უკრაინელებმა კიევის საჰაერო სივრცეში რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა და დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
"წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! საბოლოო მონაცემებს რაკეტების რაოდენობის, ტიპისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ საჰაერო ძალები მალე გაავრცელებენ“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა დედაქალაქს Tu-95MS და Tu-160 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, სავარაუდოდ, X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. რაკეტების გაშვების შემდეგ კი დედაქალაქის თავზე სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები განათავსეს.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა დედაქალაქის დესნიანსკისა და დარნიცკის რაიონებში. დარნიცკის რაიონში თავდასხმის შედეგად ავტოფარეხის კოოპერატივის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ცნობებს,
მათივე ინფორმაციით, უკრაინამ მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს 8 ავიადარტყმა მიაყენა.
გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის კუთვნილი Orlan-10 ტიპის ორი სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.
ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ექვს ტერიტორიას, საბრძოლო მასალების ორ საცავს, საწვავი და საპოხი მასალების ორ საცავს, საარტილერიო დანადგარს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას და კიდევ ორ მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს.
კიევი და ნაცები ომში გამარჯვებას აღნიშნავენ..
უკრაინის გამარჯვებაზე და რუსეთის დამარცხებაზე ვისაუბროთ მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დ ა ი ბ რ უ ნ ე ბ ს იმას, რაც ამ ეტაპზე დაკარგულია, კერძოდ, ყირიმის ნახევარკუნძულს, ქ. დონეცკს და დონეცკის ოლქის დაკარგულ ტერიტორიებს, ქ. ლუგანსკის და ლუგანსკის ოლქის დაკარგულ ტერიტორიებს, ხერსონის ოლქის დაკარგულ ტერიტორიებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურს, ზაპოროჟიეს ოლქის დაკარგულ ტერიტორიებს, ხარკოვის ოლქის დაკარგულ ტერიტორიებს, აზოვის ზღვის იმ სანაპირო აკვატორიას, რაც 2014 წლისთვის უკრაინას ეკუთვნოდა (ე.ი. უკრაინის ტერიტორიის თითქმის 18%-20%). ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინის გამარჯვებაზე და რუსეთის მარცხზე, სხვა შემთხვევაში ეს არის სრული უსაგნო სპეკულაცია.
უკრაინელ ხალხს მინდა ვუსურვო მშვიდობა, ამ უდიდესი კატასტროფის შეჩერება, აქედან გამოწვეული ჭრილობის თანდათანობით მოშუშება და ყველა დამნაშავის დამსახურებულ პასუხისგებაში მიცემა ვინც წამოიწყო, თუ ხელი შეუწყო ამ საუკუნის ავანტიურას ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს ისინი.
თერმობირთვული ტრიადის სახელმწიფო ასე არ მარცხდება.
მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.