პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხალკოვს ვუთხარი, - აი, კავკასიელების მოძულე რომ ხარ, იმიტომ დაგსაჯა ღმერთმა, ერთი სიძე ქართველი გყავს, მეორე ჩერქეზი - მეთქი" - რატომ იყო ჩასული მოსკოვში დათო ტურაშვილი?
"მიხალკოვს ვუთხარი, - აი, კავკასიელების მოძულე რომ ხარ, იმიტომ დაგსაჯა ღმერთმა, ერთი სიძე ქართველი გყავს, მეორე ჩერქეზი - მეთქი" - რატომ იყო ჩასული მოსკოვში დათო ტურაშვილი?

მწე­რალ­მა დათო ტუ­რაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფო­რუ­ლას " ეთერ­ში ისა­უბ­რა, თუ რა­ტომ იყო 2008 წლის ომის შემ­დეგ მოს­კოვ­ში ჩა­სუ­ლი და ასე­ვე გა­იხ­სე­ნა რუს რე­ჟი­სორ ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვ­თან მწვა­ვე დი­ა­ლო­გიც.

მისი თქმით, მოს­კოვ­ში ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის შვი­ლის ნათ­ლო­ბა­ზე იყო მიწ­ვე­უ­ლი, სა­დაც შეხ­ვდა მი­ხალ­კოვს, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის სი­მამ­რი იყო.

"მი­თხრეს, რომ რო­მე­ლი­ღაც სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ჩემი მოს­კოვ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო. არ მგო­ნია, ამ სა­ა­გენ­ტოს ბო­რო­ტი გან­ზრახ­ვით გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა...

ნამ­დვი­ლად ვარ მოს­კოვ­ში ნამ­ყო­ფი ორი მი­ზე­ზის გამო.

ჩემი წიგ­ნი "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა" ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­დო­და, რომ რუ­სეთ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო და რუ­სებს გა­ე­გოთ... ახ­ლაც მინ­და, რომ წიგ­ნი გა­მოს­ცენ რუ­სეთ­ში და ამ წიგ­ნის გამო შევ­ხვდე რუს მკი­თხვე­ლებს, რომ მათ მო­ვუყ­ვე, ავუხ­სნა, რა­ტომ არ გვინ­და ვი­ყოთ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნა­წი­ლი. ილუ­ზია არ მაქვს, რომ ამ წიგნს რომ წა­ი­კი­თხა­ვენ, ან ფილ­მს რომ ნა­ხა­ვენ, შე­ეც­ვლე­ბათ წარ­მოდ­გე­ნე­ბი. რომ რამე იმოქ­მე­დებს მათ­ზე, მაგ­რამ მა­ინც... რუ­სეთ­ში ბო­ლოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით, ფიქ­რო­ბენ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ 63 მი­ლი­ო­ნი და მუს­ლი­მა­ნუ­რი ქვე­ყა­ნა. აი, არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იცი­ან რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

კი­დევ ერთი მი­ზე­ზი იყო, რომ ნათ­ლო­ბა­ზე დამ­პა­ტი­ჟა რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა, ჩემ­მა ძვირ­ფას­მა მე­გო­ბარ­მა, ნათ­ლო­ბა­ზე უარს რო­გორ ვე­ტყო­დი. წი­თელ მო­ე­დან­ზე გა­და­ღე­ბულ ერთ ფო­ტო­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რი მეც­ვა და მე­ო­რე­ში კი - მა­ი­სურს კოტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი ეწე­რა: "ჩე­ჩენ-ვე­ჩენ". წი­თელ მო­ე­დან­ზე კი იმი­ტომ მი­ვე­დი, რომ მინ­დო­და მე­ნა­ხა აბელ ენუ­ქი­ძის დარ­გუ­ლი რა­ჭუ­ლი ფიჭ­ვე­ბი ხა­რობს ისევ თუ არა...

მოკ­ლედ, მე­ო­რე მი­ზე­ზი ჩემი "ჯინ­სე­ბის" თა­ო­ბის გა­მო­ცე­მა იყო, რო­მე­ლიც ნა­თარ­გმნი იყო და გა­მომ­ცემ­ლე­ბი უარს ამ­ბობ­დნენ გა­მო­ცე­მა­ზე. ვი­ფიქ­რე და რე­ზო­მაც მი­თხრა, რომ იქ­ნებ ამ საქ­მე­ში მი­ხალ­კო­ვი დაგ­ვხმა­რე­ბო­და, მაგ­რამ, როცა ვუ­თხა­რით, - მი­პა­სუ­ხა, - ძა­ლი­ან კარ­გად მაქვს წა­კი­თხუ­ლი შენი წიგ­ნი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ეს რუ­სეთ­ში არ გა­მო­ვი­დე­სო. ცი­ვად მი­თხრა და მეც ცი­ვად ვუ­პა­სუ­ხე. მერე ვი­ფიქ­რე, რე­ზი­კოს­თვის იქ­ნე­ბო­და უხერ­ხუ­ლი, შვი­ლის ნათ­ლო­ბი­სას, მის სი­მამ­რთან რომ ურ­თი­ერ­თო­ბა და­ძა­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ ჩემი ბრა­ლი არ იყო. მან და­ი­წყო. დიდი რე­ჟი­სო­რი კია, მაგ­რამ დიდი შო­ვი­ნის­ტია. არ გა­ჩერ­და და მეც ვუ­თხა­რი, - აი, ასე­თი შო­ვი­ნის­ტი და კავ­კა­სი­ე­ლე­ბის ასე­თი მო­ძუ­ლე რომ ხარ, იმი­ტომ დაგ­სა­ჯა ღმერ­თმა, ერთი სიძე ქარ­თვე­ლი გყავს და მე­ო­რე ჩერ­ქე­ზი - მეთ­ქი. 200 წლის წინ, თქვენ­მა გრი­ბო­ე­დოვ­მა ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გი გოგო რომ წა­იყ­ვა­ნა ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძე, აი, 200 წლის შემ­დეგ რე­ზი­კომ გა­და­გი­ხა­დათ სა­მა­გი­ე­რო, თქვე­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გი გოგო წა­მო­იყ­ვა­ნა - მეთ­ქი. გა­გიჟ­და..." - გა­იხ­სე­ნა დათო ტუ­რაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მიხალკოვს ვუთხარი, - აი, კავკასიელების მოძულე რომ ხარ, იმიტომ დაგსაჯა ღმერთმა, ერთი სიძე ქართველი გყავს, მეორე ჩერქეზი - მეთქი" - რატომ იყო ჩასული მოსკოვში დათო ტურაშვილი?

"მიხალკოვს ვუთხარი, - აი, კავკასიელების მოძულე რომ ხარ, იმიტომ დაგსაჯა ღმერთმა, ერთი სიძე ქართველი გყავს, მეორე ჩერქეზი - მეთქი" - რატომ იყო ჩასული მოსკოვში დათო ტურაშვილი?

მწერალმა დათო ტურაშვილმა ტელეკომპანია "ფორულას " ეთერში ისაუბრა, თუ რატომ იყო 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვში ჩასული და ასევე გაიხსენა რუს რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვთან მწვავე დიალოგიც.

მისი თქმით, მოსკოვში ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის შვილის ნათლობაზე იყო მიწვეული, სადაც შეხვდა მიხალკოვს, რომელიც იმჟამად გიგინეიშვილის სიმამრი იყო.

"მითხრეს, რომ რომელიღაც სააგენტომ გაავრცელა ჩემი მოსკოვში გადაღებული ფოტო. არ მგონია, ამ სააგენტოს ბოროტი განზრახვით გაევრცელებინა...

ნამდვილად ვარ მოსკოვში ნამყოფი ორი მიზეზის გამო.

ჩემი წიგნი "ჯინსების თაობა" ყველაზე მეტად მინდოდა, რომ რუსეთში გამოცემულიყო და რუსებს გაეგოთ... ახლაც მინდა, რომ წიგნი გამოსცენ რუსეთში და ამ წიგნის გამო შევხვდე რუს მკითხველებს, რომ მათ მოვუყვე, ავუხსნა, რატომ არ გვინდა ვიყოთ საბჭოთა კავშირის ნაწილი. ილუზია არ მაქვს, რომ ამ წიგნს რომ წაიკითხავენ, ან ფილმს რომ ნახავენ, შეეცვლებათ წარმოდგენები. რომ რამე იმოქმედებს მათზე, მაგრამ მაინც... რუსეთში ბოლოს ჩატარებული კვლევით, ფიქრობენ, რომ ქართველები ვართ 63 მილიონი და მუსლიმანური ქვეყანა. აი, არასწორი წარმოდგენა აქვთ საქართველოზე და საერთოდ არაფერი იციან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე.

კიდევ ერთი მიზეზი იყო, რომ ნათლობაზე დამპატიჟა რეზო გიგინეიშვილმა, ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, ნათლობაზე უარს როგორ ვეტყოდი. წითელ მოედანზე გადაღებულ ერთ ფოტოში ილია ჭავჭავაძის გამოსახულებიანი მაისური მეცვა და მეორეში კი - მაისურს კოტე ყუბანეიშვილის სიტყვები ეწერა: "ჩეჩენ-ვეჩენ". წითელ მოედანზე კი იმიტომ მივედი, რომ მინდოდა მენახა აბელ ენუქიძის დარგული რაჭული ფიჭვები ხარობს ისევ თუ არა...

მოკლედ, მეორე მიზეზი ჩემი "ჯინსების" თაობის გამოცემა იყო, რომელიც ნათარგმნი იყო და გამომცემლები უარს ამბობდნენ გამოცემაზე. ვიფიქრე და რეზომაც მითხრა, რომ იქნებ ამ საქმეში მიხალკოვი დაგვხმარებოდა, მაგრამ, როცა ვუთხარით, - მიპასუხა, - ძალიან კარგად მაქვს წაკითხული შენი წიგნი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს რუსეთში არ გამოვიდესო. ცივად მითხრა და მეც ცივად ვუპასუხე. მერე ვიფიქრე, რეზიკოსთვის იქნებოდა უხერხული, შვილის ნათლობისას, მის სიმამრთან რომ ურთიერთობა დაძაბულიყო. მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. მან დაიწყო. დიდი რეჟისორი კია, მაგრამ დიდი შოვინისტია. არ გაჩერდა და მეც ვუთხარი, - აი, ასეთი შოვინისტი და კავკასიელების ასეთი მოძულე რომ ხარ, იმიტომ დაგსაჯა ღმერთმა, ერთი სიძე ქართველი გყავს და მეორე ჩერქეზი - მეთქი. 200 წლის წინ, თქვენმა გრიბოედოვმა ჩვენი ყველაზე კარგი გოგო რომ წაიყვანა ნინო ჭავჭავაძე, აი, 200 წლის შემდეგ რეზიკომ გადაგიხადათ სამაგიერო, თქვენი ყველაზე კარგი გოგო წამოიყვანა - მეთქი. გაგიჟდა..." - გაიხსენა დათო ტურაშვილმა.