მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოჩენა გერმანიაში - ერთ-ერთ საფლავში ნაპოვნია 3000 წელზე მეტი ხნის, ბრინჯაოს ხმალი, რომელიც ახალივით არის შენახული
აღმოჩენა გერმანიაში - ერთ-ერთ საფლავში ნაპოვნია 3000 წელზე მეტი ხნის, ბრინჯაოს ხმალი, რომელიც ახალივით არის შენახული

გერ­მა­ნი­ა­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა 3000 წელ­ზე მეტი ხნის, ბრინ­ჯა­ოს ხმა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ახა­ლი­ვით იყო შე­ნა­ხუ­ლი. ის ქვეყ­ნის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ნორდლინ­გენ­ში, ერთ-ერთ საფ­ლავ­ში ნა­ხეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ძვ.წ. XIV სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­თი თა­რიღ­დე­ბა. ბრინ­ჯა­ოს ია­რაღს რვა­კუ­თხა სა­ხე­ლუ­რი აქვს და სხვა­დას­ხვა ორ­ნა­მენ­ტი­თაა შემ­კო­ბი­ლი.

ბა­ვა­რი­ის ძეგლ­თა დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო ოფი­სის თქმით, ხმლის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად კარ­გია, რომ ის თით­ქმის ახა­ლი­ვით პრი­ა­ლებს. საფ­ლავ­ში მა­მა­კა­ცის, ქა­ლის და ბი­ჭის ძვლებ­თან ერ­თად, სხვა ბრინ­ჯა­ოს ნივ­თე­ბიც იყო ჩა­მარ­ხუ­ლი. არ­ქე­ო­ლო­გე­ბი დარ­წმუ­ნე­ბით ვერ ამ­ბო­ბენ, ერ­თად და­მარ­ხულ ადა­მი­ა­ნებს ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი აქვთ, თუ არა. ამავდრო­უ­ლად, ხმლის აღ­მო­ჩე­ნის ასე­თი იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვა მეც­ნი­ე­რებს ია­რა­ღის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხე­ბაც უჩენს კი­თხვებს. მათი თქმით, ასე­თი ხმლის დამ­ზა­დე­ბა რთუ­ლი ეტა­პე­ბის გავ­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. პირ­ვე­ლა­დი დაკ­ვირ­ვე­ბით ჩანს, რომ ნორდლინ­გე­ნის ხმა­ლი ბრძო­ლა­ში არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა, თუმ­ცა ის რე­ა­ლურ ია­რაღს წარ­მო­ად­გენს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯონი
0

მაიცა ტოო, ეს ის ხმალი არ არი არაიკამ რო "დამარხა". ნაღდი სომხურია ეე, ეგ წვანე ქვა ჩვენს არარატზე "მოდიოდა". ოჩენ ტოჩნა☝️

ბუჰ!
2

ეგ რაა, სომხეთში 2 ათასი წლის წინანდელი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

აღმოჩენა გერმანიაში - ერთ-ერთ საფლავში ნაპოვნია 3000 წელზე მეტი ხნის, ბრინჯაოს ხმალი, რომელიც ახალივით არის შენახული

აღმოჩენა გერმანიაში - ერთ-ერთ საფლავში ნაპოვნია 3000 წელზე მეტი ხნის, ბრინჯაოს ხმალი, რომელიც ახალივით არის შენახული

გერმანიაში არქეოლოგებმა 3000 წელზე მეტი ხნის, ბრინჯაოს ხმალი აღმოაჩინეს, რომელიც ახალივით იყო შენახული. ის ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნორდლინგენში, ერთ-ერთ საფლავში ნახეს და სავარაუდოდ, ძვ.წ. XIV საუკუნის ბოლოთი თარიღდება. ბრინჯაოს იარაღს რვაკუთხა სახელური აქვს და სხვადასხვა ორნამენტითაა შემკობილი.

ბავარიის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ოფისის თქმით, ხმლის მდგომარეობა იმდენად კარგია, რომ ის თითქმის ახალივით პრიალებს. საფლავში მამაკაცის, ქალის და ბიჭის ძვლებთან ერთად, სხვა ბრინჯაოს ნივთებიც იყო ჩამარხული. არქეოლოგები დარწმუნებით ვერ ამბობენ, ერთად დამარხულ ადამიანებს ნათესაური კავშირი აქვთ, თუ არა. ამავდროულად, ხმლის აღმოჩენის ასეთი იშვიათი შემთხვევა მეცნიერებს იარაღის წარმოშობის შესახებაც უჩენს კითხვებს. მათი თქმით, ასეთი ხმლის დამზადება რთული ეტაპების გავლას ითვალისწინებდა. პირველადი დაკვირვებით ჩანს, რომ ნორდლინგენის ხმალი ბრძოლაში არ გამოყენებულა, თუმცა ის რეალურ იარაღს წარმოადგენს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა