საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტყუილად ნუ ინერვიულებთ - სანქციები ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე" - "ჯორჯიან ეარვეისი"
"ტყუილად ნუ ინერვიულებთ - სანქციები ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე" - "ჯორჯიან ეარვეისი"

სა­ქარ­თვე­ლოს ცულ ცოტა ხუთი წე­ლი­წა­დი მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა, რომ ავი­ა­სატ­რან­ზი­ტო სა­ხელ­მწი­ფოდ იქ­ცეს, ასე რომ, ტყუ­ი­ლად და უსა­ფუძ­ვლოდ ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ! - სან­ქცი­ე­ბი მხო­ლოდ ჩვენ­ზე ვერ გავ­რცელ­დე­ბა, ჯერ თურ­ქეთს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­როს, ის­რა­ელს, ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებს უნდა და­ე­დოთ და მხო­ლოდ შემ­დეგ მო­აღ­წევს ჩვე­ნამ­დე,- ამის შე­სა­ხებ „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის“ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რი­თაც კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სატ­რან­ზი­ტო ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ კი­თხვებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ის­ში“ აცხა­დე­ბენ, მე­დი­ა­სივ­რცე­ში სატ­რან­ზი­ტო ფრე­ნე­ბის სა­კი­თხის აქ­ტი­უ­რად გან­ხილ­ვა მხო­ლოდ იმ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ "რა­ღა­ცა­ზე იხ­მა­უ­რონ“.

​"ავი­ა­კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ ეხ­მი­ა­ნე­ბა დღეს (25 მა­ისს) მე­დი­ა­სივ­რცე­ში გა­ჩე­ნილ კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სატ­რან­ზი­ტო ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

​პირ­ველ რიგ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვსურს შე­ვახ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­უბ­რე­ბი ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­ზი­ტო ჰა­ბად გა­დაქ­ცე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იდე­ის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი ვერ პა­სუ­ხობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰა­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ სტან­დარ­ტებს. წლე­ბი გა­დის და დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხდა, რომ აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშე­ნე­ბუ­ლი­ყო თუნ­დაც სატ­რან­ზი­ტო დარ­ბა­ზი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰა­ბის თე­მა­ზე სა­უ­ბა­რიც კი ზედ­მე­ტია.

​რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სატ­რან­ზი­ტო ფრე­ნე­ბის სა­კითხს. დღეს მსოფ­ლიო სა­ა­ვი­ა­ციო სფე­რო ციფ­რულ და ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე არის გა­და­სუ­ლი. მგზავ­რებს უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ ნე­ბის­მი­ე­რი ლო­კა­ცი­ი­დან შე­ი­ძი­ნონ ბი­ლე­თე­ბი და გაფ­რინ­დე­ნენ სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს უბ­რა­ლო ფაქ­ტია, რო­მე­ლიც არა­ვის­თვის და­მა­ლუ­ლი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა შე­კი­თხვა, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა მე­დი­ა­სივ­რცე­ში დღეს აქ­ტი­უ­რად გან­ხი­ლუ­ლი სატ­რან­ზი­ტო ფრე­ნე­ბის სა­კი­თხი? არა­ფერს, გარ­და იმი­სა, რომ რა­ღა­ცა­ზე იხ­მა­უ­რონ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­და უამ­რა­ვი სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც ცხოვ­რობს ან აწარ­მო­ებს საქ­მი­ა­ნო­ბას, მრა­ვალ ადა­მი­ანს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი ან ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია. ცხოვ­რო­ბენ დიპ­ლო­მა­ტე­ბი. და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებს, თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ვი­ღებთ მცი­რე­ო­დენ შე­ზღუდ­ვებს, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არ შე­უ­წყვე­ტი­ათ ვი­ზე­ბის გა­ცე­მა. რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და რუ­სე­თი­დან, აგ­რეთ­ვე, გა­დად­გილ­დე­ბი­ან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც. შე­სა­ბა­მი­სად, სა­უ­ბა­რი, რომ რუ­სე­თი­დან მხო­ლოდ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სატ­რან­ზი­ტო ლო­კა­ცი­ას, არ არის სწო­რი.

​აქამ­დე რუ­სე­თი­დან გა­მოფ­რე­ნი­ლი მგზავ­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო სატ­რან­ზი­ტო ფან­ჯა­რა არ იყო, თუმ­ცა ამ როლს დიდი ხა­ნია უწყვე­ტად ას­რუ­ლებ­დნენ ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან თურ­ქე­თი, ყა­ზა­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი, ის­რა­ე­ლი, შუა აზი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი და ა.შ. ნამ­დვი­ლი სატ­რან­ზი­ტო ჰაბი რე­გი­ონ­ში არის თურ­ქე­თი, ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნა, სა­ი­და­ნაც რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ორ­მო­ცი რე­ი­სი სრულ­დე­ბა და, რო­მელ­ზეც სატ­რან­ზი­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბის 70 პრო­ცენ­ტი მო­დის. ისიც არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვა­ლი მო­ქა­ლა­ქე დაფ­რი­ნავს სტამ­ბო­ლის გავ­ლით ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში. თბი­ლი­სი­დან სტამ­ბოლ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ექ­ვსი რე­ი­სი სრულ­დე­ბა.

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სატ­რან­ზი­ტო გა­და­ზიდ­ვებ­ში დიდ როლს ვერ ითა­მა­შებს. ჩვე­ნი წილი 0, 00... რა­ღა­ცა პრო­ცენ­ტი თუ იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ცულ ცოტა ხუთი წე­ლი­წა­დი მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა, რომ ავი­ა­სატ­რან­ზი­ტო სა­ხელ­მწი­ფოდ იქ­ცეს, ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მოგ­ვე­ცე­მა ამი­სი სა­შუ­ა­ლე­ბა. ასე, რომ ტყუ­ი­ლად და უსა­ფუძ­ვლოდ ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ!

რაც შე­ხე­ბა სან­ქცი­ებს, იგი მხო­ლოდ ჩვენ­ზე ვერ გავ­რცელ­დე­ბა. ჯერ თურ­ქეთს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­როს, ის­რა­ელს, ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებს უნდა და­ე­დოთ და მხო­ლოდ შემ­დეგ მო­აღ­წევს ჩვე­ნამ­დე.

​ჩვე­ნი მხრი­დან კი შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ, რო­გორც აქამ­დე, ვიქ­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი კომ­პა­ნია და შე­ვას­რუ­ლებთ ფრე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექიმი ჰაუსი
0

ესე რომ როგორ არის იმ სიმღერაში, გუდბაი თაღლითო ამერიკააა )))))) 

რაჟა სარჩიმელია
0

 ,,კარგათ ვიცით ჩვენი საქმე და მიტომ ვაკეთებთ ამას აბაა,"

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ტყუილად ნუ ინერვიულებთ - სანქციები ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე" - "ჯორჯიან ეარვეისი"

"ტყუილად ნუ ინერვიულებთ - სანქციები ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე" - "ჯორჯიან ეარვეისი"

საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ასე რომ, ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ! - სანქციები მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება, ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე,- ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც კომპანია საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ეხმაურება.

როგორც "ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, მედიასივრცეში სატრანზიტო ფრენების საკითხის აქტიურად განხილვა მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ "რაღაცაზე იხმაურონ“.

​"ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ეხმიანება დღეს (25 მაისს) მედიასივრცეში გაჩენილ კითხვებს საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით.

​პირველ რიგში საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საუბრები ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბად გადაქცევასთან დაკავშირებით. იდეის მომხიბვლელობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვერ პასუხობს საერთაშორისო ჰაბისთვის აუცილებელ სტანდარტებს. წლები გადის და დღემდე ვერ მოხერხდა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე აშენებულიყო თუნდაც სატრანზიტო დარბაზი. შესაბამისად, საერთაშორისო ჰაბის თემაზე საუბარიც კი ზედმეტია.

​რაც შეეხება უშუალოდ სატრანზიტო ფრენების საკითხს. დღეს მსოფლიო საავიაციო სფერო ციფრულ და ონლაინ რეჟიმზე არის გადასული. მგზავრებს უფლება და შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან შეიძინონ ბილეთები და გაფრინდენენ სასურველი მიმართულებით. ეს უბრალო ფაქტია, რომელიც არავისთვის დამალული არ არის, შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რა მიზანს ემსახურება მედიასივრცეში დღეს აქტიურად განხილული სატრანზიტო ფრენების საკითხი? არაფერს, გარდა იმისა, რომ რაღაცაზე იხმაურონ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის მოქალაქეების გარდა უამრავი სხვა ქვეყნის მოქალაქეც ცხოვრობს ან აწარმოებს საქმიანობას, მრავალ ადამიანს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ან ბინადრობის უფლება გააჩნია. ცხოვრობენ დიპლომატები. დასავლეთის სახელმწიფოებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირეოდენ შეზღუდვებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის არ შეუწყვეტიათ ვიზების გაცემა. რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან, აგრეთვე, გადადგილდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის მოქალაქეებიც. შესაბამისად, საუბარი, რომ რუსეთიდან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები გამოიყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ლოკაციას, არ არის სწორი.

​აქამდე რუსეთიდან გამოფრენილი მგზავრებისთვის საქართველო სატრანზიტო ფანჯარა არ იყო, თუმცა ამ როლს დიდი ხანია უწყვეტად ასრულებდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, შუა აზიის სახელმწიფოები და ა.შ. ნამდვილი სატრანზიტო ჰაბი რეგიონში არის თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, საიდანაც რუსეთის მიმართულებაზე ყოველდღიურად ორმოცი რეისი სრულდება და, რომელზეც სატრანზიტო გადაზიდვების 70 პროცენტი მოდის. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე დაფრინავს სტამბოლის გავლით ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებში. თბილისიდან სტამბოლში ყოველდღიურად ექვსი რეისი სრულდება.

ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ ითამაშებს. ჩვენი წილი 0, 00... რაღაცა პროცენტი თუ იქნება. საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ისიც იმ შემთხვევაში თუ მოგვეცემა ამისი საშუალება. ასე, რომ ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ!

რაც შეხება სანქციებს, იგი მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება. ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე.

​ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როგორც აქამდე, ვიქნებით საქართველოს ინტერესების დამცველი კომპანია და შევასრულებთ ფრენებს საქართველოსა და საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით“,- აღნიშნულია განცხადებაში.