პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, ძალიან ცხადად ვთქვა..." - რას ამბობს კელი დეგნანი საგამოძიებო კომისიასა და უმრავლესობის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტზე?
"მინდა, ძალიან ცხადად ვთქვა..." - რას ამბობს კელი დეგნანი საგამოძიებო კომისიასა და უმრავლესობის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტზე?

ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, გა­მო­ი­ძი­ოს კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბე­ბი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში, რაც ფარ­თოდ იყო ცნო­ბი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში - არა­ვი­თარ შეც­დო­მას ად­გი­ლი არ აქვს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია იმა­ში, რაც და­ე­დო სა­ფუძ­ვლად ამ ოთხი ინ­დი­ვი­დის­თვის სან­ქცი­ის და­წე­სე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმ ფაქტს, რომ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რის და­სა­წყე­ბად სა­ჭი­რო კვო­რუ­მი კვლავ არ შედ­გა, რად­გან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ კენ­ჭისყ­რის წინ რე­გის­ტრა­ცია არ გა­ი­ა­რა.

  • კელი დეგ­ნა­ნის შე­ფა­სე­ბით, ზო­გა­დად სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად არის შექ­მნი­ლი, ამი­ტომ არას­დროს არ არის სა­სარ­გებ­ლო, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია სა­პარ­ლა­მენ­ტო სე­სი­ას ბო­ი­კოტს უცხა­დებს.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ყო­ველ­თვის წა­ა­ხა­ლი­სებს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში და უზ­რუნ­ველ­ყონ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში. სწო­რედ ამის­თვის არის შექ­მნი­ლი ეს ინ­სტი­ტუ­ცია. ასე რომ, სა­სარ­გებ­ლო არას­დროს არ არის, რო­დე­საც პარ­ტი­ე­ბი ბო­ი­კოტს უცხა­დე­ბენ სა­პარ­ლა­მენ­ტო სე­სი­ებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც არა­ერ­თხელ ვთქვით, ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, გა­მო­ი­ძი­ოს კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბე­ბი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში, რაც ფარ­თოდ იყო ცნო­ბი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მინ­და ძა­ლი­ან ცხა­დად ვთქვა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ძა­ლი­ან ბევ­რმა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, თით­ქოს ჩვენ არ ვართ კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი - არა­ვი­თარ შეც­დო­მას ად­გი­ლი არ აქვს. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია იმა­ში, რაც და­ე­დო სა­ფუძ­ვლად ამ ოთხი ინ­დი­ვი­დის­თვის სან­ქცი­ის და­წე­სე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს მათ ჩარ­თუ­ლო­ბას კო­რუფ­ცი­ულ აქ­ტი­ვო­ბა­ში.

ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ ძა­ლი­ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მი­მო­ხილ­ვა, შე­ვაგ­რო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბა არის სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი, იქამ­დე, სა­ნამ ამას ჩა­ვუშ­ვებ­დით სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც მი­დის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნამ­დე. სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ბლინ­კენ­მა და­ამ­ტკი­ცა ეს შე­ზღუდ­ვე­ბი, რად­გან ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ყა­ვით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ამის სა­ფუძ­ვლებ­ში. რო­გორც უკვე ვთქვი, ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რომ თა­ვად გა­მო­ი­ძი­ოს ეს ბრალ­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, იმა­ვე სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდომ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით და სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმა
3

ამბები.ჯი.რატომ ბლოკავთ ჩემს სმს-ებს დეგნანი რომ არ გაგინაწყენდეთ? 

ზურაბ
1

ხალხო წარმოიდგინეთ რა უნდა განიხილოს პარლამენტმა, სასამართლო ხომ ხელისუფლების ერთ ერთი შტოა. შეიძლება სტრასბურგის სასამართლოს გამამტყუნებელი განაცენები განიხილოს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მინდა, ძალიან ცხადად ვთქვა..." - რას ამბობს კელი დეგნანი საგამოძიებო კომისიასა და უმრავლესობის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტზე?

"მინდა, ძალიან ცხადად ვთქვა..." - რას ამბობს კელი დეგნანი საგამოძიებო კომისიასა და უმრავლესობის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტზე?

ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში - არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს, ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი კვლავ არ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარა.

  • კელი დეგნანის შეფასებით, ზოგადად საკანონმდებლო ორგანო მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად არის შექმნილი, ამიტომ არასდროს არ არის სასარგებლო, როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია საპარლამენტო სესიას ბოიკოტს უცხადებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს ინსტიტუცია. ასე რომ, სასარგებლო არასდროს არ არის, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. ამ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში.

მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები - არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას კორუფციულ აქტივობაში.

ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც მიდის სახელმწიფო მდივნამდე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაამტკიცა ეს შეზღუდვები, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვიყავით დარწმუნებულები ამის საფუძვლებში. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თავად გამოიძიოს ეს ბრალდებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმავე საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.