მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წლის საუკეთესო მანქანის კონკურსი
2023 წლის საუკეთესო მანქანის კონკურსი

ყო­ველ წელს იმარ­თე­ბა კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ებ­ში წლის სა­უ­კე­თე­სო მან­ქა­ნის და­სა­ხე­ლე­ბას. ეს პრო­ცე­სი გუ­ლის­ხმობს სხვა­დას­ხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უამ­რა­ვი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სპერ­ტე­ბის მიერ შე­ფა­სე­ბას. შე­ფა­სე­ბე­ბი ხდე­ბა ქუ­ლე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი აგ­რო­ვე­ბენ რე­ი­ტინგს და რე­ი­ტინ­გში სა­უ­კე­თე­სო ხდე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ამა თუ იმ კა­ტე­გო­რი­ა­ში. მა­გა­ლი­თის­თვის, არ­სე­ბობს კა­ტე­გო­რია წლის სა­უ­კე­თე­სო სე­და­ნი, სა­უ­კე­თე­სო კაბ­რი­ო­ლე­ტი, ჰეჩ­ბე­ქი ან უბ­რა­ლოდ 2023 წლის სა­უ­კე­თე­სო მან­ქა­ნა.

ამ ბლოგ­ში მი­მო­ვი­ხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­მო­ბი­ლი:

წლის სა­უ­კე­თე­სო მან­ქა­ნა

ყო­ველ­წლი­ურ კონ­კურ­სში, World Car of the Year (WCOTY) 2023 წელს, წინა წლის მსგავ­სად გა­ი­მარ­ჯვა HYUNDAI-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. 2022 წელს ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო მან­ქა­ნის ტი­ტუ­ლი HYUNDAI IONIQ 5-ს ერგო, წელს კი იგი­ვე მო­დე­ლის გა­ნახ­ლე­ბულ ვერ­სი­ას HYUNDAI IONIQ 6-ს. გარ­და სა­უ­კე­თე­სო მან­ქა­ნის წო­დე­ბი­სა ამ მო­დელ­მა წელს და­იმ­სა­ხუ­რა 2 სხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში პირ­ვე­ლო­ბა, ესე­ნია, „სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნი“ და „სა­უ­კე­თე­სო ელექტრო­მო­ბი­ლი“.

ზო­გა­დად, მან­ქა­ნის კონ­კურ­სის­თვის შე­ფა­სე­ბა და რე­ი­ტინ­გის მო­პო­ვე­ბა ხდე­ბა სხვა­დას­ხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ავ­ტო­მო­ბი­ლი, რამ­დე­ნად მორ­გე­ბუ­ლია მომ­ხმა­რე­ბელ­ზე, მძღოლ­ზე და მგზავ­რებ­ზე, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად რო­გო­რაა არ­ჭურ­ვი­ლი, რო­გო­რი ვი­ზუ­ა­ლი აქვს და სხვა. სწო­რედ ამ კრი­ტე­რი­უ­მებ­ში მა­ღალ­მა შე­ფა­სე­ბებ­მა მო­უ­ტა­ნა HYUNDAI IONIQ 6-ს სხვა­დას­ხვა ტი­ტუ­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა ამ მო­დე­ლის კონ­კრე­ტუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა მისი მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლო­ბა და სა­ბო­ლო­ოდ არა­ერთ კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბა:

ეკო­მე­გობ­რუ­ლო­ბა - გარ­და იმი­სა, რომ ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლია და არ აბინ­ძუ­რებს გა­რე­მოს, მისი ეკო­მე­გობ­რუ­ლო­ბა მის ვი­ზუ­ალ­სა და ინ­ტე­რი­ერ­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ყვე­ლა ის მა­სა­ლა, რი­თაც შექ­მნი­ლია მან­ქა­ნის სა­ლო­ნი, არის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­დი მა­სა­ლა.

მომ­ხმა­რე­ბელ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რი - სა­ვარ­ძლის ფორ­მე­ბი იდე­ა­ლუ­რად ერ­გე­ბა მძღო­ლი­სა და მგზავ­რე­ბის სხე­ულს, ამას­თან ერ­თად, შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი გა­დაშ­ლა და ეს ფუნ­ქცია გან­სა­კუთ­რე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლია ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი­სას. მძღოლ­სა და მგზავ­რებს შე­უძ­ლი­ათ გა­და­შა­ლონ სა­ვარ­ძლე­ბი და მო­ის­ვე­ნონ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით.

სა­ლონ­ში არ­სე­ბუ­ლი მან­ქა­ნის სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი, იქ­ნე­ბა ეს მო­ნი­ტო­რე­ბი, ცი­ფერბლა­ტე­ბი თუ ღი­ლა­კე­ბი არის მძღოლ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და ინ­ტუ­ი­ტი­უ­რი მისი მდე­ბა­რე­ო­ბი­თა თუ ვი­ზუ­ა­ლით. ეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ მძღოლ­მა ბევ­რი დრო არ და­კარ­გოს, მარ­ტი­ვად იპო­ვოს და გა­მო­ი­ყე­ნოს სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია / ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი.

უსაფრ­თხო­ე­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა - ავ­ტო­მო­ბი­ლი აღ­ჭურ­ვი­ლია მრა­ვა­ლი ტექნლო­გი­უ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით. მას აქვს ბლუ­თუ­ზი, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბაც ორ დი­ვა­ისს ერ­თდრო­უ­ლად შე­უძ­ლია. სი­ახ­ლეა კა­მე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც გარე სარ­კე­ე­ბის ად­გილს იკა­ვებს და სარ­კის ნაც­ვლად, მან­ქა­ნის სა­ლონ­ში­ვეა ეკ­რა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გარე სარ­კის როლს ას­რუ­ლებს კა­მე­რებ­თან ერ­თად. მან­ქა­ნას ასე­ვე აქვს ავ­ტო­მა­ტუ­რი რე­ჟი­მი გზატ­კე­ცილ­ზე მოძ­რა­ო­ბი­სას, რაც მძღოლს ეხ­ლა­რე­ბა სიჩ­ქა­რის და დის­ტან­ცი­ის კონ­ტროლ­ში ზო­ლის ცვლი­ლე­ბი­სას.

ბა­ტა­რეა და მისი გამ­ძლე­ო­ბა - ამ მო­დე­ლის ბა­ტა­რე­ას და­ტენ­ვის გა­რე­შე შე­უძ­ლია რომ მან­ქა­ნა 581 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე გა­და­ა­ად­გი­ლოს. ცნო­ბის­თვის, ტეს­ლას ბა­ტა­რე­ას 576 კი­ლო­მეტ­რის და­ფარ­ვა შე­უძ­ლია.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ბა­ტა­რე­ის და­ტენ­ვის პრო­ცე­სი იყოს სწრა­ფი და ჰი­უნ­და­ის შემ­თხვე­ვა­ში ასე­ცაა, HYUNDAI IONIQ 6-ის ულტრა სწრაფ დამ­ტენს შე­უძ­ლია რომ 15 წუთ­ში 350 კი­ლო­მეტ­რის გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად საკ­მა­რი­სი ენერ­გი­ით და­ტე­ნოს მან­ქა­ნის ბა­ტა­რეა.

HYUNDAI IONIQ 6-ის კონ­კუ­რენ­ტი

2023 წლის სა­უ­კე­თე­სო მან­ქა­ნის ტი­ტუ­ლო­ბა­ში ჰი­უნ­და­ის კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევ­და 2023 Kia Niro, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ და­იმ­სა­ხუ­რა ტი­ტუ­ლი „წლის სა­უ­კე­თე­სო დიდი მან­ქა­ნის“ (ჯი­პის) სა­ხე­ლით. ეს მან­ქა­ნა გა­მორ­ჩე­უ­ლია საწ­ვა­ვის ეკო­ნო­მი­ით, ყო­ველ 100 კი­ლო­მეტრზე სულ რა­ღაც 4-5 ლიტრ საწ­ვავს სა­ჭი­რო­ებს და კომ­ფორ­ტუ­ლია დიდ გზა­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის­თვის მისი ინ­ტე­რი­ე­რის ტე­ვა­დო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

Hyundai Ioniq 6-ს სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა დღეს 42, 715 $-ია, Kia Niro-ს ფასი კი და­ახ­ლო­ე­ბით 33, 000 $-მდეა.

სტა­ტია შე­მოგ­თა­ვა­ზათ მო­გომ. იხი­ლეთ სრუ­ლი სტა­ტია: 2023 წლის სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლი

ასე­ვე ნა­ხეთ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ე­ბი მო­გოს­გან: მარ­თვის მოწ­მო­ბა | და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი | ავტო ლომ­ბარ­დი | ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა

ასე­ვე იხი­ლეთ მო­გოს პრო­დუქ­ტე­ბი: ავტო ლი­ზინ­გი | უკუ­ლი­ზინ­გი | სკუ­ტერ ლი­ზინ­გი | სპეც ტექ­ნი­კა

NS

ავტორი:

2023 წლის საუკეთესო მანქანის კონკურსი

2023 წლის საუკეთესო მანქანის კონკურსი

ყოველ წელს იმართება კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეულ კატეგორიებში წლის საუკეთესო მანქანის დასახელებას. ეს პროცესი გულისხმობს სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, უამრავი ტესტირების შედეგად ავტომობილის ექსპერტების მიერ შეფასებას. შეფასებები ხდება ქულებით, ავტომობილები აგროვებენ რეიტინგს და რეიტინგში საუკეთესო ხდება გამარჯვებული ამა თუ იმ კატეგორიაში. მაგალითისთვის, არსებობს კატეგორია წლის საუკეთესო სედანი, საუკეთესო კაბრიოლეტი, ჰეჩბექი ან უბრალოდ 2023 წლის საუკეთესო მანქანა.

ამ ბლოგში მიმოვიხილოთ რამდენიმე კატეგორიაში გამარჯვებული ზოგიერთი ავტომობილი:

წლის საუკეთესო მანქანა

ყოველწლიურ კონკურსში, World Car of the Year (WCOTY) 2023 წელს, წინა წლის მსგავსად გაიმარჯვა HYUNDAI-ს წარმომადგენელმა. 2022 წელს ამ ნომინაციაში საუკეთესო მანქანის ტიტული HYUNDAI IONIQ 5-ს ერგო, წელს კი იგივე მოდელის განახლებულ ვერსიას HYUNDAI IONIQ 6-ს. გარდა საუკეთესო მანქანის წოდებისა ამ მოდელმა წელს დაიმსახურა 2 სხვა ნომინაციაში პირველობა, ესენია, „საუკეთესო დიზაინი“ და „საუკეთესო ელექტრომობილი“.

ზოგადად, მანქანის კონკურსისთვის შეფასება და რეიტინგის მოპოვება ხდება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, მაგალითად, რამდენად უსაფრთხოა ავტომობილი, რამდენად მორგებულია მომხმარებელზე, მძღოლზე და მგზავრებზე, ტექნოლოგიურად როგორაა არჭურვილი, როგორი ვიზუალი აქვს და სხვა. სწორედ ამ კრიტერიუმებში მაღალმა შეფასებებმა მოუტანა HYUNDAI IONIQ 6-ს სხვადასხვა ტიტული.

საინტერესოა ამ მოდელის კონკრეტული მახასიათებლები, რამაც განაპირობა მისი მაღალრეიტინგულობა და საბოლოოდ არაერთ კატეგორიაში გამარჯვება:

ეკომეგობრულობა - გარდა იმისა, რომ ელექტრო ავტომობილია და არ აბინძურებს გარემოს, მისი ეკომეგობრულობა მის ვიზუალსა და ინტერიერშიც გამოიხატება. ყველა ის მასალა, რითაც შექმნილია მანქანის სალონი, არის გადამუშავებადი მასალა.

მომხმარებელზე მორგებული ინტერიერი - სავარძლის ფორმები იდეალურად ერგება მძღოლისა და მგზავრების სხეულს, ამასთან ერთად, შესაძლებელია მათი გადაშლა და ეს ფუნქცია განსაკუთრებით კომფორტულია ხანგრძლივი მოგზაურობებისას. მძღოლსა და მგზავრებს შეუძლიათ გადაშალონ სავარძლები და მოისვენონ გარკვეული პერიოდით.

სალონში არსებული მანქანის სხვადასხვა ფუნქციონალი, იქნება ეს მონიტორები, ციფერბლატები თუ ღილაკები არის მძღოლზე მორგებული და ინტუიტიური მისი მდებარეობითა თუ ვიზუალით. ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ მძღოლმა ბევრი დრო არ დაკარგოს, მარტივად იპოვოს და გამოიყენოს სასურველი ინფორმაცია / ფუნქციონალი.

უსაფრთხოება და ტექნოლოგიური მრავალფეროვნება - ავტომობილი აღჭურვილია მრავალი ტექნლოგიური მოწყობილობით. მას აქვს ბლუთუზი, რომელთან დაკავშირებაც ორ დივაისს ერთდროულად შეუძლია. სიახლეა კამერებიც, რომლებიც გარე სარკეების ადგილს იკავებს და სარკის ნაცვლად, მანქანის სალონშივეა ეკრანები, რომლებიც გარე სარკის როლს ასრულებს კამერებთან ერთად. მანქანას ასევე აქვს ავტომატური რეჟიმი გზატკეცილზე მოძრაობისას, რაც მძღოლს ეხლარება სიჩქარის და დისტანციის კონტროლში ზოლის ცვლილებისას.

ბატარეა და მისი გამძლეობა - ამ მოდელის ბატარეას დატენვის გარეშე შეუძლია რომ მანქანა 581 კილომეტრის მანძილზე გადააადგილოს. ცნობისთვის, ტესლას ბატარეას 576 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

მნიშვნელოვანია ის, რომ ბატარეის დატენვის პროცესი იყოს სწრაფი და ჰიუნდაის შემთხვევაში ასეცაა, HYUNDAI IONIQ 6-ის ულტრა სწრაფ დამტენს შეუძლია რომ 15 წუთში 350 კილომეტრის გადასაადგილებლად საკმარისი ენერგიით დატენოს მანქანის ბატარეა.

HYUNDAI IONIQ 6-ის კონკურენტი

2023 წლის საუკეთესო მანქანის ტიტულობაში ჰიუნდაის კონკურენციას უწევდა 2023 Kia Niro, რომელმაც საბოლოოდ დაიმსახურა ტიტული „წლის საუკეთესო დიდი მანქანის“ (ჯიპის) სახელით. ეს მანქანა გამორჩეულია საწვავის ეკონომიით, ყოველ 100 კილომეტრზე სულ რაღაც 4-5 ლიტრ საწვავს საჭიროებს და კომფორტულია დიდ გზაზე მოგზაურობებისთვის მისი ინტერიერის ტევადობიდან გამომდინარე.

Hyundai Ioniq 6-ს საბაზრო ღირებულება დღეს 42, 715 $-ია, Kia Niro-ს ფასი კი დაახლოებით 33, 000 $-მდეა.

სტატია შემოგთავაზათ მოგომ. იხილეთ სრული სტატია: 2023 წლის საუკეთესო ავტომობილი

ასევე ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები მოგოსგან: მართვის მოწმობა | დამატებითი შემოსავალი | ავტო ლომბარდი | ავტომობილის ტექდათვალიერება

ასევე იხილეთ მოგოს პროდუქტები: ავტო ლიზინგი | უკულიზინგი | სკუტერ ლიზინგი | სპეც ტექნიკა

NS