"რაც არ უნდა იყბედონ კიევში იმის შესახებ, რომ ამ ტიპის დივერსიულ გამოხტომებს მათთან არაფერი აქვს საერთო, ეს ყველაფერი სიცრუეა, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიცრუე", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა უკრაინა პასუხისმგებელი ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმებზე.
"მათზე პასუხისმგებლობა ეკისრება კიევის რეჟიმს და, საბოლოო ჯამში, მის სპონსორებს, ანუ ვაშინგტონსა და ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა ბრიტანეთი და სხვები. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, პირდაპირი და უშუალო“, - განაცხადა მედვედევმა.