პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობი უკიდურესად რთული ხასიათით, რომელმაც მაყურებელს "კლონიდან" თავი შეაყვარა - ლეგენდარული პერსონაჟის, "ზორაიდეს" ცხოვრება კადრს მიღმა
მსახიობი უკიდურესად რთული ხასიათით, რომელმაც მაყურებელს "კლონიდან" თავი შეაყვარა - ლეგენდარული პერსონაჟის, "ზორაიდეს" ცხოვრება კადრს მიღმა

ბრა­ზი­ლი­ე­ლი სცე­ნა­რის­ტი, რე­ჟი­სო­რი, პრო­დი­უ­სე­რი და მსა­ხი­ო­ბი ჟან­დი­რა მარ­ტი­ნი, ცნო­ბი­ლია ლეგნ­და­რუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან, "კლო­ნი", ზო­რა­ე­დეს რო­ლით.

ჟან­დი­რა ახლა 77 წლი­საა. ის 1944 წელს ბრა­ზი­ლი­ის ქა­ლაქ სან­ტოს­ში და­ი­ბა­და. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო თე­ატ­რში თა­მა­შით, რა­მაც სა­მუ­და­მოდ გან­სა­ზღვრა მისი მო­მა­ვა­ლი. სან პა­უ­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლის შემ­დეგ, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, დრა­მის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა.

თავ­და­პირ­ვე­ლად ცნო­ბი­ლი გახ­და რო­გორც მწე­რა­ლი, ნი­ჭი­ე­რი სცე­ნა­რის­ტი და დრა­მა­ტურ­გი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ჟი­სუ­რას და­ე­უფ­ლა. ის არ ოც­ნე­ბობ­და დი­დე­ბა­ზე.

ჟან­დი­რას, რო­გორც კინო მსა­ხი­ო­ბის დე­ბი­უ­ტი 1977 წელს შედ­გა, რო­დე­საც ითა­მა­შა ფილმში "Será Que Ela Agüenta?". ამის შემ­დეგ, ოც წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბო­და ეკ­რან­ზე. ძი­რი­თა­დად მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან რო­ლებს თა­მა­შობ­და. ის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებ­და და რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, არც თუ ისე ცნო­ბი­ლი იყო, სა­ნამ სე­რი­ალ "კლონ­ში“ არ ითა­მა­შა.

ჯან­დი­რა ერთ-ერ­თია იმ ბრა­ზი­ლი­ელ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის, რომ­ლე­ბიც არ არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი კი­ნო­კომ­პა­ნია Globo-ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ Globo-მ გა­და­ი­ღო სა­კულ­ტო სე­რი­ა­ლი "კლო­ნი“.

მარ­ტი­ნი ყო­ველ­თვის თა­ვად ირ­ჩევ­და რო­ლებ­სა და სპექ­ტაკ­ლებს. სცე­ნა­რის­ტმა გლო­რია პე­რეს­მა, მარ­ტი­ნის რო­ლე­ბის დიდ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა, დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად და­არ­წმუ­ნა ის, რომ "კლონ­ში“ ეთა­მა­შა.

ჟან­დი­რა მარ­ტი­ნი სე­რი­ა­ლის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს. ბრძე­ნი ზო­რა­ი­დე ყო­ველ­თვის მზა­დაა, მხა­რი და­უ­ჭი­როს მთა­ვარ გმირს, ჰა­დეს სი­ტყვი­თა თუ საქ­მით. "კლო­ნის“ გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ჟან­დი­რა მარ­ტი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ბრა­ზი­ლი­ა­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ტე­ლე­ნო­ვე­ლა აჩ­ვე­ნეს.

"კლო­ნის" შემ­დეგ ჟან­დი­რა შე­ეჩ­ვია, რომ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ქუ­ჩა­ში აჩე­რე­ბენ და ეუბ­ნე­ბი­ან: "შენ ისე­თი გულ­წრფე­ლი ხარ, მომთმე­ნი! რო­გორ მინ­და, ზო­რა­ი­დეს და­ვემ­სგავ­სო!“ "და­მი­ჯე­რე მეც!" - პა­სუ­ხობს მათ მსა­ხი­ო­ბი.

თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სამ­ყა­რო­ში მუ­შა­ო­ბის 38 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჟან­დი­რა მარ­ტინს პო­პუ­ლა­რო­ბა "კლონ­მა" მო­უ­ტა­ნა, მაგ­რამ მწე­რალ­თა წრე­ში ის მა­ნამ­დეც, ყო­ველ­თვის იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცე­მი ფი­გუ­რა: და­წე­რა ათო­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი პი­ე­სა, რო­მელ­თა­გან ბევ­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იდ­გმე­ბო­და თე­ატ­რში.

ცხოვ­რე­ბა­ში ქალი სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟის­გან. ის ძა­ლი­ან მკაც­რი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. რო­გორც მე­დია წერს, ჟან­დი­რას აქვს უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი ხა­სი­ა­თი და მწა­რე ენა.

"კლო­ნის“ შემ­დეგ მარ­ტინ­მა იმუ­შა­ვა მინი-სე­რი­ალ­ში "შვი­დი ქა­ლის სახ­ლი“, ფილმში "ოლგა“, ახალ ტე­ლე­ნო­ვე­ლა­ში "ამე­რი­კა“.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ერთ-ერთ გა­და­ღე­ბა­ზე ქალ­მა მსა­ხი­ო­ბი, სცე­ნა­რის­ტი, დრა­მა­ტურ­გი და რე­ჟი­სო­რი მარ­კოს კა­რუ­ზო გა­იც­ნო, რო­მელ­თა­ნაც 20 წელი გა­ა­ტა­რა და ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. კაცი მას­ზე 7 წლით უმ­ცრო­სი იყო, მაგ­რამ ამას გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ბია ბედ­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­ზე.

დღეს მსა­ხი­ო­ბი სან პა­უ­ლო­ში, იჟი­ე­ნო­პო­ლი­სის ძვი­რა­დღი­რე­ბულ უბან­ში ცხოვ­რობს. თუმ­ცა, ბოლო წლებ­ში, გა­და­ღე­ბის გამო, რი­ო­ში ატა­რებს დროს. რი­ო­ში ცხოვ­რე­ბას კი "გლო­ბო" უფი­ნან­სებს.

ჟან­დი­რას არ უყ­ვარს სა­ჯა­როდ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და იშ­ვი­ა­თად იძ­ლე­ვა ინ­ტერ­ვი­უ­ებს.

სალომე
0

მსახიობი უკვე აღარაა ცოცხალი. 29 იანვარს გავიდა 1 წელი გარდაცვალებიდან

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

მსახიობი უკიდურესად რთული ხასიათით, რომელმაც მაყურებელს "კლონიდან" თავი შეაყვარა - ლეგენდარული პერსონაჟის, "ზორაიდეს" ცხოვრება კადრს მიღმა

მსახიობი უკიდურესად რთული ხასიათით, რომელმაც მაყურებელს "კლონიდან" თავი შეაყვარა - ლეგენდარული პერსონაჟის, "ზორაიდეს" ცხოვრება კადრს მიღმა

ბრაზილიელი სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობი ჟანდირა მარტინი, ცნობილია ლეგნდარული სერიალიდან, "კლონი", ზორაედეს როლით.

ჟანდირა ახლა 77 წლისაა. ის 1944 წელს ბრაზილიის ქალაქ სანტოსში დაიბადა. ახალგაზრდობაში დაინტერესებული იყო თეატრში თამაშით, რამაც სამუდამოდ განსაზღვრა მისი მომავალი. სან პაულოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

თავდაპირველად ცნობილი გახდა როგორც მწერალი, ნიჭიერი სცენარისტი და დრამატურგი. დროთა განმავლობაში რეჟისურას დაეუფლა. ის არ ოცნებობდა დიდებაზე.

ჟანდირას, როგორც კინო მსახიობის დებიუტი 1977 წელს შედგა, როდესაც ითამაშა ფილმში "Será Que Ela Agüenta?". ამის შემდეგ, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პერიოდულად ჩნდებოდა ეკრანზე. ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა. ის სამსახიობო კარიერას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და როგორც მსახიობი, არც თუ ისე ცნობილი იყო, სანამ სერიალ "კლონში“ არ ითამაშა.

ჯანდირა ერთ-ერთია იმ ბრაზილიელ მსახიობებს შორის, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი კინოკომპანია Globo-ზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ Globo-მ გადაიღო საკულტო სერიალი "კლონი“.

მარტინი ყოველთვის თავად ირჩევდა როლებსა და სპექტაკლებს. სცენარისტმა გლორია პერესმა, მარტინის როლების დიდმა გულშემატკივარმა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაარწმუნა ის, რომ "კლონში“ ეთამაშა.

ჟანდირა მარტინი სერიალის ყველა გულშემატკივარს განსაკუთრებულად უყვარს. ბრძენი ზორაიდე ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს მთავარ გმირს, ჰადეს სიტყვითა თუ საქმით. "კლონის“ გამოსვლის შემდეგ, ჟანდირა მარტინი პოპულარული გახდა ბრაზილიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც ტელენოველა აჩვენეს.

"კლონის" შემდეგ ჟანდირა შეეჩვია, რომ გულშემატკივრები ქუჩაში აჩერებენ და ეუბნებიან: "შენ ისეთი გულწრფელი ხარ, მომთმენი! როგორ მინდა, ზორაიდეს დავემსგავსო!“ "დამიჯერე მეც!" - პასუხობს მათ მსახიობი.

თეატრისა და კინოს სამყაროში მუშაობის 38 წლის განმავლობაში ჟანდირა მარტინს პოპულარობა "კლონმა" მოუტანა, მაგრამ მწერალთა წრეში ის მანამდეც, ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფიგურა: დაწერა ათობით წარმატებული პიესა, რომელთაგან ბევრი წლების განმავლობაში იდგმებოდა თეატრში.

ცხოვრებაში ქალი სრულიად განსხვავდება თავისი ცნობილი პერსონაჟისგან. ის ძალიან მკაცრი, მიზანდასახული, დამოუკიდებელია. როგორც მედია წერს, ჟანდირას აქვს უკიდურესად რთული ხასიათი და მწარე ენა.

"კლონის“ შემდეგ მარტინმა იმუშავა მინი-სერიალში "შვიდი ქალის სახლი“, ფილმში "ოლგა“, ახალ ტელენოველაში "ამერიკა“.

  • პირადი ცხოვრება

ერთ-ერთ გადაღებაზე ქალმა მსახიობი, სცენარისტი, დრამატურგი და რეჟისორი მარკოს კარუზო გაიცნო, რომელთანაც 20 წელი გაატარა და ორი შვილი შეეძინა. კაცი მასზე 7 წლით უმცროსი იყო, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდებია ბედნიერ ქორწინებაზე.

დღეს მსახიობი სან პაულოში, იჟიენოპოლისის ძვირადღირებულ უბანში ცხოვრობს. თუმცა, ბოლო წლებში, გადაღების გამო, რიოში ატარებს დროს. რიოში ცხოვრებას კი "გლობო" უფინანსებს.

ჟანდირას არ უყვარს საჯაროდ პირად ცხოვრებაზე საუბარი და იშვიათად იძლევა ინტერვიუებს.