საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფლორიდაში 13 წლის გოგონას ზვიგენი დაესხა თავს
ფლორიდაში 13 წლის გოგონას ზვიგენი დაესხა თავს

აშშ-ში, ფლო­რი­დის შტატ­ში, 13 წლის გო­გო­ნას ზვი­გე­ნი და­ეს­ხა თავს. და­ახ­ლო­ე­ბით მეტრნა­ხე­ვა­რი სიგ­რძის თევზმა ელა რიდს რამ­დენ­ჯერ­მე უკბი­ნა, მაგ­რამ მო­ზარ­დის თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტმა გა­ი­მარ­ჯვა. გო­გო­ნამ ზვი­გე­ნის მო­გე­რი­ე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

რო­გორც WPTV იტყო­ბი­ნე­ბა, ელა ჩრდი­ლო­ეთ ჰა­ჩინ­სო­ნის კუნ­ძულ­ზე, ოკე­ა­ნე­ში ცუ­რავ­და, როცა მას ზვი­გე­ნი მი­ე­პა­რა.

"პირ­ვე­ლად მუ­ცელ­ში უნ­დო­და კბე­ნა, მაგ­რამ ხე­ლით მო­გე­რი­ე­ბი­სას მან მხარ­სა და თით­ზე მი­კ­ბი­ნა. შემ­დეგ უკა­ნი­დან მეცა და ფეხ­ზე მი­კ­ბი­ნა. ად­რე­ნა­ლი­ნის მო­ზღვა­ვე­ბის გამო თა­ვი­დან ტკი­ვი­ლი არც მიგ­რძნია, შოკ­ში ვი­ყა­ვი", - ჰყვე­ბა 13 წლის ელა. ამის შემ­დეგ გო­გო­ნამ ნა­პი­რის­კენ სწრა­ფად გა­ცურ­ვა მო­ა­ხერ­ხა. მე­გობ­რებ­მა მან­ქა­ნით ის შინ წა­იყ­ვა­ნეს.

ელას დე­დას, დე­ვინს თა­ვი­დან ეგო­ნა, რომ ბავ­შვე­ბი ეხუმ­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ როცა სი­ტუ­ა­ცი­ის სი­ნამ­დვი­ლე­ში დარ­წმუნ­და, შვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მას ნა­კე­რე­ბი და­ა­დეს. დე­ვი­ნი გა­ო­ცე­ბუ­ლია იმით, თუ რო­გორ მშვი­დად გა­უმკლავ­და მომ­ხდარს მისი გო­გო­ნა.

"ყველ­გან სის­ხლი იყო, ომში ნამ­ყოფს ჰგავ­და. ყვე­ლა შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და არ გვჯე­რო­და, რომ ასე­თი რამ მოხ­და. ელა სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც კი მშვი­დად და აუ­ღელ­ვებ­ლად იჯდა, ვიდ­რე პრო­ცე­დუ­რებს უტა­რებ­დნენ", - ჰყვე­ბა დე­ვი­ნი.

ელას ოჯა­ხი ჩრდ ჰა­ჩინ­სო­ნის კუნ­ძულ­ზე 20 წელ­ზე მე­ტია ცხოვ­რობს და ზვი­გე­ნე­ბი მათ­თვის უცხო არ­სე­ბებს არ წარ­მო­ად­გე­ნენ:

"ზვი­გე­ნე­ბის­თვის თვა­ლი ხში­რად მოგ­ვიკ­რავს, მაგ­რამ არას­დროს გვი­ღელ­ვია, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ეკბი­ნათ. ჩემი შვი­ლე­ბი ხში­რად ცუ­რა­ო­ბენ და სერ­ფინ­გის­თვი­საც და­დი­ან სა­ნა­პი­რო­ზე. კარ­გად იცი­ან რა ად­გი­ლებს უნდა მო­ე­რი­დონ. ჯერ კი­დევ ვერ ვი­აზ­რებ, რომ ეს მარ­თლა მოხ­და“, - ამ­ბობს მე­დი­ას­თან ელას დედა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, 13 წლის გო­გო­ნას სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აქვს და მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

წყა­რო: wptv

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საჭირო სიმართლე!!!!!
3

აქ მაწანწალა ქოფაკებს ცუგა-ცუგგას მაინც ეტყვი და დაიკუზები ქვის ასაღებად! შეაშინებ! იქ ზვიგენზე რა გასჭრის?!! თავფეხიანად ჩიჩიახარ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ფლორიდაში 13 წლის გოგონას ზვიგენი დაესხა თავს

ფლორიდაში 13 წლის გოგონას ზვიგენი დაესხა თავს

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, 13 წლის გოგონას ზვიგენი დაესხა თავს. დაახლოებით მეტრნახევარი სიგრძის თევზმა ელა რიდს რამდენჯერმე უკბინა, მაგრამ მოზარდის თვითგადარჩენის ინსტინქტმა გაიმარჯვა. გოგონამ ზვიგენის მოგერიება მოახერხა.

როგორც WPTV იტყობინება, ელა ჩრდილოეთ ჰაჩინსონის კუნძულზე, ოკეანეში ცურავდა, როცა მას ზვიგენი მიეპარა.

"პირველად მუცელში უნდოდა კბენა, მაგრამ ხელით მოგერიებისას მან მხარსა და თითზე მიკბინა. შემდეგ უკანიდან მეცა და ფეხზე მიკბინა. ადრენალინის მოზღვავების გამო თავიდან ტკივილი არც მიგრძნია, შოკში ვიყავი", - ჰყვება 13 წლის ელა. ამის შემდეგ გოგონამ ნაპირისკენ სწრაფად გაცურვა მოახერხა. მეგობრებმა მანქანით ის შინ წაიყვანეს.

ელას დედას, დევინს თავიდან ეგონა, რომ ბავშვები ეხუმრებოდნენ, მაგრამ როცა სიტუაციის სინამდვილეში დარწმუნდა, შვილი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ნაკერები დაადეს. დევინი გაოცებულია იმით, თუ როგორ მშვიდად გაუმკლავდა მომხდარს მისი გოგონა.

"ყველგან სისხლი იყო, ომში ნამყოფს ჰგავდა. ყველა შოკირებულები ვიყავით და არ გვჯეროდა, რომ ასეთი რამ მოხდა. ელა საავადმყოფოშიც კი მშვიდად და აუღელვებლად იჯდა, ვიდრე პროცედურებს უტარებდნენ", - ჰყვება დევინი.

ელას ოჯახი ჩრდ ჰაჩინსონის კუნძულზე 20 წელზე მეტია ცხოვრობს და ზვიგენები მათთვის უცხო არსებებს არ წარმოადგენენ:

"ზვიგენებისთვის თვალი ხშირად მოგვიკრავს, მაგრამ არასდროს გვიღელვია, რომ შეიძლებოდა ეკბინათ. ჩემი შვილები ხშირად ცურაობენ და სერფინგისთვისაც დადიან სანაპიროზე. კარგად იციან რა ადგილებს უნდა მოერიდონ. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ ეს მართლა მოხდა“, - ამბობს მედიასთან ელას დედა.

საბედნიეროდ, 13 წლის გოგონას სერიოზული დაზიანებები არ აქვს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: wptv

მოამზადა: ანა სიბოშვილმა