საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მგონია, ასეთი რამე ჩემს შვილს ჩაედინა. მსგავს რამეს სხვა რომ აკეთებდა, მაგაზე გიჟდებოდა" - რას აცხადებს რადიაქტიური ნივთიერების რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირის დედა
"არ მგონია, ასეთი რამე ჩემს შვილს ჩაედინა. მსგავს რამეს სხვა რომ აკეთებდა, მაგაზე გიჟდებოდა" - რას აცხადებს რადიაქტიური ნივთიერების რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით  დაკავებული პირის დედა

რა­დი­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი პირი, 52 წლის ილია ბელ­ქა­ნია ჩხო­რო­წყუ­ში, მო­ხუც მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

და­კა­ვე­ბუ­ლის დედა, ნელი ადა­მია აცხა­დებს, რომ შვი­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გა­ი­გო, რაც მათ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ.

მი­სი­ვე თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ნელი ადა­მია ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნეა. და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხი მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას გა­მო­რი­ცხავს.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი ვიცი, ხუთ­შა­ბათს წა­ვი­და აქე­დან. მე ავად­მყო­ფი ვარ, მის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია, წნე­ვა მი­წევს და ცუ­დად ვხდე­ბი. ის იყო ჩემი პატ­რო­ნი. და­მი­რე­კა 2:00 სა­ათ­ზე და მი­თხრა, რომ სა­ღა­მოს მო­ვი­დო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ ხალ­ხი მო­ვი­და. მე­უღ­ლის­თვის უთ­ქვამთ, რომ ჩვე­ნი შვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო...

გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, რომ ჩხრე­კა უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ყვე­ლა­ფე­რი არე­ულ-და­რე­უ­ლია. რო­გორც ვიცი, არა­ფე­რი ამო­უ­ღი­ათ...

არ მგო­ნია, ასე­თი რამე ჩემს შვილს ჩა­ე­დი­ნა. მსგავს რა­მეს სხვა რომ აკე­თებ­და, მა­გა­ზე გიჟ­დე­ბო­და. შენს ხალ­ხს ეს რო­გორ უნდა გა­უ­კე­თოო, ამ­ბობ­და. გა­მო­რი­ცხუ­ლია, არ გა­ა­კე­თებ­და. ფოთ­ში ბევ­რი ნა­თე­სა­ვი გვყავს, რა­ღა­ცა­ზე და­დი­ო­და ბავ­შვი. ინ­ვა­ლი­დია ჩემი შვი­ლი, ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბა აქვს, 6-ჯერ ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ვია. ამ­ბობ­და, ახლა ისეთ სა­ქო­ნელს ვი­ყი­დი, რომ ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა გა­მო­ვას­წო­როო. ჩვენ რომ არაფ­რის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია, ალ­ბათ, ფიქ­რობ­და ამას. ჯო­ხით და­დის, ავად­მყო­ფია, არ­სად მუ­შა­ობს. 52 წლის არის. ვინ­მეს­თან ჰქონ­და თუ არა კონ­ტაქ­ტი, არ ვიცი ,“ - გა­ნა­ცხა­და და­კა­ვე­ბუ­ლის დედა, ნელი ადა­მი­ამ.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, რა­დი­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი პირი, ქა­ლაქ ფოთ­ში რა­დი­აქ­ტი­უ­რი მა­სა­ლის გა­სა­ღე­ბას 2 000 000 აშშ დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ გეგ­მავ­და, რა დრო­საც მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 230-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც რა­დი­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო მო­პყრო­ბას გუ­ლის­ხმობს და ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით 5-დან 10 წლამ­დე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სენაკელი
1

წარმოუდგენელია ადამიანმა რადიაქტიური ნივთიერება ატაროს ვისაც ესმის რა შედეგი შეიძლება ამას მოყვეს-განგაშია ასატეხი როდესაც ოჯახში ტყდება თერმომეტრი და გვასწავლეს დარეკეთ 112-ვერცხლისწყალი არაა რადიაქტიური ნივთიერება მაგრამ შხამია ...

`
3

ურანი კი არა ხალხს სამი ლარი არ უდევს ჯიბეში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"არ მგონია, ასეთი რამე ჩემს შვილს ჩაედინა. მსგავს რამეს სხვა რომ აკეთებდა, მაგაზე გიჟდებოდა" - რას აცხადებს რადიაქტიური ნივთიერების რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირის დედა

"არ მგონია, ასეთი რამე ჩემს შვილს ჩაედინა. მსგავს რამეს სხვა რომ აკეთებდა, მაგაზე გიჟდებოდა" - რას აცხადებს რადიაქტიური ნივთიერების რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით  დაკავებული პირის დედა

რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირი, 52 წლის ილია ბელქანია ჩხოროწყუში, მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

დაკავებულის დედა, ნელი ადამია აცხადებს, რომ შვილის დაკავების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მათ საცხოვრებელ სახლში პოლიციელები მივიდნენ.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. ნელი ადამია ამბობს, რომ მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. დაკავებულის ოჯახი მსგავსი დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს.

"აბსოლუტურად არაფერი ვიცი, ხუთშაბათს წავიდა აქედან. მე ავადმყოფი ვარ, მის გარეშე არ შემიძლია, წნევა მიწევს და ცუდად ვხდები. ის იყო ჩემი პატრონი. დამირეკა 2:00 საათზე და მითხრა, რომ საღამოს მოვიდოდა, თუმცა მოგვიანებით აქ ხალხი მოვიდა. მეუღლისთვის უთქვამთ, რომ ჩვენი შვილი დაკავებული იყო...

გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. ყველაფერი არეულ-დარეულია. როგორც ვიცი, არაფერი ამოუღიათ...

არ მგონია, ასეთი რამე ჩემს შვილს ჩაედინა. მსგავს რამეს სხვა რომ აკეთებდა, მაგაზე გიჟდებოდა. შენს ხალხს ეს როგორ უნდა გაუკეთოო, ამბობდა. გამორიცხულია, არ გააკეთებდა. ფოთში ბევრი ნათესავი გვყავს, რაღაცაზე დადიოდა ბავშვი. ინვალიდია ჩემი შვილი, ხერხემლის გამრუდება აქვს, 6-ჯერ ნაოპერაციევია. ამბობდა, ახლა ისეთ საქონელს ვიყიდი, რომ ჩემი ჯანმრთელობა გამოვასწოროო. ჩვენ რომ არაფრის გაკეთება შეგვიძლია, ალბათ, ფიქრობდა ამას. ჯოხით დადის, ავადმყოფია, არსად მუშაობს. 52 წლის არის. ვინმესთან ჰქონდა თუ არა კონტაქტი, არ ვიცი ,“ - განაცხადა დაკავებულის დედა, ნელი ადამიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 10 წლამდე.