მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
... ბურთის მიმწოდებელი, პატარა ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ დიდი ფეხბურთის კარს "შეამტვრევს" - თვითმხილველის რეპორტაჟი უდინედან
... ბურთის მიმწოდებელი, პატარა ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ დიდი ფეხბურთის კარს "შეამტვრევს" - თვითმხილველის რეპორტაჟი უდინედან

E' succies' - "ეს მოხ­და" (ნე­ა­პო­ლურ დი­ა­ლექ­ტზე). დიახ, ეს მარ­თლა მოხ­და: 33-წლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. 2022/23 წლე­ბის სე­ზო­ნის იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნი 5 ტუ­რით ადრე გახ­და ცნო­ბი­ლი.

სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში, კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნის დე­და­ქა­ლაქ ნე­ა­პოლ­ში ნა­ნატრ "სკუ­დე­ტოს" ზე­ი­მო­ბენ. "ნა­პო­ლი" მე­სა­მედ გახ­და იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნი. კლუ­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, არ­გენ­ტი­ნე­ლი ლე­გენ­დის, დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას გა­რე­შე, მე­ოც­ნე­ბე ახალ­გაზ­რდე­ბის "ბან­დამ" ახა­ლი ის­ტო­რია და­წე­რა.

ქარ­თვე­ლი გა­რე­მარ­ბი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, კახა კა­ლა­ძის შემ­დეგ რი­გით მე­ო­რე ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც იტა­ლი­უ­რი ფეხ­ბურ­თის იტო­რი­ა­ში ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ე­წე­რა ჩემ­პი­ონ­თა რი­გებ­ში.

მა­ნამ­დე ყვე­ლას­თვის უც­ნო­ბი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლავ­ბი­ჭუ­ნა ნე­ა­პო­ლე­ლე­მა ქო­მა­გებ­მა სა­დე­ბი­უ­ტო სე­ზონ­ში ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დის, მა­რა­დო­ნას "სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რედ" პირ­ვე­ლი­ვე თვე­ებ­ში აღი­არს და მისი სა­ფეხ­ბურ­თო ქა­რიზ­მა კა­რა­ვა­ჯოს შე­დევ­რებს გა­უ­ტო­ლეს...

  • მე­ო­რე რა­უნ­დი, მი­სია სკუ­დე­ტო!

უდი­ნეს ქუ­ჩე­ბი და "ფრი­უ­ლის" სტა­დი­ო­ნი, რო­მელ­საც "დაჩა არე­ნაც" ჰქვია, სა­მუ­და­მოდ შე­მო­ი­ნა­ხა­ვენ "ნა­პო­ლის" რი­გით მე­სა­მე სკუ­დე­ტოს მიერ გა­მოწ­ვე­ულ ემო­ცი­ებს, ცრემ­ლებს, აღ­ტკი­ნე­ბას, სურ­ვილს, რომ მო­ე­დან­ზე შე­ვარ­დე, ფეხ­ბურ­თე­ლებს ზე­იმ­ში ჩა­ე­ზი­ა­რო და უბ­რა­ლოდ იგ­რძნო, რომ სი­ხა­რუ­ლის­გან გა­გიჟ­დი.

თით­ქოს თვე­ე­ბის წინ უკვე ყვე­ლა­ნი შევ­თან­ხმდით, რომ წელს იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნი უკვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია. თით­ქოს აღა­რა­ფე­რი გაგ­ვა­ო­ცებ­და, მაგ­რამ სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მა­თე­მა­ტი­კუ­რად ქუ­ლე­ბის თვლა ნერ­ვებ­ზე თა­მა­შობ­და. მხო­ლოდ ერთი ქულა წყვეტ­და ოც­ნე­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვას - ქულა, რო­მე­ლიც "უდი­ნე­ზეს" ფეხ­ბურ­თელ­მა სან­დი ლოვ­რიჩ­მა მე-13 წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლით საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნა და ზე­ი­მი კი­დევ ერთხელ გა­და­დე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გა...

მაგ­რამ გან­გე­ბამ სხვა­ნა­ი­რად გა­და­წყვი­ტა - 2023 წლის 4 მა­ი­სი, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში, კვა­რა­ცხე­ლი­ე­ბის ოჯახ­ში და სრუ­ლი­ად კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც დღე, რო­მე­ლიც არა­სო­დეს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, როცა ტოს­კა­ნელ­მა მწვრთნელ­მა 22 აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი მე­ოც­ნე­ბის­გან იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნე­ბი "გა­მო­ძერ­წა"...

"ნა­პო­ლი" სკუ­დე­ტოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­სა­ფორ­მებ­ლად უდი­ნე­ში ად­გი­ლობ­რივ კლუბს შე­ე­ჭი­და. ემო­ცი­ე­ბის ფონ­ზე, ლოვ­რი­ჩის გოლს "ნა­პო­ლის" შემ­ტევ­მა ხაზი 52-ე წუთ­ზე ჯერ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დარ­ტყმუ­ლით უპა­სუ­ხებს, რო­მელ­საც მე­კა­რე მარ­კო სილ­ვესტრი მო­ი­გე­რი­ებს და და­მა­ტე­ბა­ზე ნი­გე­რი­ე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი, ვი­ტორ ოსი­მე­ნი გა­ი­ტანს და იმ ნა­ნატრ ერთ ქუ­ლას რე­ა­ლო­ბად აქ­ცევს.

  • ბურ­თის მიმ­წო­დე­ბე­ლი ბიჭი

შეხ­ვედ­რის 33-ე წუთ­ზე, ერთ-ერთი სა­თა­მა­შო ეპი­ზო­დი­სას, ბურ­თი მო­ედ­ნის ხაზს კვეთს. კვა­რაც იქ­ვეა. ბურ­თის მიმ­წო­დე­ბე­ლი ბი­ჭუ­ნა ხვი­ჩას ბურთს უმალ და­უბ­რუ­ნებს და უცებ აწ გარ­დაც­ვლი­ლი ფო­ტოგ­რა­ფის, ბად­რი კე­თი­ლა­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო მახ­სენ­დე­ბა, რო­მელ­ზეც "კვა­რა" გამ­ჭო­ლი და ღრმა მზე­რით "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" უფ­რო­სი თა­ო­ბის მო­თა­მა­შე­თათ­ვის ბურ­თის მიმ­წო­დე­ბე­ლია.

მო­ზარ­დი ამ ფო­ტო­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ დიდი ფეხ­ბურ­თის კარს "შე­ამ­ტვრევს" და პრე­ტენ­ზი­ულ იტა­ლი­ე­ლებს აღაფრ­თო­ვა­ნებს. ოც­ნე­ბე­ბით სავ­სე თვა­ლე­ბით, ერთი ამო­სუნ­თქვით და­ი­პყრობს ყვე­ლას გუ­ლებს. იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნო­ბას თვე­ე­ბით ადრე და­ი­ბე­ვებს და მე­ტო­ქე­ებს გონ­ზე მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც კი არ მის­ცემს... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

... ბურთის მიმწოდებელი, პატარა ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ დიდი ფეხბურთის კარს "შეამტვრევს" - თვითმხილველის რეპორტაჟი უდინედან

... ბურთის მიმწოდებელი, პატარა ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ დიდი ფეხბურთის კარს "შეამტვრევს" - თვითმხილველის რეპორტაჟი უდინედან

E' succies' - "ეს მოხდა" (ნეაპოლურ დიალექტზე). დიახ, ეს მართლა მოხდა: 33-წლიანი მოლოდინი დასრულებულია. 2022/23 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონი 5 ტურით ადრე გახდა ცნობილი.

სამხრეთ იტალიაში, კამპანიის რეგიონის დედაქალაქ ნეაპოლში ნანატრ "სკუდეტოს" ზეიმობენ. "ნაპოლი" მესამედ გახდა იტალიის ჩემპიონი. კლუბის ისტორიაში პირველად, არგენტინელი ლეგენდის, დიეგო არმანდო მარადონას გარეშე, მეოცნებე ახალგაზრდების "ბანდამ" ახალი ისტორია დაწერა.

ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძის შემდეგ რიგით მეორე ქართველია, რომელიც იტალიური ფეხბურთის იტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა ჩემპიონთა რიგებში.

მანამდე ყველასთვის უცნობი ქართველი ვარსკვლავბიჭუნა ნეაპოლელემა ქომაგებმა სადებიუტო სეზონში ფეხბურთის ლეგენდის, მარადონას "სამართალმემკვიდრედ" პირველივე თვეებში აღიარს და მისი საფეხბურთო ქარიზმა კარავაჯოს შედევრებს გაუტოლეს...

  • მეორე რაუნდი, მისია სკუდეტო!

უდინეს ქუჩები და "ფრიულის" სტადიონი, რომელსაც "დაჩა არენაც" ჰქვია, სამუდამოდ შემოინახავენ "ნაპოლის" რიგით მესამე სკუდეტოს მიერ გამოწვეულ ემოციებს, ცრემლებს, აღტკინებას, სურვილს, რომ მოედანზე შევარდე, ფეხბურთელებს ზეიმში ჩაეზიარო და უბრალოდ იგრძნო, რომ სიხარულისგან გაგიჟდი.

თითქოს თვეების წინ უკვე ყველანი შევთანხმდით, რომ წელს იტალიის ჩემპიონი უკვე გამოვლენილია. თითქოს აღარაფერი გაგვაოცებდა, მაგრამ სატურნირო ცხრილში მათემატიკურად ქულების თვლა ნერვებზე თამაშობდა. მხოლოდ ერთი ქულა წყვეტდა ოცნების რეალობად ქცევას - ქულა, რომელიც "უდინეზეს" ფეხბურთელმა სანდი ლოვრიჩმა მე-13 წუთზე გატანილი გოლით საფრთხის ქვეშ დააყენა და ზეიმი კიდევ ერთხელ გადადების საფრთხის წინაშე დადგა...

მაგრამ განგებამ სხვანაირად გადაწყვიტა - 2023 წლის 4 მაისი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში, კვარაცხელიების ოჯახში და სრულიად კამპანიის რეგიონის ისტორიაში შევიდა, როგორც დღე, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება, როცა ტოსკანელმა მწვრთნელმა 22 აღტკინებული მეოცნებისგან იტალიის ჩემპიონები "გამოძერწა"...

"ნაპოლი" სკუდეტოს ოფიციალურად გადასაფორმებლად უდინეში ადგილობრივ კლუბს შეეჭიდა. ემოციების ფონზე, ლოვრიჩის გოლს "ნაპოლის" შემტევმა ხაზი 52-ე წუთზე ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმულით უპასუხებს, რომელსაც მეკარე მარკო სილვესტრი მოიგერიებს და დამატებაზე ნიგერიელი თავდამსხმელი, ვიტორ ოსიმენი გაიტანს და იმ ნანატრ ერთ ქულას რეალობად აქცევს.

  • ბურთის მიმწოდებელი ბიჭი

შეხვედრის 33-ე წუთზე, ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდისას, ბურთი მოედნის ხაზს კვეთს. კვარაც იქვეა. ბურთის მიმწოდებელი ბიჭუნა ხვიჩას ბურთს უმალ დაუბრუნებს და უცებ აწ გარდაცვლილი ფოტოგრაფის, ბადრი კეთილაძის მიერ გადაღებული ფოტო მახსენდება, რომელზეც "კვარა" გამჭოლი და ღრმა მზერით "დინამო არენაზე" უფროსი თაობის მოთამაშეთათვის ბურთის მიმწოდებელია.

მოზარდი ამ ფოტოდან რამდენიმე წლის შემდეგ დიდი ფეხბურთის კარს "შეამტვრევს" და პრეტენზიულ იტალიელებს აღაფრთოვანებს. ოცნებებით სავსე თვალებით, ერთი ამოსუნთქვით დაიპყრობს ყველას გულებს. იტალიის ჩემპიონობას თვეებით ადრე დაიბევებს და მეტოქეებს გონზე მოსვლის შესაძლებლობასაც კი არ მისცემს... გააგრძელეთ კითხვა