BBC საგამოძიებო ფილმში, რომელიც მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემას ეხება, დეტალურად ხსნის, რატომ მიიჩნევს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ამ სქემის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად.
გამომძიებელი ჟურნალისტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს ამ სქემის განმახორციელებელ Milton group-თან დააკავშირებს, არსებობს ამის ირიბი მტკიცებულებები.
უფრო კონკრეტულად, ავტორის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად გამოიკვეთა 5 სახელი - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton-ის სავაჭრო პლატფორმის, EverFx-ის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელ პირებად არიან დასახელებულები. ფილმში განმარტებულია, რომ სავაჭრო პლატფორმა EverFx-ი ერთ-ერთია, რომელიც ძირითადად საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანებს ფულის ინვესტირებას სთავაზობს და ვაჭრობის გზით მოგების მიღებას ჰპირდება, თუმცა შემდეგ თაღლითური გზით ამ ადამიანებს ფინანსურ სახსრებს ართმევს.
BBC-ის საგამოძიებო მასალის მიხედვით, სწორედ კეზერაშვილია დაკავშირებული კომპანია Axios-სთან, რომელიც EverFx-ს ფლობს, ის ასევე დაკავშირებულია კომპანიასთან NEWAGE, რომელმაც შექმნა სავაჭო პლატფორმა და ვებ-საიტი EverFx-ისთვის.
იხილეთ BBC-ის საგამოძიებო ფილმის ის ნაწილი, რომელიც თაღლითურ სქემას აღწერს, ქართული სუბტიტრებით.
ნახეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო:
დიდი ხანია ეჭვი მაქვს,რომ მიშა აქ რევოლუციის მოსაწყობად არ შემოსულა. ის შემოვიდა საქართველოში ისე,რომ საზღვარზე არავინ გააჩერა და არც არავინ დახვედრია,თუნდაც ოჯახის ის წევრები ,რომლებიც ახლა ძალიან ღელავენ. ფაქტიურად ხინკლის ჭამის დროს თავი როგორც იქნა დააჭერინა.ადრეც გამოვთქვი ვარაუდი,რომ ეგ აქ რევოლუციის მოსაწყობად არ შემოსულა,იქიდან რაღაცას ან ვიღაცას გამოექცა-თქო.ახლა თუ აღმოჩნდა,რომ დაკავშირებული იყო კეზერაშვილთან და პენსიონერების თანხებს მართლა ითვისებდა ყველაფერი თავის ადგილზე დგება.
კეზერ,,,,,ჩამირიცხე ასე დაახლოებით 4-5 მილიონი (ევრო) და მე ჩავჯდები !!! მეტს მაინც არ გაგაჩერებენ ციხეში და შენთვის ეგ თანხა სიგარეტის ფულია !!! ((()))