15 აგვისტოს „Black Sea Arena-ს“ სცენა - კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში - „The Killers-ს“ უმასპინძლებს.
80-იანი წლების სინთპოპისა და ალტერნატიული როკ-მუსიკის გავლენით, The Killers-მა სადებიუტო ნამუშევრებითვე შეძლო გლობალური აღიარების მოპოვება. ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი უკვე 20 წელზე მეტია, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფორუმებისა და ფესტივალების სტუმარია. მათ მიერ შექმნილი ჰიტები, როგორებიცაა: „Mr. Brightside“, „Somebody Told Me“, „Human“ და „Read My Mind“, დღემდე მსმენელის საყვარელ კომპოზიციებად რჩება.
დღესდღეობით, „The Killers“ იდეალურად ახერხებს თავისი მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ახალი მსმენელისთვის გაზიარებას, რის გამოც მათ მიმართ ინტერესი არ ნელდება. ბენდი საქართველოს პირველად „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ეწვევა და მსმენელს 20-წლიანი მუსიკალური კარიერის საუკეთესო კომპოზიციებს გაუზიარებს.
ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ „Black Sea Arena-ს“ ოფიციალურ ვებგვერდზე - BSA.ge. ბილეთის ფასი 100 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს.
„Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
დაგეგმილი კონცერტების ბილეთები ეტაპობრივად, ვებგვერდზე - BSA.ge - გაიყიდება.
R