პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი შესაძლოა, ძმები აღმოჩდნენ - გაირკვა, რომ მეთიუს დედას ჰარელსონის მამასთან ჰქონდა ურთიერთობა
მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი შესაძლოა, ძმები აღმოჩდნენ - გაირკვა, რომ მეთიუს დედას ჰარელსონის მამასთან ჰქონდა ურთიერთობა

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი მე­თიუ მა­კკო­ნა­ჰი და ვუდი ჰა­რელ­სო­ნი, შე­საძ­ლოა, ღვიძ­ლი ძმე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ამის შე­სა­ხებ მე­თი­უმ პოდ­კას­ტში, Let's Talk Off Camera ისა­უბ­რა.

მა­კკო­ნა­ჰის თქმით, ორი­ვე მსა­ხი­ობ­მა იცის, რომ მე­თი­უს დედა ჰა­რელ­სო­ნის მა­მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო. მსა­ხი­ო­ბე­ბის ეჭვს ვი­ზუ­ა­ლუ­რი მსგავ­სე­ბაც ამ­ყა­რებს და სწო­რედ ამი­ტომ, სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებ­მა შე­საძ­ლოა, დნმ-ის ტეს­ტი ჩა­ი­ტა­რონ, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღი­ათ.

"ჩემი შვი­ლე­ბი მას ბი­ძია ვუ­დის ეძა­ხი­ან, მისი შვი­ლე­ბი კი ბი­ძია მე­თი­უს მე­ძა­ხი­ან. ჩვენს ოჯა­ხებს ჩემი და ვუ­დის სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბის ნახ­ვი­სას, ხში­რად ვეშ­ლე­ბით ერ­თმა­ნეთ­ში,"- ამ­ბობს მე­თიუ.

მე­თიუ და ვუდი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ True Detective-ში ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ

მე­თი­უმ პოდ­კას­ტში ის­ტო­რი­აც მოყ­ვა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შე­ი­ტყვეს, რომ დე­და­მისს ჰა­რელ­სო­ნის მა­მას­თან კავ­ში­რი ჰქონ­და.

"რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე და ვუდი სა­ბერ­ძნეთ­ში ვის­ვე­ნებ­დით და იმა­ზე ვსა­უბ­რობ­დით, რო­გორ ახ­ლოს იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­თან ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი. დე­და­ჩემ­მა კი უცებ თქვა: "ვუდი, მე მა­მა­შენს ვიც­ნობ­დი". ყვე­ლა მიხ­ვდა რას ნიშ­ნავ­და "ცნო­ბა", - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

მა­კო­ნა­ჰის თქმით, ამ კო­მენ­ტარ­მა ორი­ვე მსა­ხი­ობს მის­ცა მო­ტი­ვა­ცია, თა­ვი­ან­თი ოჯა­ხის ის­ტო­რია გა­მო­ეკვლი­ათ.

ჰა­რელ­სო­ნის მამა, ჩარლ­ზი, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი იყო. ის პირ­ვე­ლად 1960 წელს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძარ­ცვის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. 1973 წელს კი მკვლე­ლო­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს. ჩარლ­ზი იმა­საც ამ­ბობ­და, რომ ჯონ კე­ნე­დი მან მოკ­ლა. სა­ბო­ლო­ოდ, ჰა­რელ­სო­ნი 2007 წელს ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­თიუ მა­კკო­ნა­ჰი ამ­ბობს, რომ უჭირს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, გა­ი­კე­თოს თუ არა დნმ-ის ანა­ლი­ზი. "ეს ნიშ­ნავს, რომ კაცი, რო­მე­ლიც 53 წე­ლია მამა მგო­ნია, შე­საძ­ლოა, ჩემი ნამ­დვი­ლი მამა არ აღ­მოჩ­ნდეს", - დას­ძენს მსა­ხი­ო­ბი.

წყა­რო:variety

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი შესაძლოა, ძმები აღმოჩდნენ - გაირკვა, რომ მეთიუს დედას ჰარელსონის მამასთან ჰქონდა ურთიერთობა

მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი შესაძლოა, ძმები აღმოჩდნენ - გაირკვა, რომ მეთიუს დედას ჰარელსონის მამასთან ჰქონდა ურთიერთობა

ჰოლივუდის ვარსკვლავები მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი, შესაძლოა, ღვიძლი ძმები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ მეთიუმ პოდკასტში, Let's Talk Off Camera ისაუბრა.

მაკკონაჰის თქმით, ორივე მსახიობმა იცის, რომ მეთიუს დედა ჰარელსონის მამასთან ახლო ურთიერთობაში იყო. მსახიობების ეჭვს ვიზუალური მსგავსებაც ამყარებს და სწორედ ამიტომ, სიმართლის დასადგენად საუკეთესო მეგობრებმა შესაძლოა, დნმ-ის ტესტი ჩაიტარონ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

"ჩემი შვილები მას ბიძია ვუდის ეძახიან, მისი შვილები კი ბიძია მეთიუს მეძახიან. ჩვენს ოჯახებს ჩემი და ვუდის საერთო ფოტოების ნახვისას, ხშირად ვეშლებით ერთმანეთში,"- ამბობს მეთიუ.

მეთიუ და ვუდი სატელევიზიო შოუ True Detective-ში ერთად მონაწილეობდნენ

მეთიუმ პოდკასტში ისტორიაც მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიტყვეს, რომ დედამისს ჰარელსონის მამასთან კავშირი ჰქონდა.

"რამდენიმე წლის წინ მე და ვუდი საბერძნეთში ვისვენებდით და იმაზე ვსაუბრობდით, როგორ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ჩვენი ოჯახები. დედაჩემმა კი უცებ თქვა: "ვუდი, მე მამაშენს ვიცნობდი". ყველა მიხვდა რას ნიშნავდა "ცნობა", - იხსენებს მსახიობი.

მაკონაჰის თქმით, ამ კომენტარმა ორივე მსახიობს მისცა მოტივაცია, თავიანთი ოჯახის ისტორია გამოეკვლიათ.

ჰარელსონის მამა, ჩარლზი, დაქირავებული მკვლელი იყო. ის პირველად 1960 წელს, შეიარაღებული ძარცვისთვის გაასამართლეს. 1973 წელს კი მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ჩარლზი იმასაც ამბობდა, რომ ჯონ კენედი მან მოკლა. საბოლოოდ, ჰარელსონი 2007 წელს ციხეში გარდაიცვალა.

მეთიუ მაკკონაჰი ამბობს, რომ უჭირს გადაწყვეტილების მიღება, გაიკეთოს თუ არა დნმ-ის ანალიზი. "ეს ნიშნავს, რომ კაცი, რომელიც 53 წელია მამა მგონია, შესაძლოა, ჩემი ნამდვილი მამა არ აღმოჩნდეს", - დასძენს მსახიობი.

წყარო:variety

მოამზადა: ანა სიბოშვილმა