Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მილიარდერი "ყაზახური აქცენტით" - მიხეილ ლომთაძე შეცვლილი იმიჯით, შემცირებული ქონებით და კვლავაც განუყრელი წითელი ბოტასებით
ქართველი მილიარდერი "ყაზახური აქცენტით" - მიხეილ ლომთაძე შეცვლილი იმიჯით, შემცირებული ქონებით და კვლავაც განუყრელი წითელი ბოტასებით

ა.წ. თე­ბერ­ვალ­ში ყა­ზა­ხეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მი­ლი­არ­დერ­მა, ყა­ზა­ხუ­რი ბან­კის, Kaspi-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მი­ხე­ილ ლომ­თა­ძემ ფო­რუმ­ზე Digital Almaty ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბის მო­რი­გი პრე­ზენ­ტა­ცია შეც­ვლი­ლი იმი­ჯით გა­მარ­თა. ის ტრა­დი­ცი­უ­ლად შავ პუ­ლო­ვერ­სა და წი­თელ ბო­ტა­სებ­ში მარ­ტო იდგა სცე­ნა­ზე და წა­რად­გენ­და პრე­ზენ­ტა­ცი­ას, თუმ­ცა მი­ლი­არ­დე­რი ამ­ჯე­რად წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი, ლამ­ბერ­სექ­სუ­ა­ლის იმი­ჯით წარ­სდგა მომ­ხმა­რებ­ლის წი­ნა­შე.

შე­გახ­სე­ნებთ, ლომ­თა­ძე ბან­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან, ვი­ა­ჩეს­ლავ კიმ­თან ერ­თად Kaspi-ს ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რია და მას ბან­კის 25% ეკუთ­ვნის.

Forbes-ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ქო­ნე­ბა შე­ფა­სე­ბუ­ლია 3,7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით და იკა­ვებს მი­ლი­არ­დერ­თა სიის 766- ე პო­ზი­ცი­ას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2 წლის წინ, მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე ყვე­ლა­ზე მდი­დარ ქარ­თვე­ლად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი. Forbes-ის რე­ა­ლურ დრო­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი მი­ლი­არ­დერ­თა სი­ა­ში მან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც გა­და­უს­წრო და 596-ე ად­გილს იკა­ვებ­და - 5.1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით, მაგ­რამ გა­სულ წელს მისი აქ­ტი­ვე­ბის ფასი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ე­ცა, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ლომ­თა­ძის ქო­ნე­ბა ისევ იზ­რდე­ბა. ეს კი ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე Kaspi-ს აქ­ცი­ე­ბის მა­ტე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რაც გა­სულ წელს უკ­რა­ი­ნის ომი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძის გზა წარ­მა­ტე­ბამ­დე, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, უკი­დუ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო, თუმ­ცა რთუ­ლიც იყო...

მო­მა­ვა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი 1975 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა, ნუგ­ზარ ლომ­თა­ძე 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში იყო. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ხე­ი­ლი ამ­ბობს, რომ ამის გამო მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხში­რად უწევ­დათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლა, ამი­ტო­მაც მის­თვის ახალ ად­გი­ლას ფე­ხის მო­კი­დე­ბა მოზ­რდი­ლო­ბი­სას უკვე აღარ იყო რთუ­ლი.

მა­მას სურ­და შვილს ტექ­ნი­კუ­რი გან­ხრით ეს­წავ­ლა, თუმ­ცა ალ­ბათ ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და მის ასეთ დიდ წარ­მა­ტე­ბას.

ბიზ­ნეს­მენს ერთი და ჰყავს, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში, უფრო ზუს­ტად კი ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს.

ლომ­თა­ძემ ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ნე­ჯმენ­ტის ევ­რო­პულ სკო­ლა­ში მი­ი­ღო, შემ­დეგ სწავ­ლა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ნაგ­რძო და მსოფ­ლი­ო­ში რი­გით მე-3 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჰარ­ვარ­დის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში ჩა­ი­რი­ცხა. 2002 წელს ლომ­თა­ძემ ჰარ­ვარ­დის მა­გის­ტრის MBA ხა­რის­ხი აიღო და დიდი გეგ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუნ­და.

1995 წელს, ბიზ­ნეს­მენ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია "ჯი-სი-სი აუ­დი­ტი" და­ა­ფუძნა და ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. 2002 წელს, კომ­პა­ნია "ერსტ ენდ იან­გის" შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. ამა­ვე წელს ლომ­თა­ძემ მუ­შა­ო­ბა რუ­სეთ­ში "ბე­ა­რინგ ვოს­ტოს კე­პი­ტალ პარ­ტერსში" და­ი­წყო და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ი­ღო, 2004 წელს ამ კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რიც გახ­და.

2003 წელს ბიზ­ნეს­მე­ნი რუ­სე­თის ლი­ზინ­გუ­რი კომ­პა­ნია, "ეუ­როპ­ლა­ნის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­მჯდო­მა­რის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და 2005 წლი­დან სა­ბან­კო პროგ­რა­მუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ის "ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რო­ბაც შე­ი­თავ­სა. 2008 წლი­დან ლომ­თა­ძე ყა­ზა­ხუ­რი პლატ­ფორ­მის Kaspi-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ხდე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრო
0

საქართველოს მოქალაქეა, თანაც უცოლო

ეთერი
0

წარმატებები.მიხარია ყველა ქართველის წინსვლა

ავტორი:

ქართველი მილიარდერი "ყაზახური აქცენტით" - მიხეილ ლომთაძე შეცვლილი იმიჯით, შემცირებული ქონებით და კვლავაც განუყრელი წითელი ბოტასებით

ქართველი მილიარდერი "ყაზახური აქცენტით" - მიხეილ ლომთაძე შეცვლილი იმიჯით, შემცირებული ქონებით და კვლავაც განუყრელი წითელი ბოტასებით

ა.წ. თებერვალში ყაზახეთში მცხოვრებმა ქართველმა მილიარდერმა, ყაზახური ბანკის, Kaspi-ის თანადამფუძნებელმა მიხეილ ლომთაძემ ფორუმზე Digital Almaty ინოვაციური სერვისების მორიგი პრეზენტაცია შეცვლილი იმიჯით გამართა. ის ტრადიციულად შავ პულოვერსა და წითელ ბოტასებში მარტო იდგა სცენაზე და წარადგენდა პრეზენტაციას, თუმცა მილიარდერი ამჯერად წვერმოშვებული, ლამბერსექსუალის იმიჯით წარსდგა მომხმარებლის წინაშე.

შეგახსენებთ, ლომთაძე ბანკის დამფუძნებელთან, ვიაჩესლავ კიმთან ერთად Kaspi-ს ძირითადი პარტნიორია და მას ბანკის 25% ეკუთვნის.

Forbes-ის ბოლო მონაცემებით, მისი ქონება შეფასებულია 3,7 მილიარდი დოლარით და იკავებს მილიარდერთა სიის 766- ე პოზიციას. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ, მიხეილ ლომთაძე ყველაზე მდიდარ ქართველად იყო შეფასებული. Forbes-ის რეალურ დროში გამოვლენილი მილიარდერთა სიაში მან ბიძინა ივანიშვილსაც გადაუსწრო და 596-ე ადგილს იკავებდა - 5.1 მილიარდი დოლარით, მაგრამ გასულ წელს მისი აქტივების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, თუმცა ამჟამად ლომთაძის ქონება ისევ იზრდება. ეს კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების მატებას უკავშირდება, რაც გასულ წელს უკრაინის ომიდან გამომდინარე იყო შემცირებული.

მიხეილ ლომთაძის გზა წარმატებამდე, როგორც თვითონ ამბობს, უკიდურესად საინტერესო, თუმცა რთულიც იყო...

მომავალი ბიზნესმენი 1975 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამა, ნუგზარ ლომთაძე 25 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სამხედრო სამსახურში იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილი ამბობს, რომ ამის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამიტომაც მისთვის ახალ ადგილას ფეხის მოკიდება მოზრდილობისას უკვე აღარ იყო რთული.

მამას სურდა შვილს ტექნიკური განხრით ესწავლა, თუმცა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა მის ასეთ დიდ წარმატებას.

ბიზნესმენს ერთი და ჰყავს, რომელიც მშობლების მსგავსად, საქართველოში, უფრო ზუსტად კი ბათუმში ცხოვრობს.

ლომთაძემ ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო და მსოფლიოში რიგით მე-3 უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩაირიცხა. 2002 წელს ლომთაძემ ჰარვარდის მაგისტრის MBA ხარისხი აიღო და დიდი გეგმებით საქართველოს დაუბრუნდა.

1995 წელს, ბიზნესმენმა საქართველოში კომპანია "ჯი-სი-სი აუდიტი" დააფუძნა და ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. 2002 წელს, კომპანია "ერსტ ენდ იანგის" შემადგენელი ნაწილი გახდა. ამავე წელს ლომთაძემ მუშაობა რუსეთში "ბეარინგ ვოსტოს კეპიტალ პარტერსში" დაიწყო და საინვესტიციო პროექტების მენეჯერის თანამდებობა მიიღო, 2004 წელს ამ კომპანიის პარტნიორიც გახდა.

2003 წელს ბიზნესმენი რუსეთის ლიზინგური კომპანია, "ეუროპლანის" დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, მოგვიანებით თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და 2005 წლიდან საბანკო პროგრამული მოწყობილობის წამყვანი კომპანიის "ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის" დირექტორთა საბჭოს წევრობაც შეითავსა. 2008 წლიდან ლომთაძე ყაზახური პლატფორმის Kaspi-ს ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი ხდება.

იხილეთ ასევე: