Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"იმ დღეს ნაჯახით დალეწა ყველაფერი, მეც მომდევდა... გაგვაუბედურა და ჩემი შვილი მკვლელი გახადა" - რას ჰყვება ქალი, რომლის შვილიც მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
"იმ დღეს ნაჯახით დალეწა ყველაფერი, მეც მომდევდა... გაგვაუბედურა და ჩემი შვილი მკვლელი გახადა" - რას ჰყვება ქალი, რომლის შვილიც მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია. უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი 11 მა­ისს მოხ­და, კონ­ფლიქ­ტის დროს 21 წლის ბიჭ­მა და­ნით 50 წლის მამა მოკ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი კახა კო­ბა­ხი­ძე ძა­ლოვ­ნებ­მა იგი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს და მას მა­მის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მკვლე­ლო­ბას წინ უს­წრებ­და კონ­ფლიქ­ტი. მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი საკ­მა­ოდ მძი­მეა და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

  • რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის დედა ამ­ბობს, მისი მე­უღ­ლე ოჯახ­ზე მუდ­მი­ვად ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. ნა­თია ჩაბ­რუ­დაშ­ვი­ლის თქმით, ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვის დროს მოხ­და და­ნა­შა­უ­ლიც, როცა მის გა­და­სარ­ჩე­ნად შვილ­მა მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა.

"იმ უბე­დურ დღეს დავ­კარ­გე ქმა­რი და შვი­ლი. გავ­ხდი უბე­დუ­რი იმ დღის შემ­დეგ, ჩემი შვი­ლი გახ­და მკვლე­ლი. გა­ა­უ­ბე­დუ­რა (მე­უღ­ლემ) ჩემი შვი­ლიც და ჩემი ოჯა­ხიც. ვი­ყა­ვით ამ კა­ცის მსხვერ­პლი, ჩემი ორი­ვე შვი­ლიც და მეც. სის­ტე­მა­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბის ქვეშ ვი­ყა­ვით. ჩემი შვი­ლი იყო უდა­ნა­შა­უ­ლო. ეს იყო თავ­დაც­ვის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ასე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო იქ­ნე­ბო­და არა ერთი გვა­მი, არა­მედ- სამი.

და­ნით დამ­დევ­და, ამ დროს ჩემი შვი­ლი შე­მო­ვარ­და, ცდი­ლობ­და ამ უბე­დუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას, მაგ­რამ ვერ შე­ა­კა­ვა. დანა წა­არ­თვა და ეს უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და ჩემი და ჩემი შვი­ლის თავს, რო­მელ­საც უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

იმ დღეს, როცა ეს მოხ­და, ჩემი მე­უღ­ლე გას­ვე­ნე­ბი­დან ნას­ვა­მი დაბ­რუნ­და, ნა­ჯა­ხით და­ლე­წა სამ­ზა­რე­უ­ლო, შემ­დეგ მე გა­მო­მე­კი­და. მე­ზო­ბელ­თან შე­ვარ­დი, მაგ­რამ ძა­ლით წა­მო­მიყ­ვა­ნა. რომ მო­ვე­დით სახ­ლში, ანა­ლო­გი­უ­რი გა­ნაგ­რძო. რაც სახ­ლში მოხ­ვდა, დაგ­ვი­ში­ნა. გვა­გი­ნებ­და, თმებ­ში გვწვდა. კახა ეხ­ვე­წე­ბო­და გა­უშ­ვიო. არ მიშ­ვებ­და. შემ­დეგ მოხ­და ის, რაც მოხ­და" - ჰყვე­ბა მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
0

შვილი დამნაშავე არ არის, დამნაშავეა მამა, ბიჭი გაუშვით ისედაც ბევრი გადაიტანა ცხოვრებაში.

 

თინათინი
0

თავდაცვისთვის და ოჯახის წევრის დაცვისთვის სამუდამო??გაუშვით საცოდავი ბავშვი ისედაც ჯოჯოხეთი აქვს გავლილი 

ავტორი:

"იმ დღეს ნაჯახით დალეწა ყველაფერი, მეც მომდევდა... გაგვაუბედურა და ჩემი შვილი მკვლელი გახადა" - რას ჰყვება ქალი, რომლის შვილიც მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

"იმ დღეს ნაჯახით დალეწა ყველაფერი, მეც მომდევდა... გაგვაუბედურა და ჩემი შვილი მკვლელი გახადა" - რას ჰყვება ქალი, რომლის შვილიც მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მომხდარი მკვლელობა საზოგადოებისთვის ცნობილია. უმძიმესი ფაქტი 11 მაისს მოხდა, კონფლიქტის დროს 21 წლის ბიჭმა დანით 50 წლის მამა მოკლა. ბრალდებული კახა კობახიძე ძალოვნებმა იგი იმავე დღეს დააკავეს და მას მამის განზრახ მკვლელობაში დასდეს ბრალი.

როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ უსწრებდა კონფლიქტი. მისთვის წაყენებული ბრალი საკმაოდ მძიმეა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

  • როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, მისი მეუღლე ოჯახზე მუდმივად ფიზიკურად ძალადობდა. ნათია ჩაბრუდაშვილის თქმით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს მოხდა დანაშაულიც, როცა მის გადასარჩენად შვილმა მკვლელობა ჩაიდინა.

"იმ უბედურ დღეს დავკარგე ქმარი და შვილი. გავხდი უბედური იმ დღის შემდეგ, ჩემი შვილი გახდა მკვლელი. გააუბედურა (მეუღლემ) ჩემი შვილიც და ჩემი ოჯახიც. ვიყავით ამ კაცის მსხვერპლი, ჩემი ორივე შვილიც და მეც. სისტემატური ძალადობის ქვეშ ვიყავით. ჩემი შვილი იყო უდანაშაულო. ეს იყო თავდაცვისთვის გაკეთებული დანაშაული. ასე რომ არ მომხდარიყო იქნებოდა არა ერთი გვამი, არამედ- სამი.

დანით დამდევდა, ამ დროს ჩემი შვილი შემოვარდა, ცდილობდა ამ უბედურების თავიდან აცილებას, მაგრამ ვერ შეაკავა. დანა წაართვა და ეს უბედურება დატრიალდა ჩემი და ჩემი შვილის თავს, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრება.

იმ დღეს, როცა ეს მოხდა, ჩემი მეუღლე გასვენებიდან ნასვამი დაბრუნდა, ნაჯახით დალეწა სამზარეულო, შემდეგ მე გამომეკიდა. მეზობელთან შევარდი, მაგრამ ძალით წამომიყვანა. რომ მოვედით სახლში, ანალოგიური განაგრძო. რაც სახლში მოხვდა, დაგვიშინა. გვაგინებდა, თმებში გვწვდა. კახა ეხვეწებოდა გაუშვიო. არ მიშვებდა. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა" - ჰყვება მოკლულის მეუღლე "ტვ პირველთან" საუბრისას.

წაიკითხეთ ასევე: