Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"იასამნების კეთილი დედოფალი" - ისტორია ქალისა, რომელიც 62 წელიწადია თბილისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს: "მცენარე ადამიანს ცუდი აზრებისა და მძიმე აურისგან გათავისუფლებაში ეხმარება"
"იასამნების კეთილი დედოფალი" - ისტორია ქალისა, რომელიც 62 წელიწადია თბილისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს: "მცენარე ადამიანს ცუდი აზრებისა და მძიმე აურისგან გათავისუფლებაში ეხმარება"

თბი­ლის­ში ია­სამ­ნის ყვა­ვი­ლო­ბის ხილ­ვა ყვე­ლა­ზე კარ­გად ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამი­ტო­მაც იქ ამ ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ო­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მი­სუ­ლი ხალ­ხის ნა­კა­დი არ წყდე­ბა და მუდ­მი­ვი რი­გე­ბია. ბაღ­ში დღე­ის­თვის 98 ჯი­შის ია­სა­მა­ნი ხა­რობს. მათ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია, ნონა ან­თი­ძე უვ­ლის და პატ­რო­ნობს. ქალ­ბა­ტო­ნი ნონა აგ­რო­ნო­მია, ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, დი­სერ­ტა­ცია სწო­რედ ია­სა­მან­ზე აქვს და­ცუ­ლი... მეც­ნი­ერ ქალ­ბა­ტონს "ია­სამ­ნე­ბის კე­თილ დე­დო­ფალ­საც" უწო­დე­ბენ... ის ახლა ambebi.ge -ს სტუ­მა­რია და გვიყ­ვე­ბა რო­გორც თა­ვის, ისე ია­სამ­ნე­ბის სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვე­თის ის­ტო­რი­ას...

- და­ვამ­თავ­რე სა­ქარ­თვე­ლოს სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის აგ­რო­ნო­მი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. და­უს­წრე­ბელ­ზე ვსწავ­ლობ­დი და ამი­ტომ მუ­შა­ო­ბა მი­წევ­და. ვი­მუ­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ხე­ხი­ლის სა­ნერ­გე­ებ­ში... მე­ექ­ვსე კურ­სზე ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში რომ მო­ვე­დი და მას მერე აქ ვმუ­შა­ობ. პირ­ვე­ლად მცე­ნა­რე­თა ინ­ტრო­დუქ­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი. ჩემი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლი ქსე­ნია ძლი­ე­რიშ­ვი­ლი იყო. საქ­მე მქონ­და მერ­ქნი­ან მცე­ნა­რე­თა თეს­ლებ­თან. ვაგ­რო­ვებ­დით თეს­ლებს. სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­დან თეს­ლებ­ზე მო­თხოვ­ნა მო­დი­ო­და. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი ჩვენ­გან იძენ­დნენ და ჩვენ - სხვე­ბის­გან.

- რო­მელ წელს და­ი­წყეთ ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში მუ­შა­ო­ბა?

- 1961 წელს... და­ვამ­თავ­რე თუ არა ინ­სტი­ტუ­ტი, აქ ორან­ჟე­რე­ა­ში გად­მო­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც სა­ო­ჯა­ხო მცე­ნა­რე­ე­ბი იყო. ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში არის გარ­კვე­უ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნაკ­ვე­თე­ბი, მათ შო­რი­საა, არ­ბო­რე­ტუ­მი, სა­დაც სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს და იქაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვი­მუ­შა­ვე. პა­რა­ლე­ლუ­რად ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ფიჭვნა­რიც მე­ბა­რა, სა­დაც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტყე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ხალ­ხს ასე­ვე ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და. იმ ნაკ­ვე­თებ­ში ჩემი უშუ­ა­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე ბა­ტო­ნი გი­ორ­გი მა­ნა­გა­ძე იყო, რო­მე­ლიც ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეც გახ­ლდათ - პარკ-მშე­ნებ­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სურ­ვი­ლით და მონ­დო­მე­ბით ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში შე­იქ­მნა ია­სამ­ნე­ბის სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვე­თი, სა­დაც საქ­მი­ა­ნო­ბა მე შე­მომ­თა­ვა­ზა. მახ­სოვს მკი­თხა, - ხომ არ გე­წყი­ნე­ბა, ამ სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვეთ­ზე რომ იმუ­შა­ოო? მა­ნამ­დე ია­სამ­ნებ­თან საქ­მე არას­დროს მქო­ნია. ვი­ნა­ი­დან ჩემი მხრი­და­ნაც იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბაც, შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხმდი. იმ დრო­ის­თვის ბაღ­ში რამ­დე­ნი­მე ია­სამ­ნის სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობ­და, ჯი­შე­ბი არ იყო. შემ­დეგ სა­კავ­ში­რო მას­შტა­ბით მივ­ლი­ნე­ბა­ში დავ­დი­ო­დი და სხვა­დას­ხვა რეს­პუბ­ლი­კი­დან სხვა­დას­ხვა ჯიში ჩა­მომ­ქონ­და. თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც დიდი ინ­ტე­რესს იჩენ­დნენ, მივ­ლი­ნე­ბი­დან თა­ვი­სი სურ­ვი­ლით მა­თაც ჩა­მოჰ­ქონ­დათ სი­რინ­გა­რი­უ­მის­თვის ნერ­გე­ბი. ნელ-ნელა ივ­სე­ბო­და ჩვე­ნი კო­ლექ­ცია...

- და ეს ნაკ­ვე­თი რო­მელ წელს შე­იქ­მნა?

- 1970 წელს. 1988 წელს უკვე და­ტე­რა­სე­ბუ­ლი იყო და ჯი­შე­ბი საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით გვქონ­და. ჩვენს პი­რო­ბებ­შიც კალ­მით ბევ­რი გა­ვამ­რავ­ლეთ და ჯი­შე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა­ში მოგ­ვე­მა­ტა. დღეს 98 ჯიში გვაქვს უკვე. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჯი­შე­ბი პო­ლო­ნე­თი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს. ცხა­დია, სა­ხელ­წო­დე­ბა თი­თო­ე­ულს აქვს და ყვე­ლა ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლია. ხალ­ხის მხრი­და­ნაც დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა ხოლ­მე, და­სა­ხე­ლე­ბე­ბი აინ­ტე­რე­სებთ.

ვუვ­ლით კო­ლექ­ცი­ას. რაც მთა­ვა­რია, მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, რომ გა­ვამ­დიდ­როთ... სა­ერ­თოდ, მსოფ­ლი­ო­ში ია­სა­მა­ნის 1500-ზე მეტი ჯი­შია. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას სხვა­დას­ხვა რა­ო­დე­ნო­ბა აქვს. ისე­თი უპ­რე­ტენ­ზიო მცე­ნა­რეა, რომ თით­ქმის ყველ­გან ხა­რობს...

- ამ ცოტა ხნის წინ გა­ვი­გე, რომ ერთ-ერთი ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, თურ­მე მას სა­აღ­დგო­მო მცე­ნა­რე­საც უწო­დე­ბენ, რად­გან ყო­ველ­თვის სა­აღ­დგო­მოდ ყვა­ვი­ლობს. ამას­თა­ნა­ვე ლე­გენ­და ქრის­ტეს აღ­დგო­მას და ღვთის­მშო­ბელს უკავ­შირ­დე­ბა... იმ დღეს, როცა ქრის­ტე აწა­მეს, დამ­წუხ­რე­ბულ­მა ღვთის­მშო­ბელ­მა თურ­მე მარ­ტო გავ­ლა გა­და­წყვი­ტა. ერთ-ერთი მცე­ნა­რის ძირ­ში ჩა­მოჯ­და და ჩა­ე­ძი­ნა. ეს ხე-მცე­ნა­რე არა­სო­დეს იკე­თებ­და ყვა­ვილს, მხო­ლოდ ფოთ­ლე­ბით იმო­სე­ბო­და. ხეს შე­ებ­რა­ლა და გა­და­წყვი­ტა, ღა­მის სიგ­რი­ლის­გან თა­ვი­სი ფოთ­ლე­ბით და­ე­ფა­რა. უფ­ლის დე­დამ როცა გა­იღ­ვი­ძა, ნახა, რომ ფოთ­ლებ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი. გა­ო­ცე­ბულ­მა მი­მო­ი­ხე­და და გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი მცე­ნა­რე და­ი­ნა­ხა. მი­უ­ახ­ლოვ­და და და­ლო­ცა - "ამი­ე­რი­დან მა­რად იყ­ვა­ვი­ლე და ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლით და­ატ­კბე. შენი სა­ხე­ლი იქ­ნე­ბა პას­ხა­ლია (პას­ხა აღ­დგო­მას ნიშ­ნავს ბერ­ძნუ­ლად). ია­სა­მა­ნი, ანუ პას­ხა­ლია ამი­ტომ არის აღ­დგო­მის სიმ­ბო­ლო... ლა­თი­ნუ­რად კი მას "სი­რინ­გა“ ჰქვია...

- ღვთის­მშო­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეს ლე­გენ­და არ მსმე­ნია, თუმ­ცა არის ასე­თი გად­მო­ცე­მა - ნიმ­ფა სი­რინ­გა მა­ხინჯ, რქე­ბი­ან პრინცს შე­უყ­ვარ­და. სი­რინ­გა პრინ­ცის­გან გა­იქ­ცა. ის გარ­ბო­და და პრინ­ცი უკან მის­დევ­და. სა­დაც სი­რინ­გა გა­ივ­ლი­და, იმ ად­გი­ლას ია­სამ­ნის ბუჩ­ქე­ბი ამო­დი­ო­და. არის ასე­თი ლე­გენ­დაც, რომ მზი­სა და ცი­სარ­ტყე­ლას სხი­ვე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ, სამ­ხრე­თი­დან ჩრდი­ლო­ე­თის­კენ და­იძ­რნენ, სა­დაც გა­ივ­ლიდ­ნენ და სხი­ვე­ბი სა­დაც ეცე­მო­და, იქ ია­სა­მა­ნი ამო­დი­ო­და...

- სა­ინ­ტე­რე­სოა... ბავ­შვო­ბა­ში 5-ფურ­ცლი­ან ია­სა­მანს ვე­ძებ­დით. თუ გაგ­ვი­მარ­თლებ­და და ვი­პო­ვი­დით, უნდა გა­დაგ­ვეყ­ლა­პა. რა­საც თით­ქოს რა­ღაც სი­ხა­რუ­ლი უნდა მო­ე­ტა­ნა. სხვა­თა შო­რის, დღემ­დე ვე­ძებ ხოლ­მე 5-ფურ­ცლი­ან ია­სა­მანს...

- ია­სამ­ნის მტევ­ნებ­ში სამი ჯგუ­ფი გა­მო­ი­ყო­ფა - ძლი­ე­რი ბუ­თხუ­ზა, ნა­ხევ­რად ბუ­თხუ­ზა და მარ­ტივ ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი. ზოგს ექ­ვსი და მეტი ფურ­ცე­ლიც აქვს, არის 2-რი­გი­ა­ნი გვირ­გვი­ნის ფურ­ცლე­ბი, სამ-რი­გი­ა­ნიც, არის ჩა­ხუ­ჭუ­ჭე­ბუ­ლი, კი­დე­ე­ბა­წე­უ­ლი, უკან გა­დაგ­რე­ხი­ლი, შიგ­ნით ჩახ­ვე­უ­ლი, - ყვე­ლა თა­ვი­სე­ბურ სი­ლა­მა­ზეს ქმნის. თი­თო­ე­ულს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს.

თუ მზე და­ა­ცხუ­ნებს, ია­სა­მა­ნი ერ­თბა­შად ჭკნე­ბა. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ერე­ვა. თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ტე­ბას შე­ა­ჩე­რებს, მა­შინ ყვა­ვი­ლო­ბას ახან­გრძლი­ვებს. ყვა­ვი­ლო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა მა­ინც 25 დღეა. ისე გა­ზა­ფხულს გა­აჩ­ნია, წელს მარ­ტის ბო­ლოს საკ­მაო სით­ბო იყო მცე­ნა­რე­ე­ბის­თვის და ადრე გა­იღ­ვი­ძეს. კვირ­ტებ­მა გაშ­ლა ადრე და­ი­წყო - 20 დღე კარ­გად იყ­ვა­ვი­ლეს. ახლა თი­თო­ე­უ­ლი უკვე დაყ­ვა­ვი­ლე­ბის ფა­ზა­შია... ია­სა­მა­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლად აქ შე­მიყ­ვარ­და. სო­ფე­ლი არ მქო­ნია, თბი­ლის­ში გა­ვი­ზარ­დე, ჰოდა, ამ­დე­ნი ერ­თად რომ ვნა­ხე, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... ადრე გა­ზა­ფხულ­ზე მა­ინც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სურ­ნე­ლი აქვს, - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მცე­ნა­რეა.

- ჯი­შებს ერ­თმა­ნეთ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა არ უჭირთ?

- არა, ერ­თმა­ნეთს ხელს არ უშ­ლი­ან. თუკი რა­ი­მე და­ზი­ან­დე­ბა ან რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჩნდე­ბა, ყვე­ლა ზო­მას ვი­ღებთ, რომ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ.

- 62 წელი ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა არ არის ცოტა. ეს ემო­ცი­უ­რად რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის?

- დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ბოლო დროს ჩვე­ნი ია­სამ­ნე­ბის ბაღი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ბევ­რი მნახ­ვე­ლი და დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ჰყავს. უცხო­ე­ლე­ბიც მო­დი­ან, წას­ვლი­სას მად­ლო­ბას მიხ­დი­ან. მეც მსი­ა­მოვ­ნებს მათი სტუმ­რო­ბა. იმი­ტომ არის ეს ბაღი, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღონ. ამი­ტომ ჩვენც მად­ლო­ბე­ლი ვრჩე­ბით მათი ვი­ზი­ტე­ბით. ეს სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვე­თი კი­დევ დიდ­ხანს იარ­სე­ბებს, უფრო გა­ფარ­თოვ­დე­ბა, გა­ლა­მაზ­დე­ბა და მნახ­ვე­ლე­ბიც არ მო­აკ­ლდე­ბა. აქ მე­ბა­ღეც მუ­შა­ობს, ლერი კე­რე­სე­ლი­ძე უვ­ლის, რო­მელ­საც ია­სამ­ნე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს. ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ჩვენ­მა ბუჩ­ქებ­მა კარ­გად გა­ი­ხა­როს. მუ­დამ კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი უფ­რო­სე­ბი მყავ­და და მყავს. ჩვენ დი­რექ­ტორს ჯიმ­შერ კე­რე­სე­ლი­ძეს დიდი ღვაწ­ლი მი­უ­ძღვის ამ კო­ლექ­ცი­ის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ში. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ხელს მი­წყობ­და, ია­სამ­ნე­ბის მი­მართ უყუ­რა­დღე­ბო­ბა არა­ვის გა­მო­უ­ჩე­ნია. თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლიც გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბას ავ­ლენ­და.

- იმის­თვის, რომ ია­სა­მან­მა გა­ი­ხა­როს, თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს და მნახ­ვე­ლი თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზით გა­ა­ხა­როს, რა არის სა­ჭი­რო?

- ია­სა­მანს ზა­ფხულ­ში მორ­წყვა სჭირ­დე­ბა. თუ მშრა­ლი დღე­ე­ბია, ფოთ­ლე­ბი ჭკნე­ბა და დე­კო­რა­ტი­ულ პეწს კარ­გავს. როცა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა, კვი­რა­ში სამი დღე უნდა მო­ირ­წყას. სჭირ­დე­ბა ორ­გა­ნუ­ლი და მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქე­ბი, რაც ერთი-ორ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნი­ა­დაგ­ში შე­ვი­ტა­ნოთ. სხვა ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა არ აქვს, მშვე­ნივ­რად გრძნობს თავს.

- გას­ხვლა არ უნდა?

- გა­და­ბე­რე­ბულ ბუჩ­ქს ძა­ლი­ან ასა­კო­ვანს ეძა­ხი­ან. ის სი­მაღ­ლე­ში მი­დის. სა­ჭი­როა, მისი გა­დაჭ­რა, გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა ასე 50-40 სმ-მდე. ეს პრო­ცე­დუ­რა ადრე გა­ზა­ფხულ­ზე უნდა მოხ­დეს. ხოლო რომ და­იყ­ვა­ვი­ლებს, თი­თო­ე­უ­ლი დაყ­ვა­ვი­ლე­ბუ­ლი მტე­ვა­ნი ყუნ­წში უნდა მო­იჭ­რას. შე­მოდ­გო­მით გა­დაჭ­რა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის - შე­იძ­ლე­ბა, ყინ­ვე­ბი იყოს და მოყი­ნოს.

- მცე­ნა­რე­ე­ბი თქვენს ოჯა­ხის წევ­რებ­საც უყ­ვართ?

- არ ვარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, ჩემ­თან სა­კუ­თა­რი ოჯა­ხით ძმის­შვი­ლი ცხოვ­რობს. მისი შვი­ლე­ბი უკვე სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან უყ­ვართ აქა­უ­რო­ბა. ბო­ტა­ნი­კურ ბაღს ხში­რად სტუმ­რო­ბენ. ჩემი ძმაც აქ მუ­შა­ობ­და. სა­ერ­თოდ "ბო­ტა­ნი­კურ­ში“ მან მო­მიყ­ვა­ნა. ად­გი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა და იკი­თხა - შე­იძ­ლე­ბა, ჩემს დას მო­ვიყ­ვან, სტუ­დენ­ტია, ჩვენს სპე­ცი­ა­ლო­ბას ეუფ­ლე­ბაო. ისიც აგ­რო­ნო­მი იყო, 2 წე­ლი­წა­დია აღარ არის.

- თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რას ეტყო­დით დამ­წყებ მემ­ცე­ნა­რე­ებს?

- მცე­ნა­რე­ე­ბის მი­მართ მეტი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ი­ჩი­ნონ. ყვე­ლა მცე­ნა­რეს პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, ასეთ ყვა­ვი­ლო­ვან დე­კო­რა­ტი­ულ მცე­ნა­რე­ებს. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ და აქვთ ეზო, ად­გი­ლი, რო­მე­ლი მცე­ნა­რეც მო­ე­წო­ნე­ბათ, დარ­გონ. გა­რე­მო გა­ი­ლა­მა­ზონ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ანს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. სევ­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ყვა­ვი­ლო­ვან მცე­ნა­რეს­თან რომ დაჯ­დე­ბა, ფიქ­რე­ბით სხვა­გან გა­და­დის. მცე­ნა­რე ადა­მი­ანს ცუდი აზ­რე­ბი­სა და მძი­მე აუ­რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, მეტი დრო და­ვუთ­მოთ ყვა­ვი­ლებს...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სომხებმა აიღეს საქართველო!
0

ყოჩაღ ქალბატონო!

მ.ზ.
2

ჩვენი უსაყვარლესი ნონა...

ავტორი:

"იასამნების კეთილი დედოფალი" - ისტორია ქალისა, რომელიც 62 წელიწადია თბილისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს: "მცენარე ადამიანს ცუდი აზრებისა და მძიმე აურისგან გათავისუფლებაში ეხმარება"

"იასამნების კეთილი დედოფალი" - ისტორია ქალისა, რომელიც 62 წელიწადია თბილისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს: "მცენარე ადამიანს ცუდი აზრებისა და მძიმე აურისგან გათავისუფლებაში ეხმარება"

თბილისში იასამნის ყვავილობის ხილვა ყველაზე კარგად ბოტანიკურ ბაღშია შესაძლებელი. ამიტომაც იქ ამ ულამაზესი სანახაობის დასათვალიერებლად მისული ხალხის ნაკადი არ წყდება და მუდმივი რიგებია. ბაღში დღეისთვის 98 ჯიშის იასამანი ხარობს. მათ რამდენიმე ათეული წელია, ნონა ანთიძე უვლის და პატრონობს. ქალბატონი ნონა აგრონომია, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დისერტაცია სწორედ იასამანზე აქვს დაცული... მეცნიერ ქალბატონს "იასამნების კეთილ დედოფალსაც" უწოდებენ... ის ახლა ambebi.ge -ს სტუმარია და გვიყვება როგორც თავის, ისე იასამნების საკოლექციო ნაკვეთის ისტორიას...

- დავამთავრე საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. დაუსწრებელზე ვსწავლობდი და ამიტომ მუშაობა მიწევდა. ვიმუშავე საქართველოს სახელმწიფო ხეხილის სანერგეებში... მეექვსე კურსზე ვიყავი, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში რომ მოვედი და მას მერე აქ ვმუშაობ. პირველად მცენარეთა ინტროდუქციის განყოფილებაში ვიყავი. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ქსენია ძლიერიშვილი იყო. საქმე მქონდა მერქნიან მცენარეთა თესლებთან. ვაგროვებდით თესლებს. სხვადასხვა სახელმწიფოდან თესლებზე მოთხოვნა მოდიოდა. დაინტერესებულები ჩვენგან იძენდნენ და ჩვენ - სხვებისგან.

- რომელ წელს დაიწყეთ ბოტანიკურ ბაღში მუშაობა?

- 1961 წელს... დავამთავრე თუ არა ინსტიტუტი, აქ ორანჟერეაში გადმომიყვანეს, სადაც საოჯახო მცენარეები იყო. ბოტანიკურ ბაღში არის გარკვეული გეოგრაფიული ნაკვეთები, მათ შორისაა, არბორეტუმი, სადაც სხვადასხვა მცენარეა წარმოდგენილი. ეს დამთვალიერებლებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და იქაც გარკვეული პერიოდი ვიმუშავე. პარალელურად ბოტანიკური ბაღის ფიჭვნარიც მებარა, სადაც აღმოსავლეთ საქართველოს ტყე იყო წარმოდგენილი, რომელიც ხალხს ასევე ძალიან აინტერესებდა. იმ ნაკვეთებში ჩემი უშუალო განყოფილების გამგე ბატონი გიორგი მანაგაძე იყო, რომელიც ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილეც გახლდათ - პარკ-მშენებლობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი ინიციატივით, სურვილით და მონდომებით ბოტანიკურ ბაღში შეიქმნა იასამნების საკოლექციო ნაკვეთი, სადაც საქმიანობა მე შემომთავაზა. მახსოვს მკითხა, - ხომ არ გეწყინება, ამ საკოლექციო ნაკვეთზე რომ იმუშაოო? მანამდე იასამნებთან საქმე არასდროს მქონია. ვინაიდან ჩემი მხრიდანაც იყო დაინტერესებაც, შემოთავაზებას დავთანხმდი. იმ დროისთვის ბაღში რამდენიმე იასამნის სახეობა არსებობდა, ჯიშები არ იყო. შემდეგ საკავშირო მასშტაბით მივლინებაში დავდიოდი და სხვადასხვა რესპუბლიკიდან სხვადასხვა ჯიში ჩამომქონდა. თანამშრომლებიც დიდი ინტერესს იჩენდნენ, მივლინებიდან თავისი სურვილით მათაც ჩამოჰქონდათ სირინგარიუმისთვის ნერგები. ნელ-ნელა ივსებოდა ჩვენი კოლექცია...

- და ეს ნაკვეთი რომელ წელს შეიქმნა?

- 1970 წელს. 1988 წელს უკვე დატერასებული იყო და ჯიშები საკმაო რაოდენობით გვქონდა. ჩვენს პირობებშიც კალმით ბევრი გავამრავლეთ და ჯიშები რაოდენობაში მოგვემატა. დღეს 98 ჯიში გვაქვს უკვე. ძალიან საინტერესო ჯიშები პოლონეთიდან ჩამოიტანეს. ცხადია, სახელწოდება თითოეულს აქვს და ყველა ეტიკეტირებულია. ხალხის მხრიდანაც დიდი დაინტერესებაა ხოლმე, დასახელებები აინტერესებთ.

ვუვლით კოლექციას. რაც მთავარია, მუდმივად ვცდილობთ, რომ გავამდიდროთ... საერთოდ, მსოფლიოში იასამანის 1500-ზე მეტი ჯიშია. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა რაოდენობა აქვს. ისეთი უპრეტენზიო მცენარეა, რომ თითქმის ყველგან ხარობს...

- ამ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, თურმე მას სააღდგომო მცენარესაც უწოდებენ, რადგან ყოველთვის სააღდგომოდ ყვავილობს. ამასთანავე ლეგენდა ქრისტეს აღდგომას და ღვთისმშობელს უკავშირდება... იმ დღეს, როცა ქრისტე აწამეს, დამწუხრებულმა ღვთისმშობელმა თურმე მარტო გავლა გადაწყვიტა. ერთ-ერთი მცენარის ძირში ჩამოჯდა და ჩაეძინა. ეს ხე-მცენარე არასოდეს იკეთებდა ყვავილს, მხოლოდ ფოთლებით იმოსებოდა. ხეს შეებრალა და გადაწყვიტა, ღამის სიგრილისგან თავისი ფოთლებით დაეფარა. უფლის დედამ როცა გაიღვიძა, ნახა, რომ ფოთლებში იყო გახვეული. გაოცებულმა მიმოიხედა და გაშიშვლებული მცენარე დაინახა. მიუახლოვდა და დალოცა - "ამიერიდან მარად იყვავილე და ადამიანები სასიამოვნო სურნელით დაატკბე. შენი სახელი იქნება პასხალია (პასხა აღდგომას ნიშნავს ბერძნულად). იასამანი, ანუ პასხალია ამიტომ არის აღდგომის სიმბოლო... ლათინურად კი მას "სირინგა“ ჰქვია...

- ღვთისმშობელთან დაკავშირებით ეს ლეგენდა არ მსმენია, თუმცა არის ასეთი გადმოცემა - ნიმფა სირინგა მახინჯ, რქებიან პრინცს შეუყვარდა. სირინგა პრინცისგან გაიქცა. ის გარბოდა და პრინცი უკან მისდევდა. სადაც სირინგა გაივლიდა, იმ ადგილას იასამნის ბუჩქები ამოდიოდა. არის ასეთი ლეგენდაც, რომ მზისა და ცისარტყელას სხივები გაერთიანდნენ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ დაიძრნენ, სადაც გაივლიდნენ და სხივები სადაც ეცემოდა, იქ იასამანი ამოდიოდა...

- საინტერესოა... ბავშვობაში 5-ფურცლიან იასამანს ვეძებდით. თუ გაგვიმართლებდა და ვიპოვიდით, უნდა გადაგვეყლაპა. რასაც თითქოს რაღაც სიხარული უნდა მოეტანა. სხვათა შორის, დღემდე ვეძებ ხოლმე 5-ფურცლიან იასამანს...

- იასამნის მტევნებში სამი ჯგუფი გამოიყოფა - ძლიერი ბუთხუზა, ნახევრად ბუთხუზა და მარტივ ყვავილებიანი. ზოგს ექვსი და მეტი ფურცელიც აქვს, არის 2-რიგიანი გვირგვინის ფურცლები, სამ-რიგიანიც, არის ჩახუჭუჭებული, კიდეებაწეული, უკან გადაგრეხილი, შიგნით ჩახვეული, - ყველა თავისებურ სილამაზეს ქმნის. თითოეულს თავისებურებები ახასიათებს.

თუ მზე დააცხუნებს, იასამანი ერთბაშად ჭკნება. მაღალი ტემპერატურა ერევა. თუ ტემპერატურა მატებას შეაჩერებს, მაშინ ყვავილობას ახანგრძლივებს. ყვავილობის მაქსიმალური ვადა მაინც 25 დღეა. ისე გაზაფხულს გააჩნია, წელს მარტის ბოლოს საკმაო სითბო იყო მცენარეებისთვის და ადრე გაიღვიძეს. კვირტებმა გაშლა ადრე დაიწყო - 20 დღე კარგად იყვავილეს. ახლა თითოეული უკვე დაყვავილების ფაზაშია... იასამანი გამორჩეულად აქ შემიყვარდა. სოფელი არ მქონია, თბილისში გავიზარდე, ჰოდა, ამდენი ერთად რომ ვნახე, გაკვირვებული ვიყავი... ადრე გაზაფხულზე მაინც არაჩვეულებრივი სურნელი აქვს, - არაჩვეულებრივი მცენარეა.

- ჯიშებს ერთმანეთთან თანაცხოვრება არ უჭირთ?

- არა, ერთმანეთს ხელს არ უშლიან. თუკი რაიმე დაზიანდება ან რაიმე პრობლემა ჩნდება, ყველა ზომას ვიღებთ, რომ გადავარჩინოთ.

- 62 წელი ბოტანიკურ ბაღში საქმიანობა არ არის ცოტა. ეს ემოციურად რას ნიშნავს თქვენთვის?

- დიდ პასუხისმგებლობას. ბოლო დროს ჩვენი იასამნების ბაღი ძალიან პოპულარული გახდა, ბევრი მნახველი და დამთვალიერებელი ჰყავს. უცხოელებიც მოდიან, წასვლისას მადლობას მიხდიან. მეც მსიამოვნებს მათი სტუმრობა. იმიტომ არის ეს ბაღი, რომ ადამიანებმა სიამოვნება მიიღონ. ამიტომ ჩვენც მადლობელი ვრჩებით მათი ვიზიტებით. ეს საკოლექციო ნაკვეთი კიდევ დიდხანს იარსებებს, უფრო გაფართოვდება, გალამაზდება და მნახველებიც არ მოაკლდება. აქ მებაღეც მუშაობს, ლერი კერესელიძე უვლის, რომელსაც იასამნები ძალიან უყვარს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ბუჩქებმა კარგად გაიხაროს. მუდამ კარგი თანამშრომლები და შესანიშნავი უფროსები მყავდა და მყავს. ჩვენ დირექტორს ჯიმშერ კერესელიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ კოლექციის მოვლა-პატრონობაში. საერთოდ, ყველა ხელს მიწყობდა, იასამნების მიმართ უყურადღებობა არავის გამოუჩენია. თითოეული თანამშრომელიც გულისხმიერებას ავლენდა.

- იმისთვის, რომ იასამანმა გაიხაროს, თავი კომფორტულად იგრძნოს და მნახველი თავისი სილამაზით გაახაროს, რა არის საჭირო?

- იასამანს ზაფხულში მორწყვა სჭირდება. თუ მშრალი დღეებია, ფოთლები ჭკნება და დეკორატიულ პეწს კარგავს. როცა მაღალი ტემპერატურაა, კვირაში სამი დღე უნდა მოირწყას. სჭირდება ორგანული და მინერალური სასუქები, რაც ერთი-ორჯერ შეიძლება სეზონის განმავლობაში ნიადაგში შევიტანოთ. სხვა ისეთი განსაკუთრებული მოთხოვნა არ აქვს, მშვენივრად გრძნობს თავს.

- გასხვლა არ უნდა?

- გადაბერებულ ბუჩქს ძალიან ასაკოვანს ეძახიან. ის სიმაღლეში მიდის. საჭიროა, მისი გადაჭრა, გაახალგაზრდავება ასე 50-40 სმ-მდე. ეს პროცედურა ადრე გაზაფხულზე უნდა მოხდეს. ხოლო რომ დაიყვავილებს, თითოეული დაყვავილებული მტევანი ყუნწში უნდა მოიჭრას. შემოდგომით გადაჭრა რეკომენდებული არ არის - შეიძლება, ყინვები იყოს და მოყინოს.

- მცენარეები თქვენს ოჯახის წევრებსაც უყვართ?

- არ ვარ დაოჯახებული, ჩემთან საკუთარი ოჯახით ძმისშვილი ცხოვრობს. მისი შვილები უკვე სტუდენტები არიან. ძალიან უყვართ აქაურობა. ბოტანიკურ ბაღს ხშირად სტუმრობენ. ჩემი ძმაც აქ მუშაობდა. საერთოდ "ბოტანიკურში“ მან მომიყვანა. ადგილი გათავისუფლდა და იკითხა - შეიძლება, ჩემს დას მოვიყვან, სტუდენტია, ჩვენს სპეციალობას ეუფლებაო. ისიც აგრონომი იყო, 2 წელიწადია აღარ არის.

- თქვენი გამოცდილებიდან, პრაქტიკიდან გამომდინარე, რას ეტყოდით დამწყებ მემცენარეებს?

- მცენარეების მიმართ მეტი სიყვარული გამოიჩინონ. ყველა მცენარეს პატრონობა სჭირდება, მით უმეტეს, ასეთ ყვავილოვან დეკორატიულ მცენარეებს. თუ საშუალება აქვთ და აქვთ ეზო, ადგილი, რომელი მცენარეც მოეწონებათ, დარგონ. გარემო გაილამაზონ. ეს ყველაფერი ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს. სევდიანი ადამიანი ყვავილოვან მცენარესთან რომ დაჯდება, ფიქრებით სხვაგან გადადის. მცენარე ადამიანს ცუდი აზრებისა და მძიმე აურისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ჩემი რჩევა იქნება, მეტი დრო დავუთმოთ ყვავილებს...