პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან დაიწყება ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა - ყველა დეტალი გრანდიოზულ შოუზე, რომელიც პრემიერის გადაწყვეტილებით დაიგეგმა
როდიდან დაიწყება ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა - ყველა დეტალი გრანდიოზულ შოუზე, რომელიც პრემიერის გადაწყვეტილებით დაიგეგმა

1-ელ ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო დი­ნა­მო არე­ნა­ზე, მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­როს ერთ-ერთ უდი­დეს ვარ­სკვლავს ბრუ­ნო მარსს უმას­პინ­ძლებს. ინ­ფორ­მა­ცია დღეს გავ­რცელ­და. ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნას, პრო­ექტ "Starring Georgia-ს“ ფარ­გლებ­ში ეწ­ვე­ვა. (წა­ი­კი­თხეთ დე­ტა­ლე­ბი: "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" ბრუ­ნო მარ­სი იმ­ღე­რებს)

"ბლექ­სი არე­ნას" პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ციცი იაშ­ვი­ლი Ambebi.ge-ს მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბა­ზე და იმ ბე­ნე­ფი­ტებ­ზე ესა­უბ­რა, რა­საც ქვე­ყა­ნას მსგავ­სი ტი­პის ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩა­მოს­ვლა მო­უ­ტანს

- ციცი, პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას რამ­დე­ნად დიდი იყო მხარ­და­ჭე­რა მთავ­რო­ბის მხრი­დან?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "Starring Georgia" პრე­მი­ე­რის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია და შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა გვქონ­და. სწო­რედ ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა ბრუ­ნო მარ­სის კონ­ცერ­ტიც. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ხა­რუ­ლო დღეა, რად­გან დღეს, წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნის ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი და­ვა­ა­ნონ­სეთ და უპ­რე­ცე­დენ­ტო კონ­ცერ­ტი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ეს კამ­პა­ნია ორ­წლი­ა­ნია და მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის კონ­ცერ­ტე­ბი ჯერ კი­დევ წინ გვაქვს.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ ანონსს, ბრუ­ნო მარ­სის კონ­ცერ­ტი დი­ნა­მო არე­ნა­ზე ჩა­ტარ­დე­ბა, რაც უფრო მეტ მე­ლო­მანს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­ი­ღოს სი­ა­მოვ­ნე­ბა. გვახ­სოვს, რა მოხ­და "იმე­ჯინ დრა­გო­ნის" შემ­თხვე­ვა­ში, შვიდ სა­ათ­ში გა­ი­ყი­და ბი­ლე­თე­ბი. ასე­ვე ნა­ხეთ, ალ­ბათ, დღე­ვან­დელ ანონსს რამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი არ­ტის­ტე­ბის სტუმ­რო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბით სი­კე­თე­ებს, რა­საც პრო­ექ­ტი „სთა­რინგ ჯორ­ჯია“ ქვე­ყა­ნას მო­უ­ტანს, ამა­ზე შეგ­ვიძ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბით, სე­ზო­ნის და­სას­რულს ვი­სა­უბ­როთ.

ციცი იაშ­ვი­ლი

- ბრუ­ნო მარ­სის ჩა­მოს­ვლა, სხვა ცნო­ბილ არ­ტის­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას უფრო გა­ა­ად­ვი­ლებს...

- რა თქმა უნდა, ის მე­გა­ვარ­სკვლა­ვია, მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში მიღ­წე­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯილ­დო­ე­ბით. მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძლო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნიშ­ნავს იმას, რომ ხვალ სხვა დიდ არ­ტის­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია უფრო გა­მარ­ტივ­დე­ბა. პორ­ტფო­ლი­ო­ში ქვე­ყა­ნას არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა ექ­ნე­ბა, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა ტუ­რის­ტე­ბის­თვის ქვე­ყა­ნა.

- ციცი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი რა იყო ვარ­სკვლა­ვის მხრი­დან?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს გა­გიმ­ხელთ, დღეს ერ­თა­დერ­თი რა­ზეც შე­მიძ­ლია სა­უ­ბა­რი, ის არის, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღაც მოხ­და, უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლია, რომ 1 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო უმას­პინ­ძლებს ბრუ­ნო მარსს. ამ მოვ­ლე­ნის ფასს, წლე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო გა­ვი­გებთ, თუ რისი სა­წყი­სი ნა­ბი­ჯე­ბი იყო ეს პრო­ექ­ტი დღეს.

- ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნეთ, რომ პრე­მი­ე­რის ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. რამ­დე­ნი ვარ­სკვლა­ვის ჩა­მოყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბა?

- ეს არის ორ­წლი­ა­ნი კამ­პა­ნია. ბრუ­ნო მარ­სის კონ­ცერ­ტი 2023 წლის სა­კონ­ცერ­ტო სე­ზო­ნის ბოლო ღო­ნის­ძი­ე­ბაა. აქამ­დე და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი გვქონ­და ექ­ვსი ღო­ნის­ძი­ე­ბა და მეშ­ვი­დე და­ე­მა­ტა ბრუ­ნო მარ­სის კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც მას­შტა­ბით იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე აქამ­დე და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ლო­კა­ცი­აც, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ კონ­ცერ­ტი დი­ნა­მო სტა­დი­ონ­ზე ტარ­დე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ 65 ათას ადა­მი­ანს უნდა ვუ­მას­პინ­ძლოთ. რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ სე­ზონს, არ შეგ­ვიძ­ლია ჯერ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბის თქმა, ბევრ არ­ტის­ტთან და ბენდთან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია რამ­დენ არ­ტისტს ვუ­მას­პინ­ძლებთ.

- ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის დღეს, ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტი­უ­რო­ბას ელო­დე­ბით?

- რა თქმა უნდა, იგი­ვე მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რაც მოხ­და „იმე­ჯინ დრა­გო­ნის“ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც 7 სა­ათ­ში ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ი­ყი­და. ეს ჩვენ­თვის კი­დევ უფრო დიდი მო­ტი­ვა­ცია აღ­მოჩ­ნდა ბრუ­ნო მარსთან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უყ­ვართ მუ­სი­კა, გარ­თო­ბა.

- რო­დის და­ი­წყე­ბა გა­ყიდ­ვა და ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა გა­მარ­თუ­ლი?

- ბრუ­ნო მარ­სის კონ­ცერ­ტე­ბის ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყე­ბა 20 ივ­ნისს თი­ქეთ­ჯის პლატ­ფორ­მა­ზე. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ რა­საც ამ სა­იტ­მა გა­უძ­ლო „იმე­ჯინ დრა­გო­ნის“ ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის დროს, ეს იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი. ბოლო ფოტო რაც გვაქვს შე­ნა­ხუ­ლი, 93 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იყო ბი­ლე­თის ყიდ­ვის მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში, რაც და­მე­თან­ხმე­ბით, ძა­ლი­ან დიდი ციფ­რია. მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ 20 ივ­ნისს იგი­ვე გან­მე­ორ­დე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მურ ხარ­ვე­ზებს, თი­ქეთ­ჯი ბო­ლომ­დე მომ­ზა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mila
0

ვის არ ჰქონდა დრო, რომ კონცერტზე ძალიან მალე ბრუნო მარსი ტოკიოში შეასრულებს

ნიკო
1

მახოვს პირველი სიმღერა რომ ჩწერა და MTV სულ ატრიალებდა. გემოვნების რა გითხრათ და დაახლოებით კარგ რესტორანში შესულს, შაურმა რომ დაგიდონ თეფშზე უფრო მაგას გავს...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როდიდან დაიწყება ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა - ყველა დეტალი გრანდიოზულ შოუზე, რომელიც პრემიერის გადაწყვეტილებით დაიგეგმა

როდიდან დაიწყება ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა - ყველა დეტალი გრანდიოზულ შოუზე, რომელიც პრემიერის გადაწყვეტილებით დაიგეგმა

1-ელ ოქტომბერს, საქართველო დინამო არენაზე, მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს ბრუნო მარსს უმასპინძლებს. ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ამერიკელი მომღერალი ჩვენს ქვეყანას, პროექტ "Starring Georgia-ს“ ფარგლებში ეწვევა. (წაიკითხეთ დეტალები: "დინამო არენაზე" ბრუნო მარსი იმღერებს)

"ბლექსი არენას" პროექტების მენეჯერი ციცი იაშვილი Ambebi.ge-ს მიმდინარე პროექტის წარმატებაზე და იმ ბენეფიტებზე ესაუბრა, რასაც ქვეყანას მსგავსი ტიპის ვარსკვლავების ჩამოსვლა მოუტანს

- ციცი, პროექტის მიმდინარეობისას რამდენად დიდი იყო მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან?

- მოგეხსენებათ, "Starring Georgia" პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული პროექტია და შესაბამისად, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ტარდება ბრუნო მარსის კონცერტიც. განსაკუთრებულად სასიხარულო დღეა, რადგან დღეს, წლევანდელი სეზონის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი დავაანონსეთ და უპრეცედენტო კონცერტი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კამპანია ორწლიანია და მომავალი სეზონის კონცერტები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

ახლა რაც შეეხება დღევანდელ ანონსს, ბრუნო მარსის კონცერტი დინამო არენაზე ჩატარდება, რაც უფრო მეტ მელომანს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს სიამოვნება. გვახსოვს, რა მოხდა "იმეჯინ დრაგონის" შემთხვევაში, შვიდ საათში გაიყიდა ბილეთები. ასევე ნახეთ, ალბათ, დღევანდელ ანონსს რამხელა ამბავი მოჰყვა, უამრავი ადამიანი ელოდება საკუთარ ქვეყანაში მსგავსი არტისტების სტუმრობას. რაც შეეხება დამატებით სიკეთეებს, რასაც პროექტი „სთარინგ ჯორჯია“ ქვეყანას მოუტანს, ამაზე შეგვიძლია კონკრეტული ციფრებით, სეზონის დასასრულს ვისაუბროთ.

ციცი იაშვილი

- ბრუნო მარსის ჩამოსვლა, სხვა ცნობილ არტისტებთან კომუნიკაციას უფრო გააადვილებს...

- რა თქმა უნდა, ის მეგავარსკვლავია, მუსიკალურ სამყაროში მიღწეული მუსიკალური ჯილდოებით. მსგავსი ტიპის ღონისძიების მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს იმას, რომ ხვალ სხვა დიდ არტისტებთან კომუნიკაცია უფრო გამარტივდება. პორტფოლიოში ქვეყანას არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ექნება, უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდა ტურისტებისთვის ქვეყანა.

- ციცი, განსაკუთრებული მოთხოვნები რა იყო ვარსკვლავის მხრიდან?

- ჯერჯერობით ვერაფერს გაგიმხელთ, დღეს ერთადერთი რაზეც შემიძლია საუბარი, ის არის, რომ წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, უდიდესი სიხარულია, რომ 1 ოქტომბერს საქართველო უმასპინძლებს ბრუნო მარსს. ამ მოვლენის ფასს, წლების შემდეგ კიდევ უფრო გავიგებთ, თუ რისი საწყისი ნაბიჯები იყო ეს პროექტი დღეს.

- ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნეთ, რომ პრემიერის ინიცირებული პროექტია. რამდენი ვარსკვლავის ჩამოყვანა იგეგმება?

- ეს არის ორწლიანი კამპანია. ბრუნო მარსის კონცერტი 2023 წლის საკონცერტო სეზონის ბოლო ღონისძიებაა. აქამდე დაანონსებული გვქონდა ექვსი ღონისძიება და მეშვიდე დაემატა ბრუნო მარსის კონცერტი, რომელიც მასშტაბით იმაზე მეტია, ვიდრე აქამდე დაანონსებული ღონისძიებები. ამაზე მეტყველებს ლოკაციაც, როგორც აღვნიშნეთ კონცერტი დინამო სტადიონზე ტარდება, რაც ნიშნავს, რომ 65 ათას ადამიანს უნდა ვუმასპინძლოთ. რაც შეეხება მომავალ სეზონს, არ შეგვიძლია ჯერ კონკრეტული სახელების თქმა, ბევრ არტისტთან და ბენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამიტომ ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია რამდენ არტისტს ვუმასპინძლებთ.

- ბილეთების გაყიდვის დღეს, ალბათ განსაკუთრებულ აქტიურობას ელოდებით?

- რა თქმა უნდა, იგივე მოლოდინი გვაქვს, რაც მოხდა „იმეჯინ დრაგონის“ შემთხვევაში, როდესაც 7 საათში ყველა ბილეთი გაიყიდა. ეს ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაცია აღმოჩნდა ბრუნო მარსთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში უყვართ მუსიკა, გართობა.

- როდის დაიწყება გაყიდვა და ტექნიკური მხარე რამდენად იქნება გამართული?

- ბრუნო მარსის კონცერტების ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 ივნისს თიქეთჯის პლატფორმაზე. უნდა აღვნიშნო, რომ რასაც ამ საიტმა გაუძლო „იმეჯინ დრაგონის“ ბილეთების გაყიდვის დროს, ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი. ბოლო ფოტო რაც გვაქვს შენახული, 93 ათასი ადამიანი იყო ბილეთის ყიდვის მოლოდინის რეჟიმში, რაც დამეთანხმებით, ძალიან დიდი ციფრია. მოლოდინი გვაქვს, რომ 20 ივნისს იგივე განმეორდება, რაც შეეხება პრობლემურ ხარვეზებს, თიქეთჯი ბოლომდე მომზადებული იქნება.

ნახეთ ვიდეო: