ავტორი:

"მათთვის, ვინც გაურკვევლობაშია და ბევრია ასეთი მესიჯი" - რატომ მალავდა ნანუკა გოგიჩაიშვილი 9 თვე ორსულობას და რას ამბობს მშობიარობის შემდგომ პერიოდზე?

"მათთვის, ვინც გაურკვევლობაშია და ბევრია ასეთი მესიჯი" - რატომ მალავდა ნანუკა გოგიჩაიშვილი 9 თვე ორსულობას და რას ამბობს მშობიარობის შემდგომ პერიოდზე?

რამდენიმე თვის წინ, ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალური ქსელიდან მოულოდნელად გაქრა. ორი დღის წინ კი ტაიმაუტის მიზეზი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გაამხილა. როგორც აღმოჩნდა, ნანუკა და ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფია კიდევ ერთი გოგონას მშობლები გახდნენ. წყვილს შვილი შტატებში შეეძინათ, სადაც უკვე თვეებია ცხოვრობენ.

ნაყოფია გოგიჩაიშვილის წყვილმა ჯვარი პანდემიის დროს დაიწერეს, 2021 წლის აგვისტოში კი პირველი შვილი აივი ნიკოლი შეეძინათ. მოდელმა ინსტაგრამის სთორიში გამომწერების რამდენიმე კითხვას უპასუხა და გაამხილა, რომ მეორე გოგონას ავა დაარქვა

- მათთვის, ვინც გაურკვევლობაშია და ბევრია ასეთი მესიჯი – ავა 12 მაისს გაჩნდა, ორსულობისა და გაჩენის შემდეგ მთელი ეს პერიოდი ვტკბებოდით ერთმანეთის სიმშვიდით. ჩვენი ოჯახის ახალი წევრი, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია, გვიყვარს. ავა ბიბლიაში სიცოცხლეს ნიშნავს, ასევე, სიბრძნესა და კეთილსინდისიერებას. ზოგადად ითვლება, რომ მეორე მშობიარობა უფრო მარტივია. მე ორივე მარტივი მქონდა, უბრალოდ ორივე დამაჩქარებლით გავაჩინე. ვხუმრობდი, ჩემს ორგანიზმს ჩემი შვილები ისეთი კომფორტულად ჰყავს მუცელში, ნებით არ უშვებს-თქო.

ნანუკას ასევე ჰკითხეს, თუ როგორ დამალა 9 თვე ორსულობა და რატომ გაიმეტა ორგანიზმი სტრესისთვის

- ვინც მიცნობს, არავის გაკვირვებია. აივის გაჩენის მომენტის დღიდან მენატრებოდა ორსულობაც და გაჩენის პროცესიც. ის ადრენალინი და გასაოცარი გრძნობა რაც განვიცადე. გამიმართლა, ვიცი, რომ ბევრნაირი ისტორიაა და მე მართლა გადაჭარბების გარეშე ძალიან ძალიან კარგი მოგონება მაქვს მშობიარობასთან. მიხარია, რომ აივის და ჰყავს მთელი ცხოვრების თანამგზავრი და ყველაზე დიდი საჩუქარი რაც ადამიანს ჰყავდეს არის მისი სისხლი და ხორცი.

რაც შეეხება სტრესს, ეს კითხვა იმ სერიიდან არის როდესაც ორსული ქალი ავადმყოფად ითვლებოდა. არც შრომისუნარიანი იყო და უნდა წოლილიყო. რა სტრესზეა საუბარი, პირველი გამოცდილება ისეთი მქონდა მზად ვიყავი მეორადაც გამეარა იგივე პროცესი. გირჩევენ და 18 თვე სავალდებულოა თავი შეიკავო ორსულობისგან, თუმცა უფრო ადრე თუ დაორსულდი არ ნიშნავს, რომ რისკის ქვეშ ხარ. მთავარია მენტალური და ფიზიკური მზაობა და არა რიცხვების თვლა საბოლოოდ რამდენი შვილი გეყოლება.