Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელმაც მსოფლიოს სუპერვარსკვლავი "აჩუქა" - "თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, ეს დედაჩემის დამსახურებაა... მის ცხოვრებაში ჩემზე მთავარი არავინ არსებობდა"
ქალი, რომელმაც მსოფლიოს სუპერვარსკვლავი "აჩუქა" - "თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, ეს დედაჩემის დამსახურებაა... მის ცხოვრებაში ჩემზე მთავარი არავინ არსებობდა"

ლებ­რონ ჯე­იმ­სის დედა, გლო­რია მარი ჯე­იმ­სი სულ რა­ღაც 16 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

ბი­ჭუ­ნას მამა ლა­მის მი­თი­უ­რი ფი­გუ­რაა, რად­გან და­ზუს­ტე­ბით ცნო­ბი­ლი არა­ფე­რია...

ერთ-ერთი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ლებ­რო­ნის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა რო­ლანდ ბი­ვინ­სია, ად­გი­ლობ­რი­ვი ვარ­სკვლა­ვი, იმ სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დის მთა­ვა­რი ტა­ლან­ტი, რო­მელ­მაც 1980/81 წლის სე­ზონ­ზე შტა­ტის ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­ი­პო­ვა. ბევ­რი ყვე­ბა, რომ გლო­რია და ბი­ვინ­სი ერ­თსა და იმა­ვე წრე­ებ­ში ტრი­ა­ლებ­დნენ, ასე­ვე ლებ­რო­ნი ფი­ზი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბით ბი­ვინსს საკ­მა­ოდ წა­ა­გავს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ლებ­რო­ნის სა­ვა­რა­უ­დო მამა მა­შინ გარ­და­იც­ვა­ლა, რო­დე­საც კა­ლათ­ბურ­თე­ლი ჯერ კი­დევ პა­ტა­რა იყო. ის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს, რო­დე­საც ჯე­იმ­სი 8 წლის იყო.

2022 წელს ESPN-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­სა­ლა, რო­მელ­შიც ავ­ტო­რი ვა­რა­უ­დობ­და, რომ ლებ­რო­ნის მამა ენ­ტო­ნი მა­კ­კე­ლან­დი იყო გლო­რი­ას მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც ორ­სუ­ლი გო­გო­ნა მი­ა­ტო­ვა.

თავ­და­პირ­ვე­ლად გლო­რი­ას დედა - ფრე­და ჯე­იმ­სი ეხ­მა­რე­ბო­და. ერთ-ერთ შო­ბას, რო­დე­საც გლო­რია 19 წლის იყო, ხოლო მისი ვაჟი - 3-ის, სახ­ლში ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ფრე­და ერთ დი­ლას გარ­და­იც­ვა­ლა. გლო­რი­ას ყვე­ლა გეგ­მა, რო­მე­ლიც სწავ­ლი­სა და მუ­შა­ო­ბის შე­თავ­სე­ბას გუ­ლის­ხმობ­და, დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან ერ­თად გაქ­რა. მან სკო­ლა ვერ და­ამ­თავ­რა, შე­სა­ბა­მი­სად, კო­ლე­ჯშიც ვერ ჩა­ა­ბა­რა. მარ­ტო­ხე­ლა დედა ორ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და და ხში­რად, მე­სა­მე­საც ეძებ­და, ოღონ­დაც და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქო­ნო­და.

რამ­დე­ნი­მე წელი ოჰა­ი­ოს შტატ­ში, დიდ ვიქ­ტო­რი­ა­ნულ სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ. ქო­ნე­ბა მათ წი­ნაპ­რებს ეკუთ­ვნო­დათ. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, დიდი სახ­ლის შე­ნახ­ვა გარ­თულ­და, კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბის გა­დახ­და კი­დევ უფრო რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო. სახ­ლი ნელ-ნელა იშ­ლე­ბო­და. ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მარ­ტო­ხე­ლა დედა გა­მო­ა­სახ­ლა, წი­ნაპ­რე­ბის შე­მორ­ჩე­ნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­წას­თან გა­ას­წო­რეს და უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი ობი­ექ­ტის აშე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს.

შემ­დეგ 3 წელ­ში ლებ­რონ­მა და დე­და­მის­მა 12 სხვა­დას­ხვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­მო­იც­ვა­ლეს.

მე­ო­თხე კლას­ში ლებ­რონ­მა სკო­ლა­ში ასი აკა­დე­მი­უ­რი დღე გა­აც­დი­ნა. სკო­ლის სატ­რან­სპორ­ტო მარ­შრუ­ტე­ბი სახ­ლი­დან შორს იყო, დე­დას კი ბენ­ზი­ნის ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ფული არ ჰქონ­და.

"ვხე­დავ­დი, რომ უამ­რა­ვი გა­რე­მო­ე­ბა დე­და­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ იყო, მას არ შე­ეძ­ლო მათ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა, თუმ­ცა ვხვდე­ბო­დი და ვხე­დავ­დი, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ჩემ­ზე მთა­ვა­რი არა­ვინ არ­სე­ბობ­და. ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოდ შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ თავი, რო­დე­საც იცით, რომ გვერ­დით ასე­თი ადა­მი­ა­ნი გყავთ, ვის­თა­ნაც ნე­ბის­მი­ერ რთულ მო­მენტს გა­და­ი­ტანთ... თუ დღეს რა­მეს წარ­მო­ვად­გენ, ეს დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა“, - ამ­ბობს ჯე­იმ­სი.

რო­დე­საც ლებ­რო­ნი 9 წლის იყო, გლო­რი­ამ მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მას ეს­მო­და, რომ შვილს სრულ­ფა­სო­ვან ოჯახს ვერ აძ­ლევს. თა­ვად ორ ძმას­თან გა­ი­ზარ­და, დედა და ბე­ბია მას­ზე გა­მუდ­მე­ბით ზრუ­ნავ­დნენ. უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და მე­ზო­ბე­ლი ჰყავ­და. ეს­მო­და, რომ ზუს­ტად ასე­თი­ვე ოჯა­ხუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი უნდა ჰქო­ნო­და მის შვილს. ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, ბიჭი დრო­ე­ბით ნაც­ნობ ოჯახ­ში გა­ეშ­ვა სა­ცხოვ­რებ­ლად.

"ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, მაგ­რამ, რთულ­თან ერ­თად, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოც. იმ დროს და იმ ასაკ­ში ლებ­რონს სტა­ბი­ლუ­რო­ბა სჭირ­დე­ბო­და. პირ­ველ რიგ­ში მის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე უნდა მე­ფიქ­რა“, - ასე აფა­სებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გლო­რია.

"ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო. დედა და­მე­ლა­პა­რა­კა და ამიხ­სნა, რომ მე უო­კე­რებ­თან ვი­ცხოვ­რებ­დი, ვიდ­რე ის ცხოვ­რე­ბას არ და­ა­ლა­გებ­და. სა­შინ­ლად ეზი­ზღე­ბო­და ეს იდეა, მაგ­რამ სხვა ვა­რი­ან­ტი არც გვქონ­და, ასე მის­თვი­საც და ჩემ­თვი­საც უკე­თე­სი იყო. თა­ვი­დან ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ცხოვ­რე­ბა­ში მამა არას­დროს მი­ნა­ხავს, ის აზრი, რომ თუნ­დაც დრო­ე­ბით, მაგ­რამ მა­ინც რა­ღაც პე­რი­ო­დით დე­და­საც ვკარ­გავ­დი - მა­ში­ნებ­და. ის დამ­პირ­და, რომ რო­გორც კი მო­ა­ხერ­ხებ­და, მა­შინ­ვე მო­მი­ნა­ხუ­ლებ­და. შემ­პირ­და, რომ ისევ ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით, რო­გორც კი სტა­ბი­ლუ­რად იქ­ნე­ბო­და“, - წერს ჯე­იმ­სი.

ლებ­რო­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად ფრენკ და პემ უო­კე­რებ­თან გა­და­ვი­და.

ფრენ­კი ად­გი­ლობ­რივ წრე­ში "დიდი ფრენ­კის“ სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი. ის პა­ტა­რა სა­ფეხ­ბურ­თო გუნდს, "ჩრდი­ლო­ე­თის რე­ინ­ჯე­რებს“ წვრთნი­და. პა­ტა­რა, მორ­ცხვ ბი­ჭ­ში პო­ტენ­ცი­ალს ხე­დავ­და.

უო­კე­რე­ბი ბავ­შვზე სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით ზრუ­ნავ­დნენ. ლებ­რო­ნი ყო­ველ კვი­რას დე­დას სტუმ­რობ­და. მას ეს გრა­ფი­კი მოს­წონ­და, მოს­წონ­და ასე­ვე დის­ციპ­ლი­ნა, და­ცუ­ლო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა. იმ წელს სკო­ლა­ში არ­ცერ­თი დღე არ გა­უც­დე­ნია, ასე­ვე და­ი­წყო კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში. რა თქმა უნდა, ფრენკ უკე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბით.

თით­ქმის ერთი წლის შემ­დეგ, ლებ­რო­ნი ისევ დე­დას­თან გა­და­ვი­და. გლო­რი­ამ ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის დახ­მა­რე­ბით იქი­რა­ვა.

მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დედა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა­ფერს იკ­ლებ­და, რომ შვი­ლის­თვის იმ­დე­ნი ფული მო­ეგ­რო­ვე­ბი­ნა, რომ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა შე­უ­ფერ­ხებ­ლად და­ემ­თავ­რე­ბი­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯე­იმ­სი სენტ-ვინ­სენ­ტის სკო­ლის სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნდში აღ­მოჩ­ნდა. თა­მა­შიც წა­უ­ვი­და და ყო­ველ წელს (პირ­ვე­ლის გარ­და) ოჰა­ი­ოს შტა­ტის "მის­ტერ კა­ლათ­ბურ­თის“ წო­დე­ბას იღებ­და.

"ლებ­რო­ნი მარ­წმუ­ნებს, რომ მალე არა­ფერ­ზე აღარ ვი­დარ­დებ, - ყვე­ბო­და გლო­რია 2000 წელს - ის მე­უბ­ნე­ბა, რომ მექ­ნე­ბა მან­ქა­ნა, სახ­ლი და ზო­გა­დად ყვე­ლა­ფე­რი, რისი ყიდ­ვაც ფუ­ლით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მე მას ვთხოვ, რომ არ იჩ­ქა­როს, ვე­უბ­ნე­ბი, არ მჭირ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ვოც­ნე­ბობ, პი­რა­დი მზა­რე­უ­ლია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჭამა...“

რო­დე­საც ლებ­რო­ნი 3 წლის იყო, მას სა­თა­მა­შო კა­ლათ­ბურ­თის კომ­პლექ­ტი აჩუ­ქეს. დედა ხე­დავ­და, რო­გორ ის­ვრის ამ ბურთს და წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რას უმ­ზა­დებ­და მო­მა­ვა­ლი.

"ვერ ვი­ტყვი, თით­ქოს თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ ის სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი გახ­დე­ბო­და, მაგ­რამ ჩან­და, რომ შე­პყრო­ბი­ლი იყო მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლით. კა­ლათს სულ უფრო მაღ­ლა და მაღ­ლა ჰკი­დებ­და".

ლებ­რონს და გლო­რი­ას დღემ­დე უახ­ლო­ე­სი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. კა­ლათ­ბურ­თე­ლი ხში­რად ით­ვა­ლის­წი­ნებს დე­დის რჩე­ვებს.

"არ შე­მიძ­ლია მისი რო­მე­ლი­მე რჩე­ვა გა­მოვ­ყო. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, რომ მისი სი­ტყვე­ბი შე­მე­წო­ვა. მან სწო­რი­სა და არას­წო­რის გარ­ჩე­ვა მას­წავ­ლა. დე­დამ იმ ცხოვ­რე­ბის­თვის მო­მამ­ზა­და, რო­მე­ლიც ახლა მაქვს“, - ამ­ბობს ჯე­იმ­სი webmd.com-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • რჩე­ვე­ბი მშობ­ლე­ბის­თვის ლებ­რონ და გლო­რია ჯე­იმ­სე­ბის­გან:

ოჯა­ხი იმა­ზე მეტს ნიშ­ნავს, ვიდ­რე მხო­ლოდ სის­ხლის კავ­ში­რი.

"რო­დე­საც უო­კე­რებს ლებ­რო­ნის აღ­ზრდა ვთხო­ვე, ისი­ნი ჩემს შვილს ისე მო­ე­პყრნენ, რო­გორც სა­კუ­თარს. ჯე­იმსმა მათ­გან ის­წავ­ლა, რომ ოჯა­ხი - ეს ის ხალ­ხია, რო­მელ­საც შე­გიძ­ლია ენდო, რომ­ლე­ბიც მძი­მე დროს შენ­თან იქ­ნე­ბი­ან. ისი­ნი არ ატა­რე­ბენ ჯე­იმ­სის გვარს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან“, - ამ­ბობს გლო­რია.

და­ტო­ვე შენი პრობ­ლე­მე­ბი კარს მიღ­მა.

"რო­დე­საც ვიზ­რდე­ბო­დი, ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა დე­დის წი­ნა­აღ­მდეგ იყო, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ არას­დროს მე­უბ­ნე­ბო­და“, - იხ­სე­ნებს ლებ­რო­ნი.

"ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი - მოთ­მი­ნე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბაა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ავად ხართ თუ და­ი­ღა­ლეთ. თქვენ­მა ბავ­შვმა ეს არ იცის, არ იცის, რო­დის ხართ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ასეც უნდა იყოს. თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი თქვენ უნდა გე­ხე­ბო­დეთ და არა თქვენს შვილს“, - აგ­რძე­ლებს გლო­რია ლებ­რო­ნის ნათ­ქვამს.

მი­მარ­თეთ სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლებს.

"რო­დე­საც საქ­მე ჩემი შვი­ლე­ბის აღ­ზრდას ესე­ბა, მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ იმ რჩე­ვე­ბით, რა­საც დე­დის­გან ვსწავ­ლობ­დი. ჰმ, შე­საძ­ლოა, ერთ დღეს ამა­ზე წიგ­ნიც დავ­წე­რო“, - ამ­ბობს ლებ­რო­ნი.

  • ლებ­რონ ჯე­იმ­სი - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ამე­რი­კე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, ნა­ცი­ო­ნა­ლურ სა­კა­ლათ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ის (NBA) სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი, ლოს-ან­ჟე­ლე­სის "ლე­ი­კერ­სის" მო­თა­მა­შე. ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო კა­ლათ­ბურ­თე­ლის ტი­ტუ­ლის­თვის ხში­რად ადა­რე­ბენ მა­იკლ ჯორ­დანს.
  • მისი მიღ­წე­ვე­ბი მო­ი­ცავს სამ­ჯერ NBA - ის ჩემ­პი­ო­ნო­ბას, NBA-ს ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი მო­თა­მა­შის ოთხ ჯილ­დოს, NBA ფი­ნა­ლე­ბის MVP-ის სამ ჯილ­დო­სა და ორ ოლიმ­პი­ურ ოქ­როს. ჯე­იმ­სი 15-ჯერ გა­მოჩ­ნდა NBA-ის ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვის მატჩში; მათ­გან სამ­ჯერ NBA-ის ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვის მატ­ჩის MVP-დ და­სა­ხელ­და. არის ყვე­ლა დრო­ის NBA playoffs-ის ქუ­ლა­თა ლი­დე­რი და ა.შ.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Wylde
3

16 წლის ასაკში რო დედა ხდები და არ იცი ვინ არის ბავშვის მამა (16 წლის ასაკში!!!)

გიორგი
1

ლებრონი დიდი კალათბურთელია, მაგრამ ლიბერასტია. სპეკულირებს კანის ფერით, რაც აშკარა რასიზმია.

ავტორი:

ქალი, რომელმაც მსოფლიოს სუპერვარსკვლავი "აჩუქა" - "თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, ეს დედაჩემის დამსახურებაა... მის ცხოვრებაში ჩემზე მთავარი არავინ არსებობდა"

ქალი, რომელმაც მსოფლიოს სუპერვარსკვლავი "აჩუქა" - "თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, ეს დედაჩემის დამსახურებაა... მის ცხოვრებაში ჩემზე მთავარი არავინ არსებობდა"

ლებრონ ჯეიმსის დედა, გლორია მარი ჯეიმსი სულ რაღაც 16 წლის იყო, როდესაც პირველი და ერთადერთი შვილი შეეძინა.

ბიჭუნას მამა ლამის მითიური ფიგურაა, რადგან დაზუსტებით ცნობილი არაფერია...

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ლებრონის ბიოლოგიური მამა როლანდ ბივინსია, ადგილობრივი ვარსკვლავი, იმ საკალათბურთო გუნდის მთავარი ტალანტი, რომელმაც 1980/81 წლის სეზონზე შტატის ჩემპიონობა მოიპოვა. ბევრი ყვება, რომ გლორია და ბივინსი ერთსა და იმავე წრეებში ტრიალებდნენ, ასევე ლებრონი ფიზიკური პარამეტრებით ბივინსს საკმაოდ წააგავს. გავრცელებული ცნობებით, ლებრონის სავარაუდო მამა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც კალათბურთელი ჯერ კიდევ პატარა იყო. ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, როდესაც ჯეიმსი 8 წლის იყო.

2022 წელს ESPN-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ავტორი ვარაუდობდა, რომ ლებრონის მამა ენტონი მაკკელანდი იყო გლორიას მეგობარი, რომელმაც ორსული გოგონა მიატოვა.

თავდაპირველად გლორიას დედა - ფრედა ჯეიმსი ეხმარებოდა. ერთ-ერთ შობას, როდესაც გლორია 19 წლის იყო, ხოლო მისი ვაჟი - 3-ის, სახლში ტრაგედია დატრიალდა. ფრედა ერთ დილას გარდაიცვალა. გლორიას ყველა გეგმა, რომელიც სწავლისა და მუშაობის შეთავსებას გულისხმობდა, დედის გარდაცვალებასთან ერთად გაქრა. მან სკოლა ვერ დაამთავრა, შესაბამისად, კოლეჯშიც ვერ ჩააბარა. მარტოხელა დედა ორ სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა და ხშირად, მესამესაც ეძებდა, ოღონდაც დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა.

რამდენიმე წელი ოჰაიოს შტატში, დიდ ვიქტორიანულ სახლში ცხოვრობდნენ. ქონება მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ. დედის გარდაცვალების შემდეგ, დიდი სახლის შენახვა გართულდა, კომუნალურების გადახდა კიდევ უფრო რთული გამოწვევა იყო. სახლი ნელ-ნელა იშლებოდა. ქალაქის ადმინისტრაციამ მარტოხელა დედა გამოასახლა, წინაპრების შემორჩენილი საცხოვრებელი მიწასთან გაასწორეს და უფრო მომგებიანი ობიექტის აშენება გადაწყვიტეს.

შემდეგ 3 წელში ლებრონმა და დედამისმა 12 სხვადასხვა საცხოვრებელი გამოიცვალეს.

მეოთხე კლასში ლებრონმა სკოლაში ასი აკადემიური დღე გააცდინა. სკოლის სატრანსპორტო მარშრუტები სახლიდან შორს იყო, დედას კი ბენზინის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფული არ ჰქონდა.

"ვხედავდი, რომ უამრავი გარემოება დედაზე დამოკიდებული არ იყო, მას არ შეეძლო მათზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვხვდებოდი და ვხედავდი, რომ მის ცხოვრებაში ჩემზე მთავარი არავინ არსებობდა. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება იგრძნოთ თავი, როდესაც იცით, რომ გვერდით ასეთი ადამიანი გყავთ, ვისთანაც ნებისმიერ რთულ მომენტს გადაიტანთ... თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, ეს დედაჩემის დამსახურებაა“, - ამბობს ჯეიმსი.

როდესაც ლებრონი 9 წლის იყო, გლორიამ მისი ცხოვრების ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება მიიღო. მას ესმოდა, რომ შვილს სრულფასოვან ოჯახს ვერ აძლევს. თავად ორ ძმასთან გაიზარდა, დედა და ბებია მასზე გამუდმებით ზრუნავდნენ. უამრავი მეგობარი და მეზობელი ჰყავდა. ესმოდა, რომ ზუსტად ასეთივე ოჯახური ფასეულობები უნდა ჰქონოდა მის შვილს. ამიტომ გადაწყვიტა, ბიჭი დროებით ნაცნობ ოჯახში გაეშვა საცხოვრებლად.

"ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, რთულთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესოც. იმ დროს და იმ ასაკში ლებრონს სტაბილურობა სჭირდებოდა. პირველ რიგში მის კეთილდღეობაზე უნდა მეფიქრა“, - ასე აფასებს ამ გადაწყვეტილებას გლორია.

"ურთულესი პერიოდი იყო. დედა დამელაპარაკა და ამიხსნა, რომ მე უოკერებთან ვიცხოვრებდი, ვიდრე ის ცხოვრებას არ დაალაგებდა. საშინლად ეზიზღებოდა ეს იდეა, მაგრამ სხვა ვარიანტი არც გვქონდა, ასე მისთვისაც და ჩემთვისაც უკეთესი იყო. თავიდან ძალიან რთული იყო. ცხოვრებაში მამა არასდროს მინახავს, ის აზრი, რომ თუნდაც დროებით, მაგრამ მაინც რაღაც პერიოდით დედასაც ვკარგავდი - მაშინებდა. ის დამპირდა, რომ როგორც კი მოახერხებდა, მაშინვე მომინახულებდა. შემპირდა, რომ ისევ ერთად ვიქნებოდით, როგორც კი სტაბილურად იქნებოდა“, - წერს ჯეიმსი.

ლებრონი საცხოვრებლად ფრენკ და პემ უოკერებთან გადავიდა.

ფრენკი ადგილობრივ წრეში "დიდი ფრენკის“ სახელით იყო ცნობილი. ის პატარა საფეხბურთო გუნდს, "ჩრდილოეთის რეინჯერებს“ წვრთნიდა. პატარა, მორცხვ ბიჭში პოტენციალს ხედავდა.

უოკერები ბავშვზე საკუთარი შვილივით ზრუნავდნენ. ლებრონი ყოველ კვირას დედას სტუმრობდა. მას ეს გრაფიკი მოსწონდა, მოსწონდა ასევე დისციპლინა, დაცულობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება. იმ წელს სკოლაში არცერთი დღე არ გაუცდენია, ასევე დაიწყო კალათბურთის თამაში. რა თქმა უნდა, ფრენკ უკერის დამსახურებით.

თითქმის ერთი წლის შემდეგ, ლებრონი ისევ დედასთან გადავიდა. გლორიამ ოროთახიანი ბინა სახელმწიფო პროგრამის დახმარებით იქირავა.

მთელი წლის განმავლობაში დედა, აბსოლუტურად, ყველაფერს იკლებდა, რომ შვილისთვის იმდენი ფული მოეგროვებინა, რომ საშუალო სკოლა შეუფერხებლად დაემთავრებინა.

მოგვიანებით ჯეიმსი სენტ-ვინსენტის სკოლის საკალათბურთო გუნდში აღმოჩნდა. თამაშიც წაუვიდა და ყოველ წელს (პირველის გარდა) ოჰაიოს შტატის "მისტერ კალათბურთის“ წოდებას იღებდა.

"ლებრონი მარწმუნებს, რომ მალე არაფერზე აღარ ვიდარდებ, - ყვებოდა გლორია 2000 წელს - ის მეუბნება, რომ მექნება მანქანა, სახლი და ზოგადად ყველაფერი, რისი ყიდვაც ფულით არის შესაძლებელი. მე მას ვთხოვ, რომ არ იჩქაროს, ვეუბნები, არ მჭირდება ეს ყველაფერი. ერთადერთი, რაზეც ვოცნებობ, პირადი მზარეულია, ძალიან მიყვარს ჭამა...“

როდესაც ლებრონი 3 წლის იყო, მას სათამაშო კალათბურთის კომპლექტი აჩუქეს. დედა ხედავდა, როგორ ისვრის ამ ბურთს და წარმოდგენა არ ჰქონდა, რას უმზადებდა მომავალი.

"ვერ ვიტყვი, თითქოს თავიდანვე ვიცოდი, რომ ის სუპერვარსკვლავი გახდებოდა, მაგრამ ჩანდა, რომ შეპყრობილი იყო მაქსიმალური შედეგის მიღწევის სურვილით. კალათს სულ უფრო მაღლა და მაღლა ჰკიდებდა".

ლებრონს და გლორიას დღემდე უახლოესი ურთიერთობა აქვთ. კალათბურთელი ხშირად ითვალისწინებს დედის რჩევებს.

"არ შემიძლია მისი რომელიმე რჩევა გამოვყო. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მისი სიტყვები შემეწოვა. მან სწორისა და არასწორის გარჩევა მასწავლა. დედამ იმ ცხოვრებისთვის მომამზადა, რომელიც ახლა მაქვს“, - ამბობს ჯეიმსი webmd.com-თან ინტერვიუში.

  • რჩევები მშობლებისთვის ლებრონ და გლორია ჯეიმსებისგან:

ოჯახი იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ სისხლის კავშირი.

"როდესაც უოკერებს ლებრონის აღზრდა ვთხოვე, ისინი ჩემს შვილს ისე მოეპყრნენ, როგორც საკუთარს. ჯეიმსმა მათგან ისწავლა, რომ ოჯახი - ეს ის ხალხია, რომელსაც შეგიძლია ენდო, რომლებიც მძიმე დროს შენთან იქნებიან. ისინი არ ატარებენ ჯეიმსის გვარს, მაგრამ ყოველთვის ჩვენი ოჯახის წევრები იქნებიან“, - ამბობს გლორია.

დატოვე შენი პრობლემები კარს მიღმა.

"როდესაც ვიზრდებოდი, ყველა გარემოება დედის წინააღმდეგ იყო, თუმცა ამის შესახებ არასდროს მეუბნებოდა“, - იხსენებს ლებრონი.

"ყველაზე მთავარი - ზოგჯერ ყველაზე რთული გაკვეთილი - მოთმინების გამომუშავებაა. არ აქვს მნიშვნელობა, ავად ხართ თუ დაიღალეთ. თქვენმა ბავშვმა ეს არ იცის, არ იცის, როდის ხართ გაღიზიანებული. ასეც უნდა იყოს. თქვენი პრობლემები თქვენ უნდა გეხებოდეთ და არა თქვენს შვილს“, - აგრძელებს გლორია ლებრონის ნათქვამს.

მიმართეთ საუკეთესო მასწავლებლებს.

"როდესაც საქმე ჩემი შვილების აღზრდას ესება, მე ვხელმძღვანელობ იმ რჩევებით, რასაც დედისგან ვსწავლობდი. ჰმ, შესაძლოა, ერთ დღეს ამაზე წიგნიც დავწერო“, - ამბობს ლებრონი.

  • ლებრონ ჯეიმსი - პროფესიონალური ამერიკელი კალათბურთელი, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერვარსკვლავი, ლოს-ანჟელესის "ლეიკერსის" მოთამაშე. ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულისთვის ხშირად ადარებენ მაიკლ ჯორდანს.
  • მისი მიღწევები მოიცავს სამჯერ NBA - ის ჩემპიონობას, NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის ოთხ ჯილდოს, NBA ფინალების MVP-ის სამ ჯილდოსა და ორ ოლიმპიურ ოქროს. ჯეიმსი 15-ჯერ გამოჩნდა NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში; მათგან სამჯერ NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP-დ დასახელდა. არის ყველა დროის NBA playoffs-ის ქულათა ლიდერი და ა.შ.

ავტორი: ანრი კურტანიძე