცა გოგონას უნდა წერილი მისწეროს გადასახლებაში მყოფ დედას და ჩეკისტი(გურამ ფირცხალავას გმირი) აწყებინებს წერილს სიტყვებით "Спасибо дяде Сталину за счастливое детсво", მგონი ჩვენი ხაბე იმ ჩეკისტის შვილთაშვილია...

ავტორი:

"ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას აგრძელებს - ამჯერად საქმე ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალს უკავშირდება"- ხაბეიშვილი

"ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას აგრძელებს - ამჯერად საქმე ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალს უკავშირდება"- ხაბეიშვილი

ბიძინა ივანიშვილის კლანის უშუალო ლობირებითა და სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მონაწილეობით, ბათუმის ნავთობტერმინალში, რომელსაც ყაზახური კომპანია KazTransOil-ი მართავს, რუსული ნავთობგიგანტის Роснефть-ის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი, ვინმე ასკარ საპარბეკოვი ინიშნება, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რუსული კლანი საპარბეკოვს ბათუმის ნავთობტერმინალში კომერციისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ლობირებს, რომლის მთავარი მიზანიც ბათუმის ნავთობტერმინალის და პორტის სრულად კონტროლია.

ლევან ხაბეიშვილი მიმართავს შესაბამის სამსახურებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირის წარმომადგენლობას და ყაზახეთის საელჩოს საქართველოში და სთხოვს, რომ აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესდნენ და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ჩაატარონ.

"ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად საქმე ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალს უკავშირდება. ყველას გახსოვთ 2022 წლის 27 ივნისს ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული თურქული დროშით მცურავი ტანკერი ESEN KA-შემოვიდა. ტვირთი რუსულ სანქცირებულ სახელმწიფო კომპანია Роснефть-ს ეკუთვნოდა, საქართველოში მისი შემომტანი კი Petrocas energy group-ის შვილობილო კომპანია SPG Treidingi-ი იყო, აღნიშნული კომპანიები კი საქართველოში სწორედ რუსული ნავთობგიგანტის Роснефть-ის აქტივებს წარმოადგენს.

რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის მიზანი სანქციებისგან გვერდის ავლა იყო, ტანკერი, რომელიც რუსეთიდან ბათუმის პორტში შემოვიდა შეიცვლიდა დოკუმენტებს, თითქოსდა ის საქართველოში დაიტვირთა და რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტების ნაცვლად, დატვირთულია თურქმენული დიზელით, რის შემდეგაც ტვირთი შეფერხების გარეშე მოხვდებოდა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში.

ერთი წლის წინ, როცა ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, საკითხს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ გემზე ნამდვილად სანქცირებული ნავთობპროდუქტები იყო და ტანკერმა დაუყოვნებლივ ბათუმის პორტი დატოვა.

მას შემდგე ერთი წელი გავიდა, მაგრამ აღნიშნული ფაქტის შესახებ ხელისუფლებას არანაირი დამატებითი ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია. ბუნდოვანია, დაინტერესდნენ თუ არა საკითხით შესაბამისი სამსახურები და მოიკვლიეს თუ არა ვინ იდგა აღნიშნული თაღლითური სქემის უკან.

დღეს ჩვენთვის ცნობილი ხდება ახალი დეტალები, ბიძინა ივანიშვილის კლანის უშუალო ლობირებით და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მონაწილეობით ბათუმის ნავთობტერმინალში რომელსაც მართავს ყაზახური კომპანია KazTransOil-ი, ინიშნება რუსული ნავთობგიგანტის Роснефть-ის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი, ვინმე ასკარ საპარბეკოვი. რუსული კლანი მას ბათუმის ნავთობტერმინალში კომერციისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ლობირებს, მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჰქონდეთ გაყალბებული დოკუმენტაციის წარმოების შესაძლებლობა და შემდგომში სრულად აკონტროლონ ბათუმის ნავთობტერმინალი და მთლიანად პორტი.

რუსული ინტერესების ლობირებაში, სავარაუდოდ, ჩართულია კომპანია KazTransOil-ის წარმომადგენელი ერიკ საგიევი, მათი ამოცანაა ბათუმის პორტის გამოყენებით რუსულმა კომპანიებმა გვერდი აუარონ დასავლურ სანქციებს, რაც მიზნად ისახავს პუტინის ტერორისტული რეჟიმის ფინანსურ მხარდაჭერას.

მივმართავ შესაბამის სამსახურებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირის წარმომადგენლობას, ყაზახეთის საელჩოს საქართველოში, დაინტერესდნენ აღნიშნული ინფორმაციით და გაატარონ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.

საქართველო არ გახდება პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდამჭერი და ყველა ის პირი ვინც ჩართულია ამ ანტისახელმწიფოებრივ საქმეში უმკაცრესად დაისჯება.

დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"