Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!" - დღეს წითელი პარასკევია
"დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!" - დღეს წითელი პარასკევია

"ვაი, რა კარ­გი სა­ჩი­ნო, რა ავად მი­გიჩ­ნი­ე­სო!

ბო­რო­ტი­სა­გან კე­თი­ლი შუ­რით ვერ გა­ნარ­ჩი­ე­სო,

მა­ცხოვ­ნე­ბე­ლი შენ მათი წამ­წყმენდლად მი­გიჩ­ნი­ე­სო,

დი­დე­ბა მოთ­მი­ნე­ბა­სა შენ­სა, უფა­ლო იესო!" (და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი)

დღეს დიდი პა­რას­კე­ვია. ამ დღეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა იესო ქრის­ტეს ჯვარ­ცმას, ჯვრი­დან გარ­და­მოხ­სნა­სა და და­საფ­ლა­ვე­ბას იხ­სე­ნებს.

დიდი პა­რას­კე­ვი, ანუ წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი დიდი მარ­ხვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა. ამ დღეს ტაძ­რებ­ში წირ­ვა არ აღეს­რუ­ლე­ბა, რად­გან ადა­მი­ან­თა ცოდ­ვე­ბის­გან გა­მო­სახ­სნე­ლად უფალ­მა სა­კუ­თა­რი თავი მსხვერ­პლად შეს­წი­რა. მსა­ხუ­რე­ბი­სას სა­მე­უ­ფო ჟამ­ნი შეს­რულ­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც უფ­ლის ვნე­ბის შე­სა­ხებ სა­ხა­რე­ბა იკი­თხე­ბა.

დიდი პა­რას­კე­ვის სე­რო­ბა მა­ცხოვ­რის ჯვრი­დან გარ­და­მოხ­სნა­სა და და­საფ­ლა­ვე­ბას ეძღვნე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რივ, შუ­ა­დღის ორ სა­ათ­ზე აღევ­ნი­ლე­ბა, რად­გან იესო ქრის­ტე ჯვარ­ზე სწო­რედ ამ დროს მი­იც­ვა­ლა. მსა­ხუ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში მზად­დე­ბა ამაღ­ლე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი სად­გა­მი - "საფ­ლა­ვი", სა­კურ­თხე­ველ­ში კი, წმინ­და ტრა­პეზ­ზე, და­აბ­რძა­ნე­ბენ გარ­და­მოხ­სნას, სა­გან­გე­ბოდ მო­ხა­ტულ დიდ ქსო­ვილს, რო­მელ­ზეც საფ­ლავ­ში ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი მა­ცხო­ვა­რია ამო­ქარ­გუ­ლი.

გარ­და­მოხ­სნას ტა­ძარ­ში სამ­ჯერ შე­ა­მო­ა­ტა­რე­ბენ და მას ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში სპე­ცი­ა­ლურ სად­გამ­ზე და­აბ­რძა­ნე­ბენ. სრულ­დე­ბა სა­გა­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იესო ქრის­ტეს ვნე­ბა­სა და ჯვარ­ცმას ასა­ხავს. ამის შემ­დეგ, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და მლოც­ვე­ლე­ბი გარ­და­მოხ­სნის წი­ნა­შე დიდ მე­ტა­ნი­ას ას­რუ­ლე­ბენ და მას ეამ­ბო­რე­ბი­ან.

გარ­და­მოხ­სნა ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში არას­რუ­ლი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბა, რაც იმის სიმ­ბო­ლოა, რომ მა­ცხო­ვა­რი აღ­დგო­მამ­დე სწო­რედ სამი დღე იყო საფ­ლავ­ში.

დიდი პა­რას­კე­ვი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე მარ­ხვის დღეა და მო­ძღვრის კურ­თხე­ვით, მორ­წმუ­ნე­თა­გან ზოგი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფერს იღებს, ზოგი კი - მხო­ლოდ პურ­სა და წყალს.

ამას­თა­ნა­ვე, მორ­წმუ­ნე­ე­ბი ამ დღეს კვერ­ცხებს წით­ლად ღე­ბა­ვენ და პა­ს­ქებს აცხო­ბენ. წი­თე­ლი კვერ­ცხის მსგავ­სად პა­ს­ქა­საც რე­ლი­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა აქვს. უფ­ლის ჯვარ­ცმა იუ­დე­ველ­თა პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­ულ­ზე მოხ­და.

აღ­დგო­მას მორ­წმუ­ნე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ულო­ცა­ვენ სი­ტყვე­ბით - "ქრის­ტე აღ­სდგა". ეს ჩვე­უ­ლე­ბა ძა­ლი­ან ძვე­ლია. არის გად­მო­ცე­მა, რომ ამაღ­ლე­ბამ­დე იესო ქრის­ტემ თა­ვი­სი მო­წა­ფე­ე­ბი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში დაგ­ზავ­ნა, რათა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მისი აღ­დგო­მის შე­სა­ხებ ეხა­რე­ბი­ნათ. სა­ქა­და­გებ­ლად გა­ე­შუ­რა მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლიც, რომ­ლის­გა­ნაც მა­ცხო­ვარ­მა შვი­დი ეშ­მა­კი გან­დევ­ნა და რო­მელ­მაც ღვთის­მშობ­ლის შემ­დეგ პირ­ველ­მა იხი­ლა მკვდრე­თით აღ­მდგა­რი უფა­ლი.

წმი­და მა­რი­ა­მი რომ­ში ჩა­ვი­და და პირ­და­პირ იმ­პე­რა­ტო­რის სა­სახ­ლეს მი­ა­შუ­რა. იგი ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო და ამი­ტომ და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­ა­ტა­რეს სა­სახ­ლე­ში. მან იმ­პე­რა­ტორ ტი­ბე­რი­უსს სა­ჩუქ­რად კვერ­ცხი გა­უ­წო­და და ახა­რა: "ქრის­ტე აღ­სდგა". იმ­პე­რა­ტორ­მა ქალს ეჭ­ვით შე­ხე­და და წა­მო­ი­ძა­ხა: "რო­გორ შე­ეძ­ლო მკვდარს აღ­მდგა­რი­ყო?! ეს ისე­ვე და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რო­გორც ის, რომ ახლა ეს კვერ­ცხი გა­წით­ლდე­სო". ეს სი­ტყვე­ბი დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, რომ კვერ­ცხი მარ­თლაც გა­წით­ლდა. ამ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს წი­თე­ლი კვერ­ცხე­ბით ეგე­ბე­ბი­ან.

კვერ­ცხი მარ­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლოა, რად­გან მის­გან ცო­ცხა­ლი არ­სე­ბა იბა­დე­ბა, იესო ქრის­ტემ კი ადა­მი­ა­ნებს სი­ცო­ცხლე მი­ა­ნი­ჭა. წი­თელ ფერ­ში სის­ხლი მო­ი­აზ­რე­ბა, რად­გან იესო ქრის­ტემ თა­ვი­სი სის­ხლით სი­ცო­ცხლე გან­წმი­და და აკურ­თხა.

ავტორი:

"დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!" - დღეს წითელი პარასკევია

"დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!" - დღეს წითელი პარასკევია

"ვაი, რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!" (დავით გურამიშვილი)

დღეს დიდი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

დიდი პარასკევი, ანუ წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე აღევნილება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.

გარდამოხსნას ტაძარში სამჯერ შეამოატარებენ და მას ტაძრის შუაგულში სპეციალურ სადგამზე დააბრძანებენ. სრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი - მხოლოდ პურსა და წყალს.

ამასთანავე, მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასქასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

აღდგომას მორწმუნეები ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით - "ქრისტე აღსდგა". ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღსდგა". იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: "როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო". ეს სიტყვები დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.

კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.