საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ჰოლდინგი" და "მაზდა ცენტრი თეგეტა" Wings for Life World Run-ის მხარდამჭერები არიან
"თეგეტა ჰოლდინგი" და "მაზდა ცენტრი თეგეტა" Wings for Life World Run-ის მხარდამჭერები არიან

ერთი მიზ­ნით, მეტი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ საქ­ველ­მოქ­მე­დო რბე­ნას წელ­საც უერ­თდე­ბა. მა­ღა­ლი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ის გუნ­დი საქ­ველ­მოქ­მე­დო მა­რა­თონ­ში ერ­თვე­ბა მი­სი­ით - სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა­ში. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი, თა­ვის­სა­ვე ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვალ კომ­პა­ნი­ას­თან „მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტას­თან“ ერ­თად, მე­ა­თე სა­ი­უ­ბი­ლეო რბე­ნის მო­ნა­წი­ლე და პარტნი­ო­რია.

ნა­თი­კა ბერ­ძუ­ლი, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „წელს უკვე მერ­ვედ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ მსოფ­ლიო მა­რა­თონ­ში Wings for Life World Run, რო­მე­ლიც 6 კონ­ტი­ნენტს ერ­თსა და იმა­ვე დროს ერთი მი­სი­ით აერ­თი­ა­ნებს - გავ­ხა­დოთ ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა გან­კურ­ნე­ბა­დი. გვა­ხა­რებს, რომ წელს კი­დევ უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი - კა­ხეთ­ში კვი­რას, 7 მა­ისს თე­გე­ტას 200-ამდე თა­ნამ­შრო­მე­ლი ირ­ბენს მათ­თვის, ვი­საც ეს არ შე­უძ­ლია. წელს მა­რა­თონ­ში თე­გე­ტას შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტაც“ უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გარ­და, ჩვენ­თან ერ­თად, ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რი­ცაა“.

საქ­ველ­მოქ­მე­დო მა­რა­თო­ნი, სამ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ისევ კა­ხეთ­ში ბრუნ­დე­ბა. 7 მა­ისს, 15 სა­ა­თი­დან, ათა­სო­ბით მო­ნა­წი­ლე ლო­პო­ტის გა­და­სახ­ვე­ვი­დან კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დის გას­წვრივ შე­იკ­რი­ბე­ბა და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად სტარტს აი­ღებს. ზუს­ტად 30 წუთ­ში კი ფი­ნი­შის მან­ქა­ნა მათი გავ­ლი­ლი მან­ძი­ლის ასათ­ვლე­ლად და­იძ­ვრე­ბა.

წელს სა­ფი­ნი­შო მან­ქა­ნის ფუნ­ქცი­ას Mazda CX5 და Mazda CX30 მო­დე­ლე­ბი შე­ას­რუ­ლე­ბენ, რო­მელ­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში „მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტაა“. კომ­პა­ნია Wings for Life World Run-ის მხარ­დამ­ჭე­რი წელს პირ­ვე­ლად გახ­და. მის თა­ნამ­შრომ­ლებს კი უკვე წლე­ბია თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­აქვთ ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გან­კურ­ნე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბა­ში.

ნო­დარ ჭი­რა­ქა­ძე, „მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტას“ ბრენდ დი­რექ­ტო­რი: „წელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვუ­ერ­თდით მსოფ­ლიო რბე­ნას. თუმ­ცა ამ­ჯე­რად უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თეთ მა­რა­თონ­ში და Wings for Life World Run-ის პარტნი­ო­რე­ბი გავ­ხდით. რა თქმა უნდა, ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა და ამას­თა­ნა­ვე, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი „მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტა­სათ­ვის“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმე­დი გვაქვს, ამ მე-10 სა­ი­უ­ბი­ლეო წელს კი­დევ უფრო მეტი მო­ნა­წი­ლე შე­უ­ერ­თდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბას და ერ­თად შევ­ძლებთ მეტი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას“.

Wings for Life World Run სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მელ­საც უნი­კა­ლუ­რი ფორ­მა­ტი აქვს. მას­ში, პრო­ფე­სი­ო­ნალ მორ­ბე­ნა­ლებ­თან ერ­თად, მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, ასე­ვე ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მა­რა­თონს არ აქვს ფი­ნი­შის ხაზი, შე­უ­ზღუ­და­ვია დროც. მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფა­სი­ა­ნია. შე­მო­სუ­ლი თან­ხა, ასე­ვე კორ­პო­რა­ცი­უ­ლი შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბი სრუ­ლად ირი­ცხე­ბა Wings For Life-ის ფონდში, რო­მე­ლიც ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგი" და "მაზდა ცენტრი თეგეტა" Wings for Life World Run-ის მხარდამჭერები არიან

"თეგეტა ჰოლდინგი" და "მაზდა ცენტრი თეგეტა" Wings for Life World Run-ის მხარდამჭერები არიან

ერთი მიზნით, მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, „თეგეტა ჰოლდინგი“ ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო რბენას წელსაც უერთდება. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის გუნდი საქველმოქმედო მარათონში ერთვება მისიით - საკუთარი წვლილი შეიტანოს მძიმე დაავადების დამარცხებაში. ავტოინდუსტრიის ლიდერი, თავისსავე ჰოლდინგში შემავალ კომპანიასთან „მაზდა ცენტრი თეგეტასთან“ ერთად, მეათე საიუბილეო რბენის მონაწილე და პარტნიორია.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „წელს უკვე მერვედ ვმონაწილეობთ მსოფლიო მარათონში Wings for Life World Run, რომელიც 6 კონტინენტს ერთსა და იმავე დროს ერთი მისიით აერთიანებს - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. გვახარებს, რომ წელს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გამოთქვა მარათონში მონაწილეობის სურვილი - კახეთში კვირას, 7 მაისს თეგეტას 200-ამდე თანამშრომელი ირბენს მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია. წელს მარათონში თეგეტას შვილობილი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტაც“ უფრო აქტიურად ჩაერთო და, მონაწილეობის გარდა, ჩვენთან ერთად, ღონისძიების პარტნიორიცაა“.

საქველმოქმედო მარათონი, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ კახეთში ბრუნდება. 7 მაისს, 15 საათიდან, ათასობით მონაწილე ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ შეიკრიბება და მძიმე დაავადების მქონე ადამიანების დასახმარებლად სტარტს აიღებს. ზუსტად 30 წუთში კი ფინიშის მანქანა მათი გავლილი მანძილის ასათვლელად დაიძვრება.

წელს საფინიშო მანქანის ფუნქციას Mazda CX5 და Mazda CX30 მოდელები შეასრულებენ, რომელთა ოფიციალური დილერი საქართველოში „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. კომპანია Wings for Life World Run-ის მხარდამჭერი წელს პირველად გახდა. მის თანამშრომლებს კი უკვე წლებია თავიანთი წვლილი შეაქვთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „წელსაც სიამოვნებით შევუერთდით მსოფლიო რბენას. თუმცა ამჯერად უფრო აქტიურად ჩავერთეთ მარათონში და Wings for Life World Run-ის პარტნიორები გავხდით. რა თქმა უნდა, ადამიანების დახმარება და ამასთანავე, ჯანსაღი ცხოვრების წესი „მაზდა ცენტრი თეგეტასათვის“ მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, ამ მე-10 საიუბილეო წელს კიდევ უფრო მეტი მონაწილე შეუერთდება საერთაშორისო ღონისძიებას და ერთად შევძლებთ მეტი სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო სამედიცინო კვლევების დაფინანსებას“.

Wings for Life World Run საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც უნიკალური ფორმატი აქვს. მასში, პროფესიონალ მორბენალებთან ერთად, მოყვარულები, ასევე ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. მარათონს არ აქვს ფინიშის ხაზი, შეუზღუდავია დროც. მარათონში მონაწილეობა ფასიანია. შემოსული თანხა, ასევე კორპორაციული შემოწირულებები სრულად ირიცხება Wings For Life-ის ფონდში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.

NS