საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტით, 10,5 პროცენტამდე შეამცირა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტით, 10,5 პროცენტამდე შეამცირა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტეტ­მა 2023 წლის 10 მა­ისს მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თის (რე­ფი­ნან­სი­რე­ბის გა­ნაკ­ვე­თი) 0.5 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით შემ­ცი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თი 10.50 პრო­ცენტს შე­ად­გენს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ინფლა­ცი­ას შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცია აქვს და მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში მთლი­ა­ნი ინფლა­ცია 2.7 პრო­ცენ­ტამ­დე, ხოლო სა­ბა­ზო ინფლა­ცია 4.7 პრო­ცენ­ტამ­დე შემ­ცირ­და. ინფლა­ცი­ის კლე­ბას, დიდ­წი­ლად, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს; სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­ქონ­ლო ბაზ­რებ­ზე ფა­სე­ბი 2022 წლის შუა პე­რი­ო­დი­დან ეტა­პობ­რი­ვად იკ­ლებს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა პან­დე­მი­ამ­დელ დო­ნეს და­უ­ახ­ლოვ­და. ეს ტენ­დენ­ცი­ე­ბი, გამ­ყა­რე­ბულ გაც­ვლით კურსთან ერ­თად, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარს ეტა­პობ­რი­ვად გად­მო­ე­ცე­მა და იმ­პორ­ტი­რე­ბულ ინფლა­ცი­ას ამ­ცი­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე ინფლა­ცი­უ­რი წნე­ხი გა­ნე­იტ­რალ­და.

შე­და­რე­ბით მცი­რე ბი­ჯე­ბით იკ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი ინფლა­ცი­აც და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი შემ­ცი­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ინფლა­ცი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი კლე­ბა­დია. მიმ­დი­ნა­რე წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პროგ­ნო­ზით, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა პო­ტენ­ცი­ურ დო­ნეს­თან ახ­ლოს, 5 პრო­ცენ­ტის ფარ­გლებ­ში, იქ­ნე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ფა­სებ­ზე ერ­თობ­ლი­ვი მო­თხოვ­ნი­დან მომ­დი­ნა­რე ზე­წო­ლა ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ამას, მკაც­რი მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით დაკ­რე­დი­ტე­ბის შე­ნე­ლე­ბუ­ლი ტემ­პი და ფის­კა­ლუ­რი კონ­სო­ლი­და­ცია უწყობს ხელს. სხვა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცი­რე­ბას გა­ნაგ­რძობს, მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში მიზ­ნობ­რი­ვი დო­ნის ქვე­მოთ იქ­ნე­ბა და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში 3 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მაჩ­ვე­ნებ­ლის ირ­გვლივ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა. მა­ღა­ლი ინფლა­ცი­ის ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მოკ­ლე ვა­დით მიზ­ნობ­რივ დო­ნე­ზე მე­ტად შემ­ცი­რე­ბუ­ლი ინფლა­ცია გრძელ­ვა­დი­ა­ნი ინფლა­ცი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბის და­მა­ტე­ბით ნორ­მა­ლი­ზე­ბას შე­უ­წყობს ხელს. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი, თა­ვის მხრივ, ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

შე­სა­ბა­მი­სად, ინფლა­ცი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­სა და პროგ­ნო­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა გამ­კაც­რე­ბუ­ლი მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან ეტა­პობ­რი­ვი გა­მოს­ვლა და­ი­წყო. თუმ­ცა, აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ურ­კვევ­ლო­ბა კვლავ მა­ღა­ლია. ამ ეტაპ­ზე, ხელ­ფა­სი-ფა­სის სპი­რა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ცალ­სა­ხა ნიშ­ნე­ბი არ შე­იმ­ჩნე­ვა, თუმ­ცა პრო­დუქ­ცი­ის ერ­თე­ულ­ზე პერ­სო­ნა­ლის ხარ­ჯი გაზ­რდი­ლია, რაც შრო­მის ბაზ­რის მხრი­დან ინფლა­ცი­ურ ზე­წო­ლას კვლავ სა­ყუ­რა­დღე­ბო ფაქ­ტო­რად ტო­ვებს. ამავდრო­უ­ლად, ერთ-ერთ მთა­ვარ რის­კად რჩე­ბა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ღა­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბას მხო­ლოდ ნელი ტემ­პით გა­ნაგ­რძობს.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­სა და სა­ფი­ნან­სო ბაზ­რებს უწყვეტ რე­ჟიმ­ში აკ­ვირ­დე­ბა და ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მის ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა ინ­სტრუ­მენტს გა­მო­ი­ყე­ნებს - აღ­ნიშ­ნუ­ლია სებ-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის შემ­დე­გი სხდო­მა 2023 წლის 21 ივ­ნისს ჩა­ტარ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ჩინეთში 2 %-ა, როგორა და იაფია იქ ფული! იმპანწკილურად, კი! არამად იქ დეპოზიტზე მკვდარი ფულით ვერ აშენდები, აქა კი! ცხადია, თუ იმპანწკილიზმის აპოსტოლი ხარ, ნაცებივით, ისე ვერა! ნაცთ შემოქმედებაა ესა, სააკოვმა ჩაუყარა საფუძველი გოცრუიძის იდეით და ბენდუქიძეს დაბრალდა! 

dato
2

გამოვლენ ეხლა ჩვენი სულგაყიდული "ექსპერტები" და განაცხადებენ , რომ ეს კატასტროფაა

ავტორი:

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტით, 10,5 პროცენტამდე შეამცირა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტით, 10,5 პროცენტამდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს.

"საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის აპრილში მთლიანი ინფლაცია 2.7 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4.7 პროცენტამდე შემცირდა. ინფლაციის კლებას, დიდწილად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს ტენდენციები, გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი განეიტრალდა.

შედარებით მცირე ბიჯებით იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში მისი შემცირება გაგრძელდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინფლაციური მოლოდინები კლებადია. მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება.

შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.

შესაბამისად, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაზრდილია, რაც შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. ამავდროულად, ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდება.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"