პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სამოთხე იქ არის, გაზაფხულს მოუთმენლად ველოდები ხოლმე, რომ ჩავიდე" - ეკა მჟავანაძე განახლებულ დედულეთზე, ჩცდ-სა და მსახიობი მამის ასრულებულ ოცნებაზე
"ჩემი სამოთხე იქ არის, გაზაფხულს მოუთმენლად ველოდები ხოლმე, რომ ჩავიდე" - ეკა მჟავანაძე განახლებულ დედულეთზე, ჩცდ-სა და მსახიობი მამის ასრულებულ ოცნებაზე

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ეკა მჟა­ვა­ნა­ძე ჩვენ­ში ცნო­ბი­ლი კას­ტინგ-მე­ნე­ჯე­რია. მის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ნოს თით­ქმის არა­ვინ იღებს. ქალ­ბა­ტონ­მა ეკამ ზუს­ტად იცის, მსა­ხი­ო­ბე­ბის როლ­ზე შერ­ჩე­ვა. ამ საქ­მის უკვე 18-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა მა­სობ­რი­ვად მა­ინც პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ იც­ნო­ბენ. ამ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ „ჩცდ“ მალე მა­ყუ­რე­ბელს და­უბ­რუნ­დე­ბა და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც კას­ტინგ-მე­ნე­ჯერ­თან სწო­რედ „ჩცდ“-ს შე­სა­ხებ და­ვი­წყეთ.

ეკა მჟა­ვა­ნა­ძე:

- კი, და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, ჯერ ერთი სე­რი­აა და­წე­რი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით ვიცი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წავა და გან­ვი­თარ­დე­ბა ამ­ბე­ბი, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელს და ვერც თქვენს მკი­თხველს ჯერ ვე­რა­ფერს ვე­ტყვით. ასე­თი პა­უ­ზის შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბის ხე­ლახ­ლა და­წყე­ბას ცოტა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი აქეთ-იქით მი­მო­ი­ფანტნენ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვცდი­ლობთ, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხით წარვდგეთ.

- მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა ხომ არ მოხ­დე­ბა?

- ჩვე­ნი პრინ­ცი­პი ასე­თია, - მსა­ხი­ო­ბებს არ ვი­მე­ო­რებთ, მუდ­მი­ვად ახალ სა­ხეს ვე­ძებთ. ამი­ტომ თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ლა­მის ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბებს აქვს "და­ქა­ლებ­ში“ ნა­თა­მა­შე­ვი. ამ მხრივ რო­გორც კას­ტინ­გის მე­ნე­ჯერს უკვე მი­ჭირს ხოლ­მე, მსა­ხი­ო­ბის პოვ­ნა, რად­გან დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ მაქვს, მაგ­რამ მა­ინც ვცდი­ლობთ. ცოტა ხნის წინ მსა­ხი­ობს გა­ვე­სა­უბ­რე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟი შე­მო­დის. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. და­ვე­ლო­დოთ.

- ალ­ბათ "და­ქა­ლებ­ზე" მუ­შა­ო­ბა მო­გე­ნატ­რათ...

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს და მო­მა­ვალ­შიც და­ი­კა­ვებს. იმის მი­უ­ხე­და­ვად, ამ სე­რი­ალ­ზე ვინ რას ამ­ბობს და ფიქ­რობს, "ჩცდ“-მ მთე­ლი ეპო­ქა შექ­მნა. სხვა სე­რი­ა­ლებ­ზე, არ­ხებ­ზე, ჯგუ­ფებ­თან მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ ისე, რო­გორც „ჩცდ“-მ ვერც ერ­თმა გა­ა­მარ­თლა. ღმერ­თმა ქნას, კი­დევ ახალ-ახა­ლი სე­რი­ა­ლე­ბი სხვებ­მაც გა­და­ი­ღონ, მაგ­რამ ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია, ამ­დე­ნი ხანი რო­მე­ლი­მემ იცო­ცხლოს. კი, „და­ქა­ლებ­მა“ გა­ა­კე­თა ის, რაც ჯერ სხვა ნა­მუ­შე­ვარს არ გა­უ­კე­თე­ბია... ზოგ­ჯერ არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რე­ბი იწე­რე­ბა, მაგ­რამ არ ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას. ყვე­ლას თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს... მთა­ვა­რია, ვი­მუ­შაო და ვიყო მარ­თა­ლი იმ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, ვინც სე­რი­ალს უყუ­რებს. რა ვუ­ყოთ, ვი­ღაც უყუ­რებს და ვი­ღაც - არა. კო­მენ­ტა­რე­ბიც და აზ­რიც სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია, რო­მე­ლიც არა­სო­დეს გა­მო­ი­ლე­ვა. იმ­დე­ნი საქ­მე მაქვს, მა­გით თავს ვერ და­ვიღ­ლი.

- პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი კას­ტინგ-მე­ნე­ჯე­რა­დაც გარ­და­იქ­მე­ნით. მუ­შა­ობთ არა მხო­ლოდ ამ სე­რი­ალ­ზე, სხვებ­ზეც გი­მუ­შა­ვი­ათ და ემ­სა­ხუ­რე­ბით ასე­ვე ზო­გა­დად ქარ­თულ კი­ნოს. მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებთ. მსა­ხი­ო­ბის­თვის ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ხედ­ვა, სწო­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის უნა­რი, რო­ლებ­ზე მსა­ხი­ო­ბე­ბის სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით შერ­ჩე­ვა - თქვე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი უნა­რია. კას­ტინგ-მე­ნე­ჯე­რო­ბა თქვენ­თან რო­გორ მო­ვი­და?

- რა­ღა­ცე­ბი ჩემ­ში თა­ვის­თა­ვად ხდე­ბა. ვერ ვი­ტყვი, რომ ეს საქ­მე სად­მე ვის­წავ­ლე. ინ­სტი­ტუ­ტის პე­რი­ოდს თუ გა­ვიხ­სე­ნებ, რა­ღაც დო­ზით და ფორ­მით ამ ყვე­ლა­ფერ­თან მხო­ლოდ მცი­რე­დი შე­ხე­ბა მქო­ნია. ჩვე­ნი ჯგუ­ფის პე­და­გო­გი რეზო თა­ვარ­თქი­ლა­ძეც იყო. რა­ღაც პი­ე­სას, ნა­წყვეტს მომ­ცემ­და და მე­ტყო­და - აბა, ეკა, ჯგუფ­ში რო­ლებს რო­გორ გა­ა­ნა­წი­ლე­ბო? მი­ხა­რო­და იმ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვერ­თვე­ბო­დი. მა­შინ სი­ტყვა კას­ტინ­გიც არ ვი­ცო­დი, რას ნიშ­ნავ­და, ჩვენს მე­ტყვე­ლე­ბა­ში არ იყო. ალ­ბათ კას­ტინგ-მე­ნე­ჯე­რი უფრო რე­ჟი­სო­რის ასის­ტენტს ერ­ქვა. კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში დიდი ალ­ბო­მე­ბი არ­სე­ბობ­და, სა­დაც ჩაკ­რუ­ლი იყო მსა­ხი­ო­ბე­ბის სუ­რა­თე­ბი, მი­თი­თე­ბუ­ლი იყო ერთი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, შე­იძ­ლე­ბა ზოგს ტე­ლე­ფო­ნიც არ ჰქო­ნო­და და მე­ზობ­ლის ტე­ლე­ფო­ნი ეწე­რა. სულ მიკ­ვირს, რო­გორ ახერ­ხებ­დნენ და რო­გორ იღებ­დნენ იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფილ­მებს, როცა მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რი არ არ­სე­ბობ­და. ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან კარ­გა­დაც გა­მოს­დი­ო­დათ.

- თე­ატ­რი ხომ არ და­ზა­რალ­და, რად­გა­ნაც მე­ტად აქეთ აქ­ტი­უ­რობთ?

- თე­ატ­რშიც დი­დად არას­დროს მქონ­და რო­ლე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბის­გან გა­თა­მა­მე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ყო­ველ­თვის მე­ცა­ლა თე­ატ­რის­თვის, ის იყო და არის ჩემ­თვის პირ­ვე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი გარ­კვე­უ­ლი გუ­ლის­ტკე­ნა მაქვს. თუ ვინ­მეს გა­ვახ­სენ­დე­ბი, თე­ატ­რის­თვის ყო­ველ­თვის მო­ვიც­ლი... თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე რე­პერ­ტუ­არ­ში ვარ და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი...

ისე, მე­ტის გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ჩემ­ზე არ ყო­ფი­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­მა­გი­ე­როდ, ბევ­რი საქ­მე კი­ნოს­თვის გა­ვა­კე­თე. ამი­ტომ ღმერ­თს მად­ლო­ბას ვუხ­დი, რომ ყო­ველ­თვის მაქვს და ვა­კე­თებ საქ­მეს.

- თე­ატ­რის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც ჩანს, მა­მის­გან მოგ­ყვე­ბათ... მამა კუ­კუ­რი მჟა­ვა­ნა­ძე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო და ამა­ვე დროს სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის სა­ხალ­ხო თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი...

- კი, ასე იყო. სამ­წუ­ხა­როდ, მამა ადრე გარ­და­იც­ვა­ლა... ის სა­ხალ­ხო თე­ატრს უძღვე­ბო­და, იმ თე­ატ­რის აშე­ნებ­და და იმ საქ­მეს 32 წელი მი­უ­ძღვნა. სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკ­ლებს დგამ­დნენ, ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე და­დი­ოდ­ნენ, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. სე­რი­ო­ზუ­ლი დასი ჰყავ­და. მაგ და­სის პირ­ვე­ლი თა­ო­ბის წევ­რია „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ მსა­ხი­ო­ბი მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. ის, რომ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ვარ, ესეც მა­მა­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. 8 წლის ვი­ყა­ვი, ამ თე­ატ­რის სცე­ნა­ზე რომ დავ­დე­ქი. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დამ­თავ­რე­ბის რო­მე­ლი­ღაც წლის­თა­ვი იყო, პა­ტა­რა ნო­ვე­ლე­ბი დად­გეს. ერთ-ერთი კონ­სტან­ტი­ნე ლორ­თქი­ფა­ნი­ძის „ცა­ბუ­ნია“ იყო, სა­დაც ცა­ბუ­ნი­ას როლი ვი­თა­მა­შე... ჩემი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას მამა მკაც­რი იყო, ცო­ტას ნერ­ვი­უ­ლობ­და... გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინ, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბოლო სა­ა­თე­ბი რომ ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, გვერ­დით და­მის­ვა და მი­თხრა - ახლა გჭირ­დე­ბო­დი მე შენ, რომ გზა­ზე და­მე­ყე­ნე­ბი­ნეო... დედა ექი­მი იყო, ირ­გვლივ ხე­ლო­ვა­ნი არა­ვინ მყავ­და და მამა ამას გა­ნიც­დი­და... მგო­ნი, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, რომ მისი ოც­ნე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. დღეს ცო­ცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ნამ­დვი­ლად ია­მა­ყებ­და.

- ექი­მი დე­დის პრო­ფე­სი­ას არ გაჰ­ყე­ვით...

- დედა მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში კარ­დი­ო­ლო­გი იყო. ძლი­ე­რი ექი­მი გახ­ლდათ, დი­ლით რომ გა­ვი­დო­და სახ­ლი­დან, ვინ იცის, რო­დის შე­მო­დი­ო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვო­ბა­ში ექი­მო­ბა­ნას ხში­რად ვთა­მა­შობ­დი, მა­ინც მა­მამ, კარ­გი გა­გე­ბით, „მომ­წამ­ლა“. 8 წლის ასაკ­ში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ნა­თა­მა­შე­ვი რო­ლიც გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა. იმის მერე მთე­ლი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი ფაქ­ტობ­რი­ვად, თე­ატ­რით ვცხოვ­რობ­დი. თე­ატრსა და კი­ნო­ზე ყვე­ლა ჟურ­ნალს ვი­წერ­დი. დიდი ბიბ­ლი­ო­თე­კა მქონ­და, ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფერს თვალ-ყურს ვა­დევ­ნებ­დი. კი, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ღმერ­თმა ქნას, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში კი­დევ მე­ტის გა­კე­თე­ბა შევ­ძლო.

- დე­დუ­ლეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში ეზო-კარი ოჯახ­თან ერ­თად აა­ბაღ­ნა­რეთ. ამა­ზე ჩვენ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვი­სა­უბ­რეთ კი­დეც. ახლა ამ კუ­თხით რა ხდე­ბა?

- ბაღ­ნა­რის კი­დევ უფრო სრულ­ყო­ფა გრძელ­დე­ბა. არ ვჩერ­დე­ბით. ვა­ლა­მა­ზებ და გა­ვა­ლა­მა­ზებ. სო­ფელ ხა­ბუ­მე­ში (ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) არის ჩემი სა­მო­თხე, სა­დაც თავს ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ. გა­ზა­ფხულს მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ხოლ­მე, რომ ჩა­ვი­დე. ფან­ჩა­ტურს ვე­ძა­ხით, მაგ­რამ რა­ღაც მშვე­ნი­ე­რი მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი გა­ვა­კე­თეთ... სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით მოც­ვი რომ დავრგეთ, შარ­შან მო­სა­ვა­ლი უკვე ავი­ღეთ. წელ­საც ას­ხია და შე­დე­გებს ვე­ლო­დე­ბით. ახლა პირ­ვე­ლად დავ­სვი კრუ­ხი, ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა, ვნა­ხოთ, აქე­დან რა გა­მო­ვა. მი­თხრეს, 18 დღე­ში გა­მო­ჩე­კავ­სო... ვნა­ხოთ. მოკ­ლედ, ვაქ­ტი­უ­რობთ.

- ვიცი, რომ თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე, თბი­ლი­სურ ეზო­ში გა­ი­ზარ­დეთ... რო­გო­რი იყო ის ეზო, გა­ვა­ცო­ცხლოთ...

- ბარ­ნო­ვი­სა და ბე­ლინ­სკის (ახლა უკვე ჭო­ვე­ლი­ძე) კუ­თხე­ში, 35 ნო­მერ­ში ვცხოვ­რობ­დი. რომ ვუ­ყუ­რებ, სუ­ლაც არ არის დიდი, მაგ­რამ მა­შინ დი­დად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. ბავ­შვებს სარ­ბე­ნი გვქონ­და, ას­ფალ­ტი იყო და­გე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვა თა­მა­შებ­ში ეს ხელს გვი­წყობ­და. კლა­სო­ბა­ნა მიყ­ვარ­და, კი­დევ ბევ­რი თა­მა­შით ვერ­თო­ბო­დით. ერთი გოგო ვი­ყა­ვი, და­ნარ­ჩე­ნი - ბი­ჭე­ბი. თა­მაშს რომ ვი­წყებ­დი, პირ­ვე­ლი ვარ, და­ვი­ძა­ხებ­დი, ვე­რა­ვინ მას­წრებ­და... კარ­გად მახ­სოვს მე­ზო­ბელ­მა თა­ვის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი „კა­ლას­კი­ა­ნი“ მო­ტო­ციკ­ლი ერთ ად­გი­ლას რომ და­ა­ყე­ნა, სა­დაც 2 წელი იდგა. ის მო­ტო­ციკ­ლი ჩვენ­თვის იყო ცხე­ნიც, მან­ქა­ნაც და ყვე­ლა­ფე­რი. მას­ზე ფილ­მე­ბი­დან ეპი­ზო­დებს გან­ვა­სა­ხი­ე­რებ­დით, კონ­ცერ­ტებს, სპექ­ტაკ­ლებს ვმარ­თავ­დით. სა­რე­ცხის თო­კებ­ზე ფარ­დას, ან ზე­წარს ვა­ფა­რებ­დით, ხალ­ხს გვერ­დით ეზო­და­ნაც ვე­პა­ტი­ჟე­ბო­დით, მო­საწ­ვე­ვებს ფე­რა­დი ფან­ქრე­ბით ვა­ფორ­მებ­დით და იქვე იყოს ფა­სიც - 10 კა­პი­კი.

სა­მეგ­რე­ლოს სახ­ლი

სპექ­ტაკ­ლის მერე იმ შეგ­რო­ვი­ლი ფუ­ლით ბაქ­რა­ძის ქუ­ჩი­დან, გემ­რი­ე­ლი მზე­სუმ­ზი­რა მოგვქონ­და. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი ეზო იყო… მე­ო­რე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დით, ხის ია­ტა­კი იყო, აი­ვან­ზე, ხან ვისი ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით და­ვა­კა­კუ­ნებ­დი, ხან - ვისი. ძი­რი­თა­დად უფ­რო­სი დე­ბის და დე­დის. მერე ქვე­და სარ­თუ­ლი­დან იყო ამო­ძა­ხე­ბა, - გა­ი­ხა­დე, თავი აგვტკივ­და. ვიც­ვამ­დი დე­დის სა­მოს­საც, გარ­და­სახ­ვა სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. სარ­კეს­თან ვი­დე­ქი ხოლ­მე. ერთხელ თე­ატ­რა­ლუ­რი გრი­მი მა­ჩუ­ქეს და იმით ვი­თხაპ­ნე­ბო­დი... ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მა­ინც სხვა­ნა­ი­რი იყო. იყო სი­ცი­ლი, წყე­ნა, ჩხუ­ბიც, მერე იმ საქ­მე­ე­ბის გარ­ჩე­ვა. იყ­ვნენ ჩა­კე­ტი­ლი მე­ზობ­ლე­ბიც... დედა ექი­მი რომ იყო, და­სახ­მა­რებ­ლად ხან ვინ ეძახ­და, ხან ვინ. ბე­ბი­ას სამ­ზა­რე­უ­ლო ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი და მისი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის სურ­ნე­ლი ეზო­ში ტრი­ა­ლებ­და... უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძე­ბის, ნამ­ცხვრე­ბის გა­კე­თე­ბა იცო­და, ფან­ტას­ტი­კუ­რი მე­ო­ჯა­ხე იყო... ეზოს სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხიც სტუმ­რობ­და, მათ შო­რის, ქარ­თლოს კას­რა­ძე, საშა და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი. ფე­რა­დი ბავ­შვო­ბა მქონ­და, ასე­თი­ვე ეზო. ახლა, სიზ­მრებ­საც რომ ვნა­ხუ­ლობ, სულ იქ ვარ.

- ჩვენს მკი­თხველს, თქვენს მა­ყუ­რე­ბელს რას ეტყვით?

- მსა­ხი­ობს მა­ყუ­რებ­ლის­გან რა უნდა - ღი­მი­ლი, ტაში და და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა. რაც შე­იძ­ლე­ბა მო­ვე­ფე­როთ ერ­თმა­ნეთს. გულს ნუ­რა­ფერ­ზე დავ­წყვეტთ და ვატ­კენთ... მე სხვა დრო­ში გა­ვი­ზარ­დე და იქი­დან სხვა­ნა­ი­რი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი მომ­ყვე­ბა... ყვე­ლას სიმ­შვი­დეს და მშვი­დო­ბას ვუ­სურ­ვებ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

ქალბატონო ეკა მოგესალმებით,ძალიან კარგად მახსოვხართ ტურისტული მოგზაურობიდან როდესაც განათლების სამინისტრომ შეკრიბა სხვადასხვა ინსტიტუტის წარმატებული სტუდენტები,მაშინ პირველ კურსზე ვიყავით და თქვენ იყავით თეატრელური ინსტიტუტიდან დღესაც შესანიშნავად გამოიყურებით და მაშინაც იყავით ძალიან გამხდარი ლამაზი გოგო ასე რომ ბოროტი ენების გამო გული არ დაგწყდეთ.

!!!
2

წერია: სოფელი ხაბუმე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, მეტი რა მისამართი გინდათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ჩემი სამოთხე იქ არის, გაზაფხულს მოუთმენლად ველოდები ხოლმე, რომ ჩავიდე" - ეკა მჟავანაძე განახლებულ დედულეთზე, ჩცდ-სა და მსახიობი მამის ასრულებულ ოცნებაზე

"ჩემი სამოთხე იქ არის, გაზაფხულს მოუთმენლად ველოდები ხოლმე, რომ ჩავიდე" - ეკა მჟავანაძე განახლებულ დედულეთზე, ჩცდ-სა და მსახიობი მამის ასრულებულ ოცნებაზე

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა მჟავანაძე ჩვენში ცნობილი კასტინგ-მენეჯერია. მის გარეშე საქართველოში კინოს თითქმის არავინ იღებს. ქალბატონმა ეკამ ზუსტად იცის, მსახიობების როლზე შერჩევა. ამ საქმის უკვე 18-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა მასობრივად მაინც პოპულარული სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ იცნობენ. ამ პროექტის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „ჩცდ“ მალე მაყურებელს დაუბრუნდება და ჩვენი საუბარიც კასტინგ-მენეჯერთან სწორედ „ჩცდ“-ს შესახებ დავიწყეთ.

ეკა მჟავანაძე:

- კი, დავიწყეთ მუშაობა, ჯერ ერთი სერიაა დაწერილი, დაახლოებით ვიცი, რა მიმართულებით წავა და განვითარდება ამბები, მაგრამ მაყურებელს და ვერც თქვენს მკითხველს ჯერ ვერაფერს ვეტყვით. ასეთი პაუზის შემდეგ საქმიანობის ხელახლა დაწყებას ცოტა სირთულეები ახლავს იმ თვალსაზრისით, რომ მსახიობები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. ამის მიუხედავად, ვცდილობთ, მაყურებლის წინაშე, ახალი და საინტერესო სახით წარვდგეთ.

- მთავარი პერსონაჟების ჩანაცვლება ხომ არ მოხდება?

- ჩვენი პრინციპი ასეთია, - მსახიობებს არ ვიმეორებთ, მუდმივად ახალ სახეს ვეძებთ. ამიტომ თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ლამის ყველა მსახიობებს აქვს "დაქალებში“ ნათამაშევი. ამ მხრივ როგორც კასტინგის მენეჯერს უკვე მიჭირს ხოლმე, მსახიობის პოვნა, რადგან დიდი არჩევანი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობთ. ცოტა ხნის წინ მსახიობს გავესაუბრე, ძალიან საინტერესო პერსონაჟი შემოდის. მეტს ვერაფერს გეტყვით. დაველოდოთ.

- ალბათ "დაქალებზე" მუშაობა მოგენატრათ...

- "ჩემი ცოლის დაქალები" ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და მომავალშიც დაიკავებს. იმის მიუხედავად, ამ სერიალზე ვინ რას ამბობს და ფიქრობს, "ჩცდ“-მ მთელი ეპოქა შექმნა. სხვა სერიალებზე, არხებზე, ჯგუფებთან მიმუშავია, მაგრამ ისე, როგორც „ჩცდ“-მ ვერც ერთმა გაამართლა. ღმერთმა ქნას, კიდევ ახალ-ახალი სერიალები სხვებმაც გადაიღონ, მაგრამ ალბათ იშვიათია, ამდენი ხანი რომელიმემ იცოცხლოს. კი, „დაქალებმა“ გააკეთა ის, რაც ჯერ სხვა ნამუშევარს არ გაუკეთებია... ზოგჯერ არცთუ სასიამოვნო კომენტარები იწერება, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას. ყველას თავის დამოკიდებულება აქვს... მთავარია, ვიმუშაო და ვიყო მართალი იმ მაყურებლის წინაშე, ვინც სერიალს უყურებს. რა ვუყოთ, ვიღაც უყურებს და ვიღაც - არა. კომენტარებიც და აზრიც სხვადასხვანაირია, რომელიც არასოდეს გამოილევა. იმდენი საქმე მაქვს, მაგით თავს ვერ დავიღლი.

- პროფესიით მსახიობი კასტინგ-მენეჯერადაც გარდაიქმენით. მუშაობთ არა მხოლოდ ამ სერიალზე, სხვებზეც გიმუშავიათ და ემსახურებით ასევე ზოგადად ქართულ კინოს. მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. მსახიობისთვის ასეთი მასშტაბური ხედვა, სწორი ორიენტაციის უნარი, როლებზე მსახიობების საოცარი სიზუსტით შერჩევა - თქვენი გამორჩეული უნარია. კასტინგ-მენეჯერობა თქვენთან როგორ მოვიდა?

- რაღაცები ჩემში თავისთავად ხდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს საქმე სადმე ვისწავლე. ინსტიტუტის პერიოდს თუ გავიხსენებ, რაღაც დოზით და ფორმით ამ ყველაფერთან მხოლოდ მცირედი შეხება მქონია. ჩვენი ჯგუფის პედაგოგი რეზო თავართქილაძეც იყო. რაღაც პიესას, ნაწყვეტს მომცემდა და მეტყოდა - აბა, ეკა, ჯგუფში როლებს როგორ გაანაწილებო? მიხაროდა იმ დავალების შესრულება, სიამოვნებით ვერთვებოდი. მაშინ სიტყვა კასტინგიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა, ჩვენს მეტყველებაში არ იყო. ალბათ კასტინგ-მენეჯერი უფრო რეჟისორის ასისტენტს ერქვა. კინოსტუდიაში დიდი ალბომები არსებობდა, სადაც ჩაკრული იყო მსახიობების სურათები, მითითებული იყო ერთი ტელეფონის ნომერი, შეიძლება ზოგს ტელეფონიც არ ჰქონოდა და მეზობლის ტელეფონი ეწერა. სულ მიკვირს, როგორ ახერხებდნენ და როგორ იღებდნენ იმ არაჩვეულებრივ ფილმებს, როცა მობილური კავშირი არ არსებობდა. ფაქტია, რომ ძალიან კარგადაც გამოსდიოდათ.

- თეატრი ხომ არ დაზარალდა, რადგანაც მეტად აქეთ აქტიურობთ?

- თეატრშიც დიდად არასდროს მქონდა როლები, რეჟისორებისგან გათამამებული არ ვიყავი, თუმცა ყოველთვის მეცალა თეატრისთვის, ის იყო და არის ჩემთვის პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გარკვეული გულისტკენა მაქვს. თუ ვინმეს გავახსენდები, თეატრისთვის ყოველთვის მოვიცლი... თუმცა ამ ეტაპზე რეპერტუარში ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი მარჯანიშვილის თეატრი...

ისე, მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ ყოფილა დამოკიდებული. სამაგიეროდ, ბევრი საქმე კინოსთვის გავაკეთე. ამიტომ ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ყოველთვის მაქვს და ვაკეთებ საქმეს.

- თეატრის სიყვარული, როგორც ჩანს, მამისგან მოგყვებათ... მამა კუკური მჟავანაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და ამავე დროს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სახალხო თეატრის ხელმძღვანელი...

- კი, ასე იყო. სამწუხაროდ, მამა ადრე გარდაიცვალა... ის სახალხო თეატრს უძღვებოდა, იმ თეატრის აშენებდა და იმ საქმეს 32 წელი მიუძღვნა. საინტერესო სპექტაკლებს დგამდნენ, ფესტივალებზე დადიოდნენ, წარმატებულები იყვნენ. სერიოზული დასი ჰყავდა. მაგ დასის პირველი თაობის წევრია „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე. ის, რომ მარჯანიშვილის თეატრში ვარ, ესეც მამაჩემის დამსახურებაა. 8 წლის ვიყავი, ამ თეატრის სცენაზე რომ დავდექი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების რომელიღაც წლისთავი იყო, პატარა ნოველები დადგეს. ერთ-ერთი კონსტანტინე ლორთქიფანიძის „ცაბუნია“ იყო, სადაც ცაბუნიას როლი ვითამაშე... ჩემი პროფესიის არჩევისას მამა მკაცრი იყო, ცოტას ნერვიულობდა... გარდაცვალების წინ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, ფაქტობრივად, ბოლო საათები რომ ჰქონდა დარჩენილი, გვერდით დამისვა და მითხრა - ახლა გჭირდებოდი მე შენ, რომ გზაზე დამეყენებინეო... დედა ექიმი იყო, ირგვლივ ხელოვანი არავინ მყავდა და მამა ამას განიცდიდა... მგონი, ყველანაირად ვეცადე, რომ მისი ოცნებები და სურვილები შემესრულებინა. დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, ნამდვილად იამაყებდა.

- ექიმი დედის პროფესიას არ გაჰყევით...

- დედა მეორე სამშობიარო სახლში კარდიოლოგი იყო. ძლიერი ექიმი გახლდათ, დილით რომ გავიდოდა სახლიდან, ვინ იცის, როდის შემოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ექიმობანას ხშირად ვთამაშობდი, მაინც მამამ, კარგი გაგებით, „მომწამლა“. 8 წლის ასაკში მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშევი როლიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. იმის მერე მთელი მოსწავლეობის პერიოდი ფაქტობრივად, თეატრით ვცხოვრობდი. თეატრსა და კინოზე ყველა ჟურნალს ვიწერდი. დიდი ბიბლიოთეკა მქონდა, ჩართული ვიყავი, ყველაფერს თვალ-ყურს ვადევნებდი. კი, მსახიობობაზე ვოცნებობდი. ღმერთმა ქნას, ჩემს პროფესიაში კიდევ მეტის გაკეთება შევძლო.

- დედულეთში, სამეგრელოში ეზო-კარი ოჯახთან ერთად ააბაღნარეთ. ამაზე ჩვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ვისაუბრეთ კიდეც. ახლა ამ კუთხით რა ხდება?

- ბაღნარის კიდევ უფრო სრულყოფა გრძელდება. არ ვჩერდებით. ვალამაზებ და გავალამაზებ. სოფელ ხაბუმეში (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) არის ჩემი სამოთხე, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. გაზაფხულს მოუთმენლად ველოდები ხოლმე, რომ ჩავიდე. ფანჩატურს ვეძახით, მაგრამ რაღაც მშვენიერი მოსასვენებელი ადგილი გავაკეთეთ... სახელმწიფო პროგრამით მოცვი რომ დავრგეთ, შარშან მოსავალი უკვე ავიღეთ. წელსაც ასხია და შედეგებს ველოდებით. ახლა პირველად დავსვი კრუხი, ძალიან დამაინტერესა, ვნახოთ, აქედან რა გამოვა. მითხრეს, 18 დღეში გამოჩეკავსო... ვნახოთ. მოკლედ, ვაქტიურობთ.

- ვიცი, რომ თბილისში, ვერაზე, თბილისურ ეზოში გაიზარდეთ... როგორი იყო ის ეზო, გავაცოცხლოთ...

- ბარნოვისა და ბელინსკის (ახლა უკვე ჭოველიძე) კუთხეში, 35 ნომერში ვცხოვრობდი. რომ ვუყურებ, სულაც არ არის დიდი, მაგრამ მაშინ დიდად მეჩვენებოდა. ბავშვებს სარბენი გვქონდა, ასფალტი იყო დაგებული და სხვადასხვა თამაშებში ეს ხელს გვიწყობდა. კლასობანა მიყვარდა, კიდევ ბევრი თამაშით ვერთობოდით. ერთი გოგო ვიყავი, დანარჩენი - ბიჭები. თამაშს რომ ვიწყებდი, პირველი ვარ, დავიძახებდი, ვერავინ მასწრებდა... კარგად მახსოვს მეზობელმა თავის გაფუჭებული „კალასკიანი“ მოტოციკლი ერთ ადგილას რომ დააყენა, სადაც 2 წელი იდგა. ის მოტოციკლი ჩვენთვის იყო ცხენიც, მანქანაც და ყველაფერი. მასზე ფილმებიდან ეპიზოდებს განვასახიერებდით, კონცერტებს, სპექტაკლებს ვმართავდით. სარეცხის თოკებზე ფარდას, ან ზეწარს ვაფარებდით, ხალხს გვერდით ეზოდანაც ვეპატიჟებოდით, მოსაწვევებს ფერადი ფანქრებით ვაფორმებდით და იქვე იყოს ფასიც - 10 კაპიკი.

სამეგრელოს სახლი

სპექტაკლის მერე იმ შეგროვილი ფულით ბაქრაძის ქუჩიდან, გემრიელი მზესუმზირა მოგვქონდა. ძალიან მხიარული ეზო იყო… მეორე სართულზე ვცხოვრობდით, ხის იატაკი იყო, აივანზე, ხან ვისი ქუსლიანი ფეხსაცმლით დავაკაკუნებდი, ხან - ვისი. ძირითადად უფროსი დების და დედის. მერე ქვედა სართულიდან იყო ამოძახება, - გაიხადე, თავი აგვტკივდა. ვიცვამდი დედის სამოსსაც, გარდასახვა სულ მაინტერესებდა. სარკესთან ვიდექი ხოლმე. ერთხელ თეატრალური გრიმი მაჩუქეს და იმით ვითხაპნებოდი... ურთიერთობები მაინც სხვანაირი იყო. იყო სიცილი, წყენა, ჩხუბიც, მერე იმ საქმეების გარჩევა. იყვნენ ჩაკეტილი მეზობლებიც... დედა ექიმი რომ იყო, დასახმარებლად ხან ვინ ეძახდა, ხან ვინ. ბებიას სამზარეულო ჰქონდა ჩაბარებული და მისი მომზადებული კერძების სურნელი ეზოში ტრიალებდა... უგემრიელესი კერძების, ნამცხვრების გაკეთება იცოდა, ფანტასტიკური მეოჯახე იყო... ეზოს საინტერესო ხალხიც სტუმრობდა, მათ შორის, ქართლოს კასრაძე, საშა დადეშქელიანი. ფერადი ბავშვობა მქონდა, ასეთივე ეზო. ახლა, სიზმრებსაც რომ ვნახულობ, სულ იქ ვარ.

- ჩვენს მკითხველს, თქვენს მაყურებელს რას ეტყვით?

- მსახიობს მაყურებლისგან რა უნდა - ღიმილი, ტაში და დადებითი განწყობა. რაც შეიძლება მოვეფეროთ ერთმანეთს. გულს ნურაფერზე დავწყვეტთ და ვატკენთ... მე სხვა დროში გავიზარდე და იქიდან სხვანაირი სითბო და სიყვარული მომყვება... ყველას სიმშვიდეს და მშვიდობას ვუსურვებ.