საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუმსახურებლად "გვამკობენ" მიუღებელი ეპითეტებით... მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო" - "ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლები
"დაუმსახურებლად "გვამკობენ" მიუღებელი ეპითეტებით... მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო" - "ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლები

"ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათი თქმით, სა­მარ­ცხვი­ნოა ის ფაქ­ტი, რომ კომ­პა­ნი­ას მო­ღა­ლა­ტეს უწო­დე­ბენ.

ასე­ვე კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ 2008 წლის ომის დროს "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი" იყო ერ­თა­დერ­თი ავი­ა­კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც არ შე­წყვი­ტა ფრე­ნე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა ასო­ბით უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და პო­ლი­ტი­კო­სი, რომ­ლებ­მაც მთელ მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ტრა­გე­დია.

"ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად მო­ვის­მი­ნეთ „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის“ მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ავი­ა­კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლია ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია, სრუ­ლი­ად და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად "გვამ­კო­ბენ" მი­უ­ღე­ბე­ლი ეპი­თე­ტე­ბით. ყვე­ლა­ზე გულ­სატ­კე­ნი არის ჩვენს პატ­რი­ო­ტულ გრძნო­ბებ­ზე მო­ყე­ნე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა. მო­ღა­ლა­ტე­ებს გვე­ძა­ხი­ან, რა­ტომ ფიქ­რობთ რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზეო. ყვე­ლა ამ უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბის ავ­ტო­რის გა­სა­გო­ნად გვსურს გან­ვა­ცხა­დოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბა ან მოხ­სნა, სა­ა­ვი­ა­ციო მი­მოს­ვლის შე­წყვე­ტა ან აღ­დგე­ნა რო­მე­ლი­მე ავი­ა­კომ­პა­ნი­ის პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის, ამას სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი წყვე­ტენ. ჩვენ პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ ვართ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ ვი­ღებთ. ჩვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დაკ­ვე­თა უნდა შე­ვას­რუ­ლოთ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ექ­ნე­ბათ მგზავ­რო­ბის სურ­ვი­ლი, იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებს უნდა მო­ვემ­სა­ხუ­როთ. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში დგო­მის გარ­და სხვა პო­ლი­ტი­კა ჩვენ არ გაგ­ვაჩ­ნია.

ჩვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს ომის პი­რო­ბებ­შიც ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით და მშვი­დო­ბის პი­რო­ბებ­შიც მო­ვემ­სა­ხუ­რე­ბით. „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ ის ავი­ა­კომ­პა­ნი­აა, რომ­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ახ­დენ­დნენ აფხა­ზე­თის ომის დროს ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი სო­ხუ­მი­დან ბავ­შვე­ბის, ქა­ლე­ბის, მო­ხუ­ცე­ბი­სა და დაჭ­რი­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას და გარ­დაც­ვლი­ლი მებ­რძო­ლე­ბის გად­მოყ­ვა­ნას სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად. ბევ­რი მათ­გა­ნი შე­ე­წი­რა ამ საქ­მეს. ამი­ტომ, უნა­მუ­სო­ბა, უტიფ­რო­ბა და უსა­მარ­თლო­ბაა რო­დე­საც ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტეს უწო­დებ იმ ხალ­ხს, რომ­ლებ­საც სა­ო­მარ ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და იქ გა­მო­ჩე­ნი­ლი თავ­და­დე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი აქვთ მი­ღე­ბუ­ლი.

2008 წლის ომის დროს ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი იყო ერ­თა­დერ­თი ავი­ა­კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც არ შე­წყვი­ტა ფრე­ნე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა ასო­ბით უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და პო­ლი­ტი­კო­სი, რომ­ლებ­მაც მთელ მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ტრა­გე­დია. მივ­მარ­თავთ პრო­ვი­კა­ტო­რებს, ამა­საც ქვეყ­ნის ღა­ლა­ტად აფა­სებთ?! თუმ­ცა, თქვე­ნის­თა­ნა გა­რეწ­რე­ბის­გან ესეც არ იქ­ნე­ბა გა­საკ­ვი­რი. აქვე ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ის­ში“ ამ­ჟა­მა­დაც და­საქ­მე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის მებ­რძო­ლი გმი­რე­ბი.

სა­მარ­ცხვი­ნოა, როცა ჩვენს კომ­პა­ნი­ას ვინ­მე უბე­დავს მო­ღა­ლა­ტის და­ძა­ხე­ბას!შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც კარ­გად ჩანს, რომ ამ ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ის უკან დგას ის მარ­თუ­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო­ე­თი­დან მი­ღე­ბუ­ლი გრან­ტე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად მზად არი­ან სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ.ჩვენ გვწამს ბრძე­ნი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, რო­მე­ლიც სა­ღად შე­ა­ფა­სებს შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას და დად­გე­ბა სი­მარ­თლის მხა­რეს. სი­მარ­თლე კი ერ­თია - „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ იყო, არის და იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის სამ­სა­ხურ­ში მდგო­მი ავი­ა­კომ­პა­ნია.მო­ვუ­წო­დებთ პო­ლი­ტი­კას მიტ­მას­ნილ და ორ გრო­შ­ზე და­გე­შილ ავა­ზა­კებს, ჩვენ მტრის არ­ტი­ლე­რი­ას, ტან­კებ­სა და სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვებს არ შე­ვუ­ში­ნე­ბი­ვართ და მი­თუ­მე­ტეს ვერ შეგ­ვა­ში­ნე­ბენ თქვე­ნის­თა­ნა კო­მი­კუ­რი არა­რა­ო­ბე­ბი. ავი­ა­კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ არც კი გა­ი­ფიქ­როთ რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცია, თო­რემ მი­ი­ღებთ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უმ­კაც­რეს პა­სუხს. ავი­ა­კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 20 მა­ი­სი­დან, ყვე­ლა სა­ჭი­რო ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ი­წყებს პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დრაკულა
1

ვინმემ ხომ არ იცით, მოსკოვიდან ევროპის მიმწრთულებით სრულდება თუ არა ფრენები?

გიორგი
1

მთავარი კითხვა ისაა, თუ რატომ გააუქმა პუტინმა ვიზები? ცხადია, რომ აქედან რაღაც პოლიტიკურ სარგებელს ელის. ანუ, ეს ამბავი საქართველოსთვის საზიანოდაა გამიზნული. რა უნდა ჰქნას საქართველოს მთავრობამ? მართლა ეროვნული მთავრობა რომ გვყავდეს, იმან? ასე მგონია, რომ პირველ რიგში უნდა გამოიკვლიოს რა მოქმედება შეიძლება გახდეს დასავლური სანქციების სამიზნე და შედეგი გაასაჯაროოს. აგრეთვე, უნდა გააძლიეროს კონდრდაზვერვა, რაც უჩუმრად ხდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დაუმსახურებლად "გვამკობენ" მიუღებელი ეპითეტებით... მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო" - "ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლები

"დაუმსახურებლად "გვამკობენ" მიუღებელი ეპითეტებით... მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო" - "ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლები

"ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ მათ წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიმდინარეობს. მათი თქმით, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ კომპანიას მოღალატეს უწოდებენ.

ასევე კომპანიაში განმარტავენ, რომ 2008 წლის ომის დროს "ჯორჯიან ეარვეისი" იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელმაც არ შეწყვიტა ფრენები და საქართველოში ჩამოიყვანა ასობით უცხოელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს ქართველი ხალხის იმჟამინდელი ტრაგედია.

"ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად მოვისმინეთ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

ავიაკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულია ბინძური კამპანია, სრულიად დაუმსახურებლად "გვამკობენ" მიუღებელი ეპითეტებით. ყველაზე გულსატკენი არის ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე მოყენებული თავდასხმა. მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო. ყველა ამ უსაფუძვლო ბრალდების ავტორის გასაგონად გვსურს განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოებს შორის სავიზო რეჟიმის დაწესება ან მოხსნა, საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა ან აღდგენა რომელიმე ავიაკომპანიის პრეროგატივა არ არის, ამას სახელმწიფოები წყვეტენ. ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვართ, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთა უნდა შევასრულოთ და საქართველოს მოქალაქეებს რა მიმართულებით ექნებათ მგზავრობის სურვილი, იმ მიმართულებებს უნდა მოვემსახუროთ. ქართველი ხალხის სამსახურში დგომის გარდა სხვა პოლიტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია.

ჩვენ ქართველი ხალხის ინტერესებს ომის პირობებშიც ვემსახურებოდით და მშვიდობის პირობებშიც მოვემსახურებით. „ჯორჯიან ეარვეისი“ ის ავიაკომპანიაა, რომლის დამფუძნებლები და თანამშრომლები ახდენდნენ აფხაზეთის ომის დროს ცეცხლმოკიდებული სოხუმიდან ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და დაჭრილების ევაკუაციას და გარდაცვლილი მებრძოლების გადმოყვანას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ბევრი მათგანი შეეწირა ამ საქმეს. ამიტომ, უნამუსობა, უტიფრობა და უსამართლობაა როდესაც ქვეყნის მოღალატეს უწოდებ იმ ხალხს, რომლებსაც საომარ ოპერაციებში მონაწილეობისთვის და იქ გამოჩენილი თავდადებისთვის სახელმწიფო ჯილდოები აქვთ მიღებული.

2008 წლის ომის დროს ჯორჯიან ეარვეისი იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელმაც არ შეწყვიტა ფრენები და საქართველოში ჩამოიყვანა ასობით უცხოელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს ქართველი ხალხის იმჟამინდელი ტრაგედია. მივმართავთ პროვიკატორებს, ამასაც ქვეყნის ღალატად აფასებთ?! თუმცა, თქვენისთანა გარეწრებისგან ესეც არ იქნება გასაკვირი. აქვე ხაზგასასმელია, რომ „ჯორჯიან ეარვეისში“ ამჟამადაც დასაქმებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები.

სამარცხვინოა, როცა ჩვენს კომპანიას ვინმე უბედავს მოღალატის დაძახებას!შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ ბინძური კამპანიის უკან დგას ის მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ.ჩვენ გვწამს ბრძენი ქართველი ხალხის, რომელიც საღად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და დადგება სიმართლის მხარეს. სიმართლე კი ერთია - „ჯორჯიან ეარვეისი“ იყო, არის და იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სამსახურში მდგომი ავიაკომპანია.მოვუწოდებთ პოლიტიკას მიტმასნილ და ორ გროშზე დაგეშილ ავაზაკებს, ჩვენ მტრის არტილერიას, ტანკებსა და სამხედრო თვითმფრინავებს არ შევუშინებივართ და მითუმეტეს ვერ შეგვაშინებენ თქვენისთანა კომიკური არარაობები. ავიაკომპანიის წინააღმდეგ არც კი გაიფიქროთ რაიმე პროვოკაცია, თორემ მიიღებთ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს პასუხს. ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლები" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ავიაკომპანიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 მაისიდან, ყველა საჭირო ნებართვის მიღების შემთხვევაში, დაიწყებს პირდაპირი რეისების შესრულებას რუსეთის ფედერაციის მიმართულებით, რასაც მწვავე კომენტარები მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.