Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგმა ხელი დაკარგა, ზოგმა - ფეხი" - ინდოეთში გლოვაა: მასშტაბურ საკრინიგზო ავარიას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რას აცხადებენ გადარჩენილები? (ფოტოები)
"ზოგმა ხელი დაკარგა, ზოგმა - ფეხი" - ინდოეთში გლოვაა: მასშტაბურ საკრინიგზო ავარიას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რას აცხადებენ გადარჩენილები? (ფოტოები)

ინ­დო­ე­თის ოდი­შის შტა­ტის ქა­ლაქ ბა­ლა­სორ­ში ორი სამ­გზავ­რო და ერთი სატ­ვირ­თო მა­ტა­რებ­ლის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად სულ მცი­რე 288 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 1000-ზე მეტი და­შავ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა და მაშ­ვე­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა, რად­გან გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ვა­გო­ნე­ბის ქვეშ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლი.

  • "მე ხელი და­მი­შავ­და და კის­რის უკა­ნა ნა­წი­ლი. რო­დე­საც მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნი­დან გა­მო­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე, რომ ვი­ღა­ცამ ხელი და­კარ­გა, ვი­ღა­ცამ - ფეხი, ვი­ღა­ცას სახე და­უ­ზი­ან­და" - აცხა­დე­ბენ გა­დარ­ჩე­ნი­ლი ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

სარ­კი­ნიგ­ზო კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ინ­დო­ე­თის რკი­ნიგ­ზის მი­ნის­ტრმა, აშ­ვი­ნი ვა­იშ­ნა­უმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ „მა­ღა­ლი დო­ნის გა­მო­ძი­ე­ბა“ და­ი­ნიშ­ნა.

CNN-ი იუ­წყე­ბა, რომ ინ­დო­ე­თის მა­ტა­რებ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად 13 მი­ლი­ონ მგზავრს ემ­სა­ხუ­რე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უყუ­რა­დღე­ბო­ბამ ლი­ან­და­გე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, რის გა­მოც, მთავ­რო­ბამ რკი­ნიგ­ზის გა­ნახ­ლე­ბის­თვის ბოლო დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო.

ბო­ლოს მსგავ­სი მას­შტა­ბუ­რი სარ­კი­ნიგ­ზო კა­ტას­ტრო­ფა 1981 წელს მოხ­და, რო­და­საც ჰი­ბა­რის შტატ­ში მა­ტა­რე­ბე­ლი მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­და. მა­შინ შემ­თხვე­ვის შე­დე­გაც 800 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
2

ამ ხალხს არ ეღირსა კიდევ ბნელეთიდან გამოსვლა,დადგებიან ახლა და ფილმებს გადაიღებენ..

მოქალაქე
18

ომი გინდააააააააათ?

ავტორი:

"ზოგმა ხელი დაკარგა, ზოგმა - ფეხი" - ინდოეთში გლოვაა: მასშტაბურ საკრინიგზო ავარიას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რას აცხადებენ გადარჩენილები? (ფოტოები)

"ზოგმა ხელი დაკარგა, ზოგმა - ფეხი" - ინდოეთში გლოვაა: მასშტაბურ საკრინიგზო ავარიას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რას აცხადებენ გადარჩენილები? (ფოტოები)

ინდოეთის ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 288 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მაშველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ უამრავი ადამიანია მოყოლილი.

  • "მე ხელი დამიშავდა და კისრის უკანა ნაწილი. როდესაც მატარებლის ვაგონიდან გამოვედი, დავინახე, რომ ვიღაცამ ხელი დაკარგა, ვიღაცამ - ფეხი, ვიღაცას სახე დაუზიანდა" - აცხადებენ გადარჩენილი ინდოეთის მოქალაქეები.

სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინდოეთის რკინიგზის მინისტრმა, აშვინი ვაიშნაუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მაღალი დონის გამოძიება“ დაინიშნა.

CNN-ი იუწყება, რომ ინდოეთის მატარებლები ყოველდღიურად 13 მილიონ მგზავრს ემსახურება. წლების განმავლობაში უყურადღებობამ ლიანდაგების მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, რის გამოც, მთავრობამ რკინიგზის განახლებისთვის ბოლო დროს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო.

ბოლოს მსგავსი მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა 1981 წელს მოხდა, როდასაც ჰიბარის შტატში მატარებელი მდინარეში ჩავარდა. მაშინ შემთხვევის შედეგაც 800 ადამიანი დაიღუპა.