"პაპი ფრანცისკე რომის Gemelli-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო ANSA წერს. პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვატიკანის მხრიდან ჯერ არანაირი ინფორმაცია გავრცელებულა.
ამ წლის დასაწყისში, 86 წლის ფრანცისკემ ფილტვის ინფექციის გამო საავადმყოფოში 5 დღე გაატარა, წინა თვეში კი სიცხის გამო მოუწია ღვთისმსახურების გაცდენა.
პაპს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 2021 წლის ივლისში მას მსხვილი ნაწლავის ნაწილი ამოაჭრეს.
ვატიკანმა გასულ შაბათს მისი წლევანდელი გეგმების შესახებ გააკეთა განცხადება და ითქვა, რომ ფრანცისკე 31 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მონღოლეთში ვიზიტს გეგმავს, მანამდე კი, 2-6 აგვისტოს პორტუგალიას ესტუმრება, რათა ლისაბონში ახალგაზრდობის მსოფლიო დღეს დაესწროს.
წყარო: reuters
მოამზადა: ანა სიბოშვილმა