Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"გაქცეული პრინცესები" - როგორ ცდილობენ ქალები დუბაის მმართველისგან თავის დაღწევას - პატიმრობა, წამება და დამცირება თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე
"გაქცეული პრინცესები" - როგორ ცდილობენ ქალები დუბაის მმართველისგან თავის დაღწევას - პატიმრობა, წამება და დამცირება თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე

"გაქ­ცე­უ­ლი პრინ­ცე­სე­ბი“ - ამ სა­თა­უ­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა გა­მო­ცე­მა New Yorker-მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტია დუ­ბა­ის მმარ­თვე­ლის, მუ­ჰა­მედ ალ მა­კტუ­მის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ჟურ­ნა­ლის­ტი ჰე­ი­დი ბლე­ი­კი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს, თუ რო­გორ ცდი­ლობ­დნენ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრინ­ცე­სე­ბი შამ­სა და ლა­ტი­ფა გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ მა­მი­სა და ოჯა­ხის­გან, სა­დაც ისი­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად, პა­ტიმ­რო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

სტა­ტი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლია გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბე­ბი და გო­გო­ნე­ბის ხან­გრძლი­ვი მზა­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მის სი­უ­ჟეტს ჰგავს. წა­მე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, აღ­ზრდის უმ­კაც­რე­სი მე­თო­დე­ბი, სა­უ­ბა­რია შე­ი­ხის ერთ-ერთ ცოლ­ზეც, პრინ­ცე­სა ჰა­ი­ა­ზე, რო­მელ­მაც გაქ­ცე­ვა შეძ­ლო. ჟურ­ნა­ლის­ტი ესა­უბ­რა დუ­ბა­ის ემი­რის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და შე­ე­ცა­და გა­ე­გო, რა ხდე­ბა ახლა ლა­ტი­ფა­სა და შამ­სას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მმარ­თვე­ლი, მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მი არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტებს იკა­ვებს. ის სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა თავი, რო­გორც პროგ­რე­სულ პო­ლი­ტი­კოსს. თა­ნამ­შრომ­ლობს და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან, მხარს უჭერს თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს, ქალ­თა უფ­ლე­ბებ­სა და გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა­ფე­რი არც ისე იდე­ა­ლუ­რად არის მა­შინ, როცა კა­მე­რე­ბი გა­მორ­თუ­ლია.

ის სას­ტი­კად ექ­ცე­ვა ქა­ლებს, ერ­თგუ­ლია კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, ხოლო ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი და ცოლი, რომ­ლე­ბიც მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობ­დნენ, ბრალს სდე­ბენ ძა­ლა­დო­ბა­ში.

მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა და კავ­ში­რი დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-თან

მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მი ნამ­დვი­ლად არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც დუ­ბაი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე მეტ­რო­პო­ლი­სად აქ­ცია. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­იქ­მნა ხე­ლოვ­ნუ­რი პალ­მის ცნო­ბი­ლი კუნ­ძუ­ლე­ბი, აშენ­და ცა­თამბჯე­ნე­ბი, მათ შო­რის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა, ბურჯ ხა­ლი­ფა (თავ­და­პირ­ვე­ლად და­გეგ­მი­ლი იყო 80 სარ­თუ­ლი, მაგ­რამ ემი­რი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ცა­თამბჯე­ნი ორ­ჯერ მა­ღა­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო - 163 სარ­თუ­ლი). მუ­ჰა­მედ­მა და­ა­არ­სა ავი­ა­კომ­პა­ნია Fly Emirates. მის მიერ გა­ტა­რე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დუ­ბაი გა­და­აქ­ცია მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თულ გა­და­ზიდ­ვის ცენ­ტრად და ნუ­ლო­ვა­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბის მქო­ნე ზო­ნად, რო­მელ­მაც მი­ი­ზი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კე­ბი და ბიზ­ნე­სი.

არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის მთავ­რო­ბამ "მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო ამე­რი­კა­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, შე­იხ­მა მუ­ჰა­მედ­მა შე­აგ­რო­ვა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დიდი პორ­ტფე­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში და შთამ­ბეჭ­და­ვი კავ­ში­რე­ბი“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში. მას თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ელი­სა­ბედ II-თან. მაკ­მუტ­მა ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო ბრი­ტა­ნულ დოღ­ში, რომ­ლის ფა­ნიც დე­დო­ფა­ლი იყო. ის ხში­რად ჩნდე­ბო­და დე­დოფ­ლის გვერ­დით, ეს­წრე­ბო­და მას­თან ერ­თად ღო­ნის­ძი­ე­ბებს, სა­დაც დე­დოფ­ლის ეტ­ლი­თაც კი გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

ქა­ლე­ბის პო­ზი­ცია და დუ­ბა­ის მმარ­თვე­ლი ოჯახ­ში

მა­კტუ­მის მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ქა­ლებს შრო­მის თა­ნა­ბა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რან­ტი­ას აძ­ლევ­და და კა­ბი­ნეტ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ცხრა ქალი ლი­დე­რი და­ნიშ­ნა. მან ქა­ლებს "ქვეყ­ნის სული და გული უწო­და", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი. თუმ­ცა, ექპერ­ტე­ბი ცვლი­ლე­ბებს ფა­სა­დურს უწო­დე­ბენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ქა­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას მა­მა­კა­ცე­ბის "მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ", არ შე­უძ­ლი­ათ მუ­შა­ო­ბა, ან ქორ­წი­ნე­ბა მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე. მა­მა­კა­ცებს შე­უძ­ლი­ათ და­ქორ­წინ­დნენ რამ­დე­ნი­მე ქალ­ზე და ცალ­მხრი­ვად გა­შორ­დნენ ცო­ლებს, მაგ­რამ ქა­ლებს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სჭირ­დე­ბათ ქორ­წი­ნე­ბის გა­სა­უქ­მებ­ლად.

"მოქ­მე­დებს წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლებს კლა­ვენ, მსხვერ­პლის ნა­თე­სა­ვებ­მა შე­ი­წყა­ლონ, რაც მკვლე­ლო­ბის და­უს­ჯე­ლად დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

პრინ­ცე­სე­ბი ლა­ტი­ფა და შამ­სა

სტა­ტი­ის მთა­ვა­რი გმი­რი შეიხ მუ­ჰა­მე­დის ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, 37 წლის პრინ­ცე­სა ლა­ტი­ფაა, რო­მელ­მაც "გა­ბე­და მა­მის გა­მოწ­ვე­ვა“. მისი ის­ტო­რია ნამ­დვილ სენ­სა­ცი­ად იქცა ჯერ კი­დევ 2018 წელს, რო­დე­საც გა­მოქ­ვეყ­ნდა მისი ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ლა­ტი­ფა სა­უბ­რობ­და, თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­და შვი­დი წელი არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი­დან გა­საქ­ცე­ვად.

ლა­ტი­ფა ათი წლის ისე გახ­და, რომ არ იცო­და, თუ დები ჰყავ­და. დე­და­მი­სი, ჰუ­რია აჰ­მედ ალ მა­ა­ში, ალ­ჟი­რე­ლი ლა­მაზ­მა­ნი იყო, რო­მელ­მაც შეიხ მუ­ჰა­მედ­ზე იქორ­წი­ნა და ოთხი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მაგ­რამ ლა­ტი­ფა სა­კუ­თარ ოჯახ­ში არ გაზ­რდი­ლა. ის და მისი უმ­ცრო­სი ძმა ჯერ კი­დევ ჩვი­ლე­ბი წა­იყ­ვა­ნეს და "მა­მის უშ­ვი­ლო დას სა­ჩუქ­რად გა­დას­ცეს“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლა­ტი­ფამ თქვა, რომ მა­მი­დის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბა "სა­ში­ნე­ლე­ბა იყო". მას ათე­უ­ლო­ბით სხვა ბავ­შვთან ერ­თად უვ­ლიდ­ნენ აღ­მზრდე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ყუ­რა­ნის და­ზე­პი­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ და თით­ქმის არა­სო­დეს უშ­ვებ­დნენ ოთა­ხე­ბი­დან.

მა­მი­და იშ­ვი­ა­თად სტუმ­რობ­და მათ და როცა მი­დი­ო­და, სას­ტი­კად ექ­ცე­ო­და. ქალი იხ­სე­ნებს, რომ ერთ დღეს მა­მი­და სა­ბავ­შვო ბაღ­ში შე­იჭ­რა და ბავ­შვებს იქამ­დე სცემ­და, სა­ნამ "მათი სხე­უ­ლე­ბი ჭრი­ლო­ბე­ბით არ და­ი­ფა­რა". ხან­და­ხან გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ ხოლ­მე ფო­ტოგ­რა­ფე­ბი, ამ დრო მას თო­ჯი­ნა­სა­ვით აც­მევ­დნენ და ფო­ტო­ებს უღებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო, რომ ამ სუ­რა­თებს დე­დას უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

პრინ­ცე­სე­ბი შამ­სა და ლა­ტი­ფა

ლა­ტი­ფას სა­კუ­თა­რი და, შამ­სა, რო­მე­ლიც მას­ზე ოთხი წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ, ბი­ძაშ­ვი­ლი ეგო­ნა და ათი წლის ასაკ­ში გა­ი­გო სი­მარ­თლე. ერთ დღეს შამ­სა მა­მი­დის სა­სახ­ლე­ში შე­იჭ­რა და უმ­ცრო­სი დის და ძმის სახ­ლში გაგ­ზავ­ნა მო­ი­თხო­ვა. "შამ­სა ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც ჩვენ­თვის იბ­რძო­და და სურ­და ჩვე­ნი ნახ­ვა. მე მას­ში დე­დას და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს ვხე­დავ­დი", - ამ­ბობ­და ლა­ტი­ფა.

რო­დე­საც შამ­სა გა­ი­ზარ­და, მან უარი თქვა იმ შე­ზღუდ­ვებ­ზე, რომ­ლებ­საც არა­ბეთ­ში ქა­ლე­ბი აწყდე­ბი­ან. მას სურ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა, მოგ­ზა­უ­რო­ბა და სწავ­ლა და "სძულ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი აბა­ი­ას ტა­რე­ბა“.

პრინ­ცე­სა შამ­სას გაქ­ცე­ვა

შამ­სამ მა­მას­თან იმის გამო იჩხუ­ბა, რომ მან კო­ლე­ჯში სწავ­ლა­ზე უარი უთხრა. ზა­ფხულ­ში, რო­დე­საც დუ­ბა­ი­ში აუ­ტან­ლად ცხე­ლა, შე­ი­ხი მუ­ჰა­მე­დი ინ­გლისს ეს­ტუმ­რა, სა­დაც მისი ერთ-ერთი ცოლი და შვი­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. სწო­რედ მა­შინ გა­იქ­ცა გო­გო­ნა, მო­ძებ­ნა ად­ვო­კა­ტი, სა­ხე­ლად პოლ სა­ი­მო­ნი, რო­მელ­საც უთხრა, რომ დუ­ბა­ის სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან გაქ­ცე­უ­ლი იყო და თავ­შე­საფ­რის თხოვ­ნა სურ­და, მაგ­რამ მა­მამ მო­ა­ხერ­ხა და ის სახ­ლში და­აბ­რუ­ნა.

ექ­ვსი თვის შემ­დეგ სა­ი­მონ­მა წე­რი­ლი მი­ი­ღო შამ­სას­გან. "მე მუდ­მი­ვად მაკ­ვირ­დე­ბი­ან, ამი­ტომ პირ­და­პირ საქ­მე­ზე გა­და­ვალ. და­მა­კა­ვეს. პოლ, მე ვიც­ნობ ამ ხალ­ხს, მათ აქვთ ბევ­რი ფული, ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ჰგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლი­ათ", - ამ­ბობ­და პრინ­ცე­სა.

მან სთხო­ვა თა­ვის ად­ვო­კატს, ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საქ­მის კურ­სში ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა არ შედ­გა და შამ­სა სახ­ლში ჩა­კე­ტი­ლი დარ­ჩა.

პრინ­ცე­სა ლა­ტი­ფას გაქ­ცე­ვა

ლა­ტი­ფამ პირ­ვე­ლად გაქ­ცე­ვა 2002 წელს სცა­და. მა­შინ 16 წლის იყო, მაგ­რამ გო­გო­ნა სა­ზღვრი­დან სახ­ლში და­აბ­რუ­ნეს. შემ­დეგ კი უდაბ­ნო­ში მდე­ბა­რე ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­კან­ში ფე­ხებ­ზე მძი­მე ჯო­ხე­ბით სცე­მეს. წა­მე­ბა ხუთ სა­ათს გაგ­რძელ­და, მას სი­ა­რუ­ლი არ შე­ეძ­ლო, სა­პირ­ფა­რე­შოს გვერ­დით მდე­ბა­რე ონ­კა­ნი­დან წყლის და­სა­ლე­ვად ია­ტაკ­ზე ხოხ­ვით უნდა მი­სუ­ლი­ყო. ლა­ტი­ფამ ტყვე­ო­ბა­ში ცა­მე­ტი თვე გა­ა­ტა­რა: "თხელ, სის­ხლი­ან ლე­იბ­ზე მე­ძი­ნა იმა­ვე ტან­საც­მლით, რაც გაქ­ცე­ვი­სას მეც­ვა. არც სა­პო­ნი მქონ­და და არც კბი­ლის ჯაგ­რი­სი. ხან­და­ხან რამ­დე­ნი­მე დღე შუქი ქრე­ბო­და. მე უფრო ცუ­დად მექ­ცე­ოდ­ნენ, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ ცხო­ველს,” - თქვა ქალ­მა.

2003 წლის ივ­ლის­ში საკ­ნი­დან გა­მო­ათ­რი­ეს, მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და სახ­ლში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც "დედა ისე შეხ­ვდა, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა“. გა­მო­ცე­მა წერს, რომ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ლა­ტი­ფა "დღე­ში ხუთ­ჯერ იღებ­და შხაპს“, ბო­ლოს "აფეთ­ქდა“ და სკან­და­ლი მო­ა­წყო, რად­გან ოჯახს ასეთ მო­პყრო­ბას ვერ აპა­ტი­ებ­და. პრინ­ცე­სას და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს და წა­იყ­ვა­ნეს. ამის შემ­დეგ ის კი­დევ ორი ​​წელი იყო ჩა­კე­ტი­ლი. გო­გო­ნა 2005 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, 20 წლის იუ­ბი­ლემ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, სა­ნამ მისი მამა დუ­ბა­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი გახ­დე­ბო­და.

პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და შამ­საც, რო­მე­ლიც ლა­ტი­ფას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან სამ წე­ლი­წად­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შამ­სამ სამ­ჯერ სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა: ერთხელ ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა, მე­ო­რედ წამ­ლის სა­ში­ში დოზა მი­ი­ღო და მე­სა­მედ სა­კან­ში ცე­ცხლის გა­ჩე­ნა სცა­და. ის შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. როცა პა­ტიმ­რო­ბა­ში არ იყო, მას აძ­ლევ­დნენ და­მამ­შვი­დებ­ლებს და ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს, რა­მაც იგი "ზომბს და­ამ­სგავ­სა". თა­ვი­დან, რო­გორც ლა­ტი­ფა წერ­და, შამ­სას­თვის თვა­ლე­ბის გა­ხე­ლაც კი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რად­გან "დიდი ხანი იწვა სიბ­ნე­ლე­ში...“

ლა­ტი­ფა მე­ო­რედ 2010 წელს გა­იქ­ცა. მან დუ­ბა­ი­ში ფი­ნე­თი­დან ჩა­სუ­ლი თინა ჯა­უ­ჰი­ა­ი­ნე­ნი გა­იც­ნო, რო­მე­ლიც დუ­ბა­ი­ში საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და. მან მწვრთნელს გაქ­ცე­ვის გეგ­მე­ბი გა­უმ­ხი­ლა და ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ მას ახ­ლობ­ლე­ბი, ჯა­უ­ჰი­ა­ი­ნე­ნი დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და.

მე­ო­რე ასის­ტენ­ტად ლა­ტი­ფამ აირ­ჩია წიგ­ნის "გაქ­ცე­ვა დუ­ბა­ი­დან“ ავ­ტო­რი ერვე ჟა­უ­ბე­რი. მწე­რალ­თან ის მე­ი­ლით კონ­ტაქ­ტობ­და. თა­ვი­დან ერვე სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­და ლა­ტი­ფას პი­როვ­ნე­ბას, მაგ­რამ წე­რი­ლე­ბის სე­რი­ა­ში მან გა­ამ­ხი­ლა მისი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ ის და­თან­ხმდა დახ­მა­რე­ბას. ლა­ტი­ფას და ჟა­უ­ბერს შვიდ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ მი­მო­წე­რა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქალ­მა მას ხუ­თა­სი ათას დო­ლარ­ზე მეტი გა­უგ­ზავ­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ, ის და ჟა­უ­ბე­რი შე­თან­ხმდნენ, რომ აშშ-ის დრო­შის ქვეშ მყო­ფი იახ­ტით გა­იქ­ცე­ოდ­ნენ. 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში ლა­ტი­ფამ და თინა ჯა­უ­ჰი­ა­ი­ნენ­მა ომა­ნამ­დე მი­აღ­წი­ეს და ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ვით მი­ცუ­რავ­დნენ. ინ­დო­ე­თის მახ­ლობ­ლად მათ საწ­ვა­ვი ამო­ე­წუ­რათ. რო­დე­საც იახ­ტა გოას სა­ნა­პი­როს­თან აღ­მო­ა­ჩი­ნეს, შე­ი­ხი მუ­ჰა­მე­დი ესა­უბ­რა ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნა­რენ­დრა მო­დის, რო­მე­ლიც და­თან­ხმდა, რომ დუ­ბა­ი­ში მყო­ფი ია­რა­ღის დი­ლე­რის სა­ნაც­ვლოდ, მის ქა­ლიშ­ვილს გა­დას­ცემ­და. ინ­დო­ე­თის მთავ­რო­ბამ გაგ­ზავ­ნა ნა­ვე­ბი, ვერ­ტმფრე­ნე­ბი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გუნ­დი იახ­ტა­ზე შტურ­მის­თვის და ლა­ტი­ფა სახ­ლში და­აბ­რუ­ნეს.

სა­ე­მი­რო­ებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ის ისევ ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­ი­და­ნაც და­ცულ ვი­ლა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თა­ვი­დან მო­ა­ხერ­ხა და უფ­ლე­ბადმცვე­ლებს და­უ­კავ­შირ­და, მათ უთხრა, რომ მუდ­მი­ვად და­მამ­შვი­დე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს აძ­ლევ­დნენ. თუმ­ცა შემ­დეგ, წე­რი­ლე­ბის წერა შე­წყვი­ტა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ფო­ტო­ე­ბი გა­მოჩ­ნდა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და მე­დი­ა­ში ის­ტო­რი­ე­ბით, რომ ის კარ­გად იყო. თუმ­ცა, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დად­გმუ­ლი იყო.

მუ­ჰა­მე­დის ცოლი, პრინ­ცე­სა ჰაია

წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გაქ­ცე­ვის შემ­დეგ, პრინ­ცე­სა ლა­ტი­ფა ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მნახ­ვე­ლის გა­რე­შე ცხოვ­რობ­და. "ოქ­როს გა­ლი­ის" პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი იყო პრინ­ცე­სა ჰაია, შეიხ მუ­ჰა­მე­დის "უმ­ცრო­სი ცოლი". მას თან ახ­ლდა მერი რო­ბინ­სო­ნი, გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ყო­ფი­ლი უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი და ირ­ლან­დი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი. პრინ­ცე­სა ჰა­ი­ამ ლა­ტი­ფას სა­ჩუქ­რე­ბი მო­უ­ტა­ნა და და­არ­წმუ­ნა, რომ მე­დი­ის­თვის რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­და­ე­ღო, რათა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, რომ კარ­გად იყო, რის შემ­დე­გაც ლა­ტი­ფამ თავი "მო­ტყუ­ე­ბუ­ლად" იგ­რძნო.

ამ ვი­ზი­ტი­დან მა­ლე­ვე, პრინ­ცე­სა ჰა­ი­ამ თა­ვად გა­და­წყვი­ტა მუ­ჰა­მე­დის­გან გაქ­ცე­უ­ლი­ყო. 2019 წლის აპ­რილ­ში, ქმარ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ქალს რო­მა­ნი ჰქონ­და დაც­ვის წევრთან. ამის შემ­დეგ იგი ლონ­დონ­ში ორ შვილ­თან ერ­თად გა­იქ­ცა და იმა­ვე წლის ივ­ლის­ში წა­მო­ი­წყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი შე­ი­ხის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­სა­მარ­თლო­ში მან და­ა­სა­ხე­ლა შე­ი­ხის არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა შამ­სას და ლა­ტი­ფას მი­მართ, რო­გორც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და ისა­უბ­რა საფრ­თხე­ზე, რო­მე­ლიც მას ემუქ­რე­ბო­და.

ჰაია ამ­ბობ­და, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად სჯე­რო­და ქმრის, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ ლა­ტი­ფა გა­და­არ­ჩი­ნა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გაქ­ცე­ვის­გან, რომ­ლებ­საც მის­გან მხო­ლოდ მისი ფული უნ­დო­დათ. ად­ვო­კა­ტე­ბი შე­ე­ცად­ნენ შამ­სა და ლა­ტი­ფა ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად ბრი­ტა­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში და­ე­ბა­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ თა­ვად დებს არ სურ­დათ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მათი ოჯა­ხის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა.

2020 წლის მარ­ტში, ბრი­ტა­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ შე­იხ­მა გა­მო­ი­ყე­ნა "მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად“, რომ გა­ი­ტა­ცა და და­ა­პა­ტიმ­რა სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი, ხოლო ცოლს მუდ­მი­ვად ემუქ­რე­ბო­და და აში­ნებ­და. მუ­ჰა­მე­დი ამ­ტკი­ცებ­და, რომ დას­კვნე­ბი ცალ­მხრი­ვი იყო.

სა­სა­მარ­თლომ შეიხ მუ­ჰა­მედს ჰა­ი­ას­თვის 550 მი­ლი­ონ ფუნტზე მე­ტის გა­დახ­და და­ა­კის­რა, აუკ­რძა­ლა მას შვი­ლე­ბის ნახ­ვა. პრინ­ცე­სა ჰა­ი­ას, სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და, რომ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი­ყო. ამ ამ­ბავ­ში, მისი ძმა - იორ­და­ნი­ის მეფე, დის პო­ზი­ცი­ას იჭერ­და. სა­სა­მარ­თლო და­ვის შემ­დეგ, დე­დო­ფალ­მა ელი­სა­ბედ II-მ დოღ­ზე აღარ მი­იწ­ვია შე­ი­ხი მუ­ჰა­მე­დი, არა­და მუ­ჰა­მე­დის დას­წრე­ბა უკვე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრა­დი­ცი­ად იყო ქცე­უ­ლი.

ნაკ­ლე­ბად იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა შეიხ მუ­ჰა­მე­დის უფ­რო­სი ძმის, მა­კტუმ იბნ რა­შიდ ალ მა­კტუ­მის ცოლი, 34 წლის შე­ი­ხა ბუშ­რა. ის ქმარ­ზე ოც­და­ა­თი წლით უმ­ცრო­სი იყო, ქორ­წი­ნე­ბა მო­ბეზ­რდა და გა­და­წყვი­ტა მხატ­ვა­რი გამ­ხდა­რი­ყო, ამ­ჯო­ბი­ნა დიდი დრო გა­ე­ტა­რე­ბი­ნა ლონ­დონ­ში და გულ­წრფე­ლად ისა­უბ­რა თა­ვის ემან­სი­პი­რე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე, სურ­და ქა­ლე­ბი შე­ზღუდ­ვე­ბის­გან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში. "მინ­და, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლებს ჰქონ­დეთ გამ­ბე­და­ო­ბა, აჩ­ვე­ნონ ის, რისი უნა­რიც აქვთ“, - თქვა მან ჟურ­ნალ Hello!-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, ქალი იძუ­ლე­ბით და­აბ­რუ­ნეს დუ­ბა­ი­ში, ვი­ლა­ში ჩა­კე­ტეს და და­მამ­შვი­დებ­ლებს აძ­ლევ­დნენ. რო­დე­საც შე­ი­ხას ქმა­რი გარ­და­იც­ვა­ლა, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქა­ლიც და­ი­ღუ­პა - რო­გორც ლა­ტი­ფა ამ­ტკი­ცებ­და, შე­ი­ხა მა­მის ბრძა­ნე­ბით ჩა­ქო­ლეს. შეიხ მუ­ჰა­მე­დის ად­ვო­კა­ტე­ბი ამ ბრალ­დე­ბებს უარ­ყო­ფენ.

რა ხდე­ბა ახლა პრინ­ცე­სა შამ­სას თავს, არის თუ არა ის სა­ერ­თოდ ცო­ცხა­ლი, უც­ნო­ბია. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი პრინ­ცე­სა ლა­ტი­ფას ვერ და­უ­კავ­შირ­და. "ექთან­მა, რო­მე­ლიც შამ­სას­თან ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, მი­თხრა, რომ ლა­ტი­ფა სა­კუ­თარ სახ­ლში ცხოვ­რობს, არ ატა­რებს ტრა­დი­ცი­ულ სა­მოსს.

"ვფიქ­რობ, ის რა­ღა­ცა­ზე შე­უ­თან­ხმდა მა­მას და ახლა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას მარ­თავს", - თქვა ექთან­მა. მი­სი­ვე თქმით, წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რა და­ე­მარ­თა პრინ­ცე­სა შამ­სას და რო­გო­რია მისი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საჭირო სიმართლე!!!!!
1

ტელევიზორში უცინიან შეიხები ურვადით ნაყიდებს! იქ ქალიც და ყველაფერი ნივთია!!!!

გამოხმაურება
6

ბერია ყოფილა....

ავტორი:

"გაქცეული პრინცესები" - როგორ ცდილობენ ქალები დუბაის მმართველისგან თავის დაღწევას - პატიმრობა, წამება და დამცირება თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე

"გაქცეული პრინცესები" - როგორ ცდილობენ ქალები დუბაის მმართველისგან თავის დაღწევას - პატიმრობა, წამება და დამცირება თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე

"გაქცეული პრინცესები“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გამოცემა New Yorker-მა საგამოძიებო სტატია დუბაის მმართველის, მუჰამედ ალ მაკტუმის ქალიშვილების შესახებ.

ჟურნალისტი ჰეიდი ბლეიკი დეტალურად აღწერს, თუ როგორ ცდილობდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში პრინცესები შამსა და ლატიფა გაქცეულიყვნენ მამისა და ოჯახისგან, სადაც ისინი ფაქტობრივად, პატიმრობაში ცხოვრობდნენ.

სტატიაში განხილულია გაქცევის მცდელობები და გოგონების ხანგრძლივი მზადება თავისუფლებისთვის. ეს ყველაფერი თითქოს ჰოლივუდის ფილმის სიუჟეტს ჰგავს. წამება, შეურაცხყოფა, აღზრდის უმკაცრესი მეთოდები, საუბარია შეიხის ერთ-ერთ ცოლზეც, პრინცესა ჰაიაზე, რომელმაც გაქცევა შეძლო. ჟურნალისტი ესაუბრა დუბაის ემირის ოჯახთან დაახლოებულ ადამიანებს და შეეცადა გაეგო, რა ხდება ახლა ლატიფასა და შამსასთან დაკავშირებით.

მმართველი, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის პოსტებს იკავებს. ის საჯარო სივრცეში ყოველთვის ცდილობდა დაემკვიდრებინა თავი, როგორც პროგრესულ პოლიტიკოსს. თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებთან, მხარს უჭერს თანამედროვე ტენდენციებს, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას. მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი არც ისე იდეალურად არის მაშინ, როცა კამერები გამორთულია.

ის სასტიკად ექცევა ქალებს, ერთგულია კონსერვატიული შეხედულებების, ხოლო ქალიშვილები და ცოლი, რომლებიც მისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, ბრალს სდებენ ძალადობაში.

მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის დამსახურება და კავშირი დედოფალ ელისაბედ II-თან

მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი ნამდვილად არის ადამიანი, რომელმაც დუბაი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე მეტროპოლისად აქცია. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ხელოვნური პალმის ცნობილი კუნძულები, აშენდა ცათამბჯენები, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, ბურჯ ხალიფა (თავდაპირველად დაგეგმილი იყო 80 სართული, მაგრამ ემირი ამტკიცებდა, რომ ცათამბჯენი ორჯერ მაღალი უნდა ყოფილიყო - 163 სართული). მუჰამედმა დააარსა ავიაკომპანია Fly Emirates. მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა საბოლოო ჯამში, დუბაი გადააქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ გადაზიდვის ცენტრად და ნულოვანი გადასახადების მქონე ზონად, რომელმაც მიიზიდა საერთაშორისო ბანკები და ბიზნესი.

არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობამ "მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში, შეიხმა მუჰამედმა შეაგროვა უძრავი ქონების დიდი პორტფელი მთელ მსოფლიოში და შთამბეჭდავი კავშირები“, - ნათქვამია სტატიაში. მას თბილი ურთიერთობა ჰქონდა ელისაბედ II-თან. მაკმუტმა ასობით მილიონი ფუნტის ინვესტიცია ჩადო ბრიტანულ დოღში, რომლის ფანიც დედოფალი იყო. ის ხშირად ჩნდებოდა დედოფლის გვერდით, ესწრებოდა მასთან ერთად ღონისძიებებს, სადაც დედოფლის ეტლითაც კი გადაადგილდებოდა.

ქალების პოზიცია და დუბაის მმართველი ოჯახში

მაკტუმის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც ქალებს შრომის თანაბარი ანაზღაურების გარანტიას აძლევდა და კაბინეტში თანამდებობაზე ცხრა ქალი ლიდერი დანიშნა. მან ქალებს "ქვეყნის სული და გული უწოდა", - წერს ჟურნალისტი. თუმცა, ექპერტები ცვლილებებს ფასადურს უწოდებენ. სინამდვილეში, ქალები აგრძელებენ ცხოვრებას მამაკაცების "მზრუნველობის ქვეშ", არ შეუძლიათ მუშაობა, ან ქორწინება მათი ნებართვის გარეშე. მამაკაცებს შეუძლიათ დაქორწინდნენ რამდენიმე ქალზე და ცალმხრივად გაშორდნენ ცოლებს, მაგრამ ქალებს სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდებათ ქორწინების გასაუქმებლად.

"მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, მამაკაცები, რომლებიც ქალებს კლავენ, მსხვერპლის ნათესავებმა შეიწყალონ, რაც მკვლელობის დაუსჯელად დარჩენის საშუალებას იძლევა", - წერს ჟურნალისტი.

პრინცესები ლატიფა და შამსა

სტატიის მთავარი გმირი შეიხ მუჰამედის ერთ-ერთი ქალიშვილი, 37 წლის პრინცესა ლატიფაა, რომელმაც "გაბედა მამის გამოწვევა“. მისი ისტორია ნამდვილ სენსაციად იქცა ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მისი ვიდეოები, სადაც ლატიფა საუბრობდა, თუ როგორ ემზადებოდა შვიდი წელი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან გასაქცევად.

ლატიფა ათი წლის ისე გახდა, რომ არ იცოდა, თუ დები ჰყავდა. დედამისი, ჰურია აჰმედ ალ მააში, ალჟირელი ლამაზმანი იყო, რომელმაც შეიხ მუჰამედზე იქორწინა და ოთხი შვილი შეეძინა. მაგრამ ლატიფა საკუთარ ოჯახში არ გაზრდილა. ის და მისი უმცროსი ძმა ჯერ კიდევ ჩვილები წაიყვანეს და "მამის უშვილო დას საჩუქრად გადასცეს“. მოგვიანებით, ლატიფამ თქვა, რომ მამიდის სასახლეში ცხოვრება "საშინელება იყო". მას ათეულობით სხვა ბავშვთან ერთად უვლიდნენ აღმზრდელები, რომლებიც ყურანის დაზეპირებას აიძულებდნენ და თითქმის არასოდეს უშვებდნენ ოთახებიდან.

მამიდა იშვიათად სტუმრობდა მათ და როცა მიდიოდა, სასტიკად ექცეოდა. ქალი იხსენებს, რომ ერთ დღეს მამიდა საბავშვო ბაღში შეიჭრა და ბავშვებს იქამდე სცემდა, სანამ "მათი სხეულები ჭრილობებით არ დაიფარა". ხანდახან გამოჩნდებოდნენ ხოლმე ფოტოგრაფები, ამ დრო მას თოჯინასავით აცმევდნენ და ფოტოებს უღებდნენ. მოგვიანებით გაიგო, რომ ამ სურათებს დედას უგზავნიდნენ.

პრინცესები შამსა და ლატიფა

ლატიფას საკუთარი და, შამსა, რომელიც მასზე ოთხი წლით უფროსი გახლდათ, ბიძაშვილი ეგონა და ათი წლის ასაკში გაიგო სიმართლე. ერთ დღეს შამსა მამიდის სასახლეში შეიჭრა და უმცროსი დის და ძმის სახლში გაგზავნა მოითხოვა. "შამსა ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ჩვენთვის იბრძოდა და სურდა ჩვენი ნახვა. მე მასში დედას და საუკეთესო მეგობარს ვხედავდი", - ამბობდა ლატიფა.

როდესაც შამსა გაიზარდა, მან უარი თქვა იმ შეზღუდვებზე, რომლებსაც არაბეთში ქალები აწყდებიან. მას სურდა ავტომობილის მართვა, მოგზაურობა და სწავლა და "სძულდა ტრადიციული აბაიას ტარება“.

პრინცესა შამსას გაქცევა

შამსამ მამასთან იმის გამო იჩხუბა, რომ მან კოლეჯში სწავლაზე უარი უთხრა. ზაფხულში, როდესაც დუბაიში აუტანლად ცხელა, შეიხი მუჰამედი ინგლისს ესტუმრა, სადაც მისი ერთ-ერთი ცოლი და შვილები ცხოვრობდნენ. სწორედ მაშინ გაიქცა გოგონა, მოძებნა ადვოკატი, სახელად პოლ საიმონი, რომელსაც უთხრა, რომ დუბაის სამეფო ოჯახიდან გაქცეული იყო და თავშესაფრის თხოვნა სურდა, მაგრამ მამამ მოახერხა და ის სახლში დააბრუნა.

ექვსი თვის შემდეგ საიმონმა წერილი მიიღო შამსასგან. "მე მუდმივად მაკვირდებიან, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. დამაკავეს. პოლ, მე ვიცნობ ამ ხალხს, მათ აქვთ ბევრი ფული, ძალაუფლება, ჰგონიათ, რომ ყველაფერი შეუძლიათ", - ამბობდა პრინცესა.

მან სთხოვა თავის ადვოკატს, ბრიტანეთის ხელისუფლება საქმის კურსში ჩაეყენებინა. გამოძიება არ შედგა და შამსა სახლში ჩაკეტილი დარჩა.

პრინცესა ლატიფას გაქცევა

ლატიფამ პირველად გაქცევა 2002 წელს სცადა. მაშინ 16 წლის იყო, მაგრამ გოგონა საზღვრიდან სახლში დააბრუნეს. შემდეგ კი უდაბნოში მდებარე ციხეში გადაიყვანეს. საკანში ფეხებზე მძიმე ჯოხებით სცემეს. წამება ხუთ საათს გაგრძელდა, მას სიარული არ შეეძლო, საპირფარეშოს გვერდით მდებარე ონკანიდან წყლის დასალევად იატაკზე ხოხვით უნდა მისულიყო. ლატიფამ ტყვეობაში ცამეტი თვე გაატარა: "თხელ, სისხლიან ლეიბზე მეძინა იმავე ტანსაცმლით, რაც გაქცევისას მეცვა. არც საპონი მქონდა და არც კბილის ჯაგრისი. ხანდახან რამდენიმე დღე შუქი ქრებოდა. მე უფრო ცუდად მექცეოდნენ, ვიდრე ნებისმიერ ცხოველს,” - თქვა ქალმა.

2003 წლის ივლისში საკნიდან გამოათრიეს, მანქანაში ჩასვეს და სახლში მიიყვანეს, სადაც "დედა ისე შეხვდა, თითქოს არაფერი მომხდარა“. გამოცემა წერს, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ, ლატიფა "დღეში ხუთჯერ იღებდა შხაპს“, ბოლოს "აფეთქდა“ და სკანდალი მოაწყო, რადგან ოჯახს ასეთ მოპყრობას ვერ აპატიებდა. პრინცესას დამამშვიდებელი საშუალება მისცეს და წაიყვანეს. ამის შემდეგ ის კიდევ ორი ​​წელი იყო ჩაკეტილი. გოგონა 2005 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს, 20 წლის იუბილემდე რამდენიმე თვით ადრე, სანამ მისი მამა დუბაის ოფიციალური მმართველი გახდებოდა.

პატიმრობაში იმყოფებოდა შამსაც, რომელიც ლატიფას გათავისუფლებიდან სამ წელიწადში გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შამსამ სამჯერ სცადა თვითმკვლელობა: ერთხელ ვენები გადაიჭრა, მეორედ წამლის საშიში დოზა მიიღო და მესამედ საკანში ცეცხლის გაჩენა სცადა. ის შიმშილობის შემდეგ გაათავისუფლეს. როცა პატიმრობაში არ იყო, მას აძლევდნენ დამამშვიდებლებს და ანტიდეპრესანტებს, რამაც იგი "ზომბს დაამსგავსა". თავიდან, როგორც ლატიფა წერდა, შამსასთვის თვალების გახელაც კი არასასიამოვნო იყო, რადგან "დიდი ხანი იწვა სიბნელეში...“

ლატიფა მეორედ 2010 წელს გაიქცა. მან დუბაიში ფინეთიდან ჩასული თინა ჯაუჰიაინენი გაიცნო, რომელიც დუბაიში საბრძოლო ხელოვნების სკოლაში მუშაობდა. მან მწვრთნელს გაქცევის გეგმები გაუმხილა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ექცეოდნენ მას ახლობლები, ჯაუჰიაინენი დახმარებას დაჰპირდა.

მეორე ასისტენტად ლატიფამ აირჩია წიგნის "გაქცევა დუბაიდან“ ავტორი ერვე ჟაუბერი. მწერალთან ის მეილით კონტაქტობდა. თავიდან ერვე სკეპტიკურად უყურებდა ლატიფას პიროვნებას, მაგრამ წერილების სერიაში მან გაამხილა მისი ცხოვრების დეტალები. საბოლოოდ ის დათანხმდა დახმარებას. ლატიფას და ჟაუბერს შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდათ მიმოწერა. ამ დროის განმავლობაში, ქალმა მას ხუთასი ათას დოლარზე მეტი გაუგზავნა.

საბოლოოდ, ის და ჟაუბერი შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის დროშის ქვეშ მყოფი იახტით გაიქცეოდნენ. 2018 წლის თებერვალში ლატიფამ და თინა ჯაუჰიაინენმა ომანამდე მიაღწიეს და ერთი კვირის განმავლობაში ნავით მიცურავდნენ. ინდოეთის მახლობლად მათ საწვავი ამოეწურათ. როდესაც იახტა გოას სანაპიროსთან აღმოაჩინეს, შეიხი მუჰამედი ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, რომელიც დათანხმდა, რომ დუბაიში მყოფი იარაღის დილერის სანაცვლოდ, მის ქალიშვილს გადასცემდა. ინდოეთის მთავრობამ გაგზავნა ნავები, ვერტმფრენები და შეიარაღებული პოლიციელების გუნდი იახტაზე შტურმისთვის და ლატიფა სახლში დააბრუნეს.

საემიროებში დაბრუნების შემდეგ, ის ისევ ციხეში აღმოჩნდა, საიდანაც დაცულ ვილაში გადაიყვანეს. თავიდან მოახერხა და უფლებადმცველებს დაუკავშირდა, მათ უთხრა, რომ მუდმივად დამამშვიდებელ საშუალებებს აძლევდნენ. თუმცა შემდეგ, წერილების წერა შეწყვიტა, მოგვიანებით მისი ფოტოები გამოჩნდა სოციალურ ქსელებში და მედიაში ისტორიებით, რომ ის კარგად იყო. თუმცა, უფლებადამცველები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო.

მუჰამედის ცოლი, პრინცესა ჰაია

წარუმატებელი გაქცევის შემდეგ, პრინცესა ლატიფა ექვსი თვის განმავლობაში მნახველის გარეშე ცხოვრობდა. "ოქროს გალიის" პირველი სტუმარი იყო პრინცესა ჰაია, შეიხ მუჰამედის "უმცროსი ცოლი". მას თან ახლდა მერი რობინსონი, გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი და ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი. პრინცესა ჰაიამ ლატიფას საჩუქრები მოუტანა და დაარწმუნა, რომ მედიისთვის რამდენიმე ფოტო გადაეღო, რათა დაედასტურებინა, რომ კარგად იყო, რის შემდეგაც ლატიფამ თავი "მოტყუებულად" იგრძნო.

ამ ვიზიტიდან მალევე, პრინცესა ჰაიამ თავად გადაწყვიტა მუჰამედისგან გაქცეულიყო. 2019 წლის აპრილში, ქმარმა აღმოაჩინა, რომ ქალს რომანი ჰქონდა დაცვის წევრთან. ამის შემდეგ იგი ლონდონში ორ შვილთან ერთად გაიქცა და იმავე წლის ივლისში წამოიწყო სასამართლო პროცესი შეიხის წინააღმდეგ. სასამართლოში მან დაასახელა შეიხის არასათანადო მოპყრობა შამსას და ლატიფას მიმართ, როგორც მტკიცებულება და ისაუბრა საფრთხეზე, რომელიც მას ემუქრებოდა.

ჰაია ამბობდა, რომ თავდაპირველად სჯეროდა ქმრის, რომელიც ამბობდა, რომ ლატიფა გადაარჩინა იმ ადამიანებთან ერთად გაქცევისგან, რომლებსაც მისგან მხოლოდ მისი ფული უნდოდათ. ადვოკატები შეეცადნენ შამსა და ლატიფა ჩვენების მისაცემად ბრიტანულ სასამართლოში დაებარებინათ, მაგრამ ოჯახის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თავად დებს არ სურდათ პროცესში მონაწილეობა და მათი ოჯახისთვის ზიანის მიყენება.

2020 წლის მარტში, ბრიტანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შეიხმა გამოიყენა "მის ხელთ არსებული ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილება კონკრეტული მიზნების მისაღწევად“, რომ გაიტაცა და დააპატიმრა საკუთარი ქალიშვილები, ხოლო ცოლს მუდმივად ემუქრებოდა და აშინებდა. მუჰამედი ამტკიცებდა, რომ დასკვნები ცალმხრივი იყო.

სასამართლომ შეიხ მუჰამედს ჰაიასთვის 550 მილიონ ფუნტზე მეტის გადახდა დააკისრა, აუკრძალა მას შვილების ნახვა. პრინცესა ჰაიას, სერიოზული მკურნალობა დასჭირდა, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო. ამ ამბავში, მისი ძმა - იორდანიის მეფე, დის პოზიციას იჭერდა. სასამართლო დავის შემდეგ, დედოფალმა ელისაბედ II-მ დოღზე აღარ მიიწვია შეიხი მუჰამედი, არადა მუჰამედის დასწრება უკვე წლების განმავლობაში ტრადიციად იყო ქცეული.

ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდა შეიხ მუჰამედის უფროსი ძმის, მაკტუმ იბნ რაშიდ ალ მაკტუმის ცოლი, 34 წლის შეიხა ბუშრა. ის ქმარზე ოცდაათი წლით უმცროსი იყო, ქორწინება მობეზრდა და გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო, ამჯობინა დიდი დრო გაეტარებინა ლონდონში და გულწრფელად ისაუბრა თავის ემანსიპირებულ შეხედულებებზე, სურდა ქალები შეზღუდვებისგან გაეთავისუფლებინა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. "მინდა, ჩემს ქვეყანაში ქალებს ჰქონდეთ გამბედაობა, აჩვენონ ის, რისი უნარიც აქვთ“, - თქვა მან ჟურნალ Hello!-თან ინტერვიუში. ამ ინტერვიუს შემდეგ, ქალი იძულებით დააბრუნეს დუბაიში, ვილაში ჩაკეტეს და დამამშვიდებლებს აძლევდნენ. როდესაც შეიხას ქმარი გარდაიცვალა, ცნობილი გახდა, რომ ქალიც დაიღუპა - როგორც ლატიფა ამტკიცებდა, შეიხა მამის ბრძანებით ჩაქოლეს. შეიხ მუჰამედის ადვოკატები ამ ბრალდებებს უარყოფენ.

რა ხდება ახლა პრინცესა შამსას თავს, არის თუ არა ის საერთოდ ცოცხალი, უცნობია. სტატიის ავტორი პრინცესა ლატიფას ვერ დაუკავშირდა. "ექთანმა, რომელიც შამსასთან ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, მითხრა, რომ ლატიფა საკუთარ სახლში ცხოვრობს, არ ატარებს ტრადიციულ სამოსს.

"ვფიქრობ, ის რაღაცაზე შეუთანხმდა მამას და ახლა საკუთარ ცხოვრებას მართავს", - თქვა ექთანმა. მისივე თქმით, წარმოდგენა არ აქვს, რა დაემართა პრინცესა შამსას და როგორია მისი მდგომარეობა.